გოგონა ვარდისფერი შარფით 4
მოთხრობის წაკითხვასთან ერთად მუსიკასაც მოვუსმინოთ - ბოროტებოოოო აღარ გელაპარაკებით !!! - აბა შვილს ვინ მოგვინათლავს ? - ჯერ ცოლქმარი ხარ ხართ ! არც შვილი გყავთ ! -მაგასაც მოესწრები - გამაგიჟეთ რა... - კაი წავედით ეხლა ჩვენ მალე ჩავალთ ჩემ დაჩაზე - აუუუჰ წადით და თვალით არ დამენახოთ !! - ორ კვირაში ჩამოვალთ - საქონლებო - მიყვარხარ მააარ დავუკიდე ტელეფონი არ მჯეროდა საუკეთესო დაქალი გამითხოვდა... მარტო მეგონა, რომ დავრჩი და თავი კოშმარში მეგონა ყველა ოცნება ცაფლადა... არადა სალო ბედნიერი იყო... ეგოისტივით ვტიროდი ... ნიკასთვის არ დამირეკავს.. ტელეფონი რეკავდა… - ბატონო ?.. - მარ გაიგე სალოზე და გიოზე ? - კი... - რა გატირებს ტო ? - არ ვიცი, მგონია რომ მეგობარი დავკარგე - არა არაა მასე... - ვიცი მაგრამ რაღაცნაირი გრძნობა მაქვს ალბათ მალე გადამივლის - ხოო ბუნებრივია... - ... - არ გაისეირნებდი ? - სად ? - რავიცი სადმე... გაზაფხულის წვიმაში ხო გიყვარს ხეტიალი ? - კი ძალიან - გპირდები იწვიმებს - ეხლავე წავიდეთ ? - 40 წუთში გადმოგირეკავ და შენს კორპუსთან ვიქნები - კარგი გავემზადები - ადამიანურად დავილაპარაკოთ - ეხლა არაადამიანურად ვლაპარაკობთ ? - არა, მაგრამ ისე გაცილებით კარგია.. - მართალი ხარ კარგი წავედი მაშინ გავემზადები - კარგი მეც დაახლოებით ნახევარ საათში მზად ვიყავი და ნიკამაც მალე გადმომირეკა... დაბლა ჩავედი, მანქანით მელოდებოდა (BMW) და მე გაოცებული სახე მივიღე : - ჩვენ ხომ წვიმაში გასეირნებას ვაპირებდით ? - მართალი ხარ დამავიწყდა... - ცუდია - აქ დავტოვებ და ფეხით წავიდეთ კარგი ? - მასე აჯობებს - .............................................................................................. - ჩემი შარფი გიხდება - ძალიან მიყვარს, მოხსნა გამიჭირდება... იცით ? ასეთი სიამოვნება არასდროს განმიცდია ადამიანთან ლაპარაკისას... ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც არაჩვეულებრივად მეჩვენებოდა მგონი ნელ-ნელა მიყვარდებოდა.. დავდიოდით დროში დავცურავდით... წვიმის წვეთებს ვეცეკვებოდით... ერთად ვსველდებოდით... ბევრს ვიღიმებოდით და ერთმანეთის ყურებით ვერ ვძღებოდით.... გიფიქრიათ ამაზე ?... ჩვენ ყველანი ვხედავთ ერთმანეთს, მზის სხივებს ველაპარაკებით და წვიმის წვეთს ციდან მიწამდე თვალს ვაყოლებთ... აი ბრმანი კი ამ ყველაფერს მოკლებულნი არიან ... ბრმა ორგვარია... ისინი ვისაც მხედველობა დაკარგული აქვთ, ამ ყველაფერს კი ხელებით აღიქვამენ... და ისინი ვისი თვალებიც შურს და ბოღმას აქვს ავსებული... თვალი სულის სანთელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ გული რომ არა თვალს ფასი ექნებოდა ? არამგონია !... ჩემი თვალები გულს ისეთ გრძნობებს გადაცემდა, რომ უსაზღვრო გრძნობას მთელი სხეული ემორჩილებოდა... ბევრჯერ მიფიქრია მანამდე, ნეტა რად მინდა თვალები ? რას ვხედავ განსხვავებულს ? ცხოვრება ერთფეროვანია, მხოლოდ იმ წამს მივხვდი, რომ ბრმებს ხატვა არ შეუძლიათ მე კი ბევრს მოვაკლდებოდი მაგით... ჩემი ვარდისფერი შარფი ( ჩემი ოცნების ფერი) მას უკეთია ვინც ჩემზე მეტად იმსახურებს !... - ნიკა მოიხსენი აბა შარფი - რატო მარ ? - რაღაც მაინტერესებს ... - წართმევა გინდა ? - არა არა არ მინდა ! - მართლა აღარ გინდა ? გაოცებულმა მკითხა და თან იხსნიდა... - არა როგორ არ მინდა, მაგრამ წართმევას არ გიპირებ - კარგი... მე მეგონა მასაც ის შარფი უნათებდა სახეს... ისევე როგორც მე, მაგრამ შევცდი... ის ბუნებით იყო ნათელი... შარფი არაფერ შუაში ყოფილა... ხელში მეჭირა და მოულოდნელად დავსუნე.... ჩემი სუნი ვიგრძენი, მაგრამ სხვა ბევრად უფრო განსვავებულ სუნთან ერთად ! ეს ნიკას სუნამო იყო... გასაოცარია... ერთი რაღაც ორი ადამიანის გრძნობებს იტევს... ნიკა უსიტყვოდ მიყურებდა, მაგრამ ყველაფერს ხვდებოდა... უკან დავუბრუნე.. მანაც უსიტყვოდ გაიკეთა და გზა გავაგრძელეთ... კვლავ წვიმდა და მციოდა... - ჩაის დავლევდი... - მეც... - წამო მარ აქვე კაფეში შევიდეთ ... - კაი აზრია... - წავედით ... .......................................................................................................................................... - მარტო ჩაის დალევ ? - კი ნიკა მე წითელი ჩაი მინდა... - მე შავს შევუკვეთავ ჩემთვის.... მალევე მოგვიტანეს ჩაი... ჩვენ კუთხეში ვიჯექით და ჩვენი მაგდიდან უშუალოდ ჩანდა სველი ქუჩები.... სასიამოვნო დასანახი იყო... ცხელ ჩაის ვსვავდი... გარეთ წვიმას ვუმზერდი გვერდით კი ერთი ადამიანის თბილი მზერით ვთბებოდი.... - რისი ყურება გიყვარს მარ ყველაზე მეტად ? - დროის... - ეგ როგორ ? - აი დროს როცა დაკვირვებით უყურებ ამჩნევ თუ რა არის ცხოვრება... ცვლილებებს კი მკვეთრად განასხვავებ წარსულისაგან... - მართლა სასიამოვნოა დროის ყურება.... მე სულ ასეთი რაკურსიდან მინდა ვუყურო დროს !.. - მაინც როგორი ? - შენ ჩემს გვერდით და შენი ოცნების მარაგი კისერზე : * - ჩემს შარფს ოცნების მარაგი უწოდე ? - რა არაა მასე ? - მართალი ხარ მასეა - მგონი ჩემი ოცნებებიც ჩაიტია... - კი როფორც ჩანს მასეა... - მიყვარს მასე, რომ იღიმები და თვალებს, რომ ხრი... - ანუ ხშირად გავიღიმო ? - თვალებს გამბედაობა აკლია ხო ? - არა გამბედაობა არაფერ შუაშია... - აბა ? - ხნადახან თვალებსაც უნდათ ძირს დახედვა... - მართალი ხარ ! - სასიამოვნოა შენს გვერდით ყოფნა... - ჩემთვისაც ... წვიმიანი და მოწყენილი დღე ყველაზე სასიამოვნოდ იქცა... სახლში ბედნიერი მივედი... ემოციები არაფერ შუაში იყო... უბრალოდ წვიმის ყურებით იყო დაღლილი გული... ფიქრებში კი ერთი ადამიანის თბილი მზერა ტივტივებდა... მზრეა რომელიც მათბობდა !!!........ ძნელია ფიქრები სიტყვებით გადმოგცეთ... ჩემი გაზაფხულის წვიმა ნაადრევად მოვიდა, მაგრამ სასიამოვნოდ დაასველა ვარდისფერი ფიქრები... ნიკას ფიქრებში მინდოდა შეჭრა... მაგრამ ძალიან ღრმა იყო და ვერ გავბედე... ნათელია ის, რომ გრძნობა გვქონდა ერთმანეთის მიმართ... მასზე ფიქრებით ოცნებებს ვაფერადებდი... ჩემს ცხოვრებაში ვარდისფერის გარდა სხვა... ლამაზ და ნათელ ფერებსაც ვუშვებდი... თუმცა ვარდისფერი მაღალ საფეხურზე იდგა... არ ვიცი შეიძლება ერთადერთი ვარ ვინც ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფერებსა და სუნებს... მაგრამ ცხოვრებაში მარტივი რამ ავიღოთ... ყვავილი- უფერო ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, ასევეა სუნიც ჩემთვის უსუნო ყვავილი არაფერია.... ეხლაღა ვხვდები, თუ რა კარგია როცა ემოციური ხარ... მხოლოდ ემოციებს შეუძლია ადამიანის შინაგანი გულისთქმა აალაპარაკოს და აი მეც... ვტირივარ... განა იმიტომ, რომ უბედური ვარ ? არა ბედნიერი ვარ ! ბედნიერი ემოციური გოგონა ... რომელიც მუდამ თავისი ვარდისფერი შარფით ცდილობდა გაეყარა შავთეთრი ფერები გარშემო... დილით ვიღვიძებდი.. სუნთქვა მიჭირდა.. მზეს ვერ ვხედავდი და ვფიქრობდი იქნებ ყველაფერი მომელანდა ? მაგრამ მოდის შეტყობინება : - როგორ გეძინა ?.. მშვენივრად... აი სიზმარი... ვითომ მზე იყავი... მე კი ყინული... სხივებით ცდილობდი გადნობას და აი დავდნი.. მგონი მიყვერდება.... - ძალიან ლამაზად - მეც მარ … - ... - ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ ? - არა არ ვიცი... - ხოდა გეუბნები.. - მადლობა.. - სხვა პასუხს მოველოდი... - მაინც ? - შერ რას გრძნობ ? აი ისევ გრძნობები... ნუთუ ვერ ამჩნევს, რომ მეც მაქვს მისდამი „ გრძნობა“ ? ალბათ გრძნობებს ურჩევნია სიტყვებით გამოჩენა.. კარგი... - მე ვგრძნობ, რომ მომწონხარ ! მომწონს ? არა უფრო ძლიერი გრძნობა მაქვს... მაგრამ ეგონოს ასე... დრო მოვა უფრო მეტს ვეტყვი - მიხარია... - მეც - მალე ზაფხული მოვა.. ჰოო ზაფხული მოვა და გაზაფხულის ულამაზეს ვარდისფერ ყვავილებს გააქრობს ... მომენატრება გაზაფხული... - დაცხება და მერე ზამთარი ჩაენაცვლება... - მთავარი სითბოა... - ჰოო სითბო, რომელიც ზაფხულს მოაქვს... - შარფს დაგიბრუნებ !! - მიზეზი ? - შენ ხარ ის... - ვინ ის ? - გოგონა ვარდისფერი შარფით ... რომელიც მიყვარს ! - ჰმ... მომწონს ეს სახელი... - მეც ... - როდის დამიბრუნებ ? - როცა გინდა... - საღამოს შეგხვდები და... - კარგი... საღამოს შევხვდი... კისრიდან მოიხსნა ჩვენი ოცნებების მარაგი და მე გამიკეთა... ხელი ჩამკიდა და გზას გავუდექით... გზა ძალიან გრძელი იყო.. მთელი ცხოვრების სიგრძე ქონდა... ამ ცხოვრებაში კი იყო ბევრი ოცნება, ახდენილიც და აუხდენელიც, იყო სიყვარული , ცრემლიც იყო და ბევრი ღიმილიც, სითბო იყო და ნიკაც გვერდით იყო... ჩემი სალოც იყო ბედნიერი სახით და ძალიან ბევრი ფერი იყო, განსაკუთრებით ვარდისფერი.... უსაზღვრო სიყვარული კი მუდამ ამ გზის მთავარი მიზანი იყო...და ამ გზაზე მე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.