შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გეგი ბოლქვაძის ანგელოზი(ნაწილი მეორე)


9-06-2015, 22:24
ავტორი ნინას
ნანახია 2 852

ტაქსში ჩასვა, წარმატებები უსურვა და სახლში აბრუნდა.

*********
საათნახევარი მაღლაკელიძემ თავი დააკლა მათემატიკის გამოცდას, და მაინც ყველა საკითხი დაწერა, დაწერა ისე რომ ყველაფერში, აბსოლუტურად ყველაფერში იყო დარწმუნებული, ხოდა გამოცდებიდან გამოსული თავდაჯერებული ნია მაღლაკელიძე იქვე პატარა მაღაზიაში შევიდა და ლარის ალუჩა, ქინდერი და წყალი იყიდა, ხანშიშესულმა სათვალიანმა ქალმა კი უკვე ზეპირად იცოდა თუ რას ყიდულობდა ეს ახალგაზრდა გოგო გამოცდების შემდეგ, მას თქმაც არ დასჭირდა ისე დაულაგა სალაროსთან ქინდერი, ალუჩა და წყალი...

გამოცდების შემდეგ ყოველთვის ნინისთან ადიოდა, ხოდაა ტრადიციის მიხედვით იმ დღესაც ნინის ააკითხა... კარები ნინის ძმამ გააღო.
-ლაშუკ რას შვები?
-შენ გეტყობა რო კარგად დაწერე-გაეღიმა ლაშა არაბულს
-აბა რას ვიზავდიი?!
-მიდი, სამზარეულოშია შენი დაქალი

სამზარეულოში შევიდა და ორი ნაცნობი სახე დაინახა, მაგრამ ერთი ჯერჯერობით არცისე ნაცნობი, ხოდა გაეღიმა
-ნიუ გაიცანი ეს გეგია ბოლქვაძე, ლაშას ძმაკაცი დილით რო გიყვებოდი.
გეგი ბოლქვაძეს ჩაეღიმა, იმ მომენტში მხოლოდ ნიამ და გეგიმ იცოდნენ, რომ უკვე იცნობდნენ ერთმანეთს, მაგარამ კარგი მსახიობები აღმოჩნდნენ...
-ნია მაღლაკელიძე-გაიცინა ნიამ.
-სასიამოვნოა-გეგი ბოლქვაძემ ორაზროვნად თქვა
-გამო რა ბიჭო... გოგოებო რამე გვაჭამეთ რა- სამზარეულოში თავი შემოყო ლაშამ
-მაკარონს გაგიცხელებთ თუ გინდათ, თუ არადა კარგად, არმაქ მეტი არაფერი-სახე დაჭყანა ნინიმ
-მიდი გააცხელე რა-დამშეული ლაშა მაგიდას მოუჯდა
-ე ბიჭო მოყევით რამე
-რადებილი ვარ სულ დამავიწყდა, რა ქენი შენ გამოცდაზე?-მაკარონი თეფშებზე გადმოიღო ნინიმ
-შენი აზრით?
-ჩემი ჭკვიანი გოგო
გეგი ბოლქვაძის ტელეფონის ხმა გაისმა სამზარეულოში და გეგიც იმწამსვე გარეთ გავიდა.
ორ წუთში ლაშაც უკან გაყვა... აღარ დაბრუნებულან.
-ესენი დებილები არიან გეფიცები რა, მაკარონი გამაცხელებინეს და მოტყდნენ.

*********
ნია მაღლაკელიძე იყო გოგო, გოგო არა... საოცრება იყო! სინაზე იყო მაღლაკელიძე, სილამაზე, სიმშვიდე, იდეალი! თუ გგონიათ რომ ანგელოზები დედამიწაზე არ არიან, ძალიან ცდებით, და არამარტო მაგაში ცდებით, მე გაგაცნობთ ბევრ საკითხს სადაც ძალიან ცდებით, ეს ისტორია კი შეიქმნა იმისთვის რომ დაიჯეროთ...... დაიჯეროთ რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს!

***********
ორი დღის შემდეგ ნიას facebookზე friend requestი მოუვიდა, თავიდან ვერ მიხვდა, დაიბნა, ვინ იყო ეს უცხო პიროვნება?! ეს გეგი იყო ბოლქვაძე გეგი, მერე გაახსენდა, გაეღიმა და დაამატა.
იმის შემდეგ ისინი შეუჩერებლად წერდნენ ერთმანეთს, არც ერთმა იცოდა მომავალი, მაგრამ არც აინტერესებდათ, მთავარი აწმყო იყო, მთავარი ის დღე იყო...
-ხვალ ბუბასთან ამოდი რა
-აუ არვიცი მოვასწრებ თუ არა, ინგლისური მაქვს...
-გამოსვლას რო დააპირებ დამირეკე და გამოგივლი

ლეპტოპი დახურა და სამზარეულოში გავიდა
_________________________________________________________
მომენატრეთ,
აზრი დააფიქსირეთ ყველამ



№1  offline წევრი maxara

მაგარია მალე დადეეეეეეეეეეეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent