შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 2


12-06-2015, 10:13
ავტორი Nini13
ნანახია 5 216

-გოგო შეხედე რა სიმპატიურია (ანი)
-დიდი ვერაფერი (მე) არადა მეც ასე ვფიქრობდი
-ეს ისაა, გოგოების გულთამპყრობელი, მთელი თბილისი ამას ეპრანჭება (ანი)
-და რა ნახეს ამ ბიჭში ეგეთი, კი სიმპატიურია მარა თბილისს ამაზე უკეთესები არ ყავს? (მე)
-დამიჯერე არა, ისე ეს ბარი მაგისია (ანი)
-ვაა, მამიკოს ფულებით განებივრებული იქნება უეჭველი (მე)
-მე როგორც ვიცი მამამისი ბიზნესმენია და ესეც მის გზას მიყვება რა (ანი)
-და შენ მაგდენი საიდან? (მე)
-გოგო მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობს და შენ ჭურში გძინავს? (ანი)
-რავი (მე)
ცოტა ხანი უაზროდ ვიჯექით, მერე ანიმ ვიღაც ძველი ნაცნობი გოგო ნახა და ლაპარაკობდნენ, მეც გამაცნო. ზოგჯერ გავაპარებდი ხოლმე თვალს იმ ბიჭისკენ, მიწებებული იყო თავის გოგოზე, „რამ დაახამა“ გულში ვფიქრობდი, გოგოს ისეთი ქცევები ქონდა და ისე ეცვა პატიოსნების არაფერი ეტყობოდა. ბოლოჯერ რომ გავიხედე უცნობისკენ შევნიშნე რომ ისიც მიყურებდა, და ძალიან უემოციოდ დავიჭირე თავი, ნამდვილად არ მინდოდა ეფიქრა რომ სხვებივით მომნუსხა და მივაშტერდი.
ძალიან მომწყინდა და ანის მივუბრუნდი
-აუ ანი წამო სახლში წავიდეთ
-აუ გეხვეწები ლიკას ამბები მაინტერესებს და წადი შენ მარტო რა ტაქსით და მოვალ მალე მეც.
აღარ დამიყოვნებია და კარისკენ წავედი
___დიტო___
-ბრატ მოდი აქ
-გისმენთ ბატონო დიტო
-აი იმ წითელკაბიან გოგოს ხედავ?
-დიახ
-არ გაუშვა!
-კარგით
___ნინი___
კარისკენ მივდიოდი რომ უცებ დაცვა წინ ამესვეტა
-უკაცრავად? (მე)
-ვერ წახვალთ გოგონა
-რას ნიშნავს ვერ წავალ?
-ასე მიბრძანეს
-და ვინ?
-ბარის მეპატრონემ. ეს რომ თქვა მაშინვე იმ უცნობს შევხედე და ისიც მიყურებდა. მოვბრუნდი და მისკენ წავედი. წინ დავუდექი
-შეიძლება ბარის მეპატრონე ხარ, მაგრამ თავი ღმერთი არ გეგონოს, რა უფლებით არ მიშვებ აქედან?
-აქაურობა მე მეკუთვნის და არ გიშვებ გოგონი, რამე პრობლემაა?
-მომისმინე ბატონო ..... აი აქ გავიჭედე, ამ ჩემმა დაქალმა ამ იდიოტზე სახელის გარდა ყველაფერი მითხრა თითქმის.
-არ არსებობს, ახლა არ მითხრა შენი სახელი არ ვიციო
-და საიდან უნდა ვიცოდე? რომელი ბრედ პიტი და დიკაპრიო შენ ხარ?
-წესიერად გოგო, როგორც ჩანს არ იცი ვის ელაპარაკები
-არა არ ვიცი, პირველად გხედავ, მერე რა? მე იმათ რიცხვში ხომ არ გგონივარ რომ გეთაყვანებიან?
-ძაან გრძელი ენა გაქ იცი?
-აქედან წასვლა მინდა.
-ერთი პირობით წახვალ
-პირობით? შენ მე ვინ გგონივარ რო პირობებს მიყენებ და მიბრძანებ? ახლავე გამიშვი
-სანამ ჩემთან არ იცეკვებ ვერ წახვალ
-ეგღა მაკლია, გოგო გვერდით გყავს და ჩემთან რა გინდა? ასეთი გგონივარ თუ რა?
-მომისმინე გოგონი, შენნაირ მახინჯს რომ ჩემნაირი ცეკვას შეთავაზებს მადლობა უნდა თქვას. აი ეს ვეღარ ავიტანე და ისე ძალიან ვლეწე როგორც არავის არასდროს. ყველა ჩვენ გვიყურებდა და უცებ იღრიალა
-ყველა გარეთ გადით, დროზე
წუთში ყველა გავიდა და მეც შევბრუნდი გასასვლელად როცა ვიგრძენი რომ მკლავზე ხელი ძალიან მაგრად მომიჭირა
-შემეშვი იდიოტო
-შენ გოგო აზრზეც არ ხარ ხო ვის ელაპარაკები?
-და ვის ველაპარაკები ერთი ვინ ხარ ეგეთი? ვინ გგონია შენი თავი, ერთი სხვებისგან არაფრით განსხვავებული, თვითკმაყოფილი იდიოტი ხარ (ჩემი თავის მიკვირდა ამას რომ ვამბობდი, საიდან ამდენი გამბედაობა)
-წესიერად გოგო რამდენს ბედავ? შენ გგონია ეს გარტყმა შეგრჩება?
უკვე ჩხუბი მომბეზრდა და ძალიან მშვიდად ვუთხარი
-მე წასვლა მინდა
-ვერ წახვალ, ჯერ არცერთი გოგო არ შემხვედრია რომელმაც არ იცოდა ვინ ვარ, და მითუმეტეს ხელი არავის აუწევია ჩემზე
-მომისმინე, ჯერ ერთი შენგან არ მესწავლება რა მახინჯიც ვარ, და სანამ სხვას რამეს ეტყვი სარკეში ჩაიხედე, ძვირადღირებული ტანსაცმლით სიარული და ბარის მეპატრონობა არ ნიშნავს რომ ვინმეზე რამით მეტი ხარ.
-ძაან ბევრს ლაპარაკობ იცი? გადმოიწია და ის იყო უნდა ეკოცნა რომ მთელი ძალით გავარტყი მეორე ლოყაში და გამოვიქეცი. გონს რომ მოვიდა გამომეკიდა თუმცა ვერ დამეწია და შორიდან მომაძახა
-ეს არ შეგრჩება! კიდევ შევხვდებით!
ყურადღება არ მიმიქცევია ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი...
___დიტო___
-შენ ჩემი იქნები, პატარა ქალბატონო!
___ნინი___
სახლში შევედი თუ არა ანი მესცა
-გოგო სად ხარ შენ? გავგიჟდი რო დავინახე იმ დიტოს რო დაარტყი, ჩვენ რო გამოგვყარა მერე რაზე გელაპარაკა? (ანი)
-ოო არაფერი რა, უბრალოდ ბარიდან არ მიშვებდა და მერე შეურაწყოფა მომაყენა. ვინაა რო შერჩენოდა? (მე)
-ხო მარა მაგისთვის შეიძლება სამაგიერო გადაგიხადოს გოგო (ანი)
-კაი რა, რას მიზამს? წავედი მე ჩემ ოთახში. (მე) ოთახში შევედი, გამოვიცვალე და დავიძინე, თუმცა მანამდე დიტოს თავიდან ვერ ვიგდებდი.
მეორე დღეს შაბათი იყო და მე და ანი ვნებივრობდით საწოლებში. კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა, ამ დროს მეორე ოთახიდან ანიმ მომაძახა:
-აუ ნი მიდი რა გააღე (ანი)
ავდექი და კარი გავაღე, იქ არავინ იყო, თუმცა ძალიან დიდი წითელი ვარდების თაიგული დამხვდა. ხელში ავიღე, შიგნით ბარათიც აღმოჩნდა, სადაც ეწერა: “დღეს შუადღისას უნდა შევხვდეთ, სამაგიეროს გადახდას არ ვაპირებ, უბრალოდ შენთვის აჯობებს რომ შემხვდე. დიტო.“



№1  offline წევრი Anika13

უმაგრესია ! ძალიან ძალიან მომწონს ^__^

 


№2  offline წევრი pepi

აუ მალე დადე რა ძალიან საინტერესოა

 


№3  offline წევრი lamazmani

აუ ძაან მაგარია მომწონს ძაან მალე დადე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent