შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროვინციელი (7)


9-06-2015, 13:32
ავტორი northern light
ნანახია 3 098

ისეთი გახელებით მკოცნიდა სუნთქვის თავიც აღარ მქონდა და დაჰიპნოებული ვიდექი. მთელს ტანში მცრიდა და მეგონა იქვე ჩავიკეცებოდი. როგორც იქნა ინება გაჩერება და მეც გონს მოვეგე , სუნთქვა გახშირებული ვიდექი და მომხდარის გადახარშვას ვცდილობდი. ესეც შენი პირველი კოცნა სესილი! გულშ ჩავისისინე და დემეტრეს გაბრაზებულმა ავხედე. თვალებში მიყურებდა და აშკარად ჩემს რეაქციას ელოდა, არც ვაციე არც ვაცხელე ისეთი გავულაწუნე სახეში .ძალიან მეტკინა და წარმომიდგენია იმას რა დაემათებოდა. ლოყაზე ხელი მიიდო და ხმა აღარ ამოუღია. საშინლად გამწარებული გამოვეცალე და მაშინვე დამეკარგა ის გამბედაობა, რაც წამების წინ გამაჩნდა. არც დაუძახია , იქვე მდგარ ურნას ფეხი მაგრად მისცხო და მერე უკვე აღარ ვიცი რა გააკეთა. ცრემლებმა თავისით გადმოკვეთეს ჯებირები და საშინლად მომინდა ახლა ბებოს მკლავებში მოკალათება. მაშინვე ტელეფონი ამოვიღე მაგრამ ისევ უკან დავაბრუნე როცა გავაანალიზე რომ ვტიროდი. მერე ისევ ამოვიღე და შაკოს ნომერი ავკრიფე
-რაო სესი? - მხიარული ხმა გაისმა და კიდევ უფრო ვუმატე ტირილს
-მენატრებიით - ტირილს ამოვაყოლე სიტყვები და იქვე სკამზე ჩამოვჯექი
-ტირი სესილი? რა გატირებს გოგო? ფეხით ნუ ჩამომიყვან მანდ - მხიარული ხმა გაბრაზებამ შეცვალა - ვინმემ გაწყენინა? რამე დაგიშავა ვინმემ? მითხარი სესილი და ხელებს დავამტვრევ ვინც არ უნდა იყოს
-არა , არა , უბრალოდ მართლა ძაან მომენატრეთ - ისევ ამოვისლუკუნე და ხველა ამიტყდა . უკვე ვეღარ ვსუნთქავდი ამიტომ ტელეფონი სწრაფად ჩავაბრუნე ჯიბეში და სუნთქვის დარეგულირება ვცადე . მალევე აწკრიალდა ტელეფონი და მეც ისევ ვუპასუხე ოღონდ შედარებით დაწყნარებულმა
-სესილი სად ხარ? ნიკა დამალაპარაკე
-არა , არ ვარ სახლში. ახლა ავალ, არ ინერვიულო ვსიო კარგად ვარ
-მისმინე არ დაიძინო კაი? დამელოდე 40 წუთში მანდ ვარ ! - მითხრა და გამითიშა. პირდაპირ სახლისკენ წავედი და ჩუმად შევაღე კარები არ მინდოდა დემეტრეს გადავყროდი და ჩემი ნამტირალები თვალები ენახა
-ვა სესი სად ი... მოიცა ტიროდი? - გაბრიელი მომვარდა და თავი ამაწევინა
-არაფერია გამივლის. - ოდნავ გავუღიმე და ოთახში შესვლა დავაპირე დემეტრეს საშინლად გაბრაზებულ თვალებს, რომ გადავაწყდი.
-რატომ იტირე? - არ მეშვებოდა გაბრიელი
-ზოგი ადამიანი ვერ ხვდება რომ თავისი საქციელებით სხვებს გულს სტკენს! - გაბზარული ხმით ამოვილაპარაკე და ძარღვებ დაბერილ დემეტრეს გავხედე კბილებს ერთმანეთს მთელი ძალით , რომ აჭერდა. აღარაფერი უთქვამს ოთახში შემატარა. ლოგინზე დავემხე და ავქვითინდი. არ ცივი რა მატირებდა, დემეტრეს საქციელი თუ ის რომ ჩვეულებრივი ცხოვრება მენატრებოდა. მალევე ჩამეძინა...

888
-სესიი- ტკბილი ხმა გავიგე და თვალები ზანტად გავახილე .
-შაკოოოოო - იმხელაზე ვიყვირე ალბად მთელმა სამეზობლომ გაიგო ჩემი ხმა. საწოლიდან წამოვიწიე და მთელი ძალით მოვხვიე ჩემს მწვანეთვალებას ხელები.
-ვაიმე როგორ მომენატრე - ჩემს თმაში ჩარგო თავი და მეც ცრემლები გადმოვყარე. - არ გცხვენია? რა გატირებს? ასე თუ გეწყინებოდა ჩემი ჩამოსვლა სულ არ ჩამოვიდოდი - ცერა თითებით მომწმინდა ცრემლები და გამიღიმა
-გამიხარდა სულელო - ცხვირზე დავკარი ხელი და კარებში აყუდებულ მომღიმარ გაბრიელს ავხედე
-წამოით ახლა და გააკეთე სესილი საჭმელი თორე არაა ნატალია სახლში და გახმა კუჭი სიმონ - ხელების ქნევით მითხრა და ხელით გვანიშნა გამოდითო
-ჩავიცვამ და გამოვალ - შაკოს გავხედე და ისიც ფეხზე წამოდგა . საოცრად აჟიტირებული ვიყავი. გუშინდელი სულ დამავიწყდა მაგრამ კოცნისას დავლილი ჟრუანტელი ისევ ბატონობდა ჩემში. როგორც კი მისი თვალები მახსენდებოდა გული გამალებით მიცემდა და ღაწვებიც საშინლად მიწითდებოდა. შხაპი მიიღე და სკოლისთვის ჩავიცვი. უბრალო ფრიალა გვირილებიანი ქვედაბოლო ამოვიცვი რომელიც შავ მაისურს ეხამებოდა და ქერა გრძელ თმასთან ერთად მშვენიერ შესახედაობას ქმნიდა. ფეხზე უბრალო დაბალძირიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და ჟაკეტთან ერთად გავედი მისაღებში. ახლა ყველაზე ნაკლებად დემეტრეს ნახვა მინდოდა მაგრამ გულის სიღრმეში საოცრად მსურდა მისი თაფლისფერების ნახვა.
-სესილი დემეტრე მოვა და გაგიყვანს -მეხის დაცემასავით გაისმა ნიკას სიტყვები და ოდნავი თავბრუსხვევა ვიგრძენი.
-ააა არაა , ჩემით წავალ - აწითლებული ლოყების ჩაცხრობა ვცადე და ოდნავ გავიღიმე
- ვერ ხარ შენ - ხელი ამიქნია ნიკამ და მეც ფრუტუნით წამოვდექი და მაცივრიდან სასუსნავები გადმოვიღე. 9 საათს ოცი წუთი აკლდა სახლიდან რომ გავედი, მანამდე კი შაკოს მაგრად მოვეხვიე ლოყებიც დავუწელე და ღიმილით დავეშვი კიბეებზე. როგორც კი ბრონზისფერი მანქანა დავლანდე გული შემიტოკდა და მასე აყუდებული დემეტრესკენ დახრილი თვალებით წავედი.
-გაგიმარჯოს- ჩვეული ცივი ხმით მითხრა და მანქანის კარი გამიღო, ერთი შევუბღვირე და სავარძელზე მოვკალათდი. გზაში ხმის ამოღებას არ ვაპირებდი მაგრამ ცუღლუტი თვალები მაინც გარბოდნენ მისკენ და მაწითლებდნენ. ბოლოს მკაცრად გამოვუცხადე ჩემს თავს რომ ამ ადამიანზე აღარ ვიფიქრებდი და თვითკმაყოფილებით სავსემ გავიხედე ფანჯარაში. აშკარად არც თვითონ აპირებდა საუბრის წამოწყებას, და მეც გაყუსული ვიჯექი უხერხულობით გაჟღენთილ მანქანაში. მანქნა უბრალო შენობის წინ გაჩერდა და მეც ღრმად ჩავისუნთქე გადასასვლელად მოვემზაე ხელი რომ დამიჭირა და გაკვირვებულმა გავხედე.
-მისმინე , უბრალოდ, აღარ გაბედო და ჩემს გამო აღარ იტირო! - მკაცრად ჩაილაპარაკა , არა თხოვნით არამედ მოთხოვნით! გაკვირვებულმა შევხედე თვალებში და მაშინვე წამოვენთე გუშინდელი საქციელი რომ გამახსენდა
-ბედავ და კიდევ რამეს მიბრძანებ? - ირონიულად ჩავიცინე და გაკვირვება ვერ დავმალე.
-ჯანდაბა სესილი - ხელი მაგრად მიარტყა საჭეს და მანანიდან გადავიდა, მალევე გამიღო კარი და "გადამიტანა" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. - მისმინე , მე წამითაც არ მინანია ჩემი გუშინდელი საქციელი! გეუბნები და გაფრთხილებ, რომ აღარ გაბედო და ჩემს გამო აღრ იტირო გაიგე? - ბოლო სიტყვებზე ხმას აუწია და მეც შეშინებულმა დავახამხამე თვალები
-და ვინ გითხრა რომ შენს გამო ვიტირე? - გამბედაობა მოვიკრიბე და მაინც გავბედე შეწინააღმდეგება.
-ესეიგი ჩემს გამო არ გიტირია ხო? - გაბრაზებულმა მკითხა და მკლავზე წამავლო ხელი
-არა , რათქმაუნდა არა, მე არ ვტირი იმ ადამიანის გამო ვინც ჩემთვის არაფერს წარმოადგენს! - მკაცრად ვუთხარი და ატკიებულ ხელზე დავიხედე - მკლავების დალურჯებაში მაგარი ხარ ხომ?
-ამის დედაც ...- დაჭიმული ყბებით დაიგრგვინა და მანქანაში ჩაჯდა. ატკიებულ ხელზე ხელი დავისვი და მთელი სისწრაფით მიმავალ მანქანას თვალი გავაყოლე იქამდე სანამ შენობის კუთხეს არ მიეფარა. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე და სკოლაში შევედი. უბრალო შენობა იყო , არც ხალხს გაუმახვილებია ყურადღება ჩემზე, მაგრამ კლასში როგორც კი შევედი მაშინვე ყველა მე მომაჩერდა და უხერხულად შევიშმუშნე.
-სესილი არჯევანიძე? - კითხვით გადმომხედა სათვალიანმა ქალმა და ამათვალიერა. უხმოდ დავუქნიე თავი და მოწოდებული ფურცლები გამოვართვი. ხელით მანიშნა აი იქ დაჯექიო და მეც თავისუფალი ადგილისკენ წავედი. გვერდით თმააბურძგნული შავგვრემანი ბიჭი იჯდა, ისედაც გაბურცული ტუჩები კიდევ უფრო წინ გამოეწია და დასიებული თვალებით უინტერესოდ იყურებოდა. გვერდით რომ მივუჯექი ერთი ამომხედა და მერე ტელეფონში შეძვრა.
-პაკო ჯოჯუა - ბოხ ხმაზე შევხტი და მომღიმარ აწ უკვე კლასელს შეშინებულმა გავხედე - ოოო რამ შეგაშინა მეძინება და იმიტო მაქ ასეთი ხმა - ხელი აიქნია და უძილობისგან დაწვრილებული თვალებით შემომხედა
-სესილი არჯევანიძე - მეც ხელი გავუწოდე და გავუღიმე - წადი სახლში რაღას მოდიოდი? -გაკვირვებულმა ვკითხე და ჩანთიდან კალამი ამოვიღე
-კიდე 3 გაცდენა ამ საგანში და ექსტერნის ჩანარეა მიწევს - უკმაყოფილომ ამოიზმუვლა და ჩემი ჩანთა ბალიშად მიისაკუთრა.
-როგორ გეტყობა რო სწავლა გიყვარს- სიცილით ვუთხარი და მანაც სიცილისმაგვრად ამოიზმუვლა . მუქი შავი თმა ისე სასაცილოდ ქონდა აჩეჩილი რამდნჯერაც შევხედე ღიმილი ვერ შევიკავე. ჩემი ანთა ხელებში ქონდა ჩაბღუჯული და ზედ თავი ედო.
-ჯოჯუა დაფასთან - მასწავლებლის ხმამ შემაკრთო და ურეაქციოდ მყფო მძინარე ჯოჯუას დავხედე
-პაკო დაფასთან უნდა გახვიდე - ხელით შევანჯღრიე და მანაც ერთი ამოიზმუვლა და თავი ასწია
-ჯოჯუა შენ გეუბნები- ჩვენი მერხისკენ წამოვიდა მასწავლებელი და ხელში ჩაბღუჯული ჯოხით აჩვენა რუკასთან გადიო
-მას ყელი სტკივა და ვერ ლაპარაკობს - ღიმილით ავხედე გაკვირვებულ მასწავლებელს და ფეხზე ფეხი მივარტყი გაუკვევლობაში მყოფ ჯოჯუას
-ოჰ? როდის მოასწარით დამეგობრება? - შავი ფანქრით დადღაბნილი თვალები დააწვრილა და ისე დამხედა
-მას მანამდეც ვიცნობდი - შიგნიდან გავხურდი და ხელევის მტვრევა დავიწყე . სახეზე მეტყობა ტყუილი ყოველთვის მაგრამ ახლა ისე პოსტატურად ვცრუობდი მეც დავიჯერე , თან პაკოც საწყალი თვალებით უყურებდა მასწავლებელს და ხელით ანიშნებდა ლაპარაკი არ შემიძლიაო.
-კარგი, მაშინ აა არჯევანიძე დაფასთან - ახლა მე მომაწოდა ჯოხი და მეც ამაყად გავაბიჯე დაფასთან ისეთ კითხვებს მისვამდა აშაკარდ ჩემი ჩაჭრა უნდოდა მაგრამ არ გამოუვიდა. ისევ ამაყად დავიკავე ჩემი ადგილი და გაკვირვებულ პაკოს გავხედე
-აი იმენა ჯიგარი ხარ რაა - ხელი დამკრა ბეჭეზე და ფართოდ გამიცინა. მეც გავუღიმე და თვითკმაყოფილმა მოვავლე კლასს მზერა. სახლში წამოსვლამდე კიდევ გავიცანი რამდენიმე გოგო რომლებიც პაკოსთან მეგობრობდნენ და საკმაოდაც დავუახლოვდი, მაგრამ რომ გითხრათ პაკოს ველაპარაკეთქო მოგატყუებთ, ნახევარზე მეტ ხანს ხან ჩემს მხარზე ეძინა ხან ანას მხარზე. როგორც გავარკვიე ანა და პაკო მეზობლებიც არიან , კლასელებიც და თურმე პაკო ანას ნათლია ყოფილა. ამაზე კარგად ვიცინე დამერე ნათლია ნათლულთან ერთად გამოვედი სკოლის შენობიდან. იქვე იდგა ბრონზისფერი მანქანა და მეც თვალები გადავატრიალე, ისე მოვიქეცი ვითომ ვერც შევამჩნიე და ბავშვებთან ერთად დავუყევი ქუჩას.
-აუუ პროსტა რა მაგრად მშია იციით? აიი კუჭი დედას მაგინებს -მუცელზე მოისვა პაკომ ხელი
-აუ ისე დავსხდეთ წამო სადმე - ანამ ღიმილით ჩაილაპარაკა და მხარზე ჩამოკონწიალებული ორმეტრიანი მუტრუკი მოიშორა -ბიჭო მძიმე ხარ მომტყდა მხარიი -ფრუტუნით აიქნია ხელი და ახლა ჩემს მხარს ჩამოეკონწიალა მძინარა და "მშივანა" პაკო.
-ისე ეს სულ ასე წუწუნებს? -სიცილით გადავხედე ანას და პაკოს დავხედე
-აი ტვინის ბურღია - თვალები გადაატრიალა ანამ და პაკოს მოქნეული ხელი აიცილა . ქუჩის კუთხეს გავცდით ბრონზისფერი მანქანა რომ მოგვაიხლოვდა და გულიც საგრძნობლად ამიჩქარდა
-სესილი - დემეტრეს ხმა მომესმა თუ არა მისკენ მივტრიალდი და მხარზე ჩამოკონწიალებული პაკოც თან მივიყოლე - ჩაჯექ - კარი გამოაღო და დაბღვერილმა ამომხედა . პაკომაც თავი ასწია და თვალები მოიფშვნიტა
-რამე პრობლემაა? - ამანაც დაბღვერილმა გახედა დემეტრეს
-შენ არავინ გეკითხება , სესილი ჩაჯექი - მკაცრად მითხრა და მეც იმის შიშით რომ პაკოს კიდე არაფერი ეთქვა და ის მხეციც არ გადმოსულიყო მანქანისკენ წავედი.
-გნახავთ მერე - ორივე გადავკოცნე და დაბღვერილ პაკოს გავუღიმე
-ხო კარგადაა ყველაფერი? - დაბღვერილმა მკითხა და მეც თავი დავუქნიე - ჭკვიანად - კიდევ ერთხელ შეუბღვირა დემეტრეს და ანასთან ერთად ქუჩას დაუყვა
-რატომ გადამეკიდე? - გაბრაზეული დავებერტყე სავარძელზე სდა ჩანთა მუხლეზე დავიდე
-გადაგეკიდე? გადაკიდება ახლა ნახე შენ - მანქანა დაქოქა და მუქარით წარმოთქვა სუტყვები
-ვერ გავიგე?
-მშვენივრად გაიგე . რომ დამინახე რატო არ მოხვედი?
-არ მინდოდა და იმიტომ - გაბუტულმა ამოვილაპარაკე და ფანჯარა ჩამოვწიე
-ბავშვი! - ჩუმად ჩაილაპარაკა და სიჩქარეს ოდნავ უმატა - ის ვინ იყო რომ გამეჭიმა? -ზიზღით თქვა სიტყვები და მეც სისხლმა ტვინში ამასხა მის ასეთ ტონზე
-პირველი :იმას სახელი აქვს და მეორე: შენი საქმე არაა!
-სესილი აჯევანიძევ მოიშორე ჩემთან ეგეთი ტონი თორ ...
-რა თორემ? მეორე მკლავსაც დამილურჯებ თუ მეგობრებთან სეირნობას დამიშლი? იქნებ კიდევ სხვა ხერხებიც გაქვს ჩემს გასამწარებლად? შემეშვი, მაცადე რა ნორმალურად ცხოვრება - სიტყვის დამთავრება არ ვაცადე ისე ხმამაღლა ვუყვირე და წამოსული ცრემლების დასამალად თავი გავატრიალე. მანქანა მაგრად დაამუხრუჭა და გაბრაზებულმა შემომხედა. ისეთი თვალებით მიყურებდა მიწის გასკდომა ვინატრე .
-მისმინე და კარგად დაიმახსოვრე! არ შეგეშვები! არასოდეს გაიგე? - მანაც არ დამაკლო ყვირილი და მანქანიდან გადავიდა. სიგარეტს მოუკიდა და მანქანას მიეყრდნო. -ხან მამწარებს , ხან არ შეგეშვებიო, ხან მკოცნის ხან მიყვირის მეუხეშება . ვერაფერი გავიგე - ბუზღუნით ვთქვი და წამოსული ცრემლები მოვიწმინდე -დეგენერატი და გაუზრდელი, ხეპრეა - მაკცრად ვთქვი და გაბუტული ტუჩები ერთმანეთშ მაგრად დავაჭირე
-მესმის ქალბატონო - გარედან დამიძახა და მეც მანქანიდან გადავედი
-სასწავლი მაქვს , თან პაკოს ავპირდი საღამოს აგეხმარებითქო, წავიდეთ რა - საწყალი თვალებით ავხედე
-კიდე ის პაკო! არავისაც არ დაეხმარები! -მკაცრად თქვა და სიგარეტის ნამწვი გადააგდო
-რატო ვითომ?
-იმიტომ რომ არ გეცლეა დღეს- სივრცეზე გაშტერებულმა თქვა და მანქანაში ჩაჯდა
-ვერ გავიგე? -გაოგნებულმა წამოვიძახე და მეც მანქანაში ჩავჯექი
-მალე გაიგებ - მანქანა დაქოქა და უკან მოატრიალა
-რა? სად ჯანდაბაში მივდივართ ? - წიოკი ავტეხე და გაღიმებულ დემეტრეს გადავხედე
-თუ იცი რომ ჯანდაბაში მივდივართ რატომ მეკითხები? უნდა დაისაჯო იმის გამო რომ კიდევ ერთხელ იტირე ჩემი გულისთვის -ისევ არ იშორებდა სახიდან ღიმილს
-ხისთავიანო სვანო მოატრიალე მანქანა სასწრაფოდ! - მკაცრად დავუყვირე მაგრამ ისე აუწია მუსიკის ხმას თითქოს ჩემი ყვირილი არც გაუგია

მომკალით თუ გინდათ! სტუმრები მყავს , სახლში ჩემი დასაწოლი ადგილი აღარაა და კომპიუტერი რა ფერია ეგეც კი დამავიწყდა გუშინ ვთქვი ცოტა ხანი დამსვითთქო მაგრამ გაიგიჟა დედაჩემმა თავი გამოცდებისთვის იმეცადინეო. ახლაც ძლივს დავწერე, ვითომ გამოცდების საკითხები უნდა მენახა და სწრაფ სწრაფად ვწერდი. შეცდომები ბევრი იქნება მაპატიეთ მაგამ რომ არ დამედო არ გამოდიოდა. ზეგ ბოლო გამოცდა მაქვს და მერე ჩიტივით ტავისუფალი ავტვირთავ ახლა თავს ველოდები თქვენს შეფასებას ნუ გეზარებათ რა კომენტარების წერა , თქვენს კომენტარეზეა დამოკიდებული ჩემი წერის სტიმული, სოცრად მახარებს თქვენი თითოეული სიტყვაც კი



№1  offline წევრი დაქალები

Dzaan magari istoriaa male dade raa

 


№2  offline წევრი salk21a

მომწონს ძალიაანნ <3 მალე დადეე რაა და წარმატებები გამოცდებზე

 


№3  offline წევრი koko

აუუ რას დაგვტანჯე რააა no ძალიან მომწონს და მალე გააგრდზელე რაა love
--------------------
ვიშოვი კიბეს,რომ ამ კიბით მოვიდე ცამდე,
და გამოვლილი საფეხური ვამტვრიო ფეხით,
შენთან მოვეგდო ნაწამები,რომ უფრო მწამდე
კიბეც ჩავაგდო,რომ ვერავინ მოვიდეს მეტი.
/თემო არაბული/

 


№4  offline წევრი ხატატულა

ძალიან კარჰია ახალ თავს რატო არ გებ

 


№5  offline წევრი salk21a

რა უპასუხისმგებლობაა fellow რამდენი ხანია გელოდებით

 


№6  offline წევრი ninaka)))

ვაიმეეე რამდენი ხანი გეძებე შენ ამ ნიკით და ძლივს გიპოვე, მაგრამ რად გინდა :დდდ გუშინ დავიწყე კითხვა მეთქი მანამ ბოლო თავამდე ჩავალ ახალიც დაიდებათო და მეშივიდე თავის თარიღი რომ ვნახე ახლა, თვალები შუბლზე ამივიდა :დდდდ ვიმედოვნებ რომ მალე დადებ ახალს თავს და ძალიან არ მალოდინებ (გვალოდინებ) :/ კიდევ კარგი როცა ტვირთავდი მაშინ არ დავიწყე კითხვა თორემ რა გაძლებდა.. ნუ იმის თქმა არ მჭირდება ძალიან კარგად რომ წერ და ნიჭიერი რომ ხარ! მოუთმებლად გელი ახალი თავით. წარმატებები <3 <3 <3

 


№7  offline წევრი QUQU

აუუუ რატომ აღარ დეებ wassat რამდენი ხანია გელოდებიი მალე დადე რაა აღარ გვინდა ლოდინიი no

 


№8  offline წევრი teddy))

Dzalian kargia es demetre ra xistavaaa ra :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent