შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი სამაგიერო (2)


12-06-2015, 00:02
ავტორი ფსიქო.13
ნანახია 2 463

ხელის კვრით მოიშორა მასზე აკრული სხეული,თვალებში ჩააშტერდა და მერე გაშლილი ხუთი თითი მოხვდა სახეში ბატონ კონსტანტინეს.
-გემრიელო-ტუჩები გაილოკა მამაკაცმა და კმაყოფილმა ჩაიღიმა. ვისღა ახსოვდა იქვე,პირდაღებული და აკანკალებული ლელი რომ იდგა.
-მოდი შევთანხმდეთ-კმაყოფილება ეწერა მამაკაცს სახეზე-3 თვე იცხოვრებ ჩემთან,მე კი თავს დავანებებ შენს კახპა დაიკოს!-ბოლო სიტყვები მაინც კბილებში გამოცრა
-ჰა? რა? -სულ დაიბნა ისედაც დაბნეული მილენა,შემდეგ გამოფხიზლდა და დაუღრინა-არავითარ შემთხვევაში!!!
-არ თქვა რომმარ გინდა ჩემთან...
-მოკეტე!!-შეაწყვეტინა განრისხებულმა უცროსმა ზამთარაძემ და მთელ სახეზე დაედო წითელი ფერი-არ მინდა შენთან სექსი! და საერთოდ,წადი აქედან-სირცხვილსგან არ იცოდა რა ექნა,მაგრამ მაინც მტკიცე ხმა ქონდა
-ხო,მიდი წაცუნცულდი ბარგი ჩაალაგე-თვალი ჩაუკრა კონსტანტინემ,როგორც ჩანდა,სვანი დანებებას არ აპირებდა
-რომც მინდოდეს,მშობლები...
-მაგათთან მე მოვაგვარებ-კვლავ გაიცინა ჯაჭვლიანმა
-ეე,მე ვთქვი რომც მინდოდეს მეთქი!-დაუღრინა მილენამ-ანუ არ მინდა!
-მაშინ,შენს დაიკოს,ეს საქციელი არ შერჩება-ჩაიცინა მამაკაცმა და,სწორედ იმ წამს გაიაზრა ქალმა,რომ ეს მისი დისთვის უნდა გაეკეთებინა,რომ კონსტანტინე ყველაფერზე იყო წამსვლელი და,როგორმე უნდა შეეჩერებინა,თორემ იცოდა,ასე ადვილად არ დამთავრდებოდა ეს...
-კარგი-დაიჩურჩულა მილენამ,მაგრამ თითქმის კარებიდან გასული მამაკაცი გაჩერდა და შემობრუნდა
-რა თქვი?-თვალებში ეშმაკური სხივი აუკიაფდა და ალბათ,გულში გამარჯვებასაც ზეიმობდა
-თანახმა ვარ მეთქი-ლამის იტირა,მაგრამ მაინც წარმოთქვა ხმამაღლა ეს სიტყვები
-მიდი შენ,ბარგი ჩაალაგე,5 წუთი გაქვს,მანამდე უფროს ზამთარაძეს დაველაპარაკები-თვალი ჩაუკრა კონსტანტინემ
-მოიცადეთ...-ორივემ ერთდროულად შეიხედეს ლელისკენ და,გოგონა ამ სიტყვების თქმისთანავე გონება დაკარგული დაეცა ძირს. კონსტანტინემ ამოიოხრა,ლელისკენ წავიდა,მაგრამ სწორედ ამ დროს,ოთახში დაცვა შემოვარდა სირბილით,ერთმა ლელი აიყვანა,მეორე კი ფერწასულ მილენას დაუდგა გვერდით
-ლელი ზემოთ,თავის ოთახში აიყვანეთ,ექიმს გამოუძახეთ!-მკაცრი ხმით უთხრა დათომ დაცვის ბიჭებს და როგორც კი ისინი ავიდნენ,კონსტანტინეს მიაჩერდა
-მილენა არსადაც არ წამოვა,5 წუთში ბატონი დავითი და ქალბატონი ლინდა სახლში მოდიან. ასე რომ,წადი!!!
-ოჰ,წადი შენი-გაუცინა დათოს და მილენას მიუბრუნდა-ბარგი ჩაალაგე?
-როგორ ჩავალაგებდი...-ამოიჩურჩულა შეშინებულმა მილენამ
-მე ხომ გითხარი,5 წუთი გაქვს-მეთქი,დრო ამოიწურა,ასე რომ,წავედით-ეს თქვა,მილენას ხელი მოკიდა,თუმცა დათოს მუშტმა შეაბარბაცა და უკან დაიხია
-მგონი გასაგებად ვთქვი,გაეთრიეთ!!-ამჯერად ყვირილით შეახსენა.
-შენ მერე მოგივლი,დაცვა-ცინიკურად გაუღიმა,ერთი ისეთი მუშტი გაუქანა,დათო ძირს დავარდა. მილენას ანიშნა,წავედითო.
დაბნეული გოგო კი ერთ ადგილას მიყინულიყო. გონს კი მხოლოდ მაშინ მოვიდა,კონსტანტინემ რომ ააფრიალა და თავისი ხელით წაიყვანა მანქნისკენ.
-ჩამომსვი! ჩემით!-ფართხალებდა მილენა.
-აი,შენი მამიკოც მოვიდა-გაიღიმა ჯაჭვლიანმა და ჭიშკრიდან ახალ შემოსულ მანქანას დააკვირდა. მანქნიდან სიცილით გადმოვიდა თემური,მაგრამ როგორც კი დაინახა კონსტანტინეს ზურგზე მყოფი მილენა,რომელმაც თავი უმალვე გაინთავისუფლა და მამას სევდიანი თვალებით მიაჩერდა,სიცილი შეწყვიტა და მათკენ ნელი ნაბიჯებით წამოვიდა.
-რა ხდება თემურ?-წარბშეჭმუხნილი ლინდა გვერდით ამოუდგა ქმარს.
-გავარკვევთ-უპასუხა მეუღლემ,მილენასა და კონსტანტინეს წინ დადგა და ღრმად ჩაისუნთქა
-გამარჯობა,მე კონსტანტინე ჯაჭვლიანი-სერიოზული გამემეტყველებით გაეცნო თემურს-მე და თქვენი ქალიშვილი,მილენა,მალე დავქორწინდებით.
ამის თქმა და,მილენას წაბარბაცემა ერთი იყო,ამას ნამდვილად არ მოელოდა მამაკაცისგან...
-ბატონო თემურ,მეძახდით??-სირბილით შემოვარდა ეზოში ექიმი,მილენამ ამოიოხრა და გონებაც დაკარგა. ექიმს კი უკვე ორი პაციენტი ყავდა...
----
----
კონსტანტინე თემურის დაელაპარაკა,უთხრა მილენა დიდი ხანია მიყვარს,და 2 თვეში ვქორწინდებით,ახლა გადმოდის ჩემთან საცხოვრებლადო,და ათასი ამბები.... დაბნეული მინისტრი,ხან თვალებს ჭყეტდა,ხან ამოიოხრებდა. ბოლოს,როგორც იქნა დაითანხმა ჯაჭვლიანმა,რომ როცა მილენა გონს მოვიდოდა,მის სახლში წაეყვანა.
ნახევარ საათში,უკვე კონსტანტინეს მანქანაში იჯდა მილენა,ხმას არცერთი არ იღებდა,ანარვიულებული ზამთარაძე კი კანკალებდა და,ტელეფონში ჩამძვრალ ლიკას წერდა,შარში ვარ,დამეხმარეო... შეთანხმდნენ რომ,ხვალ კაფეში შევხვდეთო,ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო ქალმა და გაიფიქრა:ხვალ თუ ცოცხალი ვიქნები,კი-ო.
მანქანა დიდ სახლთან გაჩერდა,რომელიც მის სახლს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა. ცოტა არ იყოს,გაუკვირდა,აქამდე არაფერი რომ არ იცოდა ჯაჭვლიანის შესახებ,მაგრამ შემდეგ დედამისის სიტყვები გაახსენდა:თბილისში შენ ყველა გიცნობს,შენ-არავის არ იცნობო. მანქნიდან გადმოვიდა,ბარგი სახლში შეაგორა და დასაწყნარებლად რამდენჯერმე ჩაისუნთქა. მალე შემოვიდა სახლში ეშმაკური ღიმილით კონსტანტინე,ქალის გვერდით,დივანზე მოკალათდა და შეხედა
-ყავა მინდა რა-უეცრად თქვა და მილენას სამზარეულოსკენ მიანიშნა
-მოსამსახურეებს უთხარი რა-ვითომც არაფერიო,დაუფიქრებლად თქვა მილენამ
-მე ბოდიში,სვაბოდაზე არიან!-ცინიკურად გაიცინა კოკამ-აუ,ეს რანაირი ცოლი მომყავს,ყავის გაკეთება არ იცის-დაამატა მერე
-კაპუჩინო თუ...-ამოიოხრა და წამოდგა ქალი
-თუ არ მინდა,კაპუჩინო-თვალი ჩაუკრა და უკვე ზურგით მდგარ,სამზარეულოსკენ მიმავალ ქალს მზერა გააყოლა.
აკანკალებული რაც შეეძლო ნელა აკეთებდა ყავას,უნდოდა დრო გაეწელა. ჯერ ძლივს მიაგნო შაქარს და ყავას,მერე ჭიქებს,იქვე მაგიდაზე კრუასანები იყო,ყავა დაისხა,ჩამოჯდა და ნელა მოსვა,მერე კი კრემიანი კრუასანი მოკბიჩა
-მიყვარს ყავა-უცებ შეხტა მილენა,ფიქრებში წასულმა ახლა შეამჩნია სამზარეულოში შემოსული კონსტანტინე.
-მეც...
-კარგი რა,ნუ ხარ ესე დაძაბული-გაიცინა ჯაჭვლიანმა,მაგრამ მილენამ ვერაფერი თქვა და ცხელი ყავა გადაუშვა,ხახა აეწვა და ხველა აუტყდა,პირი დაიწვა მთლად დაბნეულმა.
ყავის სმას მორჩნენ თუ არა,მილენა წამოდგა,ჭიქებს გავრეცხავო,მაგრამ კონსტანტინემ მოსამსახურეები მოვლენ ხვალ,არ გინდა,წამო ოთახს გაჩვენებო. მთლად აკანკალდა ქალი,რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია ჯაჭვლიანს,უბრალოდ თავისთვის ჩაიცინა და კიბეებზე ავიდა.
-აი,აქ დავიძინებთ ჩვენ-ავიდნენ თუ არა,ერთ ოთახზე მიანიშნა მილენას. ქალს საშინლად არ მოეწონა კონსტანტინეს "დავიძინებთ" და ციებასავით გააცახცახა.
ოთახშიც ასე აკანკალებული შევიდა და საწოლზე ჩამოჯდა
-მანამდე წამოდი,ჩემი მეგობრები გაგაცნო. კლუბში გველოდებიან-ეს თქვა თუ არა კონსტანტინემ,მილენამ იმ წამსვე ამოისუნთქა,გაიღიმა და,ღმერთს მადლობა გადაუხადა.
-ისე,იცოდე,მაინც ვერ გადარჩები და,რა აზრი აქ დროის გაწელვას,არ მესმის-მიაძახა სანამ კარს გახურავდა. მილენა კი კანკალით მივიდა კარადასთან,ბარგიდან რაღაცეები ამოაწყო,ერთი კაბა დაიტოვა,დანარჩენები შეალაგა და ჩაიცვა.
სულ არ აპირებდა გამოპრანჭვას,საერთოდ,ვერ იტანს გოგონებს,მაკიაჯით რომ არიან გადატყლარწული,გადაკოცნის დროს რომ საზიზღარ სუნს გიტოვებენ,რაღაც ამოუცნიბი პარფიუმერიის. ამიტომ,არასდროს ყოფილა ამ კატეგორიის,თანაც სუფთა სახე აქვს,გაუმართლა.
შავი,მუხლამდე კაბა აირჩია,წელს ქვემოთ ნაკეცებად გაშლილი. ასევე შავ მაღალქუსლიანებზე დადგა და ბაკუნით დატოვა ოთახი...

ტკბილი სამაგიერო (2)


---



სამწუხაროდ თქვენ ფსიქოს დაეძინა მაგრამ პანდამ გაგახარათ და დაგიდოთ



№1  offline წევრი ფსიქო.13

cudad var,ver vsuntqav :DDD
gamomegviza da shemovedi,jer fbze vnaxe monawerebi ver xar sheno,mere es vnaxe dda... sicilit cremlebi mdis...
au pandush,jigari xar,xalxi gadavruet :DDD
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი madridista...

გოგო მომაპრე wink wink love :D :D :D

 


№3  offline წევრი scarlet

გააგრდზელეეე !!!

 


№4  offline წევრი ფსიქო.13

:დდ დღეს დავდებ'თ ახალ თავს მე და პანდუშა :დდდ
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№5  offline წევრი ფსიქო.13

მაგრამ,რაღაც არ მეწერინება...
ძაან მომკლავთ? ^^
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent