შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბიჭი ანუ მიყვარხარ (1)


10-06-2015, 20:54
ავტორი mariam-mariam
ნანახია 2 950

მაღვიძარა როგორ მეზიზღება..
დილის შვიდ საათზე დაიწყებს და რვამდე გრძელდება...
გამოვრთე და ძილის შებრუნება ვცადე, გვერდი ვიცვალე გადასაფარებელი კარგად მოვიხურე და კვლავ სიზმრებს მივეცი... მაგრამ როგორც ყოველთვის ჩამაშხამეს ყველაფერი..
-თეო!!!
სამზარეულოდან ჩემი ძმის განწირული ყვირილი მესმის და იძულებული ვარ წამწამები ნელა დავაშორო ერთმანეთს.. არადა თავი მისკდება გუშინდელი ღამიდან გამომდინარე...
თვალი მოვავლე ოთახს
აქ არავინ ყოფილა... გავიფიქრე და ნელა წამოვდექი... ზლაზვნით შევედი სააბაზანოში და კინაღამ გული გამისკდა სარკეში ჩემი თავი რომ დავინახე...
ტუში წამშლოდა და მთელი თვალები ჩაშავებული მქონდა... თმა აბურძგნული, პომადა წაშორებული და ერთი სიტყვით კოშმარი...
დიდი ძალისხმევით დავიბრუნე ძველი იერსახე და სამზარეულოსკენ წავედი...
კარებში დოინჯშემორტყმული ირაკლი დამხვდა...
-სად იყავი წუხელ?
-თავი მისკდება.. შენ როგორ ხარ?
-გეკითხები მემგონი
-არაფერს რა უნდა ვქნა შენ რას შვები?
-თეო!
ჩაქუჩივით ჩამიკაკუნა თავში ირაკლის ხმამ..
-აუ რა გაღრიალებს თავი მისკდება ისედაც... კლიბში ვიყავით გოგოები...
-აიღე ეს ნაბეღლავი და გაემზადე სკოლაში უნდა წახვიდე...
-აუ გთხოვ თავი მტკივა არ შემიძლია...
-არ მაინტერესებს არ დაგელია ამდენი და არ გეტკინებოდა... დროზე გაემზადე...
ზლაზვნით წავედი ოთახისკენ და თან ირაკლის ვლანძღავდი...
მე თეო ღლონტი ვარ 16 წლის... 11 კლასელი და აი პირველი საატესტატო გამოცდებიც კარზე მომადგა... მართალია იქამდე ერთი თვეა მაგრამ მაინც ვთვლი, რომ კარზე მომადგა... მყავს ძმა ირაკლი ღლონტი, 21 წლის...მომავალი ადვოკატი, ირაკლის თქმით სარძლოც მყავს მაგრამ ვინაა გონზე არ ვარ... მშობლები საზღვარგარეთ არიან, შესაბამისად ირაკლის მომაბარეს...
ვარ საშუალოზე ოდნავ მაღალი, ყავისფერი თვალებით და წითური გრძელი, სწორი თმით... ალაგ ალაგ კი ჭორფლები... სანამ ჩემი თავი გაგაცანით წყალიც გადავივლე და დიდი პრობლემის წინაშე დავდექი...
რა ჩავიცვა?!..
გამოვაღე ჩემი "ავლა-დედება" და არჩევას შევუდექი...
ტრადიციას არ ვუღალატე და მუქი დახეული ჯინსი შავი მაისური და კედები ჩავიცვი.. ტელეფონი, ყურსასმენი, ჩანთა ავიღე და ირაკლის კარებს მივადექი...
-დროზე! დროზე! დროზე გამოდი ვაგვიანებ... დროზე ირაკლი! დროზე...
როგორც მჩვევია დავაშინე და კარები ლამისაა ჩამოვუღე ბრახუნისგან...
ისიც დაფეთებული გამოვარდა და ბუს თვალებით მიყურებდა..
-რა? სად? როდის? რა ხდება?
კითხვები მომაყარა და თან აექთ-იქით იყურებოდა...
გონზე მხოლოდ ჩემმა როხროხმა მოიყვანა და ერთი თავით მაღალმა ირაკლიმ...
-კაი ხო არ მომკლა.. ჩაიცვი და წავიდეთ..
ძლივს მოვითქვი სული და მივაყარე...
სწრაფად გამოვეცალე, თავში რამე რომ არ მომხვედროდა...
სავარძელში ჩავეხეთქე და ფიქრი დავიწყე, როგორი განსხვავებულები ვართ მე და ირაკლი...
ირაკლი დასტოინი ტიპია, თუმცა სიცანცარესაც გამოავლენეს ხოლმე ზომის ფარგლებში...
მე? ჩემგან "დასტოინობა" შორსაა... არ რასებობს თემა რომელზეც ღადაობას არ დავიწყებ...
ჩემგან გამსხვავებით ჩემი ძმა შავგვრემანია... ყავისფერი თვალებით, და ყოველთვის მოკლედ დაყენებული ყავისფერი თმით...
რომ ვუკვირდები ხოლმე, თავი ნაშვილები მგონია... მაგრამ ჩემ ბედად ბიოლოგიური შვილები ვართ მეც და ირაკლიც.....
როგორც მერე გავარკვიე დედაჩემის ბებია ყოფილა ზუსტად ჩემნაირი.. ხასიათითაც და გარეგნობითაც..
-წავედით?
ფიქრებიდან ირაკლიმ გამომიყვანა და მხოლოდ თავი დავიქნიე.. კიბეები ჩავირბინე და თან ყურსასმენები მოვირგე...
ჩავრთე ჩემი საყვარელი სიმღერა
"Ed Sheeran -Thinking Out loud"
და სხვა სამყაროში გადავეშვი... სკოლაში ცნობილი ვარ როგორც "სიცანცარის დედოფალი" მყავს ჩემსავით გიჟი დაქალი გვანცა, რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია.. სკოლა აქვე მაქვს, მაგრამ ირაკლი მზრუნველი ძმის როლს თამაშობს და ყოველ დილით მივყავარ.. სკოლის გოგოებსაც რა უნდათ მანქანას დაინახავენ თუ არა თავს იწესრიგებენ და ცდილობენ ირაკლისთან ახლოს იარონ...
-არ დაიღალნენ ესენი?
კიდე ამნაირი შემთხვევის შემდეგ, თავი მომაბეზრებლად გააქნია და მე გადმომხედა, იმ იმედით რომ რამე ვიციდე...
მხრები ავიჩეჩე "არ ვიცის" ნიშნად ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან გადავხტი..
-თეო დღეს ვერ გამოგივლი და სახლამდე ჭკვიანად მოდი...
მანქანიდან გადმომძახა და თითი გაფრთხილების ნიშნად დამიქნია...
ამაზე მხოლოდ გავუღიმე და სკოლის ეზოში შევედი...
თაყვანისმცემლებს არასდროს ვუჩიოდი, ზომიერად იყვნენ, მაგრამ ყველაზე მეტად ნერვებს ერთი მიშლიდა.. ჩემი უფლება რომ იყოს იქვე მივახრჩობდი...
მთელი დღე კარგ ხასიათზე ხარ... შეგხვდება გიგი და მთელი დღე უჟმურ ხასიათზე დგები...
სწორედ ეგ მომენტი მაქვს ეხლა... სად დავემალო?! ჩემ ბედად ეხლა არ გამოჩნდება ვინმე "ბრგე" ბიჭი, რომ თავი შევაფარო...
დებილივით ვიყურები აქთ-იქით იქნებ რამე საშუელი გამოჩნდეს, მაგრამ დამაგვიანდა
-თეო.. მოდი გოგო აქ.. როგორ ხარ?
კაი ძველი ნაცნობივით გადამკოცნა და ჩამეხუტა... ნაძლადევად გავუღიმე და კვლავ ყავის დაღწევის გეგმის მოფიქრებას შევუდექი...
რაღაცეებს მელაპარაკება მაგრამ არაფერი მესმის.. კიდე კაი გამოჩნდა გვანცა და დაღწევის გეგმაც მზადაა..
-ბოდიში გიგი უნდა წავიდე გვანცა მოვიდა სასწრაფო საქმე მაქვს მასთან..
სიტყვები ერთმანეთს მივაყარე და გვანცასკენ გავიქეცი...
-ჩემი მშველელი, ჩემი მხსნელი, ჩემი გმირი...
ლამისაა ფეხები დავუკოცნე ისე გამიხარდა მის დანახვა, როგორც არასდროს...
-გიგი?
-ხო... ვერ მოვიშორე რა ეგ ტიპი... სადაც გადავედი ყველგან გადმომყვა და ირაკლის რომ ვუთხრა ამ სკოლიდან ფადამიყვანე თქო გაგიჟდება და რამეს იეჭვებს.. მერე კიდე მაგრად დამერხევა...
ვეცადე მოკლედ ამეხსნა საქმიის ვითარება...
-ამოისუნთქე... გასაგებია ყველაფერი წამო კლასსში შევიდეთ და დანარჩენი იქ გავაგრძელოთ...
ზუსტად ჩემნაირად გაიცინა...
ყველამ ჩვენ შემოგვხედა და
"ვაი თქვენ პატრონს" სახეები მიიღეს..
ნუ რა თქმა უნდა მე და გვანცას ეს ყველაფერი მაგრა გვეხატა, მხოლოდ ჩვენი გაგვესწორებია.. დანარჩენი მეორე ხარისხოვანია....


ესეც ჩემი ახალი ისტორია love იმედია მოგეწონებათ და ისეთივე გამოხმაურება მოყვება როგორც "ღარიბი გოგოს მდიდრულ ისტორიას" თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა : love



№1  offline წევრი lamazmani

აუ ძაან მაგრაია გამიხარდა შენი დაბრუნება კაია ძაან ველი მოვლენების განვითარებას love

 


№2  offline წევრი natato

უფფფფფ კაი იყო მალე დადე და კიდევც უფრო დიდიიიიიიიიი <3

 


№3  offline წევრი Tako Gogelia

მომეწონააა

 


№4  offline წევრი სპენსერი

მალე დადე და რაც მთავარია დიდი ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent