შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარში ნაპოვნი სიყვარული (თავი 6)


5-06-2015, 08:43
ავტორი ROLIKA
ნანახია 2 654

-ჩვენი სახლი-ემოციებს ვერ მალავდა დიმიტრი
-რა ხმაა?-დაეჭვებულმა იკითხა ტასომ
-ხმა?
-ჰო, ხმა ისმის-შიში შეეპარა ხმაში ელისაბედს
-წამოდი ვნახოთ-უბიძგა დიმიტრის ალექსანდრემ, კიბეები აიარეს და შიგნით შევიდნენ

-რა?-შეიცხადა ალექსანდრემ
-ალექსანდრე და დიმიტრი?-შეიცხადა ერეკლემ-
-რა?-ელისაბედმა ანას და ერეკლეს გადახედა
-ვაიმე-თავი დახარა ანამ
-რას აკეთებთ?-გამოსცრა ალექსანდრეს კბილებსშორის
-გამოდით და აგიხსნით-ერეკლე წამოდგა და ბიჭები ქვემოთ ჩაიყვანა
-დაიწყე-ტასომ დაკრა ანას მხარზე ხელი
-ერეკლემ თქვენ რომ წადით ასე მითხრა, წამოდი ერთ ადგილას უნდა წაგიყვანოო, მეც წამოვყევი, დღეს დილით მოვედით აქ, ჩემზე ჩახუტებული იყო, მელაპარაკებოდა თავის ამბებს და თან შემოვიდა დიმიტრი და ალექსანდრე
-კაი ნუ ღელავ, ერეკლე ყველაფერს აუხსნის
-იმედი მაქ ცუდი ადამიანი არ ვეგონები მათ-თავი მორცხვად დახარა ანამ-ცუდი არაფერი ყოფილა
-ვიცი გენაცვალე, ნუ გეშინია შენ-ხელი მოხვია ელისაბედმა, ოთახში სამივე სიცილით შემობრუნდა, გოგოებს გაეღიმა, ანამ ერეკლეს გადახედა, მანაც თვალებით ანიშნა ყველაფერი რიგზე არისო და დამშვიდდა
-აბა ძმაო, აქ რამე არ გაქ სასუსნავი?
-კი-წარბები აათამაშა ერეკლემ
-მაინც?
-შამპანური
-ჰოდა ვსვამთ-გაეცინა დიმიტრის


-ამ ჭიქით გაუმარჯოს ჩვენს ახალ წყვილს, ერეკლესა და ანას, დაგლოცავთ-ჭიქა მაღლა ასწია დიმიტრიმ
-დაგლოცავთ ანა და ერეკლე, ჩემო ძმაო, დიდხანს შეგენარჩუნებინოთ ეს სიყვარული-მოსვა შამპანური
-მე სახლში ვბრუნდები-თქვა დუმილის შემდეგ ერეკლემ
-რა?-გაოგნდა ალექსანდრე-რატო?
-ანა უნდა მოვიყვანო ცოლად, 7 თვეში ამოიწურება ვადა და ანას მეც მივყვები
-გილოცავ ძმაო-ჩაეხუტა ალექსანდრე
-შენ არ ბრუნდები?
-რატო?
-მეგონა შენც დაბრუნდებოდი, თუმცა ჯერ ვერ ხვდებით ვერცერთი, მაგრამ მალე მიხვდებით-გადახედა ოთხივეს
-რას უნდა ვხვდებოდეთ?-გაიკვირვა დიმიტრიმ
-აი ჰო ვთქვი-გაეცინა ერეკლეს და ანას გადახედა
-ვერ ხართ-სიცილით თქვა ტასომ
-მიხარია ძაან ერთად რომ ხართ-აღნიშნა ელისაბედმა
-მინდა ერთი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ-წამოდგა ფეხზე ერეკლე-მინდა ის სიყვარული დავლოცო, რომელიც თითოეული ჩვენგანი გულშია, რომელიც ათას სისულელეს გაკეთებიებს და ვერ ხვდები,(ალექსანდრეს გაახსენდა ტყეში ელისაბედთან ერთად სირბილი და დაღმართში დაგორება, დიმიტრის კი ტასოსთან ერთად წარმოსახვითი ადამიანის გვერდით ცეკვა) იმ სიყვარულს გაუმარჯოს მისი შეხებისას ჟრუანტელი რომ გივლის (ელისაბედს გაახსენდა როგორ ჩაეხუტა და ჟრუანტელმა დაუარა ალექსის შეხებისას, ტასოს კი გაახსენდა როგორ დაუარა ჟრუანტელმა როცა დიმიტრის შეეხო) იმ სიყვარულს გაუმარჯოს, სადაც თავიდან ყველაფერი ჩხუბით იწყება, ხოლო ბოლოს დიდი გრძნობით გვირგვინდება, იმ პატარა ნაპერწკალს გაუმარჯოს, რომელიც ჩვენ გულებში ბუდობს და გაღვივება სჭირდება...სიყვარულს გაუმარჯოს!!
-გაუმარჯოს!!!
-გაუმარჯოს!!!
-სიყვარულს გაუმარჯოს!!!
-გაგვიმარჯოს


-წავედით-გასცა ბრძანება მობანცალე დიმიტრიმ
-სად?-შეიცხადა ტასომ
-ჩემთან მოდიხართ სახლში-აიქნია ხელი ალექსანდრემ
-მთვრალი ხარ დაჯექი-ვცდილობდი დამეკავებინა
-ელის, ჩემო ელისაბედ-სითბო იგრძნობოდა მის ხმაში
-გისმენ ალექსანდრე
-წავიდეთ
-სად? გამოდი სუფთა ჰაერზე-ფრთხილად ჩავიყვანე კიბეებზე და ტყეში სიარული დავიწყეთ
-ელისაბედ, წამოდი
-სად?
-ჩემთან
-შენთან რა მინდა?
-წამოდი ჩემთან და მე წამოვალ ჯარიდან, ერთად ვიცხოვროთ
-მთვრალი ხარ ალექსანდრე, წამოდი მივბრუნდეთ

* * *

-ტასუნა
-გისმენ დიმიტრი
-მე არავინ მყვარებია
-ჰო
-ახლა მიყვარს
-კარგია
-შენ?
-არ ვიცი
-გამომყევი
აივანზე იდგნენ ერთად
-ჩემთან იცხოვრებ?
-შენთან სად?
-სახლში
-შენ ჯარში ხარ
-იქედან წამოვალ, როცა შენ დაამთავრებ
-მთვრალი ხარ და არ იცი რას ამბობ, შემოდი შიგნით და წამოდი საწოლში წაგიყვან
მიიყვანა და საწოლთან დასვა
-კარგი გავალ მე ახლა-კარებისკენ წავიდა, მაგრამ მოძრაობა შეწყვიტა, როცა იგრძნო ცხელი სუნთქვა ყელზე
-აქ დარჩი
-მე..მე უნდა წავიდე
-გთხოვ-მთელი სითბო ჩააქსოვა ამ ერთ სიტყვაში, სხვა გზა არ ქონდა, ისიც მივიდა და საწოლში შეწვა, ხელი მოხვია წელზე და მაგრად მიიხუტა, ეკლებმა დააყარა ტასოს, გულმა ბაგა-ბუგი სწრაფად დაიწყო, სუნთქვაც გაუხშირდა, დემეტრე უფრო და უფრო ძლიერად იხუტებდა, მის ყელში ჩაყო ცხვირი და ხარბად შეისუნთქა ტასოს სურნელი, ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ყელზე, ტასოს გაეღიმა და მანაც ძლიერად მოხვია ხელები მხარზე

* * *
-მოდი ჩემთან-ძლიერად მიიხუტა ალექსანდრემ ელისაბედი
-ჩემთან ჰო იქნები? არ დამტოვო აქ რა..ვერ დავიძინებ-ნაზად ჩამოუსვა სახეზე ხელი
-კარგი-თავი ძირს დახარა და უკან მიყვა, საწოლში შეწვა, ალექსანდრემ გულზე დაადებინა თავი და მაგრად მიიკრა მის ახურებულ სხეულზე, ერთიანად დაუარა ელისაბედს ცხელმა და ცივმა ტალღამ, გააჟრჟოლა კიდევ ერთხელ, იგრძნო როგორ გამოტოვა გულმა რამდენიმე დარტყმა, უსმენდა ალექსანდრეს აჩქარებულ გულისცემას და გრძნობდა როგორ იყო ახლა იგი...ხელები ყელზე მოხვია და მისკენ აიწია, ალექსანდრე გაღიმებული ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას
-ელის-გაისმა ოდნავ დაბოხებული ხმა
-ჰო-შეკრთა ელისაბედი
-შეგიძლია გამომყვე?
-სად?
-გთხოვ, ერთი ადგილი მინდა გაჩვენო
-კარგი

უკან მიყვებოდა ტყეში ალექსანდრეს, თავის სახლს მიადგნენ, სახლში შეიყვანა და ლიფტით ზედა სართულზე აიყვანა
-რა ლამაზია-მკაფიოდ მოჩანდა მთელი ტყე
-ჰო, მალე გათენდება და მზე ამოვა
-დარწმუნებული ვარ ლამაზი იქნება
-გასაოცარი
-ჰო
-ოდესმე გყვარებია?
-არა
-მე კი, ახლა მიყვარს!!
-...
-იცი ვინ შემიყვარდა?
-ვინ?-კანკალით უპასუხა, გულის სიღრმეში გრძნობდა რაღაცას, მაგრამ არ უნდოდა საკუთარი თავისთვის ეს დაეჯერებინა, მზე ამოიწვერა, ნელ-ნელა დაიწყო დედამიწის განათება, მზის სხივები ანათებდა ორ სხეულს, რომლებიც ერთმანეთის პირდაპირ იდგნენ და უყურებდნენ თვალებში
-შენ, შენ შემიყვარდი, ვიცი ეს სიგიჟეა, მაგრამ ასეა, იმ დღიდან შემიყვარდი და დაასვე გულს დაღი, როცა პირველად დაგინახე, უბრალოდ არ მინდოდა ამას შევგუებოდი და ჩემს თავს ვატყუებდი, რომ არ მიყვარდი, სინამდვილეში კი მაგიჟებდი, ახლაც მაგიჟებ, იმიტომ, რომ ჩემი პირველი და ნამდვილი სიყვარული ხარ-ნელა მიუახლოვდა ელისაბედს, მისი სახე ხელებში მოიქცია, დაიხარა და ნახად შეეხო მის ზედა და შემდეგ ქვედა ტუჩს, გააჟრჟოლა ელისაბედს, ალექსანდრე ნაზად უკოცნიდა ორივე ტუჩებს, ხელები ძლიერად შემოხვია წელზე და მაგრად ჩაეხუტა, ელისაბედს ცრემლები წამოუვიდა
-მეც..მეც მიყვარხარ!


* * *
დიმიტრი ბედნიერად გრძნობდა თავს, როცა მასზე ჩახუტებული ტასო გვერდით ეწვა, ფრთხილად წამოჯდა და ტასოს გადახედა, შეხედა როგორ გამალებით უყურებდა
-რაღაც მინდა გთხოვო
-გისმენ
-გამომყევი ერთი წუთით

აივანზე გავიდნენ ორივე, ტასო გამალებით აკვირდებოდა მის ყოველ ქცევას, ვერ ხვდებოდა რას აპირებდა
-მადამ-რევერანსი გააკეთა და ხელი გაუწოდა, ტასომაც ჩაჰკიდა ხელი და უკან მიყვა, ამავე სახლის სახურავზე იჯდნენ და უყურებდნენ ვარსკვლავებს, ტასო უყურებდა ცას, რომელსაც შეჰპარვოდა სინათლის ნატამალი..
-ამ ვარსკვლავებს ხედავ?-მიუთითა დიმიტრიმ ცაზე
-კი
-სწორედ ასეთივე უსასრულოა ჩემი შენდამი გრძნობა-ტასოს გახედა, რომელიც გამალებით უცქერდა მას, ტასო ხვდებოდა რა დიდი გრძნობით იყვნენ ეს ორნი დაკავშირებული ერთმანეთთან, უყურებდა და ბედნიერებით ივსებოდა-სწორედ ისეთივე თბილი, როგორიც მზეა, ისეთივე კაშკაშა, როგორიც ცა, ისეთივე ლამაზი, როგორიც ვარდი, მაგრამ ამ გრძნობას, რომელსაც მე შენდამი ვგრძნობ, ვერავინ და ვერაფერი ვერასდროს შეცვლის, მიყვარხარ ჩემო ანასტასია
თვალზე ბედნიერების ცრემლებმა იწყეს დენა, ღაწვებზე გაიკაფეს გზა პატარა წყლის წვეთებმა, უხაროდა, უბედნიერესი იყო, რომ ასეთი ადამიანი შეუყვარდა, ჟრუანტელმა მთელ ტანში დაუარა, როცა მის ცივ ტუჩებზე იგრძნო ცხელი ტუჩების შეხება, ჯერ ქვედა, შემდეგ ზედა, მთელი სინაზით კოცნიდა ამ ცივ ტუჩებს, დიდი სიყვარულით ივსებოდა ტასოს გული, გულმა ცემა სასტიკად დაიწყო, სუნთქვაც გაუხშირდა, დიმიტრიმ ხელები წელზე მოხვია და მაგრად ჩაიკრა გულში, ტასომაც გაიგონა დიმიტრის აჩქარებული გულისცემა და გაეღიმა
-მეც მიყვარხარ, ჩემო ლეიტენანტო!!!



-დავიღალე!-ქვაზე ჩამოჯდა ელისაბედი
-მეც!-გვერდით მიუჯდა ტასო
-აუ ერეკლე, დავიღალე-თავი დაადო მხარზე
-აბა გოგოებო სკუპი ეხლა ზევით-გაიცინა ალექსანდრემ და თითით გვანიშნა, რომ ავმდგარიყავით
-შენ ჩუ-წარბი ავუწიე-მიჩვეული ხარ და აბა ჩვენ გვკითხე
-აუ დემე დავიღალე-ამოიკრუსუნა ტასომ
-რაო?-გაკვირვებულმა გავხედე ტასოს
-დემეო-დააზუსტა ალექსანდრემ
-აჰა, გასაგებია, დახარე ჰო ახლა თავი, რას გვიმალავ რომ გვიმალავ ერთი-სიცილი დავიწყე
-ბიჭო, რატო არ მითხარით შენ და ტასომ?-გახედა ალექსიმ
-აუ, რავი, გუშინ ავუხსენი სიყვარული-უხერხულად შემოიდო თავზე ხელი, ელისაბედმა და ალექსანდრემ ერთმანეთს უხერხულად შეხედეს და გაეღიმათ
-გილოცავთ-გადაეხვია ანა ორივეს-ახლა ორი წყვილი ვართ
-სამი-დააზუსტა ალექსანდრემ, ელისაბედისკენ წავიდა და მაგრად ჩაეხუტა
-მადლობა ღმერთს, გეღირსათ სუყველას-გაეცინა ერეკლეს-ჰე თქვით ახლა, ბრუნდებით ჰო თქვენც
-კი, გოგოებს არ დავტოვებთ არცერთი-ჩაიტპხუტა გულში დიმიტრიმ ტასო
-მიყვარხარ-კისერში აკოცა ტასომ, დიმიტრის გააჟრჟოლა და შუბლზე აკოცა
-მეც

-ესეიგი ეს ჩვენი დანაყოფის საზღვარია?-გაუკვირდა ანას
-ჰო-გაუღიმა ალექსანდრემ მომავალ რძალს
-რამხელა ყოფილა-გაიკვირვა ელისაბედმა
-მოდი ალექსანდრე ჩვენ სახლში გავიდეთ, მერე წავიდეთ
შემოვლაზე
-კარგი


-გადამცემის ხმაა-აღმოხდა დიმიტრის
-ალო, მაიორო თქვენ ხართ?-დაკავშირებას ცდილობდა ალექსანდრე
-დიახ, მე ვარ, ბიჭებო ცუდი ამბავი მაქ...


-რა მოხდა?-სახეზე ფერი ეცვალა გოგოებს
-ჩვენ..


ესეც ჩემი ახალი თავი...აბა რას იტყვით? მოგეწონათ? მადლობთ, რომ კითხულობთ, ყველა ძალიან მიყვარხართ..!



№1  offline წევრი რახელი

მომეწონაა ნამდვილად...კარგიააა

 


№2  offline წევრი arctic monkey

აუუ რა ადგილებში წყვეტ?? კარგი ხარ გელოდები მოვკვდი ლოდინით

 


№3  offline წევრი ROLIKA

რახელი
მომეწონაა ნამდვილად...კარგიააა

მადლობა გენაცვალეე <3

arctic monkey
აუუ რა ადგილებში წყვეტ?? კარგი ხარ გელოდები მოვკვდი ლოდინით

ჰო იქეთ ძალიან საინტერესო რამ გელოდებათ...ამის შემდეგ ვამთავრებ...1 თავი დარჩა...:**

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent