შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (9 ნაწილი)


26-05-2015, 22:43
ავტორი ანკა
ნანახია 5 284

ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, თუმცა მაინც რაღაც მეუცნაურებოდა. შაკოს ფაქტიურად შერიგებული ვიყავი, თუმცა მას ჯერ კიდევ არ უთქვამს რომ ვუყვარდი, ამიტომ ეს გულს მტკენდა.
დილით ოთახში შემოსულმა მზის სხივებმა გამაღვიძეს. მხიარულად ავდექი და ქვემოთ ჩავედი. თოკო და ბიჭები ტახტზე ისხდნენ და რაღაცას გამწარებულები განიხილავდნენ. თან გასაკვირი ის იყო, რომ ვერც კი დამინახეს როდის ჩამოვედი.
-ბიჭო გეუბნები უნდა მივიდე და დაველაპარაკო(თოკო)
-მომისმინე ეხლა სად არიან?(თემო)
-არ ვიცი ტო სადღაც ჯანდაბაში იქნებიან, მარა მაინც ვიპოვი(თოკო)
-იქნებ ჯერ არ ღირს?(ლექსო)
-აბა რას ვუცადო ტოო?(თოკო)
-ჯერ უნდა გავარკვიოთ რას აპირებენ, რომ მიხვიდე და მოგკლან მერე რას შვები?(თემო)
-რა მოკლან, რახდება?!(მე) - რასქვია მოკლან!!! ძმის მოკვლას მიპირებენ და მე არ ვიცი???
-არაფერი შენ არ გეხება(თოკო) - მომიშორა უხეშად
-უკაცრავად, მაგრამ მემგონი შენი მკვლელობა ახსენეთ და მე არ მეხება??(მე)
-არა მეთქი!! - მიღრიალა თოკომ.
ძალიან მეწყინა, ძალიან. ცრემლების მათ წინაშე ღვრას არ ვაპირებდი:
-კარგი, არაფერს აღარ გკითხავ - ვთქვი წყნარად და სამზარეულოში ვპოვე შვება.
ამ დროის განმავლობაში შაკო ჩუმად იჯდა და ყველას ყურს უგდებდა. ნერვებმოშლილმა ცხელი წყალი ჭიქაში ჩავასხი და მოვბრუნდი რომ მაგიდაზე დამედგა, როცა წინ შაკო ამესვეტა და ეს მდუღარე წყალიც ზედ გადავასხი
-ააა!!!!(მე) - ბიჭო დებილი ხარ?!
-აუუუ, რა არის ეს გოგო დავიწვი, ამის დ****!!! - იგინებოდა გამწარებული შაკო. როცა შევატყვე რომ ცუდად არ იყო(მართალია არც კარგად, მაგრამ ნორმალურად), სიცილი ამიტყდა. რა მაცინებდა მეც არ ვიცი, უბრალოდ სიცილისგან მუცელი მეტკინა და ცრემლები წამომივიდა.
-რა გაცინებს გოგო!! - მსაყვედურობდა ვითმ გაბრაზებული შაკო. მე კი პასუხს ვერ ვცემდი. მომიახლოვდა, ხელი წელის ქვეშ შემიცურა და მიმიზიდა. აი აქ კი დავიბენი და თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე. გული ამიჩქარდა და უკვე ალბათ გულიც უნდა წამსვლოდა, როცა თავზე ცივი წყლის გადასხმა ვიგრძენი. ეხლა შაკო კვდებოდა სიცილით, მოიცა მე შენ გაჩვენებ სეირს!!!
-აუუუ შაკო მოგკლავ, სიცოცხლის წინ ბოლო სურვილი თქვი
-კი როგორ არა, შენ რომ ჩემს მოკვლას შეძლებ მსოფლიო გადაშენდება
-ოჰჰ, რა კარგი შედარებები იცი
-ვიცი - მითხრა თავდაჯერებულად - და კიდევ ერთი რამ ვიცი - მომიახლოვდა
-რა - ვცდილობდი თავი მისგან შორს დამეჭირა ისევ რომ არ გამოვშტერებულიყავი და უკან დავიხიე
-ჩემი გეშინია??
-რატომ უნდა მეშინოდეს შენი - ვუთხარი მოჩვენებითი თავდაჯერებით. ტუჩის კუთხე ჩატეხა და ჩემსკენ ორი ნაბიჯი გადმოდგა. დახლთან მიმიმწყვდია, ჩემს გარშემო ხელები შემოაწყო, რომ ვერსად გავქცეულიყავი და გამომიჭირა. სახე ახლოს მოსწია და თვალებზე მომაშტერდა. გაუნძრევლად ვიდექი და მეც მას ვუყურები, თვალს ვერ ვაშორებდი, თითქოს მომაჯადოვა.
-ლიზუუ, მიყვარხარ - ჩამჩურჩულა ყურთან და კისერში მაკოცა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე. შემდეგ ჩემს ბაგეებს დაეწაფა და გულმოდგინედ მკოცნიდა, ცალი ხელით ტანზე ამიკრო, მეორე კი ფეხზე ამოასრიალა. ეკლებმა დამაყარა. კოცნაში მეც ავყევი, ხელი კისერზე მოვხვიე და ავეწეპე. იმდენ ხანს მკოცნიად, უკვე სუნთქვა მეკვროდა
-შაკოო... გა..გაჩე.. მოიცა... - ვლუღლუღებდი ნაწილ-ნაწილ
-ჩუუუ - დაიჩურჩულა და ისევ ჩემს ტუჩებს დაეწაფა. იმდენი ხანი მკოცნიდა, რომ ტუჩები სულ დამიბუჟდა და ამიწითლდა. ნელა მომშორდა და აციმციმებული თვალებით შემომხედა.
მის ამ ქმედებაზე გამეღიმა, ჩავეხუტე და თავი მის კისერში ჩავრგე. მანაც არ დააყოვნა და ძლიერი ტორები წელზე მომხვია. კისერში მაკოცა და თავი ჩემს თმებში ჩარგო.
-ლიზუუ, მიყვარხარ ჩემო პატარა, მაპატიე გთხოვ, ვიცი ცუდად მოვიქეცი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ძალიან ძალიან ძალიან მიყვარხარ - მეჩურჩულებოდა და ხელს ჩემს წელზე დაასრიალებდა. მისი კისრიდან თავი არ ამიწევია ისე ვთქვი ძლივს გასაგონად
-მეც მიყვარხარ - და საყვარელი მამაკაცის სურნელით გავივსე ფილტვები. რამდენიმე წუთი ასე ვიყავით, შემდეგ კი შემცივდა - აუუ შაკო გამიშვი უნდა გამოვიცვალო, რა დებილი ხარ რა...
-ოჰჰ... შეგცივდა ქალბატონო?? აბა რა გეგონა მთელი ჭიქა წყალი რომ დამაცალე - იცინოდა
-მე რავიცოდი შენ თუ უკნიდან მეპარებოდი
-ხოდა ამის მერე ფრთხილად მოტრიალდი ხოლმე, თორემ უკვე იცი რაც გელის
-აუ იდიოტი ხარ რა - გავუცინე და სამზარეულოდან გამოვედი
-ფრთხილად იყავი მაგ იდიოტმა არ დაგსაჯოს შენ!! - გამომძახა
-ვითომ რას მიზამ?
-რას და აი ამას - გამოვარდა სამზარეულოდან, მეცა, ხელში ამიყვანა და ზევით ავარდა
-აუუ, შაკო დამსვი, ვერა ხარ??? დამსვი იდიოტო!!! - ვყვიროდი გამწარებული
-ბიჭო არ მოკლა ეგ ბავშვი(თემო) - ამოგვძახა ქვემოდან
-აუ შენ ხმას ნუ იღებ ბიჭო(შაკო)
ჩასძახა და თავის ოთახში შემიყვანა, საწოლზე დამსვა და გამომცდელად შემომხედა. ვიცი რასაც აპირებდა და გული ამიჩქარდა, თუმცა არ შევიმჩნიე
-ასე მსჯი?? - ვკითხე დებილივით
-მთლად ასე არა, იცოდე ჩემი ოთახიდან არ გამოგიშვებ
-ერთი გაბედე - მომეშალა ნერვები, ამას გონია რადგან სიყვარული ამიხსნა ახლა მბრძანებლობის უფლება აქვს..
-ნუ მაბრაზებ - დამიმარცვლა და საჩვენებელი თითი აწია
-გადი რა - წამოვდექი და კარი უნდა გამეღო, როცა შაკომ ხელი დამიჭირა და კარზე ამაყუდა
-ახლა კი დაისჯები ჯიუტო გოგო - მითხრა და ტუჩებზე ვნებიანად მაკოცა. ერთი ხელი წელზე შემიცურა, მეორე კი აასრიალ-ჩამოასრიალა, შემდეგ კი ფეხზე მომკიდა და წელზე შემომისვა. საწოლზე დამაწვინა, თვითონ კი ზემოდან დამაწვა. ხელი მაიკის ქვეშ შემიცურა, კისერი დამიკოცნა და ისევ ტუჩებზე გადავიდა. ისე გაშმაგებით მკოცნიდა, რომ შენეშინდა რამე ზედმეტი არ მოგვსვლოდა. როცა მაიკის გახდა დამიპირა მაშინვე შევყოყმანდი
-შაკო.. - ხელი მივადე მკერდზე რომ გაწეულიყო - შაკო გაჩე, მოიცა...
-ლიიზ, ისეთი ტკბილი ხარ შემომეჭმები - ვნებიანად ჩამჩურჩულა და ისევ ტუჩებზე მაკოცა.



....თოკოს მონაყოლი......
ბიჭებთან ერთად დილიდან გეგმებს ვაწყობდი, როგორ მოვქცეულიყავი. ელენესთან ასე ადვილად არ მიმიშვებდნენ და მთავარი პრობლემაც ეს იყო... გაბრაზებულმა ლიზას უხეშად ვუპასუხე და ნაწყენი სამზარეულოში შევიდა, შაკოც შეყვა. იქიდან დიდი ხნის შემდეგ გამოვიდნენ, არ ვიცი, ალბათ რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, რადგან შაკო გამოვარდა, ლიზა ხელში აიტაცა და ზემოთ ავარდა. მათი თავი ახლა არ მქონდა და მეც საქმეზე საუბარი განვაგრძე
-კაროჩე... დემეს ნომერი გავჩითე რა(ლექსო)
-ვაა მაგარია(მე)
-დავურეკო??(ლექსო)
-მოიცა ჯერ, რას ვეუბნებით ვიცით?(თემო)
-ვუთხრათ რო შევხვდეთ და ნორმალურად დავილაპარაკოთ(ლექსო)
-კაი მიდი ბრატ დარეკე აბა(მე)
ლექსო მეორე ოთახში გავიდა და მალე შემოვიდა
-რა ქენი?(მე)
-დაბელაპარაკე(ლექსო)
-მერე რაო?(თემო)
-რადა კაროჩე, დღეს ღამით 10 საათზე შეგვხვდებიან ჩვენ კლუბში(ლექსო)
-კაი(მე)
-კაი ბრატ ეგრე ნუ ნერვიულობ რამეს ვიზამთ რა(თემო)
-სპასიბა ბრატ, თქვენ რო არ მყავდეთ რაა..(მე)
-მაგისთვის არ ვართ??(ლექსო)
-ჰოო..(მე)
-აუ ისინი ზემოთ რას შვებიან ნეტა??(თემო) - იკითხა ეშმაკურად
-დაიმხეს ალბათ თავზე იქაურობა(ლექსო) - მოკვდა სიცილით
-ეე ბიჭო ჩემს დაზეა საუბარი და წესიერად!!(მე) – „გავუბრაზდი“
-მერე ჩემგან რა გინდა მე კი არ ვტ**** (თემო) - სიცილისგან ტახტიდან ჩამოვარდა კინაღამ
-აუ ბიჭო მიგახრჩობ ეხლა მანდვე, გამასწარი აქედან(მე) - უკვე ყველა ვღადაობდით...



.....ლიზას მონაყოლი......
კიდევ კარგი შაკოს გაჩერება მოვახერხე. გვერდით მომიწვა, ხელი წელზე მომხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
-ლიზუუ
-ჰოო - ჩავხედე ქვემოდან მომზირალს
-მიყვარხარ
-მე უფრო
-არა მეე(შაკო) - დამეჯღანა და ენა გამომიყო
-მე-მეთქო და ვსო ეხლა!!(მე)
-ლიზუუ...
-ჰოოოო....
-აი ვაფშე ყველაზე მაგრად მიყვარხარ რა, ჩემი ცხოვრება ხარ, ჩემი პატარა ცქნაფა - მითხრა და კისერში ხმაურიანად მაკოცა
-შენ კიდე ჩემი დევი ხარ
-დევი რატო?! - გაუკვირდა
-რავი აბა იმხელა ხარ, მაგხელა მარტო დევია - ვიცინოდი
-შენი დასჯა არ გამაგრძელებინო ეხლა!! იცოდე აღარ გავჩერდები - გამაფრთხილა და მეც ჟრანტელმა დამიარა. წამოიწია, ქვედა ტუჩზე მაკოცა და საწოლზე წამოჯდა.
-აუუ შაკო ნუ მიდიხარ - ვუთხარი და პატარა ბავშვივით ხელზე მოვქაჩე.
-აბა რა ვქნა ცქნაფ, მთელი დღე აქ ვერ ვიქნებით. - მომიბრუნდა და გამიღიმა.
-აუუუ - გავიბუტე და გვერდზაე გადავბრუნდი
-აუ კაი რააა. მებუტები??
-არა, წადი და უკეთეს ადგილას გაერთე... - ვუთხარი გაბრაზებულმა
-აუ ეხლა ხოიცი რო მაგარ სისულელეებს ბაზრობ.. - საწოლს მოუარა და თავთან ჩაიკუზა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაკოცა.
-კაი წამო ჩავიდეთ ქვემოთ - გავუღიმე და წამოვდექი

...............
აიიი ეს დღეები ძალიან დაკავებული ვიაყვი. დილით 8 საათზე გავდიოდი და საღამოს 10ზე მოვდიოდი მკვდარი...
ბოდიში ბავშვებო, შევეცდები მეტი ასე აღარ განმეორდეს.
ყველა ძალიან მიყვარხართ და ძააალიან გამახარებთ თუ ერთი სიტყვით მაინც დაწერთ კომენტარს.
პ.ხ. რას ფიქრობთ პერსონაჟებზე??




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent