შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარში ნაპოვნი სიყვარული (თავი 7) დასასრული


6-06-2015, 18:09
ავტორი ROLIKA
ნანახია 2 918

-გადამცემის ხმაა-აღმოხდა დიმიტრის
-ალო, მაიორო თქვენ ხართ?-დაკავშირებას ცდილობდა ალექსანდრე
-დიახ, მე ვარ, ბიჭებო ცუდი ამბავი მაქ...

-რა მოხდა?-სახეზე ფერი ეცვალა გოგოებს
-ჩვენ ავღანეთში მივდივართ, ომი დაიწყო, სამივეს მოგვიწევს წასვლა-დანანებით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ბიჭებს გადახედა
-ჩვენც მოვდივართ-განაცხადა ტასომ და ორივეს ხელი გადაგვხვია
-არა! თქვენ სამივე რჩებით, ელისაბედი და ტასო ჩვენ დანაყოფს გაწრთვნის, როცა დაგვჭირდებიან გამოუშვებთ, მაგრამ თქვენ არ წამოხვალთ!-მკაცრად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ
-რატომ? ალექსანდრე, ბიჭებო, როდის?-ნაღვლიანად დახარა თავი
-დღესვე ვბრუნდებით დანაყოფში-ჩანთას ხელი მოკიდა ერეკლემ და ანასკენ წავიდა



* * *

-მომენატრები ალექს!-ცრემლები წამოუვიდა ელისაბედს
-მეც! მუდამ გახსოვდეს ძალიან მიყვარხარ!
-დამპირდი!
-შენც დამპირდი!
-დამპირდი, რომ დაბრუნდები!
-დამპირდი, რომ არ წამოხვალ ავღანეთში!
-გპირდები!
-გპირდები!
-გელოდები!
-მიყვარხარ!

* * *
-დამპირდი, რომ დაბრუნდები, ერთად ვიქნებით!
-დამპირდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს მუდამ გეყვარები!
-მე შენ მიყვარხარ, ჩვენ ერთად ვიქნებით!
-არ გაბედო ავღანეთში ჩამოსვლა!
-..
-დამპირდი!
-გპირდები!
-მიყვარხარ!
-მუდამ მეყვარები!

5 თვე გავიდა, რაც ბიჭები ავღანეთში წავიდნენ, ყოველ თვეში ახალ-ახალი ჯარისკაცები მოდიოდნენ და მიდიოდნე ავღანეთში!
გოგონები კი თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ! ტკიოდათ, ენატრებოდათ, მაგრამ ამას არასდროს ამბობდნენ! არაფერი იცოდნენ ბიჭების შესახებ! უყვართ გულის სიღრმეში, მათზე ფიქრობენ და ლოცულობენ, მაგრამ არასდროს იმჩნევდნენ

-ჯარისკაცებო! ნაბიჯით, იარ!

-მარშ!

ელისაბედი იჯდა ალექსანდრეა ოთახში მის საწოლზე და ენატრებოდა მისი სიყვარული, 2 თვე დარჩა და უკვე სახლში ბრუნდება..ზამთრის არდადეგები ისე გავიდა, რომ ახალწელს მასთან და მის ოჯახის წევრებთან ერთად ვერ შეხვდა, არ წავიდა! მას ელოდა! უნდოდა ოჯახს გაეცნო ალექსანდრე! არ წავა სახლში ალექსანდრეს გარეშე! თუ საჭირო გახდება აქ დარჩება მთელი ცხოვრება!

უყურებდა ტასო დიმიტრის სურათს, რომელიც მაგიდაზე იყო და ფიქრობდა, თუ როგორ ძლიერად შეუყვარდა ეს ადამიანი! ენატრება! ახალმა წელმაც მათ გარეშე გაიარა! არა! არ წავა დიმიტრის გარეშე! მანამ არ მოიცვლის ფეხს ჯარიდან, სანამ მისი დიმიტრი არ ჩამოვა ავღანეთიდან!

ორივეს გულის სიღრმეში პატარა იმედი დარჩათ იმისი, რომ ისინი დაბრუნდებიან, არაფერი იციან მათ შესახებ, არ იციან ახლა როგორ არიან ,,მათი" ბიჭები, სიგიჟემდე ენატრებათ და გულს უღრღნის ეს ტკივილი და მონატრება!


* * *

1 თვის შემდეგ

-ანა, მომისმინე! ვიცით, შენც გენატრება, ჩვენც გვენატრებიან ბიჭები, დრო ისე სწრაფად გადის, რომ ვერც კი ვხვდებით, ვიცი ერეკლე გენატრება, მაგრამ ნუ დარდობ, ისინი დაბრუნდებიან! ჩვენთვის იცოცხლებენ!-ცდილობდა ელისაბედი გაემხნევა ანა
-მე ის დამპირდა!
-ჩვენც დაგვპირდა!-ჩაება საუბარში ტასო-ისინი ერთად ჩამოვლენ! ჩვენ კი ექვსივე აქედან წავალთ, გავშორდებით ამ ამდგილს, თან წავიყოლებთ ჩვენს მეგობრებს, გიორგის, საბას და დათოს.
-მენატრება-ცრემლები წამოუვიდა ანას
-ჩვენც-ჩაეხუტა ელისაბედი

-ლეიტენანტებო!-გაისმა უმცროსი ლეიტენანტი მაღრაძის ხმა
-გისმენთ!-ხელი შუბლთან მიიტანა ორივე გოგომ
-მაიორი ჩამოვიდა, თქვენთან საქმე აქვს!
-გმადლობთ, მივალთ!

-ლეიტენანტო ამაშუკელო!-გახედა ტასოს-ლეიტენანტო დადიანო!-გამომხედა მე-მე ვიყავი ავღანეთში, 2 ამბავი მაქვს, ერთი კარგი და 1 ცუდი
-თქვით მაიორო, გისმენთ!
-ერეკლე ვიპოვეთ, ახლა ჰოსპიტალშია, ფეხი ქ მოტეხილი, ანას უთხარით და ნახოს!
-ბიჭები? ისინი?
-არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ 2 გვამი იპოვეს, სახე წაშლილი აქვთ, ვერ გაარჩევ მის სახეს, გადავაგზავნით მათ ცხედრებს და ანალიზის საშუალებით ვეცდებით გავარკვიოთ ვისი ცხედრებია, მაგრამ არ მინდა შეგაშინოთ, შეიძლება არ არიან, ან არ ვიცი! არ ინერვიულოთ! ეს უნდა მეთქვა-რა იგრძნეს გოგოებმა? დიდი ტკივილი, განშორება, მონატრება, ყველაფერი ერთდროულად, ახლა მხოლოდ უნდა ილოცონ, რომ ისინი ცოცხლები აღმოჩნდნენ, დანარჩენ შემთხვევაში უძლურები არიან!

1კვირის შემდეგ

-პასუხია, ანალიზის!-ოთახში შევარდა ერეკლე
გოგოები გიჟივით გავარდნენ და წერილი გახსნეს

2კვირის შემდეგ

ოთახში იჯდა ტასო და ტიროდა! ენატრებოდა მისი სიყვარული! როგორ უნდოდა ახლა ჩახუტებოდა! მის მაგივრად საწოლს ეხუტება და ტირის,
უეცრად ძაღლის ხმა გაიგონა! გიჟივით წამოხტა ფეხზე, დაინახა პატარა ჩიხუახუა
-შენ? ამას აქ რა უნდა?-გაუკვირდა, გიჟივით მივარდა და ჩაიხუტა მისი საოცნებო ძაღლი
-ვის დაეკარგე პატარა?-გაიცინა ტასომ, ყელზე პატარა ფურცელი ქონდა ჩამოკიდებული, გახსნა და შემდეგი სიტყვები წაიკითხა:
,,will you merry me?"

თავი მაღლა აწია და როცა მის საყვარელ ადამიანს შეხედა გიჟივით ჩაიხუტა, დიმიტრიმ ბრილიანტის ბეჭედი ამოიღო

* * *

ელისაბედი იჯდა იმ სახლის სახურავზე, რომელთანაც ყველაზე დიდი და ტკბილი მოგონება აკავშირებდა, იხსენებდა როგორ აუხსნა სიყვარული ალექსანდრემ და ცრემლები დიოდა, ენატრებოდა! უყვარდა! იგრძნო შეხება, მიტრიალდა, დაინახა მონატრებული სიყვარული, ნელ-ნელა ნათდებოდა არემარე, მზე ანათებდა ამ ორი ადამიანის სახეს, ისევ ისე როგორც მაშინ
-გამომყვები ცოლად?- დაიჩოქა და ბრილიანტის ბეჭედი ამოიღო

2015 წლის 26 მაისი
ორი წყვილი იდგა საცეკვაო მოედანზე, ელისაბედი და ტასო თეთრ კაბებში, ხოლო დიმიტრი და ალექსანდრე სმოკინგში გამოწყობილი იყვნენ.. ორივე წყვილი ვალსს ცეკვავდა, ნელა ტრიალებდნენ ღია ცის ქვეშ, გაიელვა და წვიმამ დაიწყო, ისინი ცეკვას არ წყვეტდნენ, ტრიალებდნენ წვიმაში და ბედნიერებით ივსებოდნენ, ყველა სტუმარი წავიდა, მხოლოდ დემეტრე ბაბუ უყურებდა ამ ორი წყვილის გიჟობას ფანჯრიდან და ბედნიერებით ივსებოდა...!

ესეც დასასრული..! იმედია მოგეწონათ..დიდი მადლობა, რომ კითხულობთ, ახალ მოთხრობას ვიწყებ..! ველი შეფასებას



№1  offline წევრი ნატა

უმაგრესი ისტორიაა ძალიან მაგარი ხარ...

 


№2  offline წევრი ROLIKA

ნატა
უმაგრესი ისტორიაა ძალიან მაგარი ხარ...

გაიხარეე...მადლობა დიდი <333 :**

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

უმაგრესი იყო უჰ უჰ უჰ უ აი ასეთი ყოჩაღ.

 


№4  offline წევრი ROLIKA

lalita
უმაგრესი იყო უჰ უჰ უჰ უ აი ასეთი ყოჩაღ.


მადლობაა ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent