ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 17)
უჩას ოთახისკენ წავედი, კარებთან მისულს ყვირილის ხმა მომესმა. უჩა ფანჯარასთან იდგა და ვიღაცას უყვიროდა და ეკამათებოდა. -მისმინე, დაანებე თავის გამართლებას თავი. -.......... -რას ნიშნავს ნუ ვყვირივარ გოგო! როგორ შეგიძლია სულ ეგრე იქცეოდე, სულ ეძებ მიზეზებს, სულ... ხოდა იპოვე!!! -.......... -სოფო დავამთავრეთ!!! მე დავამთავრე!!!-ტელეფონი გათიშა და საწოლზე მოიქნია. ასეთი უჩა პირველად ვნახე, ოთახს გავშორდი და ჩემს ოთახში დავბრუნდი. მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი, ბიჭები მისაღებში იყვნენ, ლელუკა კი დიასახლისობდა. -ვეჩვევითო დიასახლისობასო?-გავიცინე და წყალი მოვსვი. -ეგრე გამოდის-გაიცინა მანაც და საქმე გააგრძელა. მისაღებში შევედი, ბესო მდივანზე წამოკოტრიალებულიყო და ტელევიზორს უყურებდა, უჩა კიდე ისეთი სახით იჯდა რომ შეგეშინდებოდათ, ხელთ რომ ეგდო ვინმე ნამდვილად შემოაკვდებოდა. ლელუკამ დაგვიძახა ყველაფერი მზადაა მოდითო, ჩვენც მივუსხედით მაგიდას და ლელუკას მომზადებულ გემრიელობებს შევექეცით. -აბა გოგოებო დღეს რა გეგმები გაქვთ?-გვკითხა ბესომ და რიგრიგობითგადმოგვხედა ორივეს. -რავიცი არც არაფერი-დამასწრო ლელუკამ. -ხოდა მაშინ წამოდით და ბერეგზე გავიდეთ. -თქვენ წადით მე არ ვარ მაგის ხასიათზე-გაგვცა პასუხი უჩამ. -ისევ?!-კითხა ბესომ. ისევ. -რა ისევ?-ვიკითხე და რიგრიგობით გადავხედე ბიჭებს. -თამუ არაფერი-გამომხედა უჩამ და მსუბუქად გაიღიმა-მიდი გაემზადე და წადით თქვან, რო რამე გამოვალ მერე მეც. მე და ლელუკა შევედით საძინებელში მოსამზადებლად. ბიჭებთან: -ხოო, არაფერი აბა რაა, ერთადერთი ადამიანია მგონი ვინც ხასიათს გიფუჭებს-გაბრაზებულმა გახედა ბესომ უჩას, როცა გოგონები ოთახიდან გავიდნენ. -აუუ შენაც ნუღარ მიმატებ რაა-მობეზრებულმა გადააქნია თავი და საზურგეს მიეყრდნო. -რა მე ნუღარ გიმატებ ბიჭო, მგონი შენაც არ იცი რას გრძნობ მაგ გოგოს მიმართ, ვერაფერი გავიგე რააა-გახედა ბესომ და მანაც უჩას მიბაძა. -მაგარ სისულელეს ამბობ!!! -რატო ვამბობ სისულელეს, აბა შენი ქცევით რას ამტკიცებ მე არ მესმის... -ბიჭო რა ვქნა მითხარი, ყველანაირად ცდილობს რო თავი ამარიდოს... ხან რა მიზეზები აქ ხან რაა...-ნერვიულად გადააქნია უჩამ თავი და ძმაკაცს გახედა. -მერედა მიდი და დაელაპარაკე და გაარკვიეთ ბიჭო ყველაფერი ვაახ... -რა გგონია არ ვცადე?! მარა აზრი არა აქ პროსტა, ხან რას მოიფიქრებს ხან რას. შევიშალო უნდა ბიჯო! აგერ 2 დღის წინ დავურეკე გნახავ თქო და არ მცალია სხვაგან მივდივართ სტუმრადო, მეთქი კაი ეხა ოჯახთან ერთად თუ მიდის ხო არ დავუწყებ რაღაცეებს და რო მოიცლი დამირეკე და მოგაკითხავ თქო, გადის ბიჯო ნახევარი საათი და პარკში ვნახულობ ვიღაც სი***ან ერთად, გადამეკეტა მარა რა გადამეკეტა, მივსულიყავი უნდა მარა აღარ მივედი... -რატო აღარ მიხვედი ?! -და აზრი?! რა აზრი ქონდა ჩემს იქ მისვლას მითხარი, არც არაფერი, აუ პროსტა ეხლაც მიკვირს თავი როგორ შევიკავე და როგორ არ მივედი იმ დებილის მოსაკლავად, სოფო კიდე ანერვიულებული იყო ეტობოდა. -უჩა, დარწმუნებული ხარ რო ნაღდად გიყვარს ეგ გოგო?! -მეღადავები ბიჯო?! ხო იცი როგორც მიყვარს-სევდიანი გაუხდა ხმა გაუხდა ნიკოლავას -სერიოზულად გეკითხები-თავი წამოწია ბესომ და ძმაკაცს გახედა. -მეც სერიოზულად გპასუხობ. -და მას?! -რა მას?! -მას უყვარხარ?!-მაცდურად გახედა ბესომ დაჩის და მის პასუხს დაელოდა. -კი-ფიქრის გარეშე გასცა უჩამ პასუხი. -არც კი დაფიქრდები პასუხზე?! -რაც ნამდვილად ვიცი, იმაზე ბევრს არ ვფიქრობ! პროსტა მშობლების ეშინია რაა, ხო ხვდები არა?!- ცოტათი მოლბა უჩა. -ვიცი ძმაო ვიცი!-მხარზე ხელი დაკრა და მსუბუქად გაუღიმა. 10 წუთში კი გოგონებიც გამოჩნდნენ. -უჩა შენ არ მოდიხარ?!-კითხა ლელუკამ და სარკეში საკუთარი ანარეკლი კიდევ ერთხელ შეათვალიერა. -არა წადით თქვენ და თუ რამე მერე გამოვალ მეც. -არ ვიცი მე მერე და რაღაც, ადგები ეხლავე და წამოხვალ ჩვენთან ერთად-გამოაცხადა თამუნამ და უჩას წამოყენება სცადა მარა შენც არ მომიკვდე რაა, ძვრაც ვერ აქნევინა-არ მიყვარს მე ეგეთი უჩა, მხიარული უჩა დააბრუნე დროზე!-გაიცინა და ნიკოლავას გახედა. -არა თამუ მართლა მე მერე მოვალ ეხა ვერა რაა-გაეცინა უჩას თამუნას სახის გამომეტყველებაზე. -აი თუ გიყვარვარ სუუუულ, სუულ ცოტათი მაინც ადექი და წამოდი ჩვენთან ერთად. -წავედით-გაიცინა უჩამ და თამუნას ხელი გადახვია. სახლიდან გამოვედით და წავედით პარკის მიმართულებით, გზაში ბევრი ვიხალისეთ, უჩაც ხასიათზე მოვიდა, რაც ძალზედ მახარებდა. სიმართლე რომ ვთქვა მაინტერესებდა რატომ იყო უჩა ესე გაბრაზებული, ვის უყვიროდა ტელეფინში ან ვინ იყო საერთონ სოფო, მაგრამ ვამჯობინე არაფერი არ მეკითხა და ჩუმად ვყოფილიყავი. გზაში ბესოს ტელეფონზე დაურეკეს, როცა ეკრანს დახედა გამომხედა. -მიდით თქვენ და დაგეწევით მე-გვითხრა და თვითონ ნელა დაიწყო სიარული, ცჰვენს გავაგრელეთ გზა. ბესოსთან: დემეტრემ დამირეკა, ბავშვებს ვუთხარი, რომ გზა გაეგრელებინათ, მე კიდევ ნელა დავიწყე სვლა. -ხო -სად ხართ? -პარკში მივდივართ, თქვენ სად ხართ? -მე სახლში მოვდიოდი მარა მოვალ მანდ. -ხო კაი გელოდებით მაშინ. -ბიჭო მისმინე არ თქვა მე რო მოვდივარ-გაიცინა და მის სულელურ საქციელზე გამეღიმა მეც. -ხო კაი კაი არ ვეტყვი, მალე ქენი. -ასე 10 წუთში ანდ ვიქნები. -ნავებთან მოდი იქ ვიქნებით ჩვენ. -ხო კაი.-გამითიშა და მეც წავედი ბავშვების მიმართულებით. თამუნას ნაამბობი: ბესო მალევე მოვიდა, ჩვენს საქმე არ გვქონდა და ერთმანეთს ვუშლიდით ნერვებს და ათას სისულელეზე ვსაუბრობდით. - - - - - გამარჯობა ბავშვებო. ბოდიში ისტორია ვერ დავდევი გუშინ ვერანაირად ვერ მოვახერხე. მალე იქნება ვნებაააც შემდეგ თავში აუცილებლად, უბრალოდ აქ რომ უჩაზე არ მესაუბრა არ გამოდიოდა იმედია არ გამიწყრებით. მადლობა რომ კითხულობთ და ტოვებთ კომენტარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.