შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიშის ნოტები! (დასასრული)


8-06-2015, 00:21
ავტორი sallollo
ნანახია 3 786

ყველას მოგესალმებით, ძალიან დიდი ბოდიში ამდენ ხანს რომ გალოდინეთ.. ძალიან რთული დღეები მქონდა და ვერაფრით მოვახერხე დაწერა.. უდიდესი მადლობა მოთმინებისა და თანაგომისთვის, იმედი მაქვს ისიამოვნებთ!
ძალიან მიყვარხართ ყველა <3


და მაინც ძალიან რთულია იყო ძლიერი, როცა ყველაფერი ძალიან არეულია.. ადამიანები ყოველთვის ერთ ადგილზე ვტრიალებთ, მაშინაც კი როცა გვგონია წინ მივიწევთ.. სიცრუეა, სიცრუე და დიდი სისულელეა, ცხოვრებას წინ არ მივყავართ, უბრალოდ წრეზე გვატრიალებს და წინსვლის ილუზიას გვიქმნის..
ანდრონიკე ხვდებოდა წლების განმავლობაში მხოლოდ ერთ ადგილას იყო გაჩერებული.. სამსახურში წარმატების მიღწევა და მაღალ თანამდებობაზე გადასვლა, უბრალოდ თვალის ასახვევი ხრიკები იყო. ცხოვრებისეული ხრიკები... ანდრონიკე უცებ დაცარიელდა, მთელი სიმძაფრით შეიგრძნო ყველა ემოცია და მწველმა ტკივლმა დაუარა გულ-მკერდში..
უკვე ნახევარ საათზე მეტი იჯდა მანქანაში, თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა და ფიქრობდა ცხოვრების ამაოებაზე.. მხრებზე დაწოლილი ტვირთის ზიდვა აღარ შეეძლო, მისთვისაც კი ძალიან ბევრი იყო ამდენი უარყოფითი ემოციის ატანა...
ანდრონიკემ უეცრად იგრძნო როგორ დაცარიელდა და გამოიფიტა.. არ შეეძლო ელაპარაკა, შესისხლხორცებული ჰქონდა, რომ ყველანაირი პრობლემა თვითონ უნდა მოეგვარებინა.. ქალის თვალები გაახსენდა..იმედიანი თვალები, ხავსმოჭიდებულივით რომ ებღაუჭება თითქმის მიმქრალ იმედს, ანდრონიკემ იცოდა ქალი მისგან რაიმე სასიკეთოს ელოდა, მას კი უბრალოდ არ შეეძლო მისი იმედების გამართლება..
ანდრონიკეს ცხოვრებას აძულებდა იმედიანი თვალები, ყოველთვის, როცა ოჯახთან საუბარი უწევდა, თვითონ უფრო დამნაშავედ გრძნობდა თავს.
შეეცადა სულ ოდნავ მაინც მიეჩქმალა არასასიამოვნო ფიქრები და სახლში შევიდა.. ნაინას დანახვამ სასიამოვნო ემოციები გაუღვივა. მთელი ძალით ჩაიხუტა მონატრებული სხეული და შუბლზე აკოცა..
_მომენატრე ანდრონიკე, მთელი გული ამოაყოლა სიტყვებს და უფრო კომფორტულად მოკლათდა ანდრონიკეს მკლავებში.
ანდრონიკეს ცეცხლი წაეკიდა, მთელი ძალით დაეჯახა არ დამსახურებული ბედნიერება, ხვდებოდა მისი ცხოვრება იმდენად ჩახლართული და ქაოსური იყო ნაინასაც ავნებდა..
დადებითი და უარყოფითი გრძნობები ტიტანური სისწრაფით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და საშინელ ქაოსს ქმნიდნენ ანდრონიკეს გონებაში..სრულ გაურკვევლობაში მყოფმა მარტო ის მოისაზრა, რომ თვითონაც რაღაც უნდა ეთქვა...
_მეც ძალიან მომენატრე ჩემო პატარა ! ფრთხილად დაიხარა და ნაინას ტუჩებს შეეხო.. იგრძნო როგორ შეაკანკალა გოგონას და გაეღიმა..
_აქამდე როგორ გავძელი შენი ტკბილი ტუჩების გარეშე, ყურში ეჩურჩულებოდა და ისედაც მიბნედილ გონებას უფრო მეტად უბინდავდა.. ნაინამ ფრთხილად შემოხვია ხელები კისერზე.. იგრძნო როგორ აეხორკლა კანი ანდრონიკეს..
უეცრად აიტაცა ხელში, ნაინამ მოულოდნელობისგან წამოიკივლა, მერე კი კისკისი დაიწყო. ანდრონიკე ბედნიერი იყო, ახლა მართლა ხვდებოდა რა სჭირდებოდა ამ წლების განმავლობაში..ნელა უკოცნიდა ყველა ნაკვთს, ისე ფრთხილად ექცეოდა თითქოს ფაიფურის ყოფილიყო და ეშინოდა ხელებში არ ჩამტვრეოდა..
გოგონას აკანკალებულმა სხეულმა გონება დაუწმინდა. ფრთხილად მოიშორა და თვალებში ჩახედა..
_არ მინდა რამეს გაძალებდე, არც ის მინდა ჩემი სიამოვნებისთვის შენ რამე მსხვერპლზე წახვიდე, თუ მზად არ ხარ დაგელოდები, ცხვირზე აკოცა და ზედ აიწება..
ნაინამ ფრთხილად გაუხახუნა ტუჩები მხარზე, ფეხის წვერებზე აიწია და ყელში აკოცა.
_შენთან არაფრის მეშინია..
ანდრონიკემ სიამაყე იგრძნო, უკვე მერამდენედ ეამაყებოდა ნაინას საქციელი სათვალავი აერია..წამებში გაანთავისუფლა ტანსაცმლისგან და მუცელზე ტუჩები გაუხახუნა, ნაინა სიამოვნების ხმების ჩასახშობად ტუჩზე კბილებს აჭერდა.. ანდრონიკემ ცამდე აიყვანა ბედნიერებისგან, აგიჟებდა როგორ შეიძლებოდა ერთდროულად ყოფილიყო ასეთი მომთხოვნიც და ფრთხილიც..
ანდრონიკე მთელი გრძნობით უკოცნიდა თითოეულ ნაკვთს და ხლებს უმისამართოდ დაასრიალებდა მის სხეულზე..
ნაინა ღრუბლებში დაცურავდა ბედნიერებისგან, მწველმა ტკივილმა ყველა აზრი გაუფანტა და ანდრონიკეს მთელი ძალით ჩააჭირა ფრჩხილები..ცრემლები ყელში ეღვრებოდა. ანდრონიკემ თვალები დაუკოცნა და ჩუმად უჩურჩულა.
_ძალიან მიყვარხარ
ეს იყო ყველაზე წრფელი ემოცია რაც შეიძლება ადამიანს დაეუფლოს..ორივე გრძნობდა როგორ ეძვირფასებოდათ ერთმანეთი.წამებში გაქრა ყველა ცრემლიანი დღე, ყველა შეურაცხყოფა, უარყოფითმა ემოციებმა სამუდამოდ დატოვეს ნაინას სხეული და უბრალოდ იგრძნო, რომ სიგიჟემდე უყვარდა ანდრონიკე!
დილით ადრე გაეღვიძა, მჩხვლეტავ ტკივილს ჯერ კიდევ გრძნობდა და უსიამოვნოდ აჟრჟოლებდა. ფრთხილად აკოცა ანდრონიკეს და მკერდზე ააცოცდა.
_ნაინა დაისჯები იცოდე, სიცილით გაახილა თვალები ანდრონიკემ და მკლავები შემოხვია..
_ყველა შენით დაწყებული დილა ბედნიერია. ანდრონიკე შენით ვარ სავსე და ბედნიერი. გადაუყვარებლად მიყვარხარ !
სიჩუმე ასეთი სასიამოვნო არასდროს ყოფილა, აქამდე მხოლოდ ანდრონიკეს გაბრაზებასთან და დაძაბულობასთან ასოცირდებოდა დუმილი, ახლა კი უბრალოდ უსასრულობას უღიმოდა და თითებით უფორმო სხეულებს ხატავდა ანდრონიკეს მუცელზე..
_ანდრონიკე...ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიქნებით! დარწმუნებით ჩაილაპარაკა ნაინამ და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე... _ახლა ადექი თორემ სამსახურში დაგაგვიანდება.
_არ მინდა სამსახური, მინდა მთელი დღე შენ გეფერო და გკოცნო, იქ ძალიან მენატრები ხოლმე, პატარა ბავშვივით ჩიალპარაკა ანდრონიკემ და ცხვირი ნაინას ყელში ჩარგო..
გოგონამ გადაიკისკისა...
_საყვარელო გთხოვ დღეს ლილესთან დარჩი, არვიცი სახლში როდის მოვალ.. ადრე თუ გამოვალ იქ გამოგივლი და მე წამოგიყვან, არ მინდა სახლში მარტო იყო..
ნაინამ უსიტყვოდ დაუქნია თავი და კიდევ ერთხელ აკოცა გასვლისას..გრძნობდა ანდრონიკე ძალიან ნერვიულობდა..არ შეეძლო მისი ჩამქრალი თვალების ყურება, უთქმელად ხვდებოდა რამდენად უჭირდა სულიერად, ანდრონიკე ისეთი იყო არასდროს შეიმნევდა ტკივილს, მაგრამ მან ხომ ზუსტად იცოდა როგორი ცუდად იყო..
გადამეტერბული მზრუნველობით კიდევ უფრო აეჭვებდა ნაინას.. გოგონა გრძნობდა, რომ ანდრონიკეს უბრალოდ ეშინოდა მისი მარტო დატოვების, განცდა, რომ უიმისოდ რამე დაუშავდებოდა პარანოიაში გადასდიოდა...

მთელი დღე დაძაბული იყო..ანდრონიკეს ტკივილი სტკიოდა. იცოდა ცუდად იყო. ისიც იცოდა გუშინდელი საღამოს გაფუჭება არ უნდოდა და არაფერს იმჩნევდა..გულის სიღრმეში ოდნავ გაღიზიანებას იწვევდა ანდრონიკეს უთქმელობა. არ შეიძლებოდა ადამიანს ყველაფერი შიგნით ჩაეკეტა..
ანდრონიკე მთელი დღე გაღიზიანებული დადიოდა..სანდროს უემოციო სახე უფრო მეტად უშლიდა ნერვებს. უბრალოდ უნდოდა ის არაკაცი დაეჭირა და ნაწილებად დაეჭრა.
_ანდრონიკე სამეგრელოში იგივე მარკის და სერიის მანქანა დაინახეს ჩვენმა თანამშრომლებმა, სასწრაფოდ უნდა გავიდეთ, ანერვიულებული შემოვიდა ოთახში გიორგი.. სანდროს ძარღვები დაებერა..
ანდრონიკემ პირი გააღო რაღაცის სათქმელად..
_მაინც არ დავრჩები, კუშტად ჩაილაპარაკა სანდრომ და კაბინეტიდან გავიდა..

_სანდრო ჩემი გაფრთხილება არ გჭირდება, იმპულსურობის დრო არ არის, ყველაფერმა უსაფრთხოდ უნდა ჩაიაროს. უკვე მეათედ უმეორებდა ანდრონიკე ერთი და იგივეს
_წავიდეთ, დაძაბული გადავიდა სანდრო..
ანდრონიკე შუბლშეკრული აცნობდა გეგმას..არაფრით დაუშვებდა სანდრო პირველი შესულიყო.
_მე შევალ, ბინის მეპატრონე ბიძამისია, რაც შეიძლება მშვიდად უნდა მოვაგვაროთ. მსხვერპლი არ გვჭირდება, მტკიცედ ჩაიალაპარაკა ანდრონიკემ და სიტყვის თქმა არ აცალა სანდროს ისე გაუჩინარდა ჭიშკარში..
რამდენიმე წუთიანი კაკუნის შემდეგ ზღურბლზე საშუალო სიმაღლის სიმპატიური მამაკაცი გამოჩნდა..
_გამარჯობათ, გამომძიებელი ანდრონიკე დადეშქელიანი, დაუკითხავად შეაბიჯა ოთახში. _გოგა იაკობაშვილი თქვენი დის შვილია ხომ ასეა ?
_დიახ, რა ხდება? ხმაგამტყდარი ლაპარაკობდა კაცი..
_ვფიქრობ თქვენ უკეთ გეცოდინებათ ჩემი მოსვლის მიზეზი... ანდრონიკეს წამიერად შეზიზღდა ეს კაცი..
_რა უნდა ვიცოდე, კი მაგრამ რა ხდება ?
კიბეზე გამოჩენილმა სილუეტმა ანდრონიკე მომენტალურად დაძაბა.. ხედავდა როგორ შეეცვალა ბიჭს მზერა და უკან სვლით წავიდა..ანდრონიკემ ვერ გაიაზრა როდის გაჩნდა მასთან სანდრო, როგორ იღრიალა მთელ ხმაზე და ბიჭისკენ გაიქცა... ანდრონიკე უწონადობას გრძნობდა, ამაზრზენი სისხლის სუნი აგიჟებდა..იცოდა მისი ცხოვრების ეს ეტაპიც თუ დასრულდებოდა, არსებობას ვეღარ შეძლებდა, დანაშაულის გრძნობა ყელში უჭერდა და სადღაც უსასრულობაში იკარგებოდა..
წარსული მტკივნეულად ახსენებდა თავს.შეგრძნება, რომ მის ცოხვრებაში ყველაფერი უფრო მეტად რთული და ჩახლართული იქნებოდა გონებას ურევდა. ძლივს გადატანილი უბედურება ისევ ცოცხლდებოდა და შავ უსასრულობაში მიათრევდა ანდრონიკეს.

ნაინას ნერვები აწყდებოდა.. ანდრონიკეს გამორთული მობილური უსიამოვნო გრძნობებს უღვივებდა, რაღაც ძალიან მტკივნეულად წიწკნიდა შიგნიდან..უბრალოდ სჭირდებოდა ერთი სიტყვა მაინც რომ ეთქვა ანდრონიკეს..ფიქრები, რომ რამე დაემართებოდა გულზე მარწუხებივით უჭერდა..

_ ალბათ მობილური დაუჯდა. დამაიმედებლად გაიჟღერა ლილეს ხმამ.
ნაინას ძალიან შერცხვა თავისი სისუსტის.. ეგოისტურად ფიქრობდა მხოლოდ ანდრონიკეზე და ყურადღებას აღარ აქცევდა როგორ ანერვიულებდა სხვებს თავისი მოუსვენრობით..
_ნაინა სალაპარაკო მაქვს, ცოტა ხანს გავიდეთ..
საბას დაძაბული მზერა აფრთხობდა. ტვინში ამაზრზენად რეკავდნენ ზარები, თითქოს ძალიან შორიდან ჩაესმოდა საბას ხმა.. თავი გააქნია და სწრაფად გაყვა უკან..
_ლადომ დამირეკა საავადმყოფოდან, ანდრონიკე იქ არის, სანდრო დაუჭრიათ...მძიმედ საუბრობდა საბა
ნაინას შეამცივნა, გული ეტკინა ანდრონიკესთან რომ არ იყო ასეთ რთულ დროს..თავისი უმოქმედობა სტენკდა და საკუთარ თავს აზიზღებდა..
_მიმიყვანე და სახლში დაბრუნდი, ლილე მარტოა, ინერვიულებს..ძლივს ამოღერღა და ფანჯრიდან გაიხედა..
_მარტო არ დაგტოვებ.
_საბა არ გვინდა უფრო მეტად გართულება, ლილესთან უნდა იყო, ისე გამოვედით ვერაფერი ავუხსენით და მართლა ცოდოა..
ნახევარი საათი საუკუნედ მოეჩვენა. ძლივს შეკოწიწებული გამბედაობით გადავიდა მანქანიდან და საავადმყოფოში შევიდა..დერეფანში სისხლში ამოსვრილი ანდრონიკეს დანახვისას პულსაცია გაუჩერდა. ანდრონიკეს სახეზე იმხელა ტკივილს ხედავდა, უნდოდა ხმამაღლა ეყვირა..
ნელი ნაბიჯებით წავიდა და მხარზე შეეხო..
ანდრონიკეს თვალებში დანახულმა უემოციობამ სუნთქვა შეუკრა, ნეტა შეძლებოდა სულ ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ტკივილი..
_კარგად იქნება.. მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და უფრო ახლოს მივიდა ანდრონიკესთან..
_სახლში წადი.. ზედმეტად ცივი და მკაცრი მოეჩვენა ანდრონიკეს ხმა..
_არსად წასვლას არ ვაპირებ, მარტო არ დაგტოვებ
_მამაშენის გამო დავკარგე ჩემი საუკეთესო მეგობარი, ახლა მეორეს ვკარგავ..არ მინდა შენი ვითომ სიყვარულით სავსე თვალები, არ მჭირდება შენი შეცოდება, თვალით არ დამენახო იცოდე..უხეშად აუკრა ხელი და სწრაფი ნაბიჯით დატოვა დერეფანი..
გაოგნებული მიშტერებოდა ცარიელ დერეფანს..ანდრონიკეს თითოეული სიტყვა სულს უხუთავდა. ურალოდ ყველაფრისგან გაქცევა უნდოდა. ანდრონიკეს ცვლილებას სანდროს ცუდად ყოფნას აბრალებდა, მაგრამ ვერაფრით გაეგო რა შუაში იყო მამამისი ან რაზე ლაპარაკობდა ანდრონიკე.. ღრმად ამოისუნთქა და საავადმყოფო დატოვა..
სახლში შესულმა მძაფრად შეიგრძნო მარტოობა. ეტკინა უკვე მერამდენედ მიყენებული არდამსახურებული შეურაცხყოფა..დაცარიელებული აუყვა კიბეებს და ანდრონიკეს საწოლში, მის მხარეს დაწვა.. არ უნდოდა რამეზე ეფიქრა.. უბრალოდ ყველაფერი უნდა დაევიწყებინა, თუნდაც სულ რამდენიმე საათით..
ანდრონიკეს აღარ შეეძლო..განცდა, რომ ყველაფერი თავზე ჩამოენგრეოდა და ძლივს აღმოჩენილ სიმშვიდეს დაკარგავდა აგიჟებდა... ექიმის სიტყვებიდან მხოლოდ ის გაიგო, რომ კარგად იქნებოდა და მდგომარეობა სტაბილური იყო.. მარიამის სახეზე დანახული სიხარული უფრო მეტად აგრძნობინებდა რამდენად სუფთა გრძნობაა სიყვარული..
მარიამი სახლში გაიყვანა და საავადმყოფოში მიბრუნდა.. ნაინას ცრემლიანი თვალები მოსვენებას არ აძლევდა... საზიზღარი ფიქრები ჯალათებივით ედგნენ თავზე და უფრო მეტად აღიზიანებდნენ...
ეძნელებოდა სახლში მისვლა.. გიჟდებდა თავის დაუფიქრებლობაზე.. რა ჯანდაბად უთხრა ნაინას ამდენი საშინელება.. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და დამძიმებული შევიდა სახლში..
ნაინა სამზარეულოში იდგა და კონტეინერებში თბილ ბლინებს ანაწილებდა.. ნაბიჯების ხმაზე შემოტრიალდა და ანდრონიკეს მზერა გაუსწორა..
_მეგონა არ მოხვიდოდი და მშიერი რომ არ ყოფილიყავი ბლინები მინდოდა მომეტანა..
ანდრონიკე ერთიანად დაიძაბა, არ შეეძლო დაეჯერებინა, ასეთი ადამიანის არსებობა...
_გიშინდელისთვის..
_გუშინდელზე მინდა რომ ვილაპარაკოთ..მაქვს უფლება ვიცოდე რატომ მქვია შენი ცოლი, რაში არის დამნაშავე მამაჩემი და საერთოდ რა მოხდა..
ანდრონიკეს ყველაზე მეტად ემძიმებოდა ყველაფრის მოყოლა. ზუსტად იცოდა ერთ დღეს მოუწევდა ნაინასთვის აეხსნა, ის ნამდვილად იმსახურებდა ყველაფერი ცოდნოდა..
_ირაკლი და მე ერთად გავიზარდეთ, სკოლაში, უნივერსტეტში, სამსახურში ყველგან ერთად ვიყავით, წარმოუდგენელი იყო ერთმანეთის გარეშე გასული ერთი დღე მაინც... სპეც ოპერაცია იგეგმებოდა, კანონიერი ქურდები უნდა აგვეყვანა.. მამაჩემს გულის შეტევა დაემართა, ყველაზე მნიშვნელოვანი მისი კარგად ყოფნა იყო.. ირაკლი გავაფრთხილე უჩემოდ არ წასულიყო, მაგრამ არ დამიჯერა..ვიცოდი სანდრო არ დამირეკავდა რამე სერიოზული თუ არ მოხდებოდა..ძლივს შევძელი წყნეთამდე ასვლა.. ირაკლის გარშემო სისხლის გუბე იდგა.. ვიგრძენი როგორ გამიჩერდა გულის ცემა..სინდისის ქენჯნა მაწუხებდა, ვალდებული ვიყავი დამეცვა, ვალდებული ვიყავი იქ ვყოფილიყავი.. საქმე დაიხურა, ერთ-ერთმა აღიარა, რომ მან ესროლა.. სანდო წყაროებიდან გავიგე დავით დაშნიანი გაიქცა და ირაკლიც მის ტყვიას ემსხვერპლაო.. ამას ასე ვერ დავტოვებდი, რა უნდა მექნა საქმე დახურული იყო, წლების განმავლობაში ყოველ დღე ვუთვალთვალებდი მამაშენს, მინდოდა მივსულიყავი და ჩემი ხელით დამეხრჩო.. ვერ ვიტანდი ფაქტს, რომ ჩემი ძმა აღარ მყავდა..
ნაინას მხრები უკანკალებდა..
_როდის მოხდა ეს ყველაფერი ?
_2009 წლის 12 ნოემბერს..
_ანდრონიკე 2009 წელს მამაჩემი საქართველოში ვერ იქნებოდა.დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და გერმანიაში მკურნალობდა, საქართველოში 2011 წელს ჩამოვიდნენ..
ანდრონიკეს ყველაფერი ეტკინა.. ნაინას თვალებში დანახული იმედგაცრუება ცუდად ხდიდა.ვერაფრით ხვდებოდა სად დაუშვა შეცდომა ან როდის დაეცა ამ დონეზე..
ნაინა მშვიდად წამოდგა ფეხზე, ნელა აუყვა კიბეებს და ფრთხილად გადმოიღო გარდერობიდან სამგზავრო ჩანთა..ვერაფრით გადმოსცემდა რამდენად სტკიოდა ახლა გული.. ანდრონიკეს უნდობლობა ეტკინა..
_რასაკეთებ ? ძლივს ამოილუღლუღა ანდრონიკემ
_ვერ დაგაჯერე ჩემი გრძნობების სიწრფელე, ვერ შევძელი შენთვის კარგი ვყოფილიყავი..არ შემიძლია აქ ვიყო და ყოველ დღე ვუყურო როგორ გიცრუებ იმედებს.
ვერ იჯერებდა მოსმენილს. აგიჟებდა ფაქტი, რომ ახლაც კი, როცა ისევ არაკაცურად მოექცა ისევ თავის თავს ადანაშაულებდა ყველაფერში.. ფრთხილად მიუახლოვდა და მხრებში ძლიერად ჩაავლო ხელები..
_არ თქვა რომ შენი ბრალია რამე.. არ მინდა ოდნავ მაინც გრძნობდე დანაშაულის გრძნობას ჩემს წინაშე.. უფრო მეტად ნუ დამაცარიელებ, უფრო მეტად ნუ მაგრძნობინებ ჩემს არაკაცობას, უბრალოდ დარჩი.. ზედმეტად ეგოისტი ვარ საიმისოდ, რომ სადმე გაგიშვა..
_ახლა რომ არ წავიდე ასე უფრო დავიტანჯებით..
_ეგ აღარ გაიმეორო, ვერ ვიტან დამნაშავის თვალებით რომ მიყურებ, მაპატიე გუშინდელი სიტყვები, მაპატიე ყველა ტკივილი და ცრემლი. მე მართლა ვეცდები ყველაფერი კარგად იყოს..
_უნდა შემპირდე რომ გაბედნიერდები, უნდა შემპირდე, რომ ჩემთან თავს დამნაშავედ აღარ იგრძნობ.. მინდა გესმოდეს, რომ ძალიან მიყვარხარ.. თუ დავრჩები და ვერ გაგაბედნიერებ ასე უფრო ძალიან მეტკინება..უნდა მჯეროდეს, ჩვენს ურთიერთობაში ძალიან ბევრი სიყვარულის ნოტი იქნება.. არვიცი როგორ ხდება გადაყვარება, ან საერთოდ ხდება თუ არა, მაგრამ მე ვერასდროს გადაგიყვარებ, ზუსტად ამიტომ მინდა ჩემი სიყვარული უფრო მეტად ბედნიერებას განიჭებდეს ვიდრე უბედურებას !
_გპირდები შენთვის შევძლებ ყველაფერს, გპირდები ყოველ დღე უფრო მეტად მეყვარები, გპირდები, რომ ჩვენ ურთიერთობაში მარტო სიყვარულის, და არცერთი შიშის ნოტი აღარ იქნება!

ორი წლის შემდეგ..
ოთახში პატარა გოგონას კისკისი ისმოდა, ანდრონიკე ფრთხილად უღიტინებდა კულულებიან გოგოს და მასთან ერთად იცინოდა..

თუ მოვინდომებთ ყველას შეგვიძლია უკეთესობისკენ შევცვალოთ ყველაფერი! ცხოვრება არცისე ხანგრძლივია, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არასდროს მოაკლოს თავის ცხოვრებას ბედნიერი მომენტები !

დასასრული



№1  offline ადმინი შამანი

ძალიან მომეწონა! ამდენი ტკივილის მერე იმსახურებდნენ ბედნიერებას!!
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ბოლომდე მეგონა რომ ცუდად დაასრულებდი მაგრამ ისე გამახარეე რომ ვერც კი წარმოიდგეენ მართლაც იმსახურებდნენ ბედნირებას!!
ძალიან ემოციური და ძლიერი ისტორია იყო მართლა ძალიან მომეწონა დ ამიხარია რომ წავიკითხე
ყველანაირად გქონდა გადმოცებული თითოეულის გრძნობა რასაც ვაფასებ ავტორებში! თანაც იმდენად კარგად გქონდა სიუჟეტი შედგენოლი ლაპარაკიც ზედმეტია! რამდენი ხნის ისტორიაა მაგრამ არანაირი შენიშნვა არ მაქვს პირიქით უფრო მეტი უნდა წერო რადგან გამოგდის და თან ძალიან კარგად ! წარმატებები!

 


№3  offline წევრი veroo

არმეყო კიდე მინდოდა სასწაულად მომეწონა მინდოდა ბევრი თავი ყოფილიყო მომეწონა ანდრონიკე ❤მერე რა რომ ესეთი მკაცრია აი მოვიხიბლე მისით????ყოჩაღ შენ კარგად წერ ძალიან

 


№4  offline წევრი sallollo

ტკბილიწიწაკა
ბოლომდე მეგონა რომ ცუდად დაასრულებდი მაგრამ ისე გამახარეე რომ ვერც კი წარმოიდგეენ მართლაც იმსახურებდნენ ბედნირებას!!
ძალიან ემოციური და ძლიერი ისტორია იყო მართლა ძალიან მომეწონა დ ამიხარია რომ წავიკითხე
ყველანაირად გქონდა გადმოცებული თითოეულის გრძნობა რასაც ვაფასებ ავტორებში! თანაც იმდენად კარგად გქონდა სიუჟეტი შედგენოლი ლაპარაკიც ზედმეტია! რამდენი ხნის ისტორიაა მაგრამ არანაირი შენიშნვა არ მაქვს პირიქით უფრო მეტი უნდა წერო რადგან გამოგდის და თან ძალიან კარგად ! წარმატებები!

უღრმესი მადლობა, უზომოდ გამახარეთ ❤❤

veroo
არმეყო კიდე მინდოდა სასწაულად მომეწონა მინდოდა ბევრი თავი ყოფილიყო მომეწონა ანდრონიკე ❤მერე რა რომ ესეთი მკაცრია აი მოვიხიბლე მისით????ყოჩაღ შენ კარგად წერ ძალიან

მიხარია თუ მოგეწონათ❤❤❤ მახარებს თქვენი თბილი სიტყვები ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent