მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 4
კორპუსში ავედი და სახლის კარი შევაღე თუ არა ანიმ უამრავი კითხვა დამაყარა. -სად წაგიყვანა? რაზე გელაპარაკა? როგორ გაუგეთ ერთმანეთს? ხო კაი ბიჭია? მოგეწონა? (ანი) -ვაიმე არა არა, მაცადე შემოვედი ჯერ? -აუ მოყევი რა ამდენ ხანს სად იყავით? -კაი მოგიყვები, მოკლედ სადღაც წამიყვანა ბუნებაში, ძაან ლამაზ ადგილას და რაღაცეებზე ვილაპარაკეთ, როცა მოვდიოდით მითხრა 3 დღეში დაბადების დღე მაქვსო, ვიხდი და შენც მოდიო. -ვაიმე რა მაგარია (ანი) -რა გიხარია, ჯერ მკითხე მივდივარ თუ არა (მე) -ახლა არ თქვა არ მივდივარო, აბა რას იზავ (ანი) -რათქმაუნდა არ მივდივარ, რა მინდა მაგასთან არც ვიცნობ (მე) -გააფრინე? რასქვია არ წახვალ გოგო ეგეთმა ბიჭმა რო დამპატიჟოს (ანი) -არ დაიწყო რა, მე ასე მინდა და მორჩა. (მე) ანი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ აღარ მოვუსმინე და ოთახში შევედი. დიტოზე ფიქრში დრო ისე გავიდა ვერც მივხვდი. ___ანი/დიტო___ -შევიდეთ ახლა fb_ზე... ო მაი გად, დიტო ჯავახიშვილი მეგობრობას მთხოვს? დასტური რათქმაუნდა. ვა თან ონლაინზეც ყოფილა. ამბობდა ანი თავისთვის. ცოტა ხანში მესიჯი მივიდა მისი მისამართით, დიტო ჯავახიშვილისგან. -რას შვები ანი? (დიტო) -არაფერს დიტო შენ? (ანი) -არაფერს. მისმინე, 3 დღეში ჩემი დაბადების დღეა და გამიხარდება შენც თუ მოხვალ. (დიტო) -მადლობა, კაი მოვალ, ოღონდ ნინისთან ერთად. (ანი) -კაი. (დიტო) მეტი არაფერი მიუწერია. ანიმ დახურა ლეპტოპი და ეგრევე ნინის ოთახში შევარდა. ___ნინი/ანი___ -გოგო არ დაიჯერებ რა მოხდა (ანი) -რაარი? (მე) -დიტომ თავის დაბ დღეზე მეც დამპატიჟა (ანი) -დიტომ დაგპატიჟა, ბრედ პიტმა კი არა, რა გიხარია მერე (მე) -აუცილებლად წავალ, მაგრამ იცოდე მარტო არ უნდა გამიშვა. (ანი) ეს თქვა და ისე შემომხედა როგორც მულტფილმი „შრეკის“ ჩექმებიანი კატა აკეთებდა. -ერთადერთი მიზეზი დამისახელე რატო უნდა წამოვიდე (მე) -იმიტომ რო შენ დას მარტო არ გაუშვებ, აი მშვენიერი მიზეზი. კაი წავე მე და იფიქრე შენ. (ანი) თქვა და ეგრევე გავიდა. უკვე საღამო იყო და მეც დაძინება გადავწყვიტე. კვირის არაჩვეულებრივი დილა გათენდა. ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები სახეზე მეცემოდა და გამეღვიძა. ავდექი, ჩავიცვი, სამზარეულოში შევედი, ჩემი საყვარელი ყავა გავაკეთე და აივანზე გავედი, ძალიან კარგი დღე იყო. ყავის დალევას რომ მოვრჩი მისაღებში გავედი -ვა შენ ჩემზე ადრე გაიღვიძე? გოგო დღეისთვის გეგმები მაქვს (ანი) -ჰე გისმენ (მე) -მოკლედ გაემზადე, ხვალ და ზეგ აღარ გვეცლება ამიტომ დიტოს დაბ დღისთვის ტანსაცმელი დღეს უნდა ვიყიდოთ, მიდი დატრიალდი (ანი) -აუ კაი რა (მე) -კაი რა არ უნდა მაგას მიდი მიდი. (ანი) კარგ ხასიათზე ვიყავი, შოპინგი მეც მომინდა და დავთანხმდი ანის, ჩემს ოთახში შევედი, კარადა გამოვაღე. დღეისთვის შევარჩიე -თეთრი მაისური, ჯინსის შარვალი, კედები, და „საროჩკაც“ მოვიცვი. შემდეგ ანის დავუძახე -გოგო მზად ვარ მე და წავედით? (მე) -ხო აი მოვდივარ. ანიც გამოვიდა და წავედით. მთელი მაღაზიები მოვიარეთ და ბოლოს შესაფერისი კაბები ვნახეთ, კაბას ფეხსაცმელი და აქსესუარებიც შევუხამეთ და როცა ყველაფერი ხელთ გვქონდა გადავწყვიტეთ კაფეში შეგვევლო, ცოტა არ იყოს დავიღალეთ. ერთერთ კაფეში შევედით და კუთხის მაგიდასთან დავსხედით. ცივი ყავა შევუკვეთეთ ორივემ, და შეკვეთამაც არ დააყოვნა. ვჭორაობდით და ამ დროს კარი გაიღო და იცით ვინ შემოვიდა? თვით დიტო ჯავახიშვილი, თან ვიღაც 2 ბიჭი ახლდა, არანკლებ სიმპატიურები. შემოვიდა თუ არა, მაშინვე დამინახა, მე თვალი ავარიდე. ბიჭები ახლოს მდგომ მაგიდასთან დასხდნენ. -ანი ნუ უყურებ ეგრე რა (მე) -აუ ნახე ძმაკაცებიც როგორი ყავს, ხო ძაან სიმპატიურები არიან? იმ ცისფერთვალებას შეხედე (ანი) მე ხმა არ ამომიღია, ფანჯარაში ვიყურებოდი. ___დიტო___ -ბრატ, ეს ის გოგო არაა ბარში რო გლეწა ამას წინათ? (ბექა) ამაზე ბექას და ლუკას სიცილი აუტყდათ. დიტოს კი სერიოზული სახე ქონდა. -კი ეგაა (დიტო) -ისე მაგარი ლამაზი გოგოა ძმაო (ლუკა) -კი ბრატ გეთანხმები, მარა ის მეორე ვინაა? რა ლამაზია (ბექა) -დაქალია, რა აქ მაგათზე სალაპარაკოდ მოვედით? (დიტო) -ხო კაი იზვინი ბრატ. ხო და რას ვამბობდით? (ბექა) დიტო მეგობრებს ვერ უმხელდა, თუმცა უკვე გიჟდებოდა ნინიზე, ერთი სული ქონდა მასთან როდის დაახლოვდებოდა, დაბადების დღეზეც კი დაპატიჟა, თუმცა სიამაყის გამო საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა. ___ნინი/ანი___ -აუ წავიდეთ რა (მე) -კაი წავედით (ანი) დამთანხმდა ანიც და ორივე გავედით კაფედან. ___დიტო/ბექა/ლუკა___ -ბიჭო სადაცაა შენი დაბ დღე მოვიდა და რას შვები იხდი ხო? (ლუკა) -ოქროს დაბადების დღეა, იასნა ვიხდი (დიტო) -სახლში თუ სადმე გარეთ? (ბექა) -არა ბრატ სადმე რესტორანში, ყველა ნაცნობს ვეპატიჟები (დიტო) -კაია ბრატ აბა შენ იცი, კაი საჩუქრები ჩვენზეა (ლუკა) -თორე ისე არ მიგიღებთ (დიტო) -ისე ჩვენ თვითონ არ მოვალთ (ბექა) ___ნინი___ ჩემი შერჩეული „ზმანებით“ კმაყოფილი ვიყავი. 2 დღე მალე გავიდა, და აი დადგა დიტო ჯავახიშვილის დაბადების დღეც. მისთვის საჩუქრად ძალიან ლამაზი, და ელეგანტური საათი შევარჩიე. ანის დილიდან სხვა სალაპარაკო არ ქონია, ვერ ითმენდა რესტორანში წასვლამდე. საღამო მალე მოვიდა. 5 საათზე დავიწყე მომზადება, რატომღაც მინდოდა ამ საღამოს ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი. ჩემი შერჩეული კრემისფერი, ძალიან ელეგანტური კაბა და ქუსლიანები ჩავიცვი, თმა გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, სამკაულებიც და მზად ვარ. -აუ ნი გამოდი დამენახე რა (ანი) -აბა როგორ გამოვიყურები? (მე) ანის, ასე ვთქვათ „ყბა ჩამოუვარდა“ ჩემ დანახვაზე. -აი ეს მესმის, შეუდარებელი ხარ, ულამაზესი, ფერიასავით! (ანი) -მადლობა ანჩი, მიდი ეხლა ჩაიცვი შენც (მე) -კაი წავე მოვემზადო. (ანი) ანის ველოდებოდი, ნახევარ საათში გამოვიდა და... ნეტა ცალი თვალით მაინც შეგეხედათ მისთვის, ეს ყველაზე ლამაზი გოგოა! ნამდვილი ანგელოზი. -არ ვიცი რა ვთქვა. აი ქედს ვიხრი შენი სილამაზის წინაშე (მე) -მადლობა ნი, ჩემო ლამაზო, ვიცი რო დღეს ჯავახიშვილს დაბრიდავ (ანი) -შენ კიდე ვინმეს გამოკრავ ხელს. (მე) ამაზე სიცილი აგვიტყდა. -კაი გვეყოს, მგონი ტაქსიც მოვიდა, წავედით ეხლა (ანი) -წავედით (მე) ___დიტო___ -აუ სადაა ამდენ ხანს ტო (დიტო) -ვინ ბრატ? (ბექა) -ნახავ ვინც, მიდი სტუმრებს შეუერთდი სიტყვით უნდა გამოვიდე (დიტო) ბექა ასეც მოიქცა. -ერთი წუთით მისმინეთ თუ შეიძლება (დიტო) დარბაზში ყველა გაისუსა, დიტომ ასეთი რამ თქვა: -მეგობრებო, მალე აქ ჩემი შეყვარებული მოვა და ყველას გაგაცნობთ, არ გეგონოთ რომ ის ჩემთვის მორიგი გოგოა, არა! ის მომავალში ჩემი ცოლიც გახდება, ოღონდ ჯერ არა! მადლობა ყურადღებისთვის. დაასრულა დიტომ. ___ნინი___ 10 წუთში მივედით, უკვე რესტორნის ეზოში ვიყავით, როგორც ჩანდა უკვე უამრავ სტუმარს მოეყარა თავი. -წავედით დაო (ანი) რესტორანში რომ შევედით, აი ყველამ ვინც იქ იყო ჩვენ შემოგვხედა, ცოტა არ იყოს შემრცხვა, გეგონებოდათ იუბილარი მე ვყოფილიყავი. დიტო დავინახე და მისკენ წავედით მე და ანი. -გამარჯობა დიტო, გილოცავ დაბადების დღეს, ეს შენ ჩემგან, იმედია მოგეწონება. (მე) -დიდი მადლობა ნინი (დიტო) -დიტო ეს კი ჩემგან, გილოცავ, მრავალს დაესწარი (ანი) -მადლობა ანი, წამოდით მაგიდასთან დასხედით. (დიტო) -კაი (ანი) ძალიან მორცხვად ვგრძნობდი თავს, ვიყავი იქ სადაც არავის ვიცნობდი, წესიერად თვით იუბილარსაც არა, ოჰ ანი ანი. მაგიდასთან მივედით. -გოგოებო თქვენი ადგილი აქაა (დიტო) -ადგილების შერჩევა მგონი ჩვენი საქმეა (მე) -სხვაგან თავისუფალ ადგილს ხედავ? (დიტო) მივიხედ-მოვიხედე და მართლაც ყველა ადგილი დაკავებული იყო, რას ვიზავდი დავჯექი. დიტოს პირისპირ მომიწია დაჯდომა, ანის კი მისი მეგობრის წინ. საღამო ძალიან კარგად მიდიოდა. მაგრამ ჯავახიშვილი თვალებით მჭამდა. მისი მეგობარი, როგორც მე გავიგე სახელად ბექა, ანისთვის თვალი არ მოუშორებია, როგორც ჩანს ჩემმა დამ მონუსხა. ისე გამოიყურებოდა გასაკვირი არც იყო. აქ ერთი რაღაც მეუცნაურებოდა, სტუმრების ნახევარს თვალები ჩემსკენ ქონდათ მომართული, ვერ გავიგე ასე გამწარებული რატომ მიყურებდნენ. ცეკვის დროც დადგა, ძალიან წყნარი მუსიკა ჩაირთო. ბექა ანისთან მოვიდა -შეიძლება ვიცეკვოთ? (ბექა) -რავი კი (ანი) საცეკვაოდ გავიდნენ, ნეტა დაგენახათ როგორ უხდებოდნენ ერთმანეთს. რა დაქალი მყავს. ___ბექა/ანი___ -მე ბექა მქვია (ბექა) -მე ანი (ანი) -სასიამოვნოა ანი (ბექა) -ჩემთვისაც (ანი) -შენთვის უთქვამთ, რომ ულამაზესი ხარ? (ბექა) ანი ამაზე გაწითლდა. ___ნინი/დიტო___ ჩემსკენ ვიღაც მოდიოდა, მოვიდა და მკითხა -შეიძლება ვიცეკვოთ? -არა არ მინდა -გთხოვ რა... ამ დროს დიტო ჩაერია -გოგონა ჩემთან ერთად აპირებს ცეკვას გიო (დიტო) -აა კაი ბრატ ბაზარი არაა. და წავიდა. დიტო მე მომიბრუნდა -ვიცეკვოთ? (დიტო) -არ მაქვს შენთან ცეკვის სურვილი (მე) -იუბილარი ვარ, შემისრულე ეს თხოვდა. (დიტო) ისე საყვარლად თქვა უარი ვეღარ ვთქვი. -კაი. (მე) გავედით და სხვა წყვილებს შევუერთდით. -ცეკვის ბოლოს მადლობას გეტყვი, რომ ჩემნაირ მახინჯს პარტნიორობას უწევ. (მე) შევახსენე თავისივე სიტყვები, ამაზე ცალყბად გაეღიმა. -მადლობა მე უნდა გითხრა, დღეს ნამდვილი ანგელოზი ხარ (დიტო) -ხუმრობ? (მე) -არა, შენ ყველაზე ლამაზი გოგო ხარ ვინც ოდესმე მინახავს. (დიტო) მისგან ამის მოსმენა გამიკვირდა, თორემ რაც მითხრა ეს ბევრჯერ მომისმენია სხვისგან. -ეს კაბა ძალიან გიხდება (დიტო) -მადლობა კომპლიმენტებისთვის. (მე) უეცრად ტაშის ხმა გაისმა, ყველა ჩვენ გვიყურებდა და ტაშს უკრავდა. ვერაფერს მივხვდი, იქეთ-აქეთ ვიხედებოდი, მერე დიტოს ჩუმად ვუთხარი -ეს რას ნიშნავს? (მე) -ხომ ხედავ ყველას როგორ მოსწონს ჩვენი წყვილი. (დიტო) -როდის აქეთ ვართ წყვილი? შენ მართლა შენი მორიგი გოგო ხო არ გგონივარ? აქ ანის დაჟინებული თხოვნის გამო მოვედი, და არა იმიტო რო შენი მეწყვილეობა მინდა (მე) -დიახ ჩემი მორიგი გოგო ხარ, ოღონდ მორიგი, და უკანასკნელი. (დიტო) თან თვალი ჩამიკრა -ვერ ეღირსები დიტო ჯავახიშვილო. (მე) ვუთხარი და იქედან გამოვედი, თუმცა მალევე დამეწია და თავისკენ მიმაბრუნა. -ვერ გავიგე რატო გამირბიხარ? (დიტო) -შემეშვი რა (მე) -არ შეგეშვები გოგო არა! შეიგნე! (დიტო) -ვერ გიტან! (მე) -არაუშავს, შემიყვარებ (დიტო) -შენი ილუზიები შენთვის შეინახე! (მე) უეცრად ხელი ძალიან მაგრად მომიჭირა -წამოდი (დიტო) -ხელი გამიშვი, თავი დამანებე, შემეშვი იდიოტო სად მიგყავარ. მანქანაში ჩამტენა რასაც ქვია, თვითონაც ჩაჯდა და ბოლო სიჩქარით მიდიოდა. ძალიან აღელვებული ვიყავი მაგრამ მშვიდად ვუთხარი -დიტო ნელა იარე!. (მე) რომ დაინახა ჩემი შეშინებული სახე, სიჩქარეს უკლო. ცოტა ხანში ვკითხე. -სად მივდივართ? (მე) -ჩემთან. (დიტო) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.