შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბოლოო არჩევანი შენზე(4)


10-06-2015, 22:49
ავტორი Bero)))
ნანახია 2 234

დილით, როცა ექიმმა პალატის კარი შემოაღო, ანიტას ჯერ კიდევ ეძინა... ქალმა ღიმილით გადახედა საბას და მერე თვალი პაციენტსაც შეავლო.
-როცა გაიღვიძებს შეგიძლიათ სახლში წაიყვანოთ, თუმცა ჯობია საწოლში იწვეს და არ დაიტვირთოს... წასვლის წინ, მიმღებში რამდენიმე საბუთს უნდა მოაწეროთ ხელი._კიდევ ერთხელ გაუღიმა საბას და პალატა დატოვა...
^^^^
ანიტამ როგორც კი სახლის კარი შეაღო, ჰოლში მომღიმარი ზურა, სოფო და ლანა შეეჩეხა... ჩოხელმა წარშეუხრელად შეავლო თავლი მათ და ხმის ამოუღებლად წავიდა ოთახისკენ. საბამ ნაღვლიანი მზერა გააყოლა მიმავალს და მისაღებში შევიდა, სამეულიც მას მიყვა და დადიანის წინ დაიკავეს ადგილი.
-როგორ არის?_იკითხა სოფომ.
-როგორც ჩანს ცუდად... ხმას არ იღებს..._უპასუხა საბამ და თავი ხელებში ჩარგო.
-როდის წაიყვან თბილისში?_ამ კითხვაზე დადიანი დენდარტყმულივით წამოვარდა და ახლაღა ჩაფიქრდა იმაზე, რომ შეიძლებოდა ანიტას მიეტოვებინა... მაგრამ ეს ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა მისგან, თუმცა საბას ეგოისტურად მაინც არ უნდოდა ჩოხელის გაშვება და იმის წარმოდგენაც კი ზარავდა, რომ შეიძლება გოგონას ეს ფიქრშიც კი გაევლო...
^^^
ზურას სიტყვები გამართლდა და ანიტამ მართლაც მოითხოვა თბილისში დაბრუნება, რაზეც საბა შეეწინააღმდეგა... ანიტამ არც კი მოუსმინა ისე მიაძახა "შენი ბრალია" და სახლის კარი გაიხურა... ჩოხელი იმ ღამითვე დაბრუნდა თბილისში, დადიანი კი მარტო დარჩა თავის აწიოკებულ სინდისთან ერთად...
^^^
ქალაქში დაბრუნებულმა ანიტამ თავისი ნივთები მოფხიკა და სახლიდან წავიდა, თან ის დანაზოგი წაიყოლა რასაც საბა აძლევდა.
ის ღამე ქუჩაში გაათია, მეორე დღეს კი მთელი შემართებით შეუდგა ახალი ცხოვრების დაწყებას... პირველ რიგში ბინის პრობლემა უნდა მოეგვარებინა. იქვე ჯიხურში გაზეთი შეიძინა და განცხადებებს გადახედა... თავისთვის ხელსაყრელ შემოტავაზებას რომ მოკრა თვალი, მაშინვე მითითებული ნომერი აკრიფა და პასუხს დაელოდა... ბინის პატრონმა შეხვედრა ხვალ დაუნიშნა და მისამართიც უკარნახა.
ტაქსმა როცა უბანში შეუხვია, ანიტას გააკანკალა... არ ეგონა თუ გაკაშკაშებულ თბილისში ასეთი ადგილები არსებობდა... გარშემო ყველაფერი თითქოს მხოლოდ შავ-თეთრი ან ნაცრისფერი იყო, მაღალი, თითქოს გახუნებული ცხრასართულიანი შენობები მთებივით დაყურებდა პატარა პარკს... ერთ კუთხეში პატარები თამაშობდნენ, სადარბაზოსთან როგორც ჩანს ჭორიკანა მეზობლები ისხდნენ, ყველაზე ბნელ კუთხეში კი ბიჭების მთელი არმია შეკრებილიყო და ხელჩართული ბრძოლა გაემართათ. ანიტა მალევე შეეშვა გარემოს თვალიერებას და და მანქანიდან გადმოვიდა, კიბეებს აუყვა და კარზე დააკაკუნა... კარები სანდომიანმა მოხუცმა ქალმა გაუღო და თბილად გაუღიმა, ჩოხელმაც ღიმილით უპასუხა და სახლში შეაბიჯა, შესვლისას ინტერესით მოავლო მზერა გარემოს და კმაყოფილმა ჩაიღიმა... ბინას ეტყობოდა, რომ დიდიხანია არ გარემონტებულა, თუმცა იმდენად სუფთა და მოვლილი იყო, ეს საერთოდაც არ ემჩნეოდა.
-აქეთ შემოდი შვილო, ყავას მოგიდუღებ._სამზარეულოსკენ წავიდა მოხუცი და ჩოხელიც უკან მიჰყვა.
-ასეთმა პატარა გოგომ მარტო ცხოვრება რატომ გადაწყვიტე შვილო?_ჰკითხა ქალმა და ინტერესით მიაჩერდა... ანიტას სულაც არ უნდოდა სიმართლე ეთქვა ამიტომ იცრუა:
-სოფლიდან ჩამოვედი სასწავლებლად.
-ოჰო... კარგია სწავლა. რაზე აპირებ ჩაბარებას?
-ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია, ეხლა მეთორმეტე კლასში გადავდივარ და მერე გადავწყვიტავ.
-მერე შვილო, ასე ადრე რამ ჩამოგიყვანა, ერთი წელი კიდევ წინ გქონია, მშობლები დატოვება არ გაგიჭირდა?_შეიცხადა ბებიამ და გაკვირვებულმა გადმოხედა ჩოხელს.
-მშობლები არ მყავს, იქაც მარტო ვცხოვრობდი, აქ კი იმიტომ ჩამოვედი, რომ მოვემზადო, თან ქალაქსაც შევეჩვევი.
-ვწუხვარ შვილო, ვწუხვარ... ცუდია მშობლები ნაადრევად დაკარგვა.
-მართლაც რთულია._ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა ანიტამ და თვალზე ცრემლი მოადგა... კიდევ ერთხელ ეწყინა ის, რომ მშობლებმა სახელზე გაცვალეს... ეჭვიც კი შეეპარა იმაში, რომ ოდესმე უყვარდათ.
-აბა შვილო, როგორ მოგეწონა ჩვენი უბანი? უი სახელიც, რომ არ გკითხე... მე ქეთო მქვია.
-ანიტა... უბანი ნამდვილად არ ჩანს ცუდი, აი ხალხს, როცა გავიცნობ მერე მოგიყვებით უკეთესად.
-ხო, უბანი მართლა არაა ცუდი, ხალხსაც არაუშავს, თუმცა ცოტა ხულიგანი ბიჭები გვყავს და ეცადე რომ უფრთხილდე, მაინც ახალი ხარ და შარს არ გადაგყარონ რამეს._ღიმილით უთხრა ქეთომ და ცხელი ყავა დაუდო წინ.
კიდევ ბევრი იჭორავეს ანიტამ და ქეთომ, ბინის ფასზეც შეთანხმდნენ. აღმოჩნდა, რომ ბებია მეორე კორპუსში ცხოვრობს და შეპირდა ჩოხელს, რომ ხშირად გადმოურბენს ყავაზე... საბოლოოდ ანიტა ძალიან ნასიამოვნები დარჩა ბინითაც და მფლობელითაც.
რას შეუძლია ყველაზე დიდი ტკივილის მოყენება, თუ არა ღამეს... ღამე ხომ სწორედ ის პერიოდია, როცა ჩვენ ჩვენ ვართ, ყველანაირი მოჩვენებითი ღიმილის და პოზიტივის გარეშე... მოგონებები რაც არუნდა კარგი იყოს, მაინც მოგვგვრის ნოსტალგიურ ღიმილს, თუმცა დამეთანხმებით, რომ ჩოხელს სულაც არა აქვს საქმე გასაღიმებლად... რეკორდულ დროში დაკარგა შვილი და საყვარელი ადამიანი, რომლის მიმართ არაფერს გრძნობს, გარდა ზიზღისა... ეზიზღება იმის გამო, რომ კაცობა არ ეყო, მერე თავისთავზეც ეშლება ნერვები, რომ ასეთ "კაცი" უყვარდა... მერე მოგონებები დაუბადებელ შვილისკენ გადაისვრის, რომლის გახსენებაზე თავს ვერ იკავებს და აძლევს უფლებას, რომ სადამდეც შეეძლება იტიროს, ეფერება ცარიელ მუცელს, სადაც იცის რომ რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევ მისი შვილი იყო... მერე ფიქრებს იმ დამნაშავესთან მიჰყავს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მისი ცხოვრების დანგრევაში, პირველ რიგში კი, შვილის მკვლელობაში... ნინი, არის ადამინია, რომელიც ჩოხელს არ უნდა შეეჩეხოს, ალბათ თქვენც მიხვდებით რატომ... თუმცა მაინც ყველზე დიდი დამნაშავე ის გარეწარია, რომელმაც ყველაფერი, აბსოლიტურად ყველაფერი წაართვა... შემდეგ მოდის ცხოვრება, რომელსაც ყველაზე დიდი საყვედური მისდის ანიტასგან , თუმცა ერთადერთი უდანაშაულო ამ ყველააფერში ღმერთია... დიახ, ჩოხელს მიუხედავად ამ მძიმე ცხოვრებისა არასდროს დაუდანაშაულებია ღმერთი, ის მისთვის ყველაზე წმინდაა, რაც გააჩნია და ამას ყოველთვის ყელზე დაკიდებული ჯვარი ახსენებს....

ახალი დილა, ახალი საცხოვრებელი და ახალი ცხოვრება... ღამით ყოველთვის თიშავს ტელეფონს, ამიტომ როცა ჩართო მაშინვე დახვდა საბას გამოტოვებული ზარები... ამან ხასიათი საშინლად გაუფუჭა, ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, სანამ ყავა ადუღდებოდა ფანჯრიდან ეზოს გადახედა, რადგან დილაა ჯერ კიდევ სიმშვიდეა... მაგიდასთან მოთავსდა და მომავალზე დაიწყო ფიქრი. პირველი რაც უნდა გაეკეთებინა, მარაზიაში ჩასვლა და პროდუქტის ყიდვაა, მერე სამსახურზეც უნდა დაიწყოს ფიქრი და, შემდეგ კიდევ სკოლიდან საბუთების გადმოტანაზე...
სპორტულ ფორმაში გამოეწყო და მაღაზიაში ჩასასვლელად მოემზადა. სადარბაზოდან როგორც კი გავიდა, მაშინვე მიიქცია იქვე მსხდომთა მზერა... როცა ბიჭებს ჩაუარა, მოესმა ურცხვად შეძახილები და სტვენა, თუმცა იცოდა, რომ სულაც არ იყო ისეთ სახარბიელო მდგომარეობაში, რომ ეხლა შეტრიალებულიყო და პასუხი მოეთხოვა. მშვიდად შეაბიჯა მარკეტში და საჭირო პროდუქტი წამოკრიფა... უკან რომ ბრუნდებოდა, რამდენიმე ბიჭი აეკიდა, სიცილი-ხარხარით მოჰყვებოდნენ უკან და თან ვნებიანი მზერით ათვალიერებდნენ ანიტას ფეხებს... ჩოხელს კი შიშისგან გული რომელ მხარეს ქონდა არ ახსოვდა... სადარბაზოშიც, რომ შემოყვნენ, კინაღამ იქვე ჩაიკეცა, თუმცა მაინც სწრაფი ნაბიჯით აიარა კიბეები, უკვე მესამე სართულზე იყო, კარი რომ გაიღო და იქიდან ქეთო გამოვიდა, ტან მეზობელს ელაპარაკებოდა, ანიტამ ბედნიერმა გაუღიმა ქალს და ემოციებისგან მაგრად ჩაეხუტა. ქალს თავიდან გაუკვირდა ჩოხელის ასეთი ქცევა, მაგრამ როცა მის უკან რამდენიმე ბიჭს მოოკრა თვალი, რომელბმაც უყოყმანოდ აიარეს კიბეები, მაშინვე მიუხვდა ნერვიულობის მიზეზს და თვითონაც მოხვია ხელები.
-შენთან ვიყავი ამოსული ჩემო გოგო და სახლში, რომ არ დამხვდი მეზობელთან შევიარე._აუხსნა სიტუაცია ქალმა და დასამშვიდებლად გოგონას თავზე ხელი გადაუსვა.

________________

გამარჯობათ!!! პირველ რიგში ბოდიში მაქვს მოსახდელი დაგივიანებისთვის, გამოცდები მქონდა და ვერ ვახერხებდი... დღეს ცოტა ადრე უნდა დამედო, თუმცა შუქები ჩაქრა და თითქმის ბოლომდე მიყვანილი ისტორია წამიშალა.... მოკლედ იმედია ისიამოვნეთ, ამიერიდან ვეცდები, რომ ყოველდღე დავდო.



№1  offline წევრი tatukaa

როგორც იქნა დაბრუნდიიი <3 ძალიან კარგია ^_^

 


№2  offline წევრი Last Breath

კარგიაგააგრძელე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent