შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 38)


5-06-2015, 01:25
ავტორი llella
ნანახია 5 074

დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა „ვაიმეეე, ამოწყდით ყველა ერთ დღეს, ვერ გიტანთ, მძულხართ, რაარი დილით ხო არ გაცლიან ძილს ვაახ!!!“
-ბატონო-დაგუბებული ხმით ამოვილაპარაკე.
-ხოდა მისმინე-მომესმა ლელუკას სიცილნარევი ხმა-გაგაღვიძე ხო?!
-არა კაცო რა გამაღვიძე-ირონიულად ჩავილაპარაკე და თვალების გახელა ვცადე მაგრამ არ გამომივიდა.
-ხო კაი, კაი ნუ ბუზღუნებ, მიდი აეგდე ეხა და გადმოდი ჩემთან.
-და რა მინდა გოგო ამ დილაუთენია შენთან?!
-სადაა გოგო დილაუთენია, ათია საათი.
-ეუფ, მერე რაა ჩემთვის მაინც დილაა.
-გელოდები იცოდე, გოგოებსაც დავურეკე, სოფოც, ელენეც და თამთაც მოვლენ და გადმოდი შენაც.
-აუ ნახა ამან მისი ჭკუის ხალხი, ეგენი როგორ დგებიან გოგო ეგრე ადრე?!
-ადამიანები არიან ეგენი, ადამიანებიიი! და შენ კიდე „ძილის მანქანა“ ხარ გოგო.
-ხოდა ეხა მაგ „ძილის მანქანას“ ეძინება და ძალიან გთხოვ მოკვდი რაა.
-არა, მეზარება ჯერ სიკვდილი, მიდი ეხა ადექი გოგო დროზე!
-ვაიმე მოვდივარ, მოვდივარ, მაცადე თვალების გახელა, აზრზე მოსვლა და ადგომა ადამიანო.
-ნუ ბუზღუნებ და მალე ქენი-გაიცინა და გამითიშა.
-სარძლო კი მიყვარხარ მარა მაინც ვერ გიტან-სიცილით წამოვიძახე და ფეხზე წმოვდექი, აბაზანაში შევედი, გადავივლე და მოკლე შავი კაბა, კრემისფერი ზურგამოღებული მაისური და შავი ბალეტკები ჩავიცვი. ტელეფონს დავავლე ხელი, ფული ჯიბეში ჩავიდე და ოთახიდან გამოვედი.
-სად მიდიხარ გოგო?!-მომესმა ლექსოს ნამძინარევი ხმა, გავხედე და გამეცინა როცა მისი აბურდული თმა და სახე დავინახე.
-სარძლოსთან-გავეკრიჭე და ლოყაზე ვაკოცე.
-ააა კაი, გამოგივლი მერე მე, ჩემს მოსვლამდე იყავი, წავიყვანო უნდა ლელუკა სადღაც და...
-და სად?!
-სადღაც!
-ოოო ნუ ხარ რა ბოროტი თქვი ეხა.
-რო წაგიყვანთ ნახავ.
-მეც წამიყვან?!
-აბა რას ვიზამ-გამიცინა და მანაც მაკოცა ლოყაზე-უშენოდ რამე გადაწყდება?!
-არც არაფერი, წავედი თორე მცემს ეგ.
-ჭკვიანად იცოდე.
-ხო აბა როგორ. კაი წავედი-სახლიდან გამოვედი და კიბეებზე ჩავირბინე.
ბოლო საფეხურზე ვიყავი, ტელეფონზე ესემესი მომივიდა, ლელუკასგან იყო „გოგო კოკა-კოლა გამოიყოლე :დ ” ესემესის კითხვით გართულმა ვერც კი შევამჩნიე რომ ერთი საფეხური კიდე მქონდა გასავლელი, მე კიდე არხეინად ვაპირებდი გავლას, ფეხი მომიცურდა და ძირს დავებერტყე.
-ვაიმეეეეეეე-წამოვიყვირე გამწარებულმა-ვაიმე მგონი მოვკვდი, ღმერთო რა მწარეა.
ფეხს დავხედე, როგორც ეტყობა ვიღრძე, ვცადე ადგომა მაგრამ არაფერი არ გამომივიდა, ფეხზე ვერ ვდგებოდი. ტელეფონს დავუწყე ძებნა, ვიფიქრე დავურეკავ ლექსოს თქო მაგრამ მე ხო ბედი არ მაქ, ჩემს წინ ნაწილებად დაშლილი ტელეფონი საწყლად ეგდო ნარინჯისფერი ქვებით გაწყობილ იატაკზე.
-ჯანდაბა! ჭირი! არ გახარება! ვაიმეეეე! რა ლელუკა აგიტყდა ამ დილაადრიან! ან იმას რა კოკა-კოლა მოუნდა ვერ გავიგე რაა-უცებ საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ეტყობა პირველად ვერაფერი ვერ ვიგრძენი.
ისე ვიყავი ჩემი აქედან „გაყვანის“ გეგმით დაკავებული, რომ ვერც კი შევნიშნე როგორ ამიყვანეს ხელში და როგორ აღმოვღნდი მიწიდან 2 მეტრის დაშირებით.
ტკივილი ფიქრის საშუალებასაც მიბლოკავდა, ზემოთ ავიხედე და ხელში ჯაბა შემრჩა, „ნუ შემრჩა რაა, მას შევრჩი ხელში“ ვაიმე თამუნა კიდე ღადაობის ხასიათზე როგორ ხარ ადამიანო.
-აუუუუ-მართლა მაგრად ამტკივდა ფეხი, ამიტომ ხმა ვერ დავიმორჩილე და წამოვიყვირე.
-ცოტაც გაუძელი პატარა ქლბატონო და მალე მივალთ.
-სად?!-თვალებზე იქეთ-აქეთ მოქანავე ცრემლი ვეღარ შევიკავე და ავტირდი.
-საავადმყოფოში, შეგხედავენ და ეგაა-გამომხედა ღიმილიანი სახით, მაგრამ როცა დაინახა რომ ვტიროდი სახე უცებ დაუსერიოზულდა და ჩემზე მოხვეული ხელები დაეჭიმა-შენ რაა ტირი?!-გაიცინასავით.
-ოოო ნუ დამცინი იდიოტო! მტკივა და არ ვიტირო?!-ვითო გავუბრაზდი.
მანქნის კარები ოსტატურად გამოაღო, წინა სავარძელზე დამსვა, თავად ავტომობილს მოუარა და დაიკავა მისთვის განკუთვნილი ადგილი.
-კაი კაი ნუ ბრაზდები, ისე გაბრაზება გიხდება, ცრემლებიც გიხდება.
-ვაიმე-ისევ ფეხს დავხედე- და როგორ შეიძლება ადამიანს ცრემლები უხდებოდეს?!-ტკივილს ამოვაყოლე შეკითხვა გაკვირვებულმა.
-რავიცი ტო... აი შენ გიხდება, ისე ხო მაგარი თვალები გაქ და რო ტირი მაგ მომენტში ვაფშე!-გამომხედა და გამიღიმა.
-აუ მისმინე, არავითარი ექიმი მე არ მინდა, უბრალოდ ტელეფონი მათხოვე რო დავურეკო ჩემს ძმას, ვუთხრა რო ჩამოვიდეს და ამიყვანოს.
-არა ექიმთან მიმყავხარ!-მანქნის დაძვრას აპირებდა მაგრამ გასაღებთან მიტანილ ხელზე, ხელი მოვკიდე და ვანიშენ რომ ავტომობილი არ დაეძრა.
იმ მომენტში როცა ხელზე-ხელი მოვკიდე ვიგრძენო რომ შეკრთა, გააცახცახასავეთ, ვერ გამეგო რისი ბრალი იყო, არც ისე ცივი ვიყავი, რომ ჩემი ცივი ხელის შეხებისას ესე დაბურძგვლოდა. მე ხელი სწრაფად მოვაშორე, მან კიდევ ისე გამომხედა გეგონება მისი ვალი მქონოდეს 3 წელია და არ ვაძლევდე... „ვერ არი ეს მგონი, კი არა და შენ ვერა ხარ! გადაგედგა ნაბიჯი წესიერად, გაგეხედა წინ და არ „მოკალათდებოდი“ სადარბაზოში“ ჩემს თავს ვლანძღავდი, როცა ჯაბას თვალებს შევეჩეხე.
-არ მინდა ექიმთან, სახლში წამიყვანე...-სწრაფად ავარიდე თვალი მის გაბრაზებულ სახეს და წინ გავიხედე-გთხოვ...
თითქოს და ჩემი ნათქვმი არ გაუქონიაო, მანქანა დაძრა და 10 წუთში უკვე საავადმყოფოსთან ვიყავით.
-არ გაექანო!-მიბრძანა და მანქნიდან გადავიდა.
-მოიცა ეხა გამოვიქცევი და ცეკვას დავიწყებ შუა ქუჩაში-გავძახე და ნატკენ ფეხზე ვანიშნე. მას გაეცინა და გზა გააგრძელა.
რამოდენიმე წუთის შემდეგ ჯაბა გამოვიდა საავადმყოფოდან და ავტომობილისაკენ წამოვიდა, კარი გააღო და ხელში ფრთხილად ამიყვანა.
-არა ფეხი კი მტკივა, მაგრამ მგონი გავლას შევძლებ-ირონიული ღიმილი ავიკარი და გავხედე ბარათელს.
-არა ისე კი ხარ ღირსი ეხა დაგსვა და დაგტოვო აქ, მაგრამ ჩემ კეთილ გულს რა ვუთხარი თორე...-გაიცინა და საავადმყოფოში შევიდა.
-აუ არ მინდა რაა.
-რატო?! გეშინია?!-გაიცინა და ზემოდან დამხედა.
-ხო... ნემსის მეშინია, ნუ მეშინია რაა, მწარეა და არ მინდა.
-არა ნემსს არ გაგიკეთებენ.
-და რა იცი შენ?!
-მე არ გავაკეთებინებ ნემსს შენთის-კაი გმირივით გაიჯგიმა და გამიცინა.
-მასხარა!-დავასკვენი და წინ გავიხედე.
ექიმთან ვიზიტი არც ისე საშიში აღმოჩნდა როგორიც მე მეგონა, ისეთი არაფერი არ მჭირს თურმე, უბრალო დაჟეჟილობააო ექიმმა, რაღაც მაზისებური გამომიწერა და მორჩა.
ჯაბამ ისევ ხელში ამწია და ჩამსვა მანქანაში.
ვერ გამეგო რა ხდებოდა, მასთან ერთად როცა ვიყავი თავს კომფორტულადაც ვგრძნობდი და ამავდროულად დისკომფორტის შეგრძნებაც მქონდა. ჩემთვის კარგი ნაცნობი იყო, ესეც იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ვუხსნივარ „ცუდი სიტუაციებისგან“ უბრალოდ მისი მადლიერი ვიყავი.
-მოვედით-ფიქრებიდან მისმა ხმმ გამომიყვანა.
-ააა ხო...-კარების გაღეაბს ვაპირებდი როცა გამაჩერა.
-სად მიდიხარ გოგო?! ახვალ ხო შენით სახლში?!-გაიცინა და გადმოვიდა.
-ხო სახლში უნდა ავიდე.
-შენით ვერ ახვალ!-ჩემს სკამთან ჩამუხლულმა გამომიცხადა და გაიცინა, სახეზე ხელები ავიგფარე და ამოვიოხრე.
-ღმერთო შენ მიშველე!-ისე ამოვიჩურჩულე სახიდან ხელები არ მომიშორებია.
-ეს რაარის?!-უცებ მისი ხმა გავიგონე. ხელები ჩამოვიღე და მას გავხედე.
-რაზე მეუბნები?!
-აი ამაზე-ჩემს თითზე მოთავსებულ მბზინავ ნივთზე მიმითითა.
-ბეჭედი-გავიცინე.
-ეგ მეც ვიცი რო ბეჭედია! ვინ გაჩუქა?!
-და რა შენი საქმეა მე ვინ მაჩუქა ბეჭედი?!
-რო გეკითხები მიპასუხე.
-შენი საქმე არაა თქო!
-მიპასუხე!-ხმას აუწია რამაც ალიან გამაღიზიანა.
-ვაიმეეე! დემეტრემ! დემეტრეს ნაჩუქარი ბეჭედია ვაახ!
-კარგი კარგი ნუ ბრაზდები-გაიცინე და ხელში ამიყვანა.
-მოიცა და... შენ... შენ უნდა ამიყვანო?!-თვალები გამიფართოვდა, როცა მის ხელებში მყოფმა გავაცნობიერე რომ მასვე ავყავდი კიბეებზე.
-ხო!
-აუუუ...-ჩუმად ამოვიოხრე.
-რაიყო?!
-არაფერი.
კარებთან გაჩერდა და დააკაკუნა. კარები ლექსომ გააღო, გაბრაზებული იყო ეტყობოდა, ამასთან გაკვირვებაც დაეტყო სახეზე. მივხვდი რომ კრგი არაფერი მელოდა.
-შენ?!-გაოცებულმა კითხა ლექსომ ჯაბას, მერე კი მე გამომხედა.
-ხო მე! მისმინე საჩხუბრად და ა.შ არ მოვსულვარ!
-სამაგიეროდ მე გცემ!-დაიღრინა ლექსომ და ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა.
-ლექსო მოიცა-წამოვიძახე, ისიც გაჩრდა და გაკვირვებულმა გამომხედა-რისთის უნდა ცემო?! იმისათის რომ ფეხნატკენს მეპატრონა და საავადმყოფოში მიმიყვანა?!
-რა ფეხნატკენი გოგო რა საავადმყოფო! სიცხე ხო არ გაქ შენ?!
-კიბეებზე ფეხი დაუცურდა და ფეხი იღრძო, ექიმთან წავიყვანე, დიდი არაფერი უბრალოდ ნაღრძობია, რაღაც კრემები გამოუწერა და ეგაა-აუხსნა ჯაბამ მშვიდი სახით.
„არა ისე კი მაინტერესებს ამის შემხედვარე მშვიდად როგორაა, მარა... „
-ხო... ჯაბა რო არ მოსულიყო, ალბათ გავწვებოდი კიბეზე იქამდე სანამ რომელიმე ნაცნობი მეზობელი არ გამოივლიდა-გავიცინე და ჯაბას ვანიშნე დამსვი თქო, მანაც დამსვა.
-ტელეფონი არ გქონდა გოგო?!
-გამიტყდა, რო წავიქეცი გატყდა.
-აუუუუ, შემშლი მე შენ ერთ დღეს, დემეტრე გადარეულია, ვურეკავ და არ მპასუხობსო, ლელუკასაც ვურეკე იმან ჩემთან არააო კინაღამ გავგიჟდი გოგო! ჩემზე იფიქრე საერთოდ?!-მარტო მე მომეჩენა თუ დემეტრეს სახელი რატომღაც გამოკვეთილად წარმოთქვა და ჯაბას გახედა?! არა კაცო არ მომჩვენებია.
-კაი, პატარა ქალბატონო წავედი მე და იცოდე ჭკვინად, წინ გაიხედე აწი-გაიცინა და ისევ ხელზე მაკოცა, ისე თითქოს ლექსო იქ არ მდგარიყო.
-მოიცა!-გააჩერა ლექსომ, მე შემიყვანა სახლში ხოლო თვითონ კი უკან გაბრუნდა.
ნეტა რა უნდა, ეხა თუ უნდა იჩხუბონ ხო... ვაიმეე დამღალეს უკვე...!
ჯაბას ნაამბობი:
თამუნას სადარბაზოსთან ვიყავი, რაღაც საქმეზე, გავიფიქრე გავუვლი, შევამოწმებ რას შვრება თქო, ამ დროს კი კიბეებზე მჯდომი თამუნა შემრჩა ხელში, ფეხი ქონდა ნატკენი, ბევრი წუწუნით მივიყვანე ექიმთან, შემდეგ კი სახლში.
არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ პირველად გამიხარდა რომ მას რაღაც ეტკინა, მასთან ახლოს ყოფნის საშუალება მომეცა.
აღარ ვიცი უკვე რა მჭირს, ვერც იმ გრძნობას ვარქმევ სახელს რასაც მის მიმართ განვიცდი, ეს არც სიყვარულია, არც მიჩვევა, არც ახირება, არც აჩმება, ეს უბრალოდ ისეთი რამაა, ნუ იტოკში რასაც სახელს ვერ ვუძებნი...
ყველაზე რთული წარმოსადგენი და გასაგებიმი ისაა რომ მასთან დემეტრეა, რომ მას აქვს „უფლება“ შეეხოს, ჩახედოს თვალებში, შეიგრნოს მისი სურნელი, ეს მკლასვ და მანადგურებს, სვას გაუმკლავდება კაცი გადაიტანს რაღაცნაირად, იტყვის რო ჩემი იქნება და ა.შ. მაგრამ არც ეგრე ადვილი არაა, ახლაც შემიძლია ავდგე და ისე ვქნა რომ მართლაც ჩემი გავხადო, უბრალოდ... როცა ვხედავ რომ ის ბედნიერია... დემეტრესთან ერთად ბედნიერია... ვერ ვბედავ... ვერ ვბედავ მის თვალებში ამ სიხარულის სინათლის ჩაქრობას.
ადრე ბევრჯერ გამიგონია მსგავსი ფრაზები „მთავარია ის იყოს ბედნიერი და ვისთანაც გინდა იმასთან იყოს“ „ოღონდ ბედნიერი იყოს და მე მისგან შორს ვიქნები“ და ა.შ. ვფიქრობდი რომ ეს უბრალოდ ფარსი სიტყვები იყო და მეტი არაფერი... ეხლა კი... მგონი მე ვიქცევი ისევ ასე...
ჩემთვის მხოლოდ მისი ბედნიერებაა მთავარი, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი რომ ამის გამო მის დათმობას ვაპირებ, არავითარ შემთხვევაში! პირველ რიგში, ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ მსგავს სქციელს... ამიტომ, ვნახოთ რას მოიტანს დრო... თუ დრო ისევ იმავეს გამეორებას გვიპირებს, რაც 2 წლის წინ მოხდა, დაე იყოს ისე როგორც ღმერთს უნდა, მე გავუძლებ მისთის ამას, კიდევ ერთელ გადავიტან იგივეს, ოღონდ ჩემთან ერთად იყოს... ოღონდ ჩემი იყოს...
ძნელი ყოფილ სიყვარული... ძალიან ძნელი!!!

თამუნა ჩავაბარე პატრონს და წასვლას ვაპირებდი მაგრამ ლექსომ „არ გამიშვა“
-მისმინე, კიდევ ერთხელ დაგინახავ მის სიახლოვეს და...-დაიწყო, მე კიდევ მის სიტყვებზე უბრალოდ გამეცინა.
-ხშირად დამინახავ მის სიახლოვეს და იცოდე, ეგ თქვენი ბაზარი სუ ფეხებზე გაიგე?! მე თამუნა მიყვარს და მორჩა!
-რა ფეხებზე გკიდია, რა გიყვარს ტო?! შენ შ*** ხო არ ****?! ხვდები მაინც რას ამბობ?!
-ვხვდები! იტოკში მიხედე თამუნას!
- მე გაგაფრთხილე!
-მეც გითხარი ჩემი სათქმელი-ერთი გავხედე და კიბეებზე დავეშვი, მანქანაში ჩავჯექი და სახლისაკენ წავედი.


- - - - -
გამარჯობააათ <3 ესეც ახალი თავი <3
კომენტარებზე, ყველას არ გიპასუხეთ დ ვიფიქრე აქ დავწერ თქო, ანუ იყო კომენტარები სადაც ამბობდით რომ გამექრო და მომეშორებინა ჯაბა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მინდა მკითხველს გავაცნო ჯაბა ბარათელი, თქვენ იცნობთ მხოლოდ დემეტრეს, მის ხასიათს, მე კიდე ეგრე არ მინდა... ვცდილობ რომ ისტორია რაც შეიძლება საინტერესო გამომივიეს და როცა უბრალოდ ჯაბას მოსაშორებელ კომანტარებს ვკითხულობ ძალიან მწყინს, ხოდა ერთი სიტყვით, ისტორია ისტორია და რაც იქნება იქნება რაა... :D
მადლობა ყველს ვინც კითხულობთ და მოგწონთ, დიდი მადლობა ვინც კომენტარებს წერთ და მიზიარებთ თქვენს დამოკიდებულებას ისტორიასთან დკავშირებით, ჩემთვის თითოეული კომენტარი ძალიან ბევრს ნიშნავს... ძალიან მაგრად მიყვარხართ ყველანი და რავიცი რაა... კი გამიგრძელდა სიტყვა მარა მგონი მეპატიება :D <3



№1  offline წევრი masu

Auu kai iyo <3 <3

 


№2  offline წევრი † mariami †

jabas moshorebas ar gtxov me isic ert erti mtavari gmiria uazroba iqneba mis gareshe chemtvis rac sheexeba tamunas dzalian shecvala da datba jabas mimart rac me kargs ar mafiqrebinebs meshinia ar sheuyvardes imedia es ar gaq chafiqrebuli ubralod uazroba iqneba jer erti uyvardes da mere meore sheuyvardes magram mtladac ise nu izam rom jabac gul dawyvetili iyos ise kargi istoriaa momwons

 


№3  offline წევრი llella

† mariami †
jabas moshorebas ar gtxov me isic ert erti mtavari gmiria uazroba iqneba mis gareshe chemtvis rac sheexeba tamunas dzalian shecvala da datba jabas mimart rac me kargs ar mafiqrebinebs meshinia ar sheuyvardes imedia es ar gaq chafiqrebuli ubralod uazroba iqneba jer erti uyvardes da mere meore sheuyvardes magram mtladac ise nu izam rom jabac gul dawyvetili iyos ise kargi istoriaa momwons

zustadac rom sisulele gamova jabas gareshe da arc shteri gogos rolis micemas ar vaporeb tamunasatvis :D

 


№4  offline წევრი cancara

Ra patara tavebs deb

 


№5  offline წევრი -tiko))

Vaimeeee... ara gana cudi bichia es jaba ra... ubralot ar minda ro demetrestan.iyos... martla kargi istoriaa mara ar minda ra es jaba tamunastvis da momkalit aba... gtxov ra jaba da tamuna ertad ara raaa
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№6  offline წევრი Indigo

მე პირადად ჯაბას მომხრე ვარ დემეტრეს ფეთქებადი ხასიათი ნერვებს მიშლის!!!! ოღონდ ისეც ნუ იზამ, რომ ამ გოგომ ძმა და მეგობრები გადაიმტეროს...
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№7  offline წევრი nanako123

Maintersebs vistan datoveb bolos :3

 


№8  offline წევრი llella

nanako123
Maintersebs vistan datoveb bolos :3

eg yvelas ainteresebs 3:) :D :D

 


№9  offline წევრი anukii

აუ მაგარია ძალიან ჯაბაც მომწონს რახაცნაირად მაგრამ დემეტრე და ნინი სულ სხვა თემაა ძალიან მიყვარს ეს ისტორია და იმედია კარგად დამთავრდება love feel

 


№10  offline წევრი llella

anukii
აუ მაგარია ძალიან ჯაბაც მომწონს რახაცნაირად მაგრამ დემეტრე და ნინი სულ სხვა თემაა ძალიან მიყვარს ეს ისტორია და იმედია კარგად დამთავრდება love feel

au xalxo ra mainteresebs :D ra nini vin nini? ar vici vis istoriashi geshlebat mara chem mtavar personajs tamuna qvia :D :D

 


№11  offline წევრი niniko123

Rogorc shenginda use dawere ubralod boloshi jabastan ertàd àr datovo toro "mogklav" :D :D :D male Dade shemdegic :*

 


№12  offline წევრი სპენსერი

ესს ენი ისტორია!! მგონი მარტო მე არ ვითხოვ რომ ჯაბა გაქრეს პირიქით ძალიანაც მომწონს <3

M-A-R-I
მე პირადად ჯაბას მომხრე ვარ დემეტრეს ფეთქებადი ხასიათი ნერვებს მიშლის!!!! ოღონდ ისეც ნუ იზამ, რომ ამ გოგომ ძმა და მეგობრები გადაიმტეროს...

მეც ჯაბა მომწონს და მომკალი რა :D

 


№13  offline წევრი † mariami †

llella
† mariami †
jabas moshorebas ar gtxov me isic ert erti mtavari gmiria uazroba iqneba mis gareshe chemtvis rac sheexeba tamunas dzalian shecvala da datba jabas mimart rac me kargs ar mafiqrebinebs meshinia ar sheuyvardes imedia es ar gaq chafiqrebuli ubralod uazroba iqneba jer erti uyvardes da mere meore sheuyvardes magram mtladac ise nu izam rom jabac gul dawyvetili iyos ise kargi istoriaa momwons

zustadac rom sisulele gamova jabas gareshe da arc shteri gogos rolis micemas ar vaporeb tamunasatvis :D

kargia :) eseigi win kargi da saintereso tavebi gvelis dzalian kargi velodebi shemdeg tavs imedia male dadeb

 


№14  offline წევრი lamazmani

აუ ძააან მაგარია რაგაც პონტში ჯაბაა მომწონს მარა დემეტრე სულ სხვაა love

 


№15  offline წევრი malikuna

არა გაქრობას არ გთხოვ უბრალოდ ცუდად იქცევა ჯაბა, სიტუავიით სარგებლობს რასაც ვერ ვეგუები.. თამუნა უბრალოდ არ გააშტერო და არ აცანცარო.. ყოჩაღ კარგია მთლიანობაში❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent