შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილების გვირგვინი [სრულად]


14-06-2015, 00:50
ავტორი მარრიამი
ნანახია 11 540

ტბის ნაპირზე იჯდა და გასცქეროდა ჰორიზონტს, იქ სადღაც.. მეგობრებთან ერთად იყო წასული, თუმცა იმ მომენტში მარტო ყოფნა უნდოდა.. ის, ტბა და ცა, ჰო, კიდევ ბუნება.. ირგვლივ გვირილების ზღვა და ღიმილიანი სახეები. ნიკაპით მოკეცილ მუხლებს ეყრდნობოდა და თვალები დაეხუჭა. შეხებამ გამოაფხიზლა. ღიმილით გაიხედა გვერდით მეგობრების მოლოდინში, მაგრამ სრულიად უცხო უმზერდა, აშკარად ზედმეტად დაბნეული.

- უკაცრავად, სხვა მეგონეთ _ უხერხულად მოიქექა თავი.
- არაუშავს.. ესეც უნდა დაგიბრუნო? _ სიცილით ჰკითხა და თავზე დადებული გვირილების გვირგვინი მოიშორა.
- ბოდიში მაგრამ უნდა დამიბრუნო.
- მაშინ სხვა გააკეთე ჩემთვის _ უცებ გადავიდნენ შენობით ფორმაზე.
- მე არ ვიცი, გავაკეთებინებ და მოგიტან.
- კარგი _ გაუცინა და თეთრი გვირგვინი უკან დაუბრუნა.

მეგობრებთან მივიდა და საერთო მხიარულებაში ჩაერთო. ის შემთხვევა აღარც გაახსენდებოდა, რომ არა სასიამოვნო ხმა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიქცია.

- ინებეთ დაპირებული გვირგვინი.
- მადლობა _ მშვიდად გაუღიმა და გვირგვინი მოირგო _ ვინც დამპირდა ის სადაა?
- ის იმასთან მივიდა, ვისთანაც თავიდანვე უნდა მისულიყო.
- მგონი არც ისე ბევრნი ხართ.. რომ შევერთდეთ ცუდი იდეა არ უნდა იყოს _ შესთავაზეს ბიჭებმა და ერთად გააგრძელეს მოლხენა.
- ბართლომე _ გაეცნო.
- თებრონე, ნია, ნიკო, გიგა, სალი, მაკა, შოთა, დათო..
- მეც მოვედი, მე ლუკა ვარ, ესეც ჩემი მიჯნური გვანცა, ესენიც კოტე, ილო და დიტო.

სუფრები გააერთიანეს და ერთად გააგრძელეს მხიარულება. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ დალევაში და საბოლოოდ ყველა გვარიანად გამოთვრა. დედამიწა ტრიალებდა, ისინი კი ვეღარ ეწეოდნენ.

- გვანცაა, ცოლად გამომყევი რა.. _ ლუღლუღებდა ლუკა.
- არა.. მთვრალი ვარ, მაგრამ კის მაინც არ გეტყვი _ იცინოდა.
- ოო, ერთი კარგი ქორწილი გვინდა რა, სხვა თუ არაფერი დემოგრაფიაა მისახედი.
- ბიჭი იპოვეთ და თქვენ გამო მე გავიღებ მსხვერპლს _სიცილისგან სულს ვეღარ ითქვამდა თებრონე.
- აქ ვარ _ წამოიმართა ბართლომე.
- შეენ? _ გაიკვირვა.
- რა გაგიკვირდა? წავედით ახლა და დავიწეროთ ჯვარი.
- წავედით _ მხრები უდარდელად აიჩეჩა სიცილით.

ასე სიცილით მივიდნენ ტაძარში.. მამაო უარზე იყო, მაგრამ დაითანხმეს. ასე იყო თუ ისე, დაქორწინდნენ.
..............
მზის სინათლემ გამოაღვიძა. წუხელ ფარდების ჩამოფარება დაავიწყდა? ჰმ! არ ახსოვს.. თვალები მოიფშვნიტა და ჯერ ისევ თვალდახუჭული წამოჯდა ლოგინზე.. ერთი წუთით! ეს თავისი ოთახი არაა, არც რომელიმე მისი მეგობრის.. უჩვეულოდ მძიმე სუნთქვა ესმის გვერდიდან.. არა, ნამდვილად ეხუმრებიან.. ნელა გააპარა თვალები გვერდით.. ეს.. ეს.. მას ხომ იცნობს?.. კი, კი, ისაა გუშინ გვირგვინი რომ აჩუქა.. მოიცა რა ჰქვია? ბ..ბ.. ბაჩო? არა, რაღაც ბა.. ჰო! - ბართლომე. მაგრამ სახელის გახსენება რას მოუტანს? და საერთოდ რა ჯანდაბას აკეთებს იქ? თვალები მაგრად დახუჭა და ნელა გაახილა ჯერ ერთი, შემდეგ მეორე, ვითომ რამე შეიცვლებოდა.

- ისაა, ბართლომე _ ჩუმად დაუძახა _ უკაცრავად _ ხელი ოდნავ მიკრა.. მშვიდად გადაბრუნდა ბიჭი მისკენ, თვალები გაახილა და უპს!
- შენ თებრონე არ ხარ?
- მე ვარ _ შეშინებულმა ამოიჩურჩულა.
- და აქ რა გინდა?
- არ ვიცი..
- მგონი ვხვდები.. შეგიძლია პლედი აიფარო, თორემ ზედმეტად სახარბიელო ფორმაში ხარ _ ირონიული ღიმილით შეათვალიერა..
- ვაიმე _ შეშინებულმა წამოიძახა და პლედი თავზეც კი წაიფარა.
- თებრონე _ ცოტა ხანში გაისმა ხმა.
- რა? _ მოგუდული ხმით უპასუხა.
- ბეჭედი გიკეთია? _ გოგომ ნელა ამოსწია თავი პლედიდან და ხელს დახედა.
- ეს რა არის?
- დაზუსტებით ვერ გეტყვი, მაგრამ თუ არ ვცდები ახლა მე და შენ ოჯახი ვართ.
- და ჩვეენ.. მე და შენ.. _ აწითლებული ალუღლუღდა..
- ამხელა გოგო ხარ, მე მეგონა გაღვიძებისთანავე მიხვდებოდი..
- გამოუცდელი ვარ _ ბართლომე ახარხარდა..
- სსულელიც _ ჩაილაპარაკა ხარხარი რომ შეწყვიტა _ კარგი, ბოდიში, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე _ დასერიოზულდა, როგორც კი თებრონეს ცრემლიანი თვალები დაინახა.
- ახლა რა უნდა ვქნათ? _ ამოიჩურჩულა და ჩამოვარდნილი ცრემლი მოიწმინდა.
- ვერაფერს ვერ ვიზამთ ჯერ-ჯერობით მაინც _ დამამშვიდებლად გაუღიმა _ ვიცხოვრებთ ერთად, როგორც ცოლ-ქმარი.
- რაა?
- გარეგნულად ცოლ-ქმარი, დამშვიდდი.. უპასუხისმგებლოდ მოვიქეცით, ახლა ცოტა ჭკუაც უნდა დავატანოთ..
- უფრო სისულელე იქნება ეს ფარსი ოჯახი..
- და რას მთავაზობ? ახლა ისე გაგიშვა სახლიდან ვითომ არაფერი მომხდარა? არა თებრონე, არა, მე ჩემს საქციელზე პასუხს ვაგებ..
- ღმერთო ჩემო _ ისევ ლოგინში ჩაემხო და ატირდა..
- თებრონე დამშვიდდი რა, ნუ ტირი _ ნაზად შეეხო მოშიშვლებულ მხარზე _ მალე დავბრუნდები, მოემზადე მერე შენც და გამო _ მანამ არ გაუხელია თვალები თებრონეს, სანამ კარების ხმა არ გაიგო..

ცოტა ხანში თვითონაც გავიდა ოთახიდან.. მეორე ოთახი მისაღები იყო, როგორც დაასკვნა. ბართლომე იქ არ დახვდა.. სამზარეულოდან ისმოდა ხმა, ბიჭიც იქ აღმოაჩინა.

- მოხვედი? ვისაუზმოთ..
- ჩემი ტელეფონი დამჯდარა, ჩემებს რა უნდა ვუთხრა? _ ისევ აუკანკალდა ხმა.
- ვისაუზმოთ და ავიდეთ შენებთან, ერთად დაველაპარაკებით, არ ინერვიულო.
- შენები?
- ჩემებს მე მივხედავ, მაგაზეც შენ ნუ იდარდებ.
- ბავშვებს უნდა დავურეკო.
- ჰო, დავურეკოთ და ამოვლენ..
- ასეთი მშვიდი როგორ ხარ? _ თვითონ გაგიჟებას ცოტაღა უკლდა.
- მისმინე, რაც მოხდა ვეღარ შევცვლით, ნერვიულობას აზრი არ აქვს.. ისღა დაგვრჩენია შევეჩვიოთ ერთმანეთს, დროებით მაინც.
- ჰო, ჰო, რამდენიმე თვე _ დარწმუნებით ჩაილაპარაკა.
- ჭამე..
- ყელში არაფერი გადამივა..
- კარგიი.. ბართლომე თორია 26 წლის..
- თებრონე ლიჩელი 24 წლის..

ორი კვირა გავიდა. მშობლებთან მოაგვარეს.. მეგობრებთან თავისთავად.. იმისთვის, რომ ორივეს მოხერხებულად ეგრძნო თავი, კვლავ ერთ ოთახს იყოფდნენ.. ბართლომე ძირითადად არ იყო სახლში, არც თებრონე.. ერთმანეთს საღამოობით ნახულობდნენ და იძინებდნენ.. თითქოს არაფერი შეცვლილა, უბრალოდ სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად.. სხვა მართლა არაფერი შეცვლილა.. თითქმის არაფერი..
ერთი თვე და ისევ არაფერი..

- როდიდან დავიწყოთ დაშორებაზე ფიქრი?
- ჯერ ადრეა _ მშვიდად უპასუხა ბართლომემ..

გავიდა ორი თვე და რაღაცები შეივალა.. თებრონესთან მხოლოდ.. ცუდად იყო.. მეგობრებს რომ უთხრა, უარესად ააფორიაქეს.. საბოლოოდ დაითანხმეს.. ტესტზე დადებითმა პასუხმა არეული ემოციები გამოიწვია.. გაუხარდა მისი არსებობა.. შეეშინდა ბართლომეს რეაქციის.. ისინი ხომ შორდებოდნენ,, არ იცოდა რა იქნებოდა.. იქნებ მოშორებაც ეთხოვა, არა ამას არ იზამდა.. იქნებ ჯობდა არ ეთქვა? მაგრამ ხომ მაინც გაიგებდა როგორმე? აღარ იცოდა რა ექნა.. „არ ვეტყვი!“ - მორჩა, გადაწყვიტა. დაშორდებიან და ყველა თავის გზაზე წავა. იმ საღამოს დაბნეული იყო, აფორიაქებული.

- თებრონე რა ხდება? რა გჭირს? _ ბართლომემაც შეამჩნია.
- არაფერი..არაფერი.. ბართლომე როდისთვის ვაპირებთ დაშორებას?
- თუ ასე ძალიან გინდა, ხვალვე წაგიყვან სახლში.
- კარგია, ჩავალაგებ და წავალ..
- იქნებ მოგეცადა ცოტა კიდევ?
- არა.. სანამ ოჯახობანა კიდევ უფრო გაგვიტკბება, ჯობს დავშორდეთ.
- კარგი _ მშვიდად გაუღიმა.

მეორე დილით ასევე მშვიდად აბარგდა და სახლში დაბრუნდა. „ვერ შევეწყვეთ და მორჩა“ - მარტივი იყო ახსნა.. მთელი ყურადღება პატარისკენ ჰქონდა მიმართული. მაგრამ მაინც აკლდა დილით, გვერდთ მშვიდი სუნთქვა, ის „დილა მშვიდობის“..
მარტოობა აღარ მოწონდა ბართლომეს. სახლში დაბრუნებულს სიმშვიდე ნერვებს უშლიდა.. ერთი კვირა გავიდა და ისევ ვერ შეეჩვია... ვერც დაცარიელებულ კარადას.. შევიწროებული სამოსი ძველ ჩარჩოებში უნდა დაებრუნებიდა.. უჯრა გამოაღო და.. გაკვირვებული დასცქეროდა უჯარი არსებულ „ნივთს“.. შეუძლებელია.. ასე ვერ მოექცეოდა. უბრალოდ წარმოუდგენელია.. უნდა გაარკვიოს.. თუ ეს სიმართლეა, იმ ქალბატონს აუცილებლად მოუწევს უკან დაბრუნება.. სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და თებრონეს სახლისკენ წავიდა.

- გამარჯობა, თებრონეს უნდა ველაპარაკო.
- ხომ კარგად ხარ? _ შეშფოთებულმა მოიკითხა ქალმა..
- დიახ, დიახ, უბრალოდ რაღაც უნდა გავარკვიოთ.
- გასარკვევი კი გექნებათ.. ოთახშია..

კარები უხეშად შეაღო და შეცბუნებულ გოგონას შეხედა..

- შენ აქ რა გინდა?
- გამარჯობა..
- გამარჯობა, აქ რა გინდა?
- რაღაცის გასარკვევად მოვედი..
- კერძოდ?
- იქ, უჯრაში, მგონი რაღაც დაგრჩა _ უმიმიკოდ შეჰყურებდა..
- რა?
- რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი _ სახიდან გაურკვევლობა წაეშალა თებრონეს, შეშინებულმა აჰხედა.
არა, არა, არა, არ დარჩებოდა.. რა სულელი გოგოა.. როგორ დარჩა? ახსოვს რომ წამოიღო, მაგრამ შემდეგ ყურადღება აღარ გაუახვილებია... ასე როგორ შეიძლება, ახლა რა უნდა ქნას?
- თებრონე გისმენ _ თანდათან მკაცრდებოდა ბიჭის ხმა.
- რა გინდა?
- შენი იყო ხომ?
- არაა _ ყოყმანით ჩაილაპარაკა.
- თებრონე!
- ჰო..
- ეს იცოდი და მაინც წამოხვედი?
- შემეშინდა..
- რისი?
- ჩვენ ხომ უნდა დავშორებულიყავით, ჰოდა ვიფიქრე რომ.. _ ხმა აუკანკალდა..
- რატომ?? ნუთუ ამ ორი თვის მანძილზე ოდნავადაც ვერ გამიცანი.. რატომ იფიქრე რომ ასეთი ურჩხული ვარ?
- ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს..
- მერე რა? კარგი _ მშვიდად ჩაილაპარაკა _ ჩაალაგე ბარგი.
- რატომ?
- როგორ თუ რატომ? უკან ბრუნდები, ჩვენთან სახლში _ უცნაურად მოესმა „ჩვენთან“, მაგრამ აღარაფერი თქვა.
- კარგი.. _ სწრაფად ჩაალაგა ბარგი უკვე მერამდენედ..
- მომეცი, მე წამოვიღებ _ ჩანთა გამოართვა და ოთახიდან გავიდნენ _ ჩვენ ყველაფერი გავარკვიეთ და ჩემი ცოლი უკან მიმყავს _ ღიმილით განუცხადა თებრონეს მშობლებს..
- როგორ გამახარეთ შვილებო _ ბედნიერი ჩაეხუტა ქალი..
- იმედია კიდევ არ დაიწყებთ აქეთ-იქით სირბილს _ გაუღიმა მამამ..
...............

სახლში მშვიდად შეაბიჯეს.. მონატრებია იქაურობა, გაეღიმა.. არ იცის ამის შემდეგ რა იქნება, მაგრამ ფაქტია სახლში დაბრუნებამ სიმშვიდე მოუტანა..
- დაისვენეთ _ მშვიდად გაუღიმა.
- კარგი _ პირდაპირ ოთახისკენ წავიდა და ლოგინზე მოკალათდა. ცოტა ხანში ბართლომეც შევიდა.
- რამე ხომ არ გინდათ?
- არაფერი.
- კარგი, მაშინ დავიძინოთ..
- ბართლომე..
- გისმენ..
- ბოდიში _ ჩუმად ჩაილაპარაკა..
- არაუშავს, არ ინერვიულო _ გაუღიმა და შუბლზე სულ ერთი წამით ნაზად შეეხო ტუჩებით.. _ დავიძინოთ _ ზურგი აქცია და თვალები დახუჭა.
.........................

თუ სამსახურში იყო, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ურეკავდა.. თუ არ მუშაობდა, სულ მის გვერდით ყოფნას ცდილობდა.. მეგობრებიც ანებივრებდნენ, ყველა ძალიან გაახარა სამეგობროში პირველი პატარის არსებობამ.

- ვერ ვიჯერებ რომ შვილი მეყოლება..
- დაიჯერე, დაიჯერე _ იცინოდა ლუკა. _ ძალიან მაგარია, ახლა უნდა გაუფრთხილდე შენებს..
- გავუფრთხილდები..
- თებრონესთან დაკავშირებით რა ხდება?
- არაფერი, ჩვეულებრივ..
- ვერ შეიყვარე?
- შევეჩვიე..
- მგონი შეჩვევა უარესია _ „დამაიმედებლად“ გაუცინა ლუკამ.
......................

- თებრონეე, ნაყინი მოგიტანეეთ _ სახლში შევიდა თუ არა დაიყვირა..
- ვაიმეე, მადლობა მადლობა მადლობა, რა კარგი ხარ _ გახარებული გაუაზრებლად ჩაეხუტა. ღიმილით მოჰხვია ხელები ბართლომემაც. უხერხული ღიმილით მოშორდა თებრონე და ნაყინები გამოართვა.
- ხვალ ექიმთან მივდივარ..
- მივდივართ თებრონე..
- ჰო მივდივართ _ გაეღიმა.
..............
უკვე ხუთი თვის ორსული იყო.. ბართლომე ისევ ისე ზრუნავდა, მაგრამ უფრო თბილი იყო.. თებრონეც აღარ ერიდებოდა სითბოს გამოხატვას.. თითქოს რაღაც მოხდა, რაღაცამ ბიძგი მისცა მათ ურთიერთობას..

- თებრონე იქნებ გადაგვედო ვიზიტი, მეც მინდა წამოსვლა..
- ბართლომე ახლა უნდა მივიდე, არაუშავს დედას გავიყოლებ და შენ ყველაფერს გეტყვი, რასაც ექიმი მეტყვის.
- კარგი, მაგრამ მეც მინდოდა..
- ბართლომე.
- კარგი, ვჩუმდები..

............
- მოვედიი, აბა რა გითხრა ექიმმა?
- საღამო მშვიდობის _ თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.
- ნუ მომკალი ინტერესით, ისედაც მთელი დღეა არ მეუბნები..
- ექიმმა ტყუპებიო _ გაბადრულმა ახარა.. ერთი წამით დაიბნა,, ხმა ვერ ამოიღო, როგორც კი გამოფხიზლდა გახარებულმა შემოხვია ხელები გოგოს და სრულიად მოულოდნელად შეეხო ტუჩებზე.. ესეც პირველი ფხიზელი კოცნა.. მთელ სხეულში გრძნობდა სისხლის მოძრაობას..
- მოძრაობენ _ აღფრთოვანებული მოწყდა მეუღლის ტუჩებს და მუცელზე ხელები მოისვა. _ აი ნახე _ ბართლომესაც დაადებინა ხელი და გაუღიმა.

.............
მეცხრე თვე და კიდევ უფრო დამთბარი ურთიერთობა.. უკვე ზუსტად იცოდნენ რას გრძნობდნენ, მაგრამ თქმას არ ჩქარობდნენ. მუცელი რომ ასტკივდა, ბართლომე თათბირზე იყო... ვერაფრით დაუკავშირდნენ. ისე იმშობიარა, ბართლომემ ვერ მიუსწრო.. მოგვიანებით შეუშვეს სანახავად..

- თებრო _ პირველად მიმართა ასე _ მაპატიე _ შუბლზე აკოცა და მის რეაქციას დაელოდა..
- არაფერია..
- მაპატიე, მაპატიე _ ნაზად დაუკოცნა ტუჩები _ ნამდვილი ანგელოზები არიან, ვამაყობ შენით..
- გილოცავ _ გაუღიმა..
- მიყვარხართ..
- ბართლომე _ ემოციები ვეღარ შეიკავა და ცრემლები გადმოყარა..
- ჰო მიყვარხართ.. ჩემი ცხოვრება ძირ-ფესვიანად შეცვალე, გადაატრიალე, აურიე და ყველაზე კარგად დაალაგე.. არც კი ვიცი ცხრა თვის წინ რომ არ გამეცანი რა მეშველებოდა..
- ბართლომე... მეც მიყვარხართ შესაძლებელზე მეტად _ მთელი ძალით ჩაეხუტა საყვარელ სილუეტს და ყელზე შეეხო ტუჩებით..
- ეს ორი და სხვა მრავალი _ სიცილით ჩაილაპარაკა და ადვილად მოძებნა თებრონეს ტუჩები..
_____________
ესეც სრული შოკოლადებო,, ვიცი, ვიცი, ვიცი რომ უკვე ძალიან გაბანალურებული თემაა.. მაგრამ მომინდა დამეწერა და დავწერე.. ისიც ვიცი რომ შეიძლება პატარა გეჩვენოთ.. შეიძლება ნაკლებ ემოციურიც ან საერთოდ უემოციოც, მაგრამ ეს ისაა რიისი დაწერაც მომინდა.. შეფასება თქვენთვის მომინდვია.. ველი კრიტიკასაც და ემოციების გაზიარებას..

პ.ს. პერსონაჟების გვარებს რაც შეეხება, მადლობა ანის (სიცილი)
პ.ს. მიყვარხართ მე თქვენ თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად.. (ბევრი ბევრი გულები)



№1  offline წევრი madridista

ragacnairad gamkra gulze..... kargixar

 


№2  offline წევრი სპენსერი

მარრიამმ ^_^ დაგვიბრუნდი რა კარგია <# ველოდები კიდევ ახალ ისტორიას !!

 


№3  offline წევრი salomesalome

Gavtbi )))))

 


კარგი იყოო ♥ მაგრამ რაღაც დაგავიწყდა და იცი შენ რაც !! ♥ კარგი გოგო მყავხარ ♥

 


№5  offline ადმინი ano23

ელე♥
ვაააიმეე დააგაახრჩოობთ :დ თეებროონეე ლიიჩეელიიოო როო დავინახეე აამოვყიირაავდდიი მიივხვდიი რააც ხდებოოდაა :დ აჰაჰაჰაა:დ ჩემიი გოგოეებიი love

აქამდე ბოლომდე ვერ მიხვდი ვინ ოყო თებრონე ლიჩელი? :D

მიხარია,რომ შენი ტკბილი ისტორიებით დაგვიბრუნდი მარიამო :-* შოკოლადის მერცხალო :D :-* კარგი იყო შენსავით თბილი და ტკბილი :-*

 


№6  offline წევრი Ignifex

კარგი იყო ძალიან,თბილი და სასიამოვნოდ წასაკითხი <3

 


№7  offline წევრი monika.niqo

ჰეიიი ძააან მაგარიი იყოო ))) კაიი გოგო ხარრ !!! :*

 


№8  offline წევრი შიკალატკა

ხომ ვამბობ ძალიან მაგარი გოგო ხარ ლამაზთვალებავ!! და ისიც გითხარი რომ არ იქნებოდა ბანალური, ყოველ შემთხვევაში, ჩენთვის არ იყო. ❤️

 


№9  offline მოდერი მარრიამი

მადლობა მადლობა ყველას <3 ^_^

 


№10  offline აქტიური მკითხველი lalita

რა მაგარი გოგო ხარ შეუდარებელი

 


№11  offline მოდერი მარრიამი

lalita
რა მაგარი გოგო ხარ შეუდარებელი

მმ მადლობა <3

 


№12 სტუმარი nino

Gvegadavebi gogo? Ed ra saxelebi moigone? Bartlome, Tebrone, shota da ravici

 


№13  offline მოდერი მარრიამი

nino
Gvegadavebi gogo? Ed ra saxelebi moigone? Bartlome, Tebrone, shota da ravici

არ გეღადავებით, ვწერ იმ სახელებზე, რომლებიც მომწონს

 


№14  offline მოდერი Maiaabuladze

ეს ისტორია წავიკითხე დიდი ხნის წინ, მერე სახელი დამავიწყდა და ვეძებდი კიდეც ❤ ეხლა როგორც კი გავხსნი და კითხვა დავიწყე მაშინვე გამახსნდა რომ წაკითხული მქონდა და ის იყო რომ ვეძებდი (რა საჭირო იყო ახლა ამდენი საუბარი :დ)
ხო და ხომ პატარა იყო მაგრამ ტკბილი ❤უკვე მეორედ გავთბი ისეთი საყვარლები და თბილები იყვნენ ❤

 


№15  offline მოდერი მარრიამი

Maiaabuladze
ეს ისტორია წავიკითხე დიდი ხნის წინ, მერე სახელი დამავიწყდა და ვეძებდი კიდეც ❤ ეხლა როგორც კი გავხსნი და კითხვა დავიწყე მაშინვე გამახსნდა რომ წაკითხული მქონდა და ის იყო რომ ვეძებდი (რა საჭირო იყო ახლა ამდენი საუბარი :დ)
ხო და ხომ პატარა იყო მაგრამ ტკბილი ❤უკვე მეორედ გავთბი ისეთი საყვარლები და თბილები იყვნენ ❤

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent