შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცაში დაწერილი ბედი (ნაწილი 2) სრულად


5-06-2015, 20:25
ავტორი N14
ნანახია 3 994

გადიოდა დღეები, კვირები, თვეები, წლები... ვგრძნობდი მის სიგიჟემდე მონატრებას, ყოველ ღამე ცრემლებს საშუალებას ვაძლევდი ჩემი სახე დაენამათ. სულ ვფიქრობდი... ვფიქრობდი თუ რას აკეთებდა ახლა იგი გერმანიაში, ზოგჯერ წარმოვიდგენდი რომ სხვა გოგო ჰყავდა. რადგან ვატოს გოგოებით „გართობა“ არ სჩვევია წარმოვიდგენდი მის სერიოზულ ურთიერთობას სხვასთან, ამის გაფიქრებაზეც კი ცრემლები მომდიოდა, გაუჩერებლად. 5 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ვატო წავიდა... არც დაურეკავს, არც მოუწერია, არც უცდია ჩემთან კონტაქტი, ალბათ მართლაც უნდოდა მის წარსულში დავრჩენილიყავი.
-ნანოოო გამო გარეთ-ტელეფონში ჩამყვირა გოგიშვილმა.
-აუუ მეზარება ძაან (მე)
-აწიე ეხა ერთი ადგილი და გამო მანქანით, კაფეში ვართ. (ანა)
-აუუ, თქვენ ხო არაფერს არ შეარგებთ ადამიანს რაა, ჩავიცმევ და 10 წუთში მანდ ვარ-დავნებდი გოგოებს, ტელეფონი გავთიშე და გარდერობი გამოვაღე. შავი კედები, შავი მოკლე კაბა, თეთრი უბრალო მაიკა და ტყავის კურტკა, თმები გავიშალე, მანქანის გასაღები ავიღე და გეზი კაფისკენ ავიღე.
მისულმა გოგოები გადავკოცნე და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე.
-როგორ გათამამებულხარ-წარბები აათამაშა ანამ და მოკლე კაბაზე მიმითითა.
-კაი რა...-თვალები დავატრიალე და წვენი მოვსვი-რას ამბობ აქამდე არ მეცვა.
-არ გეცვა (ლიკა)
-არც მე მახსოვს (ანა)
-კარგით ხოო არ მეცვა, მარა აწი მეცმევა. აქამდე რატო არ ვიცმევდი არ მესმის (მე)
-უი ტანსაცმელზე გამახსენდა, ამ დღეებში შოპინგზე წავიდეთ რა-კატის თვალებით შემოგვხედა ლიკამ.
-აუ ხოო რამდენი ხანია ერთად არ ვყოფილვართ-თვალები გაუბრწყინდა ანას.
-ხოო მეც მინდა ახალი ტანსაცმლის ყიდვა და წავიდეთ-დავეთანხმე თუ არა გოგოებს, მაშინვე აწკრიალდა ჩემი ტელეფონი, დავხედე და დედაჩემი იყო. ვუპასუხე და რატომღაც გარეთ გამოვედი.
-ხო დეე, რას შვები?
-რავიცი ნანუკი შენ რას შვები დე?
-გოგოები ვართ კაფეში
-მომიკითხე ორივე
-კაიი
-ხვალ მე და მამაშენი თბილისში მოვდივართ, რაღაც საქმეები აქვს მამაშენს და მეც მოვყვები, მე რო არ ჩამოვიდე შენ სულ არ ჩამოხვალ და არ გაგახსენდებით.
-ოო ნუ იცი ხოლმე მასე რაა, ვსწავლობ და არ მცალია ვიზიტკებისთვის ხო იცი რა
-კაი კაი ხვალ ჩამოვალთ ჩვენ აბა ჭკვიანად დე
-კაი დე კარგაად
ტელეფონი გავუთიშე და შესვლას ვაპირებდი, როცა უცხო, მაგრამ ამავე დროს ნაცნობ სხეულს შევეჯახე, რომ არა მისი ძლიერი ხელები უკვე ძირს ვიქნებოდი გაშხლართული. თმები გავისწორე და მისი დანახვისას სრული შოკი დამემართა! ვგრძნობდი ჩემი გულის ფეთქვას, რომელიც ისეთი სწრაფი და ხმამაღალი იყო მეგონა მთელ თბილისს ესმოდა... ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამდენი ხნის შემდეგ, 5 მტანჯველი წლის შემდეგ, ვატო ვანიშვილი ჩემს წინ იდგა და მისი შავი თვალები უმზერდნენ ჩემს თაფლისფერ თვალებს.
ჯანდაბა! როგორ მინდა ჩავეხუტო და აღარსად გავუშვა, მაგრამ სიამაყე ამის საშუალებას არ მაძლევს, ფიქრებიდან მონატრებულმა ხმამ გამომაფხილზა.
-პატარავ, როგორ გალამაზებულხარ, მომენატრე.
-შენ გერმანიაში არ უნდა იყო?-უხეშად ვკითხე და მისი „მომენატრე“ დავაიგნორე.
-კონტრაქტი გავაუქმე, ვეღარ გავძელი იქ და გადავწყვიტე აქ დამეწყო ბიზნესი-სახიდან ღიმილს არ იშორებდა ვანიშვილი.
-აა კაია-ვუთხარი და კაფეში დაბრუნება ვცადე, მაგრამ ვატომ დამიჭირა.
-რატო მელაპარაკები ცივად?
-მოიცა მოიცა... შენ კიდე მეკითხები მაგას? გერმანიაში წახვედი და მიმატოვე, 5 წელი ტანჯვაში და ცრემლებში გავატარე, სიგიჟემდე მენატრებოდი, შენ კიდე საერთოდ არ გაგხსენებივარ, ერთხელაც არ მოგიწერია იქნებ რა მიჭირს? იქნებ ვკვდები? ფეხებზე გეკიდე არ გამიკვირდება გერმანიაში, რომ აგეწყო ცხოვრება და უკვე ცოლ-შვილიც რო გყავდეს-ხელი გავაშვებინე და გოგოებთან გაბრაზებული შევედი. მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა და თვალებით მეკითხებოდნენ რა ხდებაო.
-ჩამოვიდა-ამოვილუღლუღე ძვლივს და გოგოების რეაქციას დაველოდე.
-რააააა? (გოგოები)
-ხო, წეღან დამეჯახა შემთხვევით. (მე)
-მერე რაო?-ერთი სული ჰქონდათ მეპასუხა მათთვის, ხოდა მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი...
-საქონელი (ლიკა)
-რა იდიოტიზმია 5 წელი ფეხებზე ეკიდე და მოდის ეხა გეუბნება მომენატრეო და პატარაო ისაო ესაო (ანა)
-უი დედაჩემმა მოგიკითხათ
-როგორ მომენატრა რუსო დეიდაა (ანა)
-აუუ მეცც როდის ჩამოდის? (ლიკა)
-მაგიტო დამირეკა, ხვალ მოდის (მე)
-კაია ამოგივლით და ვიჭორაოთ (ანა)
-ხო ამოდით უეჭველი, მაგრად გაეხარდება, მოენატრეთ ძაან. აუ გოგოებო წავედი რა მე... რაც მალე წავალ მით უკეთესი. არ მინდა ვატოს ნახვა (მე)
-ხო მიდი მიდი.
გოგოები გადავკოცნე და გარეთ გამოვედი, როცა დავრწმუნდი, რომ პერიმეტრი სუფთა იყო მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი. იმედი მქონდა დღეს „მეყოფოდა“ ვატო და გულის აჩქარება მაგრამ შენც არ მომიკვდე! სახლში მოსვლისთანავე, კარებთან დამხვდა დიდი ჩემი ფავორიტი თეთრი ვარდების თაიგულით.
-წადი! არ მინდა სახლთან მელოდებოდე და წარმოდგენებს მიწყობდე, რო მერე ხალხმა ამაზე იჭორაოს (მე)
-ორი წუთი რაღაცას გეტყვი უბრალოდ და წავალ...
-რა ვალდებული ვარ მოგისმინო?
-დრო იკარგება, თუ ბევრს ილაპარაკებ უფრო დიდხანს მოგვიწევს აქ დგომა, რაც არ გინდა.
-დროს ვნიშნავს, ზუსტად ორი წუთი, გისმენ!
-მთელი 5 წელიწადი, გერმანიაში ყოფნის დროს, არც ერთი დღე და ღამე გადიოდა შენი მონატრების და ფიქრის გარეშე. ნუ გგონია, რო მარტო შენ იტანჯებოდი აქ და მე ვერთობოდი იქ ან რამე, უბრალოდ მინდა იცოდე რო მიუხედავად ამ ტანჯული 5 წლისა, მე იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე ოდესმე მიყვარდი! მინდა, რო სულ ერთად ვიყოთ, მთელი ცხოვრება. ვგრძნობ რო უშენოდ არ შემიძლია, მოვკვდები ნანოო... უშენობა მომკლავს!
-დრო ამოიწურა, შეგიძლია წახვიდე.
-არაფერს მეტყვი?
-ელოდებოდი როდის გამოვიქცეოდი, ჩაგეხუტებოდი და გეტყოდი მეც მიყვარხარ-მეთქი? მაგას ვერ ეღირსები იცი რატო? არ გიცდია ჩემთან დაკავშირება მთელი 5 წლის მანძილზე, ვგრძნობდი რო საბოლოოდ ამომშალე ცხოვრებიდან ეხლა კიდე მოდიხარ და მეუბნები ისევ მიყვარხარო ბლა ბლა ბლაა. ხო იცი რო მატრაკვეცა გოგოებს არ მივეკუთვნები, რო ყვავილებმა მომთაფლოს და კისერზე ჩამოგეკიდო. ეხლა კიდე შეიგიძლია წახვიდე.-ირონიულად გავუღიმე და სახლში შესვლა დავაპირე მაგრამ მისმა სიტყვებმა შემაჩერა.
-ბოლოს მაინც ჩემი იქნები ხო იცი, ჩვენი ბედი ზეცაშია დაწერილი ნანო, დაიმახსოვრე!
შევეცადე დამეიგნორებინა მისი სიტყვები და სახლში შევედი. სპორტულები ჩავიცვი და თმა ავიწიე, გადავწყვიტე ხვალისთვის საჭმელები გამეკეთებინა, ამიტომ მაღაზიაში წავედი, რაღაც-რაღაცები ამოვიტანე და დავიწყე საჭმელების გაკეთება. ჟარკოე გავაკეთე, ჟარკოეს ცეზარი მოჰყვა, ცეზარს პიცა და პიცას დესერტად შოკმანჟე. როცა ყველაფრის გაკეთებას მოვრჩი სახლი მთლიანად დავალაგე, როცა საათს შევხედე უკვე 10 ხდებოდა. დაღლილი სააბაზანომდე ძვლივს მივედი, შხაპი მივიღე და საღამურებით დავწექი.
დავწექი და ვაი იმ დაწოლას! ვატო! მხოლოდ ვატო მიტრიალებდა თავში! ვატო, ვატო და მხოლოდ ვატო! ის დაბრუნდა და აშკარად უნდა შერიგება, არამგონია იტყუებოდეს გრძნობებთან დაკავშირებით... თავის დაფასებას და სიამაყეს რა ვუთხარი თორე ხო უკვე შერიგებულები ვიქნებოდით აქამდე?! ამ ფიქრებში ვერც კი შევამჩნიე ისე დამეძინა...
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, როგორც ყოველთვის. უცებ წამოვხტი საწოლიდან და სპორტულად ჩავიცვი. ხო მართლა, დილაობით სირბილი დავიწყე, კუს ტბაზე. ყურსასმენებს და ტელეფონს ხელი დავტაცე და მალე კუს ტბასაც მივადექი. შუა სირბილის დროს შევამჩნიე როგორ დამყვებოდა მამაკაცის სილუეტი, დასასვენებლად რომ შევრჩერდი მხოლოდ მაშინ შევნიშნე მომღიმარი ვატო. გავმწარდი, ყურსასმენები მოვიძრე და ვატოს მივუტრიალდი.
-შენ რა დამყვები? არ შეგიძლია თავი დამანებო და წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან მეორედ და სამუდამოდ?!
-ჯერ ეს ერთი არ დაგყვები, უბრალოდ მეც დავრბივარ დილით რა მოხდა მერე? მეორე კიდე არასდროს არ დაგანებებ თავს იმიტო რო ვიცი ისევ გიყვარვარ მარა თავს იფასებ და არ აღიარებ, მაგრამ დაიმახსოვრე: „ბოლოს მაინც ჩემი იქნები“!
-თვითკმაყოფილი იდიოტი ხარ! აღარ მიყვარხარ და რა უნდა ვაღიარო? დამანებე თავი დილიდანვე ნუ მომიშლი ნერვებს, მითუმეტეს დღეს.
-ვაა დღეს რა ხდება?
-რა შენი საქმეა?
-მაინტერესებს.
-არაა შენთვის საინტერესო.
-მაინტერესებს-თქო.
-ვაიმეე თუ ძალიან გაინტერესებს ჩემი მშობლები ჩამოდიან და არ დავინახო შენი კონცერტები დღეს ჩემთან გაიგე?!
-კაი დღეს გავძლებ როგორმე-გაიცინა... აი იმ სიცილით გაიცინა მე რომ ყველაზე მეტად მიყვარს... „თავი ხელში აიყვანე ნანუკი! არ აგრძნობინო არაფერი! ვსო დაწყნარდი!“-თავს ვამხნევებდი და ვცდილობდი ღრმად მესუნთქა. ყურსასმენები ისევ გავიკეთე და სირბილი გავაგრძელე, მალევე მოვრჩი და სახლში წავედი, უცებ გადავივლე წყალი და კედები, მაიკა და შორტი ჩავიცვი. საჭმელად მივდიოდი კარზე ზარი, რომ გავიგე. უცებ გავიქეცი და კარები გავაღე.
-დეე, მაა, როგორ მომენატრეეთ-დავიყვირე და ორივეს მაგრად ჩავეხუტე.
-ჩვენც მოგვენატრე დეე
-ეხლა უნდა წავსულიყავი საჭმელად ზუსტად, თქვენ არ გშიათ? ნამგზავრები ხართ და ერთად ვჭამოთ, გუშინ რაღაცები გავაკეთე.
-დაგეხმარები დე-დედა სამზარეულოში გამოვიდა, მამა ტელევიზორის საყურებლად სასტუმრო ოთახში გავიდა, მალე სუფრაც გავშალეთ და მაგიდას მივუსხედით.
-გიშველა თბილისმა შვილო, გისწავლია საჭმელების კეთება-დამცინა მამაჩემმა.
-აქამდე არ ვიცოდი რო?-სიცილში ავყევი.-დე დღეს გოგოები ამოვლენ ვნახავთ რუსოსო.
-ხო ამოვიდნენ და კოკტეილს გავაკეთებ ან ცივ ყავას.
-შოკმანჟე მაქ გამზადებული უკვე-წარბები ავათამაშე და გაოცებულ მშობლებს ვუყურებდი.
-სასურველი სარძლო ხარ ყველასთავის მაა-როგორც ჩანს დღეს მამაჩემი ღადაობის ხასიათზეა.
-მაშ, იოცნებონ ჩემნაირ რძალზე-სიცილში ვყვები მამაჩემს და მუცელზე ხელს ვიდებ, რომ რაც ვჭამე უკან არ ამოვიღო.
-ჯერ ჭამეთ და მერე იშუტკავეთ-სიცილით „გაგვიწყრა“ დედაჩემი. ჩვენც ნელ-ნელა დავწყნარდით, ჭამასაც მოვრჩით და მამა საქმეზე გავიდა. მე გოგოებს დავურეკე, 15 წუთში უკვე სასტუმრო ოთახში ვისხედით და შოკმანჟეს მივირთმევდით.
-აბა გოგოებო მოყევით რა ხდება ბიჭებისკენ? (დედაჩემი)
-ჩემსკენ და ლიკასკენ არაფერი, მარა ამ პატარა ქალბატონზე რა გითხრათ-გამომხედა ანამ და თვალებით ვანიშნე მოგკლავ-მეთქი.
-რა ხდება? ჩამოვიდა?-მაშინვე მიხვდა ყველაფერს, არა რაა... სულ ვიცოდი ასეთი ჭკვიანი დედა რო მყავდა, ყველაფერს მაშინვე ხვდებოდა.
-ხო ჩამოვიდა და კონცერტებს მიწყობს, გუშინ აქაც იყო მოსული მაგრად ვეჩხუბე, დღეს სავარჯიშოთ რო ვიყავით იქაც დამყვება, მოკლედ არ ვიცი რა ვქნა და როგორ მოვიშორო ეს ბიჭი რა!
-და რატო უნდა მოიშორო? ამდენი ხანი ტყუილად იტანჯებოდი დე? ვიცი რო გიყვარს ეხლა მაგას წყალი არ გაუვა, როცა ვატოზე ლაპარაკობ თვალები გიბრწყინავს, მიეცი კიდე ერთი შანსი, ხელიდან გასაშვები ბიჭი ნაღდად არაა. (დედაჩემი)
-ამდენი ხანი არ ვაინტერესებდი და ეხლა რო ჩამოვიდა გავახსენდი? ხო იცით რა დღეშიც ვიყავი ვატოს გამო... ღამეებს ვათენებდი მასზე ფიქრში და ტირილში... აუუ არ ვიცი რა! ვხვდები, რო ისევ ისე ... არა იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე გერმანიაში წასვლამდე, დღითიდღე უფრო მეტად მიყვარდება... (მე)
-ხოდა შემდეგ ნახვაზე აღარ ეუხეშო! (ლიკა)
-შევეცდები... (მე)
ტელეფონის ხმა რომ გავიგე მაშინვე მისი მოძებნა დავიწყე... „ვატატო“ რომ დაეწერა ეკრანზე კინაღამ გული ამომივარდა ბედნიერებისგან, რამდენიმეჯერ ჩავახვალე, აივანზე გავედი და ვუპასუხე.
-გისმენთ (მე)
-ნანუნიი რას შვები პატარა? (ვატო)
-რავიციი დედაჩემი და გოგოები არიან ჩემთან და ვჭორაობთ.-გამოვიყენე დედაჩემის რჩევა და გადავწყვიტე აღარ მელაპარაკა ცივად ვატოსთან.
-საღამოს გცალია?
-არ ვიცი, ალბათ.
-ალბათ?
- რა ხდება რო?
-სადღაც მინდა წაგიყვანო-ტელეფონშიც ვიგრძენი მისი ღიმილი.
-რატო?
-მაგას უკვე იქ გაიგებ.
-კარგი, დაგირეკავ თუ მოვიცლი. რომელი საათისთვის?
-როცა შენ გინდა.
-და როგორ ჩავიცვა? სპორტულად თუ კლასიკურად?
-კლასიკურად
-კარგი
-გამიკვირდა
-რა გაგიკვირდა?
-ასე ადვილად რო დამთანხმდი.
-ჯერ არ დაგთანხმებულვარ, ვნახოთ-მეთქი!
-რაც მთავარია არ მეუხეშე
-წავედი მე მეძახიან გოგოები.
-მიდი ჩემი გოგო გაიქეცი-მხოლოდ ამის თქმა მოასწრო სანამ გავთიშავდი.
მისაღებში გავედი სადაც 3 წყვილი თვალი მიმზერდა და ელოდებოდა როდის მოვუყვებოდი ჩემსა და ვატოს დიალოგს, ამიტომაც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
-რას აპირებ? (ლიკა)
-შეხვდები ხო? (ანა)
-აბა რას იზავს, კარგი ბიჭია თან ესე ძალიან გიყვართ ერთმანეთი, ხოდა ყველაფერი გადაწყვეტილია! რას იცმევ? (დედაჩემი)
-ჯერ არ გადამიწყვეტია (მე)
-სასწრაფოდ შოპინგზე! (ლიკა)
-ხო თან ხო ვაპირებდით (ანა)
-კაი 2 წუთი გამოვიცვლი და ჩემი მანქანით გავიდეთ (მე)
მთელი მოლი მოვიარეთ და როგორც იქნა ვიპოვეთ შესაფერისი კაბა და ფეხსაცმელი. მუხლებს ოდნავ აცდენილი, ზურგზე ამოღებული კრემისფერი კაბა და შავი მაღალქუსლიანები.
9 საათი ხდებოდა ტელეფონის ზარი რო გაისმა, ვატო იყო.
-გისმენთ
-გაემზადე და 10 წუთში შენ სახლთან ვარ პატარა
-კარგი.-გავთიშე თუ არა მაშინვე მომზადება დავიწყე, ახალი ნაყიდი კაბა და მაღალქუსლიანები ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, ტალღოვანი თმები ზურგზე დავიყარე და გარეთ გამოვედი. ვატოს ნამდვილად შეუცვლია რაღაცები, BMW-ს მაგივრად თეთრი Altezza, მაგრამ ნომერი იგივე. გამეცინა ჩემივე ფიქრებზე, გამახსენდა ის დღე როცა პირველად გავიცანი ვატო და მის სახელს ნომრით მივხვდი. ვერც კი მივხვდი ფიქრებში გართულმა როგორ მომიახლოვდა ვატო და ხელზე მაკოცა, მე უბრალოდ გავუღიმე. მანქანის კარები გამიღო, როცა მის მანქანაში დამიგულა მოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა.
-ულამაზესი ხარ, როგორც ყოველთვის-ისე მიღიმოდა მინდოდა ჩავხუტებოდი.
-მადლობა-თბილად გავუღიმე-სად მივდივართ?
-ნახავ.
-მალე ჩავალთ?
-ნახევარ საათში იქ ვიქნებით.
-კარგი-ამოვიოხრე და გზას გავხედე.
მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია, ნახევარ საათში კი მანქანა ულამაზეს სახლთან გაჩერდა, ყვავილებით მორთული აივნები, აუზში წითელი ვარდის ფურცლები და სანთლებით გაკეთებული ბილიკი, რომელიც ღია ცის ქვეშ, მეორე სართულზე ავყავდით.
-მოვედით, მოგწონს?
-არაჩვეულებრივია, რომანტიულიც.
-შენთვის გავაკეთე-თბილად გამიღიმა და მანქანიდან გადმოვიდა, ჩემი კარის გასაღებად, ფრთხილად გადმოვედი და „ბილიკს“ გავუყევით. რათქმაუნდა! რომანტიული ვახშამი... ასეც ვიცოდი!
სკამი გამომიწია და ფრთხილად დამსვა, მაგიდას მოუარა და პირდაპირ დამიჯდა. ცოტა ხნის განმავლობაში ხმას არცერთი ვიღებდით, ან უბრალოდ ვერ ვბედავდით საუბრის წამოწყებას... ბოლოს მაინც მან გადაწყვიტა უხერხული დუმილის დარღვევა.
-ნანო, ვიცი ამ თემაზე ლაპარაკი არ გინდა მარა მაინც მოგვიწევს ხო იცი.
-რა თემაზე?
-გერმანიაზე და ჩვენზე.
-გისმენ.
-ვიცი რო შენთვის რთული იყო ამ ხუთი წლის გატარება, ყოველდღე მინდოდა შენთვის დამერეკა მარა რაღაც მაკავებდა, ბევრჯერ დამირეკავს შენთვის მარა გამითიშია, მეგონა ჩემ გახსენებაზე გული უფრო გეტკინებოდა, ზოგჯერ წარმოვიდგენდი რო სხვა გყავდა და სხვა გეფერებოდა ამაზე ვაბშე ვიშლებოდი ჭკუიდან. არც ჩემთვის იყო ადვილი დამიჯერე, ყოველდღე ვიტანჯებოდი შენზე ფიქრში, სულ მაინტერესებდა რას აკეთებდი და როგორ აგრძელებდი ცხოვრებას ჩემს გარეშე, გავიგე წარმატებული მოსამართლე გამხდარხარ და მიხარია, გილოცავ.
-მადლობა... ვიცი რო არც შენთვის იყო ადვილი ამ ყველაფრის გადატანა უბრალოდ როცა გუშინ კაფესთან შეგეჯახე ყველაფერმა ამომასხა და ჯავრები ვიყარე, მაპატიე.
-პირიქით შენ მაპატიე, რო ვერ გავბედე შენთვის დამერეკა და მეთქვა როგორ მიყვარხარ.-წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა.-მიყვარხარ პატარავ, სიგიჟემდე მიყვარხარ!-ჩურჩულით მითხრა და სახე უფრო ახლოს მოიტანა, ფრთხილად შემეხო ბაგეებზე და კოცნაში ამიყოლია, ხელები კისერზე შემოვხვიე და კოცნა გავაგრძელე, როცა მივხვდი რომ უკვე შორს შევტოპეთ გავჩერდი...
-ბოდიში
-საბოდიშო არაფერია, მართლა.
-კარგი... ვიცეკვოთ?
-რათქმაუნდა.
ირაკლი ჩარკვიანის „სულს მოგცემ“ ... სულ მინდოდა ამ სიმღერაზე მე და ვატოს ერთად გვეცეკვა და აი, ოცნებაც ამიხდა! მთელი ცეკვის განმავლობაში ხმას არცერთი ვიღებდით, უბრალოდ ვცეკვავდით...
-შენთვის კიდევ ერთი სურპრიზი მაქვს!
-და რა სურპრიზი?
-ერთი წუთი, ეხლავე...-ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა, „დაიწყეთ“-მხოლოდ ეს თქვა და გათიშა. ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიყავი, აივნისკენ წამიყვანა, რომელიც უზარმაზარ ეზოს გადაჰყურებდა, სადაც ათობით მანქანა იდგა... სპორტული!
-არ არსებობს!
-არსებობს-გამიცინა და უკნიდან ჩამეხუტა.
-ჩემთვის დრიფტ-შოუ მოაწყე?
-აჰაამ.
-ვატატო, საუკეთესო ხარ!
-მხოლოდ შენთვის, პატარავ. ხო იცი, ჩვენი ბედი ზეცაშია დაწერილი და ნელ-ნელა ყველაფერი ხდება-ჩამჩურჩულა და ყელში კოცნით დამასაჩუქრა.
წარმოდგენას განაბული ვუყურებდი და ვგრძნობდი ადრენალინის დიდი რაოდენობით მოზღვავებას... ეზოში თითქოს განგებ იყოს დაყრილი ხრეში და დრიფტიორები მისგან განთავლისუფლებას ცდილობდნენ... ასეოებს ვხედავდი... მგონი რაღაც ეწერა...
-მეჩვენება თუ ასოებს ვხედავ აქა-იქ?
-არ გეჩვენება-ღიმილით მითხრა.
ისე ვიყავი სანახაობით გართული ვერც კი გავიაზრე როგორ მომშორდა ვატო. ნელ-ნელა სიტყვებიც გამოჩნდა, ის-ის იყო უნდა წამეკითხა რომ ვატომ წარმოთქვა დაწერილი სიტყვები.
-პატარავ, გახდები ჩემი ცოლი?-მხოლოდ ახლა ვინებე მისთვის შემეხედა... დაჩოქრილი ვატო, პატარა წითელი კოლოფით, რომელშიც ულამაზესი ბეჭედი იდო. შოკში ვიყავი! სიტყვებით ვერ ავღწერ ისეთი გახარებული ვიყავი... ვერაფერს ვამბობდი იმდენად ვიყავი ემოციებით სავსე... როგორც იქნა სიტყვებს თავი მოვუყარე და ამოვილუღლუღე...
-კი ვატო... გავხდები!
ვატო ჩამოხუტა და დამატრიალა, ორივე უბედნიერესები ვიყავით! მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა და მას ვერავინ და ვერაფერი დააშორებს! არც დრო და არც მანძილი წყვილს შორის!

„დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს!“



დასასრულიძალიან გამახარებთ თუ კომენტარებს დამახვედრებთ რამდენიმე დღე ვწერდი და დამიფასეთ შრომა :დ მადლობა ვინც კითხულობთ თუ ბევრი მსურველი იქნება ქორწილსაც დავდებ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებულიმიყვარხართ



№1  offline წევრი tatusebi

ძალიან კარგი იყოო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent