ზღაპრული რეალობა (8)
ოთახში ასული ეგრევე სააბაზანოში შევარდა.ძალიან ესიამოვნა ცივი წყლის შეხება გახურებულ ტანზე..გაქაფვას აპირებდა უეცრად წყალი რომ შეწყდა.ბუზღუნით მოიფარა იქვე დადებული პირსახოცი,რომელიც ძლივს უფარავდა უკანალს და ფეხაკრეფით გამოვიდა ოთახიდან წყლის მოსაშვებად...ძლივს მიაგნო ონკანს და წყალიც მოუშვა,უკან ბრუნდებოდა უეცრად სველი ფეხი რომ აუსრიალდა და კიდევ ერთხელ ჩაეხუტებოდა ცივ იატაკს,რომ არა ძლიერი ხელები,რომლებმაც მოულოდნელად დაიჭირა და გულ-მკერდძე ააკრა.რამდენიმე წამი გაშეშებული,ენაჩავარდნილი უყურებდა..ეგონა რომ აუცილებლად აკოცებდა..ლამის თვალები დახუჭა და მკლავებში ჩაადნა...მერე აზრზე მოვიდა და ის ის იყო უნდა ეყვირა, რომ მამაკაცმა უცებ გაუშვა ხელი და ახარხარდა. -ნეტა საკუთარი თავი დაგანახა-იცინოდა გაუთავებლად -როგორ მიბედავ-გაკაპასდა და ხელი აუქნია -ასე ძალიან გინდა ჩემი კოცნა?-უფრო იწვევდა გოგონას -არც კი იოცნებო-შეუღრინა ნერვებმოშლილმა -კი კი ეტყობა ვინც ოცნებობს,ლამის ხელებში ჩამადნი-არა,აშკარად იწვევდა -მე თუ მკითხავთ კოცნის აზრზეც არ ხართ,ასე რომ სურვილიც არ მაქვს განმეორების-ნიშნისმოგებით უთხრა და თან თვალი ჩაუკრა -ვითომ?არადა პირველი კოცნის კვალობაზე შენს შექებას ვაპირებდი-ეუბნებოდა და თან მისკენ დგამდა ნაბიჯებს -ჰაჰაჰა,საიდან მოიტანეთ,რომ პირველ კოცნას თქვენ ჩაგაბარებდით?-თანდათან უკან იხევდა -ტუჩებმა გაგყიდეესს-კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა -გეტყობათ ქალების საერთოდ რომ არ გაგეგებათ-საიდან მოიტანა ეს სისულელე თვითონაც ვერ გაიგო. -მერე შენ რისთვის მყავხარ,გამაგებინებ- -აბა რა,მე ხომ ზუსტად მაგისთვის ვარ აქ,რომ სექსუალური განათლება მოგცე-აფერისტულად გაუღიმა -სექსუალური განათლებაც ისეთი თუ გაქვს როგორიც კოცნა იცი...მაშინ შენთან დასაკარგი დრო არ მაქვს-აშკარად დასცინოდა და ამით ძალიან ერთობოდა.არადა მშვენივრად აკოცა პირველის კვალობაზე.რას ერჩის ეს კაცი ვერ ხვდება.კი ბატონო არ არის წინააღმდეგი ჩაუტაროს კოცნის მასტერკლასი..თავის ფიქრებზე გაეცინა -რამე სასაცილო ვთქვი?-თვალების ბრიალით შეეკითხა -წარმოვიდგინე რაღაცეები და საერთოდ არ მომეწონა თქვენთან-აფერისტული ღიმილით უთხრა -რა ბინძური აზროვნება გაქვს-ღიმილით გააქნია თავი-თუ გინდა რეალურად ვცადოთ...დამერწმუნე უფრო მოგეწონება- -როგორც თქვენ იტყოდით,არ მინდა დროის ფუჭად დაკარგვა,იმაზე რაც უკვე ცუდათ მიმაჩნია -ანუ შენი აზრით ჩემთან ყოფნა დროის ფუჭი დაკარგვაა??-უთხრა და კედელთან მიიმწყვდია -იცოდეთ მეტი ნაბიჯი არ გადმოდგათ-თითი აუწია გაფრთხილების ნიშნად და თან ტუჩი კბილებს შორის მოიქცია..როცა ნერვიულობს სულ ასე იცის ხოლმე.რა ქნას ეხლაც ძალიან ენერვიულება.როგორ ცდის ხოლმე ეს კაცი მის ნერვებს...ოოხ როგორ უნდა სამაგიერო გადაუხაადოოოოსს... -რატომ მიწვევ?-ჩახლეჩილი ხმით უთხრა და ხელები კედელზე მიადო,ისე რომ ნათაი შუაში მოიქცია -ეხლავე გამიშვით-გულზე ხელები მიარტყა,მაგრამ ადგილიდანაც ვერ დაძრა -არადა როგორ გინდა,რომ გაკოცო-ეუბნებოდა და თან ცალი ხელით მის სახეს სწავლობდა.ტუჩზე რომ ცერა თითი გაადაატარა ეს უკვე პიკი იყო ნათაისთვის...სიამოვნებისგან გამოწვეული ხმები ვეღარ შეაკავა და ამოიკრუსუნა.თან თვალები მინაბა,წელზე მხურვალე ხელები რომ იგრძნო.... -რატომ გაინაბე პატარავ?-ნეტარებიდან მისმა ირონიულმა ხმამ დააბრუნა- სიამოვნებისგან რატომ კრუსუნებ?ჩემთან ხომ არ მოგწონს??-დასცინის ეს ტუტუცი კაცი..თანაც როგორ -ნამდვილი იდიოტი ხარ-გაბრაზებულმა დაუყვირა და სწრაფად შევიდა ოთახში...სიბრაზისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა,როგორ ეთამაშება..ეს სულელიც კიდევ ყოველ მის შეხებაზე დნება და გონებას კარგაავს..არაა რაღაც უნდა მოიფიქროს და ჭკუა ასწავლოს.."მოიცადე ბატონო ჩაათაი,მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა ჩემი მასხრად აგდება"... უკვე გვიანი იყო სახლში,რომ წავიდა.ერთი სული ქონდა დაწოლილიყო და მთელი დღის სტრესისგან განთავისუფლებულიყო.იმდენი რამე დაუგროვდა აქ ყოფნის მანძილზე,ალბათ მთელი ცხოვრება ეყოფა მოგონებებად.უცებ ძალიან მოუნდა საქართველოში ყოფნა..თავისიანების გვერდით..განსაკუთრებით მეგობრები და მათი რჩევები მოენატრა..მერე რა,რომ ყოველთვის ძლიერი იყო და ყოველთვის იქით აძლევდა ხოლმე რჩევებს.ახლა ისეთ მდგომარებოაშია ნამდვილად ჭირდება ვინმეს რჩევა და დახმარება..არა კი ხვდება,როგორ არა,რომ ჩაათაი მისთვის უბრალო უფორის არ არის..მაგრამ თვითონაც ვერ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული..რა ქნას ძალიან იზიდავს ეს კაცი.არ შეუძლია მისგან თავი შორს დაიჭიროს.მითუმეტეს,რომ სულ მის ნერვებზე თამაშობს...ნეტა როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება მისი უფროსი მართლაც ვინმე მოოხუცი კაცი რომ ყოფილიყოო..არ მოხუცების საწინააღმდეგო კი არაფერი აქვს..პირიქით ძალიან უყვარსს..მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ცხოვრება უბრალოდ დინებას მიყვებოდა და ძალიან უფერული იქნებოდა..ახლა კიდევ ძალიან ერთობა..საკუთარ თავში ახალ-ახალი გრძნობების აღმოჩენა ძალიან მოსწონს.ჩაათაის წაკბენებიც და მიისი კუშტად შეკრული წარბებიც კი ამხიარულებს ხოლმე..არა რას ერჩის ეს კაცი მართლა ვერ გებულობს..რატომ უნდა სულ რომ გაამწაროოსს...უცებ გონებაში საშინელმა ფიქრმა გაუევლა და ძალიან არ მოეწონა.რა იქნება როცა 1 წელი გავა და საქართველოში დაბრუნდება?! არა,არ უნდა ამაზე ფიქრი..ამ მდგომარებაშიც კი ძალიან მოენატრება მისი უხასიათო უფროსიიი...და წარმოიდგინეთ უფრო რომ გაუღრმავდეს გრძნობები მის მიმართ მერე რა დაემართებაა..ნამდვილად შორს უნდა დაიჭიროს მისგან თავი..მხოლოდ გაამწაროოს.მეტი არაფერიიი...მაგრამ როგორია ყურადღების სხვა რამეზე გადატანა,როცა ასეთი მამაკაცი ყავს გვერდით...მიისი უნაკლო სხეულის გახსენებიისას თვალები მინაბა და ოცნებებში გადაეშვა.. -არა,ნამდვილად უნდა მოვუყვე ვინმეს თორე გავგიჟდები-უცებ წამოხტა ფეხზე და ლეპტოპი აიღო..კომფორტულად მოკალათდა საწოლზე და რამდენიმე ზარის შემდეგ მარის ძილისგან დაბოხებული ხმა გაიგონა..როგორ მონატრებია ეს სულელელი გოგო... -რა იყო მარიამ დავაჟკაცდი?-დასცინა მეგობარს და თვალი ჩაუკრა -აჰაჰაა გავიცინეეთ-შეუბღვირა და თან დაამთქნარა.-თქვენსკენ საათის არსებობის შესახებ არაფერი სმენიათ? -ნწ არა...საქართველოსგან განსხვავებით აწი იწყებენ განვითარებას- -იუმორიც დაგვიხვეწია-თვალები გადაატრიალა მარიმ -კარგი მოვრჩით "იუმორს გახურებისთვის"-დანებების ნიშნად გაშლილი ხელები ასწია ჰაერში -როგორ ხარრ?? რას გიშვება ასეთს ის მსახიობი საერთოდ რომ დაგვივიწყე-გაბუტულმა ამოილაპარაკა -ისეთებს,შენ რომ ვერასდროს მიზამ-უთხრა და ხმამაღლა აკისკისდა -რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებ..რაო ჩიტო გაები მახეში?-მეგობარმაც არ დააკლო დაცინვა -ჯერჯერობით მხოლოდ ნისკარტით ვყავარ დაჭერილი,ფრთები ისევ ჩემს განკარგულებაშია-რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე დააყენა ახალგაღვიძებული მარის დანახვამ. -გისმენ!-მკაცრად უთხრა -მაკოცა....თან არა ერთხელ-შრეკის კატის თვალებით შეხედა -აი ეს მესმის..დროს არ კარგაავს..-კმაყოფილი გამომეტყველება მიიღო. -ძალიან დაბნეული ვარრ-ამოილუღლუღა თავჩაღუნულმა -მოიცა....შენ რაა....- -არა,არა რა სისულელეა-სასწრაფოდ შეაწყვეტინა მეგობარს..არ უნდოდა ამ სიტყვის ჩაათაისთან დაკავშირება..მითუუმეტეს,რომ ჯერ საკუთარ თავში საერთოდ არ იყო დარწმუნებული-უბრალოდ პირველი კოცნის ავტორია და თან ძალიან სიმპატიურიც-ტუჩისკვნეტით ჩაილაპარაკა -ანუ მოგწონს-გადაჭრით ჩაილაპარააკა -ძალიან დაბნეული ვარრ..მხოლოდ 1 წლით ვარ აქ..არ მინდა რაიმე სერიოზული გრძნობა გამიჩნდეს მის მიმართ..ვიცი, მერე გული მეტკინება...-აღელვებული საუბრობდა -სჯობს ცოტა ხნით მისგან თავი შორს დაიჭირო-მტკიცედ ჩაილაპარაკა მარიმ -სათქმელად ადვილია,გასაკეთებლად რთული- -თუ მოინდომებ გასაკეთებლადაც ადვილი გახდება- -შევარჩევ დროს და აუცილებლად ვეტყვი,იქნებ რამდენიმე დღით განმათავისუფლოს-სევდიანმა ამოილაპარაკა -მისგან შორს ყოფნა ნამდვილად გჭირდება.-ისე როგორი კოცნა იცის?-ინტერესიანი თვალები შეანათა -კარგი რა მარიი,მე რას გეუბნები და შენ რას მეკითხები-შეუღრინა გაბრაზებულმა -უფ კარგი ერთი,ნუ ჩამოგტირის სახე...ვეცადოთ პოზიტივიც დავინახოოთ..ბოლოსდაბოლოს ნამდვილ თურქულ კოცნას გაზიარა-გადაიკისკისა ბოლო ხმაზე -საოცარი კოცნა იცის-უთხრა და თან ტუჩი მოიკვნიტა -არც მიკვირს...მაჩო ეგგ-მხიარულად იცინოდა მარიიი -ნეტა იცოდე როგორ მამწარეებს..სულ ცდილობს გამომიწვიოს -არ მითხრა,რომ თავს უხრი-წარბი ზემოთ აწია გაოცების ნიშნად -როგორ გეკადრება...პირიქით,ნამდვილ ქართულ სიჯიუტეს და სიწუნკლეს ვაზიარებ ხოლმე-მხიარულად ჩამოარაკრაკა...ყველაფერი დეტალებში მოუყვა მეგობარს და ბევრიც იციინეს..მარისთან საუბარში როდის ჩაეძინა არ ახსოვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.