შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (14 ნაწილი)
მანქანა რაღაც სასტუმროსთან გააჩერა. -გადმოდი, დავისვენოთ ცოტა - მითხრა გაღიმებულმა, მანქანას მეორე მხრიდან მოუარა და კარი გამიღო. თავდახრილი ავდექი და გასვლას ვაპირებდი, როცა მკლავებში მომიმწყვდია. -სად მიიპარები პატარა ქალბატონო?! - ყურთან მიჩურჩულა და თავი ჩემს კისერში ჩარგო. მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა და სიამოვნებისგან ერთ ადგილას გავშეშდი. ვნებიანად მაკოცა, შემდეგ ტუჩებიც დამიგემოვნა და როდესაც ჩემი უღონო სახე დაინახა გაეცინა -რა გაცინებს დებილოო - ვუთხარი და ენა გამოვუყავი -ჩემი პატარა გოგო ხარ შენ, ჩემი ცქნაფა - მითხრა, ცხვირზე ხელი მომიჭირა, ხელი წელზე მომხვია და სასტუმროსკენ წამიძღვა. ოთახში რომ ავედით მაშინვე საწოლზე დავემხე. შაკო გვერდით მომიწვა და ჩამეხუტა. -გეძინება ლიზუუ? - მკითხა საყვარლად. ღმერთო რა საყვარელიაა!!!!! -აჰაამ - ვუპასუხე ნახევრად ძილ-ბურანში მყოფმა და საყვარელი მამაკაცის მკლავებში გავირინდე. ასე ტკბილად ბოლოს როდის მეძინა არ ვიცი. მეორე დღეს ჩემს სახეზე მოთამაშე მზის სხივებმა გამაღვიძეს. თავი გადავატრიალე და მძინარე შაკოს დანახვისას გულში სითბო ჩამეღვარა... ალბათ კიდევ დიდხანს არ გაიღვიძებდა, მეც მეტი რა მინდოდა... მისი სახის თვალიერება დავიწყე. არა რაა, მაინც რა სიმპატიური იყო.. საღოოლ ლიზა, ბიჭების არჩევაში 10იანი გეკუთვნის :დდ -სახეზე მიშტერება უზრდელობაა - თქვა ნახევრად მძინარე შაკომ და თავი წამოყო. ვაიმეე, როგორ შემრცხვაა... ვინატრე იმწამს მიწა გამსკდომოდა და სადმე ჭირში ჩავეტანე. ალბათ სახეზეც ავწითლდი. შაკომ კისერში სველი კოცნა დამიტოვა, ნელ-ნელა ტუჩებამდე მოვიდა და ისინიც დააგემოვნა. არვიცი ეს ბიჭი რას მიშვება, მაგრამ ფაქტია, რომ როცა მეხება აზროვნების უნარს ვკარგავ. გამონაკლისი არც ახლა ყოფილა. თვალდახუჭული ვტკბებოდი მისი ყოველი შეხებით და შეძლებისდაგვარად ვყვებოდი. უეცრად შაკო რაღაცნაირად წამოენთო, ხელები მაიკის ქვეშ შემიცურა და უფრო ძლიერად ამიკრო, ჩემს ფეხებს შუა მოექცა და უფრო მონდომებით დამიწყო კოცნა. იმწამს მეც გავრეკე ალბათ, არვიცი. ხელები თმებში შევუცურე და ჩემსკენ მოვქაჩე. ზოგადად ისე ხდება ხოლმე წიგნებში, რომ ყველა კარგი მომენტი უნდა გაფუჭდეს. ეს შემთხვევა ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. შაკოს ტელეფონზე დაურეკეს. ჯერ არ მშორდებოდა, თუმცა როდესაც მიხვდა, რომ ტელეფონი გაჩერებას არ აპირებდა უკმაყოფილოდ მომშორდა და ტელეფონს გადასწვდა. როდესაც მისი ხელები ჩემს სხეულს მოშორდა, თითქოს თავიდან დავიწყე სუნთქვა. მალე წამოვხტი საწოლიდან და აბურძგნილი თმები მოვიწესრიგე. ტანზე ჩავიცვი და ტელეფონს დავხედე. თურმე უკვე შუადღე ყოფილა!!! ამდენი არასდროს არ მძინებია. შაკომ ტელეფონი მალე გათიშა და მომიახლოვდა. -ჩემი ტკბილი გოგოო, იცოდე ამჯერად გადამირჩი - გამაფრთხილებლად დამიქნია თითი და ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა. - წამოდი ბიჭები გვერძე ოთახში გველოდებიან. -ბიჭები აქ არიან?! - გამიკვირდა და თან შემრცხვა, რას იფიქრებდნენ... -ხოო - გამიღიმა, მოკლე პაუზის შემდეგ კი გაეცინა - არ მითხრა რო გრცხვენია - მოვიდა, გულში ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა. - ჩემი პატარა გოგო ხარ რა - მითხრა, ხელი გადამხვია და დერეფანს გავუყევით ბიჭების ოთახისკენ. -ოჰჰჰ, გვიკადრა შეყვარებულმა წყვილმა (თემო) - ისევ დაბრუნებოდა მხიარული ხასიათი. სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი. შაკოს კიდევ საერთოდ არ ერიდებოდა. გამაგიჟებს ეს მე რაა!!! -ბიჭო ამოგაძრობ მაგ ენას(შაკო) - დაემუქრა მხიარულად და დივანზე დაჯდა. მეც გვერდით მიმისვა.- მეორე წყვილი სადაა? - იკითხა ცნობისმოყვარედ -აუუ ბიჭო, მაგათთან რთულადაა საქმე... ეს დემე მაგრა ახურებს რა...(ლექსო) - თქვა ჩაფიქრებულმა -ოოო, ეგ ცუდია(შაკო) - დაეთანხმა ესეც -ეხლა ველაპარაკე თოკოს და სხვა სასტუმროში ყოფილან. ეგეც მაგარია რა, ვერასდროს ვერ მოდის იმ სასტუმროში რომელსაც ვეუბნები. იმენაა, სხვა უნდა ვუთხრა და აქ მოვა (თემო) - იცინოდა უდარდელად. -შენ რას გვეტყვი გვრიტო?? დაგვივიწყე ხო ძველი მეგობრები(თემო) მომიბრუნდა ვითომ ნაწყენი. -მომიტაცეს და როდის უნდა გამხსენებოდი (მე) - გვერდით მომიჯდა და თმა ამიჩეჩა. -ჩვენი პატარა ლიზიკოო, რამხელა ხარ გოგო ტაქსი წრეზე თუმანს დაწერს (თემო) - თქვა და აროხროხდა. მეც ენა გამოვუყავი გაბუტვის ნიშნად და თავი გავაქნიე. ეხლაღა გამახსენდა ჩემი გიჟი დაქალიი. -მოვალ ეხლავეე! - შევძახე ბიჭებს და ტელეფონისკენ გავემართე მეორე ოთახში. თაკოს ნომერი ავკრიფე და მონატრებული ხმის მოლოდინში გავირინდე -ოჰჰჰ გავახსენდი ერთ ქალბატონს - ჩამესმა თაკოს მუდამ ოპტიმიზმით სავსე ხმა -რომ იცოდე მაქ ქალბატონმა რა დღეები გამოიარა გაგიჟდებიი - ვუთხარი მომხდარით აჟიტირებულმა. -რა მოხდა დაფქვი დროზე ყველაფერი!!! - ისე დაინტერესდა კინაღამ ტელეფონიდან გამოხტა. მოვუყევი ყველაფერი დეტალურად, ხან შეიცხადებდა, ხანაც ეცინებოდა. მოკლედ დიდხანს ველაპარაკე და შევუთანხმდი, რომ როგორც კი თბილისში ჩავიდოდი მაშინვე დავურეკავდი და შევხვდებოდი. ტელეფონი გავთიშე და უკან მივბრუნდი, რომ კარში გავსულიყავი, როცა ოთახში შაკო შემოვიდა და პირდაპირ შევასკდი. -რაიყო გოგო წინ არ უნდა იყურო? - მკითხა სითბოთი გაჟღენთილი ხმით და ხელები წელზე მომხვია. -რადროს იცი ხოლმე შემოსვლა რა - ვუთხარი „უკმაყოფილომ“ -მოდი ჩემთან მომენატრე უკვეე - მიჩურჩულა და ტუჩებზე დამეწაფა. -აუუ, შაკო კაი რა - ვლუღლუღებდი რაღაცას, გაურკვევლად და ბუნდოვნად. - შაკოო - ისევ ვაგრძელებდი წუწუნს იმ იმედით, რომ გაჩერდებოდა. -ეხლა წასასვლელები ვართ და ბიჭები გველოდებიან. იმათი დამსახურებაა რომ გადამირჩი იცოდე - გამაფრთხილებლად დამარიგა პატარა ბავშვივით და მომშორდა რომ კარში გასვლა შემძლებოდა. მეც, შაკოს სურნელით გაბრუებული ფაქტიურად ბანცალით გავუყევი დერეფანს. -აუუ შაკოო - ვუთხარი და პატარა ბავშვივით დავეჯაჯგურე -ხო ცქნაფუუ -თოკო სადაა? - ვკითხე ინტერესით -რავიცი მე, საღამოს თბილისში ჩამოვა ეგეც და ნახავ -კაიაა - გამიხარდა. მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე დიდი ხანი იყო გასული რაც არ მენახა, მაინც ძალიან მენატრებოდა. ერთი სული მქონდა როდის ჩავეხუტებოდი ჩემს ძამიკოს. მანქანაში ჩავჯექით და გზას გავუყევით. თბილისისაკენ მიმავალი 4საათიანი გზა შეუმჩნევლად გავიარეთ. თემო მთელი გზა ენას არ აჩერებდა. იმდენს მაიმუნობდა და ხუმრობდა, რომ სიცილით მუცელი მტკიოდა. სახლში შევედი და მონატრებულ ოთახებს თვალი გადავავლე. -აბაა დიასახლისოო... სტუმარი მოვიდა გაგვიმასპინძლდიი!!! (თემო) -ხოო მიდი რამე იჩალიჩე რა, ძაან მშია(ლექსო) - მითხრა მანაც მხიარულად და ხმაში მუდარის ტონებიც გაურია, რომ ბევრი წვალება არ დასჭირვებოდა ჩემს დათანხმებაზე. -კარგით, კარგით. დასხედით მანდ და გავაკეთებ რამეს - ვუთხარი ბიჭებს და სამზარეულოში შევედი. საჭირო „მასალა“ გადმოვაწყვე და ცეზარის გაკეთებას შევუდექი. თან პიცაც გავაკეთე და ნახევარ საათში საჭმელი მზად იყო. ხოო, ვიცი რომ ნახევარი საათი ცოტაა, მაგრამ იმდენად მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, რომ ყველაფერს ძალიან სწრაფად ვაკეთებ... -ოოოო, ეს რა სუნებია?!(თემო) - შემოყო თავი სამზარეულოში და სურნელი კარგად ჩაისუნთქა. -რაიყო დაიცალა მსოფლიოს ჟანგბადი, ცოტა ეკონომიურად(ლექსო) - შემოყვა ისიც ძმაკაცს და მაგიდას მოუჯდა. -ლიზუუ, ოქრის ხელები გაქ ჩემო პატარა - შაკო მოვიდა, ხელები წელზე მომხვია და კისერში მაკოცა. ძალიან შემრცხვა, აიიი ძალიააააან... ალბათ ჭარხალივით გავწითლდი... -შაკოო, გაიწიე - ჩავჩურჩულე ყურში და მოცილება ვცადე. -ჰოო კაი ბიჭო ნუ შეჭამე ეგ გოგო, საჭმელი აქ დევს(თემო) -აუუ, ეს რა დაავადებაა(შაკო) - ამოიოხრა საცოდავად და მაგიდას მიუჯდა. ყველამ სიცილი დავიწყეთ. საუზმე გემრიელად მივირთვით და თოკოც გაგვახსენდა. -ბიჭო მიდი ერთი იმ დაკარგულს დაურეკე სადაა(ლექსო) -ჰოო ეხავე, მეც მაგას ვაპირებდი(თემო) - აკრიფა თოკოს ნომერი და ტელეფონი ყურზე მიიდო. -შე****!!! ეგრე უნდა დავიწყება?? შეყვარებული ხარ და დაგვივიწყე ხო?? -..... -როდის მოხვალ? -..... -აჰაა კაი, ბიჭო ბარემ კლუბში მოდი. -...... -კაი ბრატ დროებით. - ტელეფონი გათიშა და მხიარულად გამოაცხადა -კაროჩეე... ეხლა ყველა მივდივართ კლუბში და თოკოც იქ მოვა -მიდი ადი ჩაიცვი და წავიდეთ(შაკო) - თბილად მითხრა და ლოყაზე მაკოცა. აი ზუსტად ის ადგილი სადაც თავისი მხურვალე ტუჩები მომაკრო ალბათ ამეწვა, ამიწითლდა, რავიცი ყველაფერი ერთად დამემართა. რა უბედურებაა ყველას თვალწინ კოცნა. სულ მერიდებოდა ასეთი მომენტების. თავი დავხარე და დარცხვენილი ავედი ჩემს ოთახში. კაბის შერჩევა არ გამჭირვებია. ჩემი საყვარელი კაბა ჩავიცვი - მოკლე მოტკეცილი წითელი კაბა, ოდნავ ამოღებული ზურგით. ფეხზე წითელი ქუსლებიანი და წითელი პომადა წავისვი. მაკიაჟს არ ვისვავ ხოლმე, თუმცა დღეს რატომღაც მომინდა. ამ მზადებაში ჩემი თაკო გამახსენდა. ტელეფონი ავიღე და დავურეკე -თააკ რასშვები?? -რავი აბა, ტელევიზორს ვუყურებ. ისეთს არაფერს, რახდება?? -გოგო ეხლა კლუბში მივდივართ მე და ბიჭები და წამო რა შენც. მომენატრე და ვიჭორაოთ ოქეი? -კაი წამოვალ -მაშინ გაემზადე და გამოგივლით -ოკ გელოდები სიხარულოო -დროებით - გავუთიშე, ჩემს თავს ბოლოჯერ შევავლე თვალი სარკეში და კმაყოფილი ჩავედი ქვემოთ. ბიჭებმა პირი დააღეს, შაკოსაც იგივე რეაქცია ჰქონდა, თუმცა უკმაყოფილოდ ამათვალიერ-ჩამათვალიერა -შენ გოგო გევასება ჩემს ჩხუბს რომ უყურებ ხოლმე(შაკო) -ოოო რაგინდა(მე) - ვკითხე გაბუსულმა -კაი ხო არაფერი წამო წავედით(შაკო) - ღიმილით მომიახლოვდა, ხელი გადამხვია და ჩვენც. წავედით. კლუბში მე და თაკომ ფეხი შევდგით თუ არა, მაგიდას მივუჯექით და ჭორაობა დავიწყეთ. ბიჭები არც გაგვხსენებია. ბართან იდგნენ და შეკვეთას ელოდებოდნენ. უკან მომავალებს კმაყოფილი სახეები ჰქონდათ. აშკარად ერთი სული ჰქონდათ როდის შეჭამდნენ იმ ყველაფერს. შაკოს ჩემს გვერდზე უნდა დაჯდომა, თუმცა თაკომ უთხრა დღეს შენი შეყვარებული ჩემიაო და ახლოსაც არ მოუშვა. ისიც ღიმილით დაემორჩილა და ჩემს წინ დაჯდა. სულ მე მიყურებდა და უკვე მაკომპლექსებდა მისი ასეთი საქციელი. -გოგო რაარი რა თვალებით გჭამს (თაკო) - ჩამჩურჩულა ყურში სიცილით. საპასუხოდ მხოლოდ გავუცინე და თვალი ისევ შაკოსკენ გავაპარე. -წამოდი ვიცეკვოთ(შაკო) - მითხრა მშვიდი ბოხი ხმით და წამოდგა. მეც ხელი გავუწოდე და საცეკვაოდ გავედით. ჯაგა-ჯუგებს რომ ეძახიან ეგეთი მუსიკა იყო ჩართული. მაგრა გავერთე და დავიღალე კიდეც. უკვე დაჯდომას ვაპირებდი, როდესაც ნელი სიმღერა ჩაირთო... შაკოსაც მეტი რა უნდოდა, ხელი წელზე მომხვია და ზედ ამიკრო. მე ხელები კისერზე მოვხვიე, თავი მის კისერში ჩავრგე და მუსიკას ავყევი. ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო. ვისაც ერთხელ მაინც გამოგიცდიათ, თუ რა შეგრძნებაა როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად ასე ჩახუტებული ცეკვავ, არასდროს დაგავიწყდებათ. ცეკვა რომ მორჩა შაკომ კისერში ერთი მხურვალე კოცნა დამიტოვა და ჩვენც მაგიდასთან დავბრუნდით. თოკო მოსული დამხვდა. -თოკო მოხვედი?? - ვკითხე გახარებულმა და ჩავეხუტე. -ხო ლიიზ. მოგენატრე? -აუ კიი ძაან - მოვესიყვარულეთ ერთმანეთს. -ეეე მე მგონი უკვე ვთქვი, რომ ეს გოგო დღეს ჩემია(თაკო) - გამოაცხადა ამაყად და თავისთან გადამსვა. -ხო რაიყო კი არ შევჭამთ(თემო) - ენა გამოუყო სასაცილოდ. არც თაკომ დააკლო და კინკლაობა დაიწყეს. -კაი ვსიო გეყოთ ახლა - ისევ მე დავალაგე სიტუაცია - აუ არ წავიდეთ? დავიღალე - ამოვთქვი საწყლად და ბიჭებს შრეკის კატის თვალებით მივაჩერდი -ოღონდ ეგ თვალები არ დამანახო და რასაც გინდა იმას ვიზავთ(ლექსო) - მიპასუხა მხიარულად და მეც გამარჯვებული მზერით ავდექი მაგიდიდან. -ხო მართლა, თოოკ, ელენე სადაა? - ვკითხე, როდესაც შევამჩნიე, რომ ვიღაც მაკლდა და ეს ვიღაც თოკოს შეყვარებული იყო -ძმასთან დავტოვე ბათუმში - მიპასუხა სევდიანმა. აშკარად ენატრებოდა -არ იდარდო, ყველაფერი მოგვარდება აი ნახავ - ვუთხარი იმედიანად და ლოყაზე ვაკოცე. მანაც ხელი გადამხვია და მანქანაში ჩავსხედით. ....... აი ბავშვებო ესეც შემდეგი თავი. ყოველთვის მიხარია თქვენი კომენტარების ნახვძალიან შემიყვარდით და ამის თქმა არასდროს დამეზარება მადლობა რომ არ გეზარებათ ერთი-ორი სიტყვით თქვენი მოსაზრების გამოთქმა. იმედია ეს თავიც მოგეწონებათ ველი შეფასებასს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.