შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრული რეალობა (4)


6-06-2015, 23:57
ავტორი casas
ნანახია 3 895

ყოველ დილით ვცდილობდი პირნათლად შემესრულებინა უფროსის დავალება და თვალებდაჭყეტილი ვადევნებდი თვალყურს,როგორ მიირთმევდა ჩემს ნახელავ საუზმეს.ის კი იჯდა და უემოციო სახით ნაყრდებოდა.არა მართლა მიკვირდა,ასეთი უჯმური და მუდამ ერთი სახით მოსიარულე ჩაათაი როგორ იყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მსახიობი.

-თუ მხოლოდ ჩემთან მოძრაობს დესპოტი უფროსის სახით?-ვფიქრობდი და დამაიმედებელ პასუხს ვერაფრით ვუძებნიდი ჩემს რიტორიკულ შეკითხვას.
ერთ დღეს ჩვეულებრივ სახლის დალაგებას რომ მოვრჩი,გადავწყვიტე,რომ ფარდებს გარეცხვა არ აწყენდა..ჩემი გენიალური იდეა იმდენად მომეწონა,რომ მის განხორციელებას მაშინვე შევუდექი.საკუჭნაოდან ძლივს გამოვათრიე ორი ჩემი სიმაღლის კიბე,სულ წვალებით მივადგი ფარდას და მთამსვლელივით დავიწყე მასზე ასვლა,თითქოსდა ევერესტის დალაშქვრას ვცდილობდი.რა ვქნა სიმაღლე ჩემი სუსტი წერტილია.ბავშვობიდან მეშინია და ყოველთვის ვფრთხილობ ხოლმე.ახლა რატომ დაგავწყვიტე დიდგულობა გამოვიჩინო ნამდვილად არ ვიცი.

-შენ ამას შეძლებ,მიდი ნათაი-გამუდმებით ვუმეორებდი ჩემს თავს და ცალი ხელით ოფლით დაცვარულ შუბლს ვიწმენდდი.ცოცხალი თავით არ ვიხედებოდი ქვემოთ..ერთი ფეხის ადგმა მქონდა დარჩენილი და უკვე დანიშნულების ადგილს მივახწევდი,ჩემდა საუბედუროდ ქვემოთ რომ არ ჩამეხედა და ჩემი ძლივს მოკრებილი ნებისყოფა ერთი ხელის მოსმით რომ არ დანგრეულიყო.საფეხურზე დადგმული ფეხი უცებ დამიცდა და თავით დავეშვი მოლაპლაპებული იატაკისკენ.ნებისმიერ აკრობატს შეშურდებოდა ჩემი იმდენი ტრიალი გავაკეთე ჰაერში,სანამ საბოლოოდ ჩავეხუტებოდი ცივ იატაკს.როგორც კი სხეულმა მაგარი ზედაპირი აღიქვა მაშინვე დამიარა ტკივილმა თავიდან ფეხებამდე,ერთი ამოვიკრუსუნე და ერთიანად გაშეშებულმა მაშინვე სიკვდილი ვინატრე.

-დიდება შენს გაღვიძებას!-ძლივს გავარჩიე სიტყვები და ერთიანად შეშინებულმა საბანი თავზე გადავიფარე,სავარძელში დამჯდარ ფიგურაში ჩაათაი ეფენდი რომ ამოვიცანი.
თავი ჯერ კიდევ სიზმარში მეგონა,მხოლოდ ახლა გავაანალიზე უფროსის ოთახში რომ ვიყავი,შეშინებულმა მოვავლე ოთახს თვალი და საბოლოოდ ჩაათაის განრისხებულ მზერას გადავაწყდი.

-რა მოხდა?-ჩურჩულით ვიკითხე

-რა მოხდა?ამას მე უნდა გეკითხებოდე-ერთი ამოიხვნეშა და გააგრძელა,-რა ჯანდაბას აკეთებდი კიბეზე?-ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.

-იცით..მე.. ფარდების ჩამოხსნა მინდოდა და უცეებ...ფეხი დამიცდა-დანაწევრებით ვსაუბრობდი და ვცდილობდი მზერა ამერიდებინა მამაკაცის მომთხოვნი მზერისთვის.

-ორიენტაციის ელემენტარული უნარი არ გაქვს,ყველანაირ შარში შენ როგორ უნდა გაეხვიო ამიხსენი!-დამიღრინა და ფეხზე წამოდგა.

-რა ჩემი ბრალია ამსიმაღლე ფანჯრები თუ გაქვთ-იქით შევუღრინე თავის დასაცავად

-რაც არ შეგიძლია იმის გაკეთება არავის დაუვალებია-შეუვალი იყო გამყინავი ბარიტონი.
ტკივილისგან და ჩემი აბდაუბდობის გამო ცრემლები ვეღარ შევიკავე და ისეთი ტირილი მოვრთე,ჩაათაის იქეთ ვაგრძნობინე თავი დამნაშავედ.დაბინდული მზერით ძლივს გავარჩიე როგორ წამოვიდა მაღალი სილუეტი ჩემსკენ და როგორ ჩაიზნიქა საწოლის ერთი მხარე.

-ჯანდაბა ნათაი,მოდი აქ!-შედარებით თბილი ხმით დაიჩურჩულა უფროსმა და თავის ძლიერ მკერდს ერთი ხელის მოსმით ამაკრო.იმდენად მესიამოვნა მამაკაცის თბილი სხეულის შეხება და მისი სურნელი,თავი მკერდზე მივადე და ბავშვივით გავინაბე.უცხო სითბოს დახარბებულმა,ლოყას მკერდზე ვუხახუნებდი.კანით აღვიქვამდი, როგორ კრთებოდა მისი სხეული,მაგრამ ჩემს გათიშულ გონებას ამისთვის არ ეცალა.

-ჩშშშ,დამშვიდდი,აღარ იტირო-მებუტბუტებოდა და თმაზე მეფერებოდა.
სხეული დაღლილობისაგან თანდათან მომდუნებოდა და თვალის გახელასაც ვერ ვახერხებდი,ნელ- ნელა ჩამომშორდა თბილი სხეული და საწოლზე დამაწვინა.ძილბურანში წასულმა ნათლად შევიგრძენი შუბლზე გავარვარებული ტუჩების შეხება და განცდილი კომფორტისგან უნებურად გამეღიმა.
დილით მზის სხივებმა გააღვიძა.თვალები ნელა გაახალი,თავიდან ვერ მიხვდა სად იყო, თუმცა მერე გონებაში ფრაგმენტებად ამოუტივტივდა წინა საღამო...თავის თავს კიცხავდა ასეთი აბდაუბდა რომ იყო.საბანში ჩაძვრა და ორად მოიკუნტა,თითქოს ვინმეს ემალებოდა.ძალიან ცხვენოდა უფროსის თვალებში ჩახედვა,მითუმეტეს მის ოთახში ეძინა და მის ნახვას ვერანაირად ვერ აცდებოდა.

-ნეტა თვითონ სად ეძინა?-ამოილაპარაკა ჩუმად თავი ბალიშზე დადო.უეცრად მამაკაცის მკვეთრი სურნელი იგრძნო და რაც შეეეძლო ღრმად ჩაფლო გალიშში თავი,უფრო ხარბად რომ შეესუნთქა მისი სურნელი.იმდენად გაუტკბა საწოლში წოლა,ადგომას საერთოდ არ ფიქრობდა,იწვა და ჭერს აშტერებოდა ბედნიერი სახით.როგორი მხურვალე მკლავები ქონია მის უფროსს,დიდი სიამოვნებით დაიმტვრეოდა კიდევ ბევრჯერ თუ ასე ტკბილად ჩაეხუტებოდა.

-რა სულელი გოგო ხარ ! -გაუწყრა თავის თავს და აფსურდული ფიქრებისგან გასანთავისუფლებლად თავი გაააქნია,უეცრად სააბაზანოს კარი რომ გაიღო და იქიდან პირსახოცშემოხვეული ჩაათაი რომ გამოვიდა.ხარბად შეავლო მზერა კაცის გაშლილ ხმარ ბეჭს,წყლის წვეთებისგან მთლიანად რომ დანამოდა.თვალებ გაშტერებული უყურებდა და საერთოდ არ აწუხებდა უხერხულობის გრძნობა.

-ასე მოგეწონე?-რეალობას მისმა ირონიულმა სიტყვება დააბრუნა.

-არა,უბრალოდ კუნთები საერთოდ არ გაქვთ,ეკრანზე კიდევ იმხელა გიჩანთ უუფფ-წაკბინა და თავისი თავით კმაყოფილმა თვალი ჩაუკრა.

-გინდა ახლავე დაგიმტკიცო ჩემი კუნთების სიძლიერე?-წარბები მსახიობურად აათამაშა

-არა სხვა დროს იყოს-თავი გაუქნია უხერხულობის გასაფანტად-ახლა საქმეს უნდა მივხედო,თორე ისეთი უჟმური უფროსი მყავს მტრისაასს-მეამიტურად გაუღიმა და სწრაფად წამოხტა ფეხზე..კარის გაღებას აპირებდა უეცრად ჩაათაის დამშეულ მზერას და ირონიულ ღიმილს რომ გადააწყდა,შემთხვევით მოკრა თვალი მოპირდაპირე სარკეში საკუთარ სილუეტს საცვლების ამარა რომ უმზერდა. სირცხვილისგან აწითლებულმა ერთი შეუღრინა უფროსს და დაფეთებული გახტა კარებში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent