ბედნიერია გოგონა?! (3)
მეორე დილა საშინელება იყო! მთელი დღე ცა მოქუფრული იყო. კი არ წვიმდა, ცა სულ გაშავებული იყო. დილიდანვე ცუდ ხასიათზე ვიყავი. ალბათ მოქუფრულმა ცამ იმოქმედა ჩემზე. უცებ ავდექი და დაბლა ჩავედი. - ხელოუუ ევრივაან! - დავიყვირე როცა სასტუმრო ოთახში ჩავედი. პასუხი არავინ გამცა. - ააეეეთ! სად ხართ? - ისევ დავიძახე. ყველა სადღაც გამქრალიყო. - ბებე, შენ მაინც სად წახვედი? - დავიძახე თუ არა, ზევიდან ნაბიჯების ხმა მომესმა. კიბემდე მივირბინე და დავინახე ბებე, რომელსაც ბაბუა და მამა მოჰყვებოდენ. - სად გაქრით ამ დილაუთენია?! - ვუთხარი. - ჩემი გოგო, როგორ ხარ? - ნიკა მოვიდა და ლოყაზე მაკოცა. - კარგად შენ? - მოვიკითხე. - ისე ლორა, ჯემომ მითხრა გამომიაროსო. - რატო რამე ხდება? - ვკითხე გაკვირვებულმა მამას, რადგან ჯემო სულ თვითონ მოდიოდა ხოლმე ჩემს მოსაკითხად. - ადამიანო, რამდენი ხანია არ გინახავს ნათლიაშენი და რატომ გიკვირს? - მისაყვედურა მამამ. - როგორ არა, მამი, გუშინ ვნახე! - სად ნახე გუშინ? - მასთან ვიყავი. - და რა გინდოდა მასთან? - მკითხა გაკვირვებულმა ნიკამ. - ოო მამა, შენთვითონ არ მითხარი რო შენი ნათლიაა და უნდა ნახოო? - მაინც რა გინდოდა ჯემოსთან? - შარვალ-კოსტუმი გამოვართვი. - გამეცინა და ბებეს გავხედე. ბებე მუქარის სახით მიყურებდა. - მასხარა! - მითხრა - არ მომიწყო აქ ხელის თხოვნის პროცესი? უსინდისო! - ლორა, - ნიკას თვალები გაუფართოვდა - შენ რა სესიმ ხელი გთხოვა? - სესიმ კი არა პიტამ! - წამოიყვირა ბებემ და მწვანილებს დასწვდა - ორი მასხარა - დანას დასწვდა - ორი მოცლილი - საჭრელ დაფაზე დაალაგა - ნამდვილი ტუტუცები! - და ისე სწრაფად დაჭრა მწვანილი, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. - კარგი რაა ლენა, შენი ბრალი იყო! რას ჩამაცივდი დილით შეყვარებული გყავს თუ არაო?! - ნაწყენმა ვუთხარი. - ისე, გყავს?! - მკითხა ვითომდა არაფერის მზერით მამამ, მაგრამ გვარიანად შეშფოთებული სახ ჰქონდა. - ოოო, მამა, მოგცლიათ რაა! - ტუჩები მოვპრუწე და გაბუსხული ჩემი ოთახისკენ დავიძარი. არ გამომპარვია, თუ როგორ გახედა ნიკამ ლენას. - ნეტა რა ხდება? - ვფიქრობდი ჩემთვის - ბებიას, ბაბუას და მამას წესად აქვთ კაბინეტში ასე ჩაკეტვა მაშინ, როცა რაიმე გადაუდებელი ხდება. გარდერობი გამოვაღე, გრძელი შავი ქვედაბოლო, შავი ზედა, და შავი ბოტასები ჩავიცვი. ყელზე შავი ელასტიური თავსაფარი მოვიხვიე, რადგან საღამოს ტაძარშიც ვაპირებდი წასვლას. ისევ ჩავედი დაბლა. - ლორა რა შავებში ხარ გამოწყობილი რა არის გოგო ეს?! - მისაყვედურა ნიკამ. - არ აქვს საშავოდ საქმე თუ რა? - უყვირა ლენამ და თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა. - ხალხო რა უნაურად იქცევით? რა ხდება? დილით ადრე კაბინეტში ჩაიკეტეთ, მერე შეყვარებულზე რომ მკითხა მამამ შეშფოთებული სახით შემომხედა, ახლა ეს "საშავო" საქმე! გამაგებინეთ რა ხდება! - ლორა, ისტერიკის გამართვა საჭირო არ არის, თუ საჭირო გახდა გეტყვით ყველაფერს! - "დამამშვიდა" მამამ. - მე ამ ოჯახის წევრი ვარ და უფლება მაქვს ყველაფერი ვიცოდე! - წამოვიყვირე. უცებ მამას ტელეფონმა დაურეკა. ისაუბრა და მალევე დაკიდა. - ჯემომ დაგიბარა გამოვიდეს დროზეო. - მამა, ამჯერად გადარჩი, მაგრამ სახლში რომ მოვალ ყველაფერს დეტალურად მომიყვები! ჰოლში გავედი თუ არა ბაბუას ხმა გავიგე: - ნიკა როგორ ეტყვი ახლა ამას? - მამა, ის ეტყვის ვისი მთავარი საქმეც ესაა! - თქვა შეშფოთებული ხმით ნიკამ. *** - ლორა რა არი, რა შავებში ხარ გამოწყობილი! - მისაყვედურა ჯემომ. - რავი ჯემო, მგონი გვანცა მოკვდა... - გვანცა კი არა დედა დაუძახე, შეიგნე როგორმე ამ შეუგნებელ თავში! - ჯემო "იბორჩხალები" გაქვს? - ეშმაკური მზერით შევხედე ჯემოს. - კარადა გამოაღე და იქ დევს. - სიცილით მითხრა. - უუუჰ! შენნაირ "კობორჩხალებს" ვერავინ ყიდულობს! - ვთქვი სიცილით. - ფუი აფერისტი! "როშენი" რატო არ გიყვარს ვერ ვხვდები... - თავი მოიფხანა ჯემომ. - ცუდი გემო აქვს და იმიტომ! - მხრები ავიჩეჩე და გამეღიმა. - ცუდი გემო "როშენს"?! გაგიჟდი? - ხოო, მართლა არ მიყვარს, მაგრამ მდიდრულ კანფეტებს ვერ ვიტან. - აი თურმე რატომ აქვს მამაშენს ამდენი ფული! - გადაიხარხარა ჯემომ. - ზუსტად! - გამეცინა. ჯემომ ყავა გაიკეთა და მოსვა. - რაზე დამიბარე აბა ჩემო ნათლიჩკა? ჯემო შეიშმუშნა. - რაზე და... ოღონდ არ დამცინო! - დამიცაცხანა. - მე და სიცილი? შორს ვართ... თან დღეს ცუდ ხასიათზე ვარ. - ამას რო გეტყვი უცებ მოხვალ ხასიათზე - გაეღიმა - მოკლედ... ცოლი მომყავს! "კიბორჩხალა" გადამცდა და ხროტინი დავიწყე. ჯემო მომვარდა და ისეთი ძალით მირტყა ზურგში ხელები, ლამის ჩამინგრია. ერთი ამოვახველე და ჯემოს ცერა თითი ვუჩვენე კარგად ვარ თქო. ფეხზე წამოვდექი და დავიკივლე: - იეეეეს! ჩემსშინაბერა ნათლიას ცოლი მოჰყავს! იუჰუუუუ! ჯემომ თვალები დამიბრიალა. - შინაბერა შენ ხარ თუ კარგია! ჯერ მხოლოდ 37 წლის ვარ! - 37 წელი ისეთი პატარა ასაკია, რო რავი რაა... - გამეცინა - ვინ მოგყავს? კარგი გოგოა? მეოჯახეა? შენნაირი შინაბერაა? - დავაყარე კითხვები. - დეა ჰქვია, ძალიან მაგარი გოგოა! მეოჯახეა რათქმაუნდა! ლორა, ჩემზე შინაბერას კიდევ იტყვი და გაგაგდებ! - და მერე ვინ გამოგყვება ბეჭდის საყიდლად დაინახავ! - ბოროტი სახით შევხედე. - ეე, შენ რა იცი რომ მე ბეჭდის საყიდლად მივდიოდი? - ეს ბუნებრივია, ლოგიკურად მივხვდი. - გამოუსწორებელი მასხარა ხარ! - თავი გადააქნია ჯემომ - ისე, ის შარვალ-კოსტუმი დამიბრუნა სესილიმ. მოწონების ნიშნად ცერა თითი ავუწიე. - ისე რა მაგარი იქნება... დეა ბიცოოოლაააა! - რა გინდა შვილო? - კიბორჩხალა კანფეტს მომცეეეემ? - მოდი ბიცოლა შემოგევლოს, აიღე! - გამოვაჯავრე ჯემო. - მასხარა ხარ რაა, ენატლიკინა მასხარა! წავედით! - მითხრა და ბეჭდის საყიდლად გავემართეთ. *** - აი ეს უყიდე! - ვუთხარი ჯემოს და დიდი წითელთვლიანი ბეჭედი დავანახე. - ვერ ხარ ხო? ამ ღარიბულ ბეჭედს როგორ ვუყიდი? - შეიცხადა ჯემომ. - გაგიჟდი? ესაა ღარიბული? ვაიმეე! არ მესმის ამ მდიდარი ხალხის! ეს რომ ჩემმა ქმარმა მიყიდოს ალბათ მთელი ცხოვრება არ მოვიხსნი! - გლახა ხარ და ეგაა რაა! - მითხრა ჯემომ ცოტა ხნის შემდეგ. - ეე, რატო ვარ გლახა? - იმიტო, რო ამდენი სიმდიდრეა აქ და შენ კიდევ სულ სხვაგან დაფრინავ... - ძალიან მეტყობა? - ტუჩები მოვილოკე. - აბა, მომიყევი რა ხდება. ჯემოს არაფერს ვუმალავ, ამიტომ მოვუყევი რაც ხდებოდა. - ხო, ვიცი, მამაშენი კომპანიაშიც ძალიან უცნაურად იქცევა. მეც არაფერს მიყვება, ჩაკეტილია. - აი ეს! ეს იყიდე! - წამოვიყვირე. ლამაზი, პატარა ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი იყო. იმდენად მომეწონა, რომ ადგილზე ხტუნვა დავიწყე. - ოოო, ლორა, წამოდი რაა, რას გავს! ფუი! გემოვნება არ გაქვს! - მკლავში მომკიდა ხელი და წამათრია. ჯემო დახლებს შორის გაძვრა და თვალთახედვიდან დამეკარგა. მეც დრო ვიხელთე და ის ბეჭედი მოვძებნე, რომელიც ასე ძალიან მომეწონა. თითზე გავიკეთე. როგორ მომიხდა... - ლორა! სად ჯანდაბაში გაქრი? - დამიყვირა ჯემომ. სიჩქარისგან ბეჭედი ჯიბეში ჩავიგდე და ჯემოსკენ გავიქეცი. - აარჩიე? - ვკითხე. - კიი ავარჩიე! ნახე! - მითხრა აღფრთოვანებულმა. დიდი, უზარმაზარი წითელთვლიანი ბეჭედი მიჩვენა. - ჰმმ... კარგია... მაგრამ შენ იცი, რომ მე ასეთები არ მიყვარს... - კარგი, წავედით, საღამოს ნიშნობა მაქვს! - სახე გაებადრა. - ნიშნობა გაქვს? გაგიჟდი? ახლა მარტო რატო მითხარი? რომელ საათზეა? - პირველზე. ნათლიაჩემი ინიშნება... სასწაულია! *** პირველ საათზე მე, მამა, ლენა ბებე, საბა ბაბუა, ნოდო (ჯემოს და ნიკას ძმაკაცი), და ბატონი სიძე - ჯემო დეას სახლში გამოვცხადდით. სახლში ზრდილობიანად მიგვიწვიეს. ნიკას თავ-პირი ჩამოსტიროდა. არც ლენა და საბა იყვნენ უკეთეს დღეში. - ლორა, ყავას დალევთ? - მკითხა დეამ როცა ყავის დალევის დრო დადგა. - მომავალო ბიცოლა, ძალიან გთხოვ თქვენობით ნუ მელაპარაკები! ლორა დამიძახე, უბრალოდ ლორა! - გამეცინა. - ბიცოლა არ დამიძახო რაა, თავი მოხუცი მგონია - მითხრა მაშინ როცა სამზარეულოში შევყევი. - ეეჰ, მე უკვე მოვხუცდი, მარა არავის ვუნდივარ! - გამეცინა. - შენისთანა ანგელოზ გოგოს მალე გამოუჩნდება სპონსორი! - გაიღიმა - მხოლოდ ახლაღა გამოჩნდა ჩემი დამკვეთიც - თავით მანიშნა ჯემოზე. ჯემომაც ზუსტად ამ დროს გამოიხედა და ჩემი აკისკისებული სახე რომ დაინახა მუშტი მომიღერა. - ეს ნამდვილი ჯიგარია! - ვანიშნე ჯემოზე - მაგრამ კრეტინია! - გადავიკისკისე. - უიმე, გათხოვებას ვაპირებ და ასეთებს ნუ მეუბნები რაა! - გაეცინა დეასაც. - შავი ფერი გიხდება... ასე რატომ გაცვია, ვინმე მოგიკვდა? - მკითხა. - კი, გვანცა მოკვდა... - მეგობარი? - არა დედა. დეას სახე დაუღონდა. - ვიზიარებ, არ ვიცოდი. - არაუშავს... დედას არასდროს ვეძახი... ამიტომ უკვირთ ხოლმე... ყავაც ადუღდა. - ლორა დამეხმარე რა წაღებაში... - მთხოვა დეამ. - აუ ბიცოლაჩემი ეს ჯემოს ჭიქაა? - ვკითხე დეას. - ოო, ლორა! ბიცოლა არა, ჩათვალე რომ შენი დაქალი ხარ! კიი, ეს ჯემოს ჭიქაა. კარადა უცებ გამოვაღე და პატარა სამარილეს დავწვდი. - ლორა რას აკეთებ? ერთი დიდი კოვზი მარილი ავიღე და ჯემოს ჭიქაში ჩავყარე. - ლორა, გაგიჟდი? რა ქენი გოგო? - არ გაგიგია თურქული ტრადიცია? სიძეს მარილს უყრიან ჭიქაში! - დავიკრიჭე. - ახალი უნდა ავადუღო ახლა! - თუ ოდნავ მაინც გიყვარს ჯემო ეს არ ქნა რაა, გეხვეწები! ბოლოს როგორღაც დავითანხმე და ხალხთან გავედით. დეამ ყველას მისცა ყავა და ბოლოს ჯემოსთან გაჩერდა. ეტყობა ფიქრობდა, მივცე ეს ჭიქა თუ არაო. ბოლოს მისცა და გვერდზე მომიჯდა. ჯემომ ყავა პირთან მიიტანა და უცებ დალია. სახე დაემანჭა და მაშინვე მე შემომხედა. - ბიჭო რა გჭირს? - ჰკითხა ნოდომ. ჯემომ სული მოითქვა როგორღაც. - მარილი შენ ჩამიყარე ეშმაკის ფეხო? გავიკრიჭე. ყველას გაეცინა ამ საქციელზე. - ნათლიჩკა, ძველი თურქული ტრადიციაა, შენ თვითონ არ მანახე ტელევიზორში ადრე? - გამოვაჯავრე. - დაგკლავ შენ! - გაეცინა. ნიკა მოქუფრული იყო. ბებია და ბაბუაც არ იყვნენ უკეთეს დღეში. *** ტაძარში ადრე მივედი. გვანცას საფლავთან მივედი. - გვანცი, როგორ ხარ? არ გიცნობ, მაგრამ ძალიან მომენატრე! საფლავი გავწმინდე და ტაძარში შევედი. წინა ადგილი დავიკავე. ლოცვა ჩვეულებრივ ორ საათს გაგრძელდა. ცოტა ხანში უკნიდან მწველი მზერა ვიგრძენი. უკან გავიხედე და დავინახე ის ბიჭი, გუშინ ჩვენს სახლში რომ იყო. დაჟინებით მიყურებდა. ყურადღება აღარ მივაციე და ლოცვა დავიწყე. *** - შეიძლება დაგელაპარაკო? - მითხრა ხმამ, როცა ტაძრიდან გამოვედი. უკან მოვიხედე და ის ბიჭი შემრჩა ხელში. - გისმენ! - აქ არა, კაფეში დავჯდეთ. - აქვე მითხარი მეჩქარება! - კაფეში წამოდი! - მიბრძანა და წინ გამიძღვა. შეურაცყოფილი უკან გავყევი. კაფეში დავჯექით. - რას დალევთ? - გვკითხა მიმტანმა. - მე არაფერს. - ვთქვი მე. - არც მე, შეგიძლია დაგვტოვო. მიმტანი გატრიალდა და წავიდა. - რა ხდება? ვიცნობთ ერთმანეთს? - ვიკითხე. - დიდი დრო გვექნება ერთმანეთის გასაცნობად. - ანუ? - ვიკითხე დაბნეულმა. - ცოლად გამომყვები? - მკითხა უცნობმა სრულიად მშვიდად. ---------------------------------------- ესეც შემდეგი თავი. შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით. გავაგრძელო თუ არა? დააკომენტარეთ. თქვენი coco girl |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.