რიგითი საქმე, N101 (7)
შუა ღამით რომ გაეღვიძა მარიამს და წინა საღამო გაიხსენა, თავში წაიშინა ხელები. სხვა რა გზა ქონდა?! რას შეცვლიდა? ზუსტად იცოდა, რომ ქეთას ძალიან „გაუტეხა“. უბრალოდ სასმელის ცუდი ზეწოლა იყო. ზოგადად სვავდა, მაგრამ იმდენს არა, რომ ამ დონეზე მისულიყო, თანაც ერთხელ უკვე გამოვლილი ქონდა ამგვარი ცირკები და არ იყო საჭირო მეორედაც, მაგრამ ვერ გააცნობიერა, აშკარად კაკის ცუდი ზემოქმედების წყალობით მასზე. ფეხზე წამოდგა, როგორც ჩანს წინა საღამოს იმდენი მოიფიქრა, რომ კაბა მაინც გაეხადა, მაგრამ პიჟამოს ჩაცმისთვის არ ეცალა ალბათ, ისე ეძინებოდა. სარკეში თვალი მოავლო საკუთარ ანარეკლს. ბოლო რამოდენიმე დღეში მარიამი სრულიად სხვა ადამიანად ქცეულიყო, ადამიანად, რომელიც არც ერთ ასპექტში არ მოსწონდა. კარადა გამოაღო, სპორტულები ჩაიცვა, ფანჯრიდან ნიავი შენიშნა და ამ უკანასკნელი გარემოების გამო ჟაკეტიც შემოიცვა. საფულიდან ფული ამოაძვრინა, ნომერის კარი გახსნა და გავიდა. ლიფტით ჩავიდა დაბლა, რადგან ხუთ სართულს კიბეებით ვერ დალაშქრავდა ამ შუაღამისას. დაცვას მშვიდად ეძინა კართან, თუმცა იმდენად ფხიზლად, რომ პატარა გაფხაკუნებაზეც ეღვიძებოდათ. მარიამიც შენიშნეს და კარგად შეათვალიერეს, „მთვარეული ხომ არ არისო“ – გაიფიქრეს. მანქანით სიარულს არ აპირებდა. ამ შუა ღამით, როცა კაცი–შვილის ჭაჭანება არ იყო გარეთ, გადაწყვიტა, რომ ფეხით უნდა გაეარა. თავადაც არ იცოდა რა უნდოდა, მაგრამ არ ქონდა ნერვი, რომ ნომერის საწოლში ეწრიალა. ქუჩა გადაჭრა და ნელი ნაბიჯებით დაუყვა. არ შემცდარა, მართლაც კარგად ცივი ქარი ქროდა გარშემო და სწორი გადაწყვეტილება იყო ჟაკეტის შემოცმა. მიდიოდა ნელი ნაბიჯებით და ფიქრობდა. კაკის გარდა არავის ეხებოდა მისი ფიქრები, რადგან ეს კაცი რაღაც განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა მასზე. ბოლოსდაბოლოს მისი დამსახურება იყო მარიამის შეცვლა. თუმცა არასასიკეთო შეცვლა, რის გამოც, სავარაუდოდ, მარიამი გადაიხდიდა. აღელვებული ტალღების ხმა მისწვდა მის ყურთასმენას და გაიაზრა, რომ ზღვასთან ახლოს იყო. ბულვარამდე ბევრი არ აკლდა და სანამ ბულვარში შევიდოდა, მაღაზიას მოკრა თვალი. შევიდა და ყველაზე კარგი ვისკი იყიდა. შემდეგ კი გადაჭრა გაზონი და ბულვარიდან სანაპიროზე აღმოჩნდა. ტალღების შიში ბავშვობიდან ჰქონდა, ამიტომ ახლოს ვერ დაჯდა, მაგრამ ისე ჩამოჯდა, რომ მთვარით განათებული ზღვისთვის კარგად ეყურა. ვისკის ბოთლი გახსნა და მოიყუდა. სწრაფად გადაუშვა მუცელში, რაზეც, რა თქმა უნდა, ჩაეწვა გულ–მუცელი. მეორე ჯერზე უკვე შეგუებული იყო. ვერ დაითვალა მერამდენე ყლუპი გადაუშვა ყელიდან კუჭისკენ, მაგრამ ნაცნობი ხმა რომ მოესმა, შეხტა. –რამ გაგაგიჟა? –საოცარი კითხვაა, – დაიჩურჩულა და კიდევ მოსვა ვისკი. –შენსავით. –რატო დამსდევ? რამე დაგიშავე? –ჯერ არაფერი, – მრავლისმეტყველად გაუღიმა მამაკაცმა. –ჯერ? – გაიკვირვა გულახდილად. –ნამდვილად. –რა ხდება? –ხვალ, ფხიზელი რომ იქნები, დავილაპარაკებთ, – ფეხზე წამოდგომა დააპირა, რომ მარიამის ხელის შეხებამ შეაჩერა. –კაკი, რატო მაგიჟებ? – გულახდილად კითხა ქალმა. გაეცინა მამაკაცს. –ანუ გიჟდები ჩემზე? კომპლიმენტია? –არა, უბრალოდ რაღაცას აკეთებ, რისი ამოხსნაც არ შემიძლია... – თავი დახარა, დასჯილი ბავშვივით. – და ეს საშინლად არ მომწონს. –კარგი გოგო ხარ, – წამოდგა, ქალისკენ დაიხარა და თავზე აკოცა. – ეგ გადააგდე და წამოდი სასტუმროში. მორჩილი ბავშვივით დაჰყვა მითითებებს მარიამ. მთელი გზა არ იღებდა კაკი ხმას, მარიამს კი კლავდა ეს სიჩუმე, მითუმეტეს ახლა, როცა ასე შეეძლო ელაპარაკა და მერე სიმთვრალისთვის მიეწერა. სასტუმროს რომ უახლოვდებოდნენ, ქალს მობეზრდა სიტუაცია და როგორც იქნა, ამოუშვა ნანატრი ბგერები ყელიდან. –მოგწონვარ, კაკი? – იმდენად გულწრფელი იყო მისი შეკითხვა, ვერასდროს რომ ვერ იქნებოდა. –ძალიან, – გაეცინა მამაკაცს და მიიხუტა მარიამი. –მერე რატო მექცევი მასე? – არ დააყოვნა მორიგი კითხვა და წელზე შემოხვია ხელი. –როგორ ასე? – ისევ იღიმოდა. –სულ მაწვალებ, სულ. –იმიტომ, რომ საყვარელი ხარ, როცა გაწვალებ, – სასტუმროში შევიდნენ, დაცვამ უპრობლემოდ გაატარა. – ახლა შეხვალ შენ ნომერში, გამოიცვლი და დაიძინებ, კარგი? მარიამი იმდენად დაეფიქრებინა კაკის უკანასკნელ სიტყვებს, რომ ვერც გაიგო რა უთხრა მამაკაცმა. –მარიამ, კარგი–მეთქი? – იკითხა უფრო მკაფიოდ და მკაცრად. –ა, ჰო, – თავი დაუქნია ისე, თითქოს საქმის ვითარებაში გარკვეულიყო, რამდენიმე წამის მერე კი მორიდებით იკითხა: – რა მითხარი? –ოხ, მარიამ! – მკაცრად ჩაილაპარაკა, ქალის ჯიბიდან ნომრის საშვი ამოაძვრინა და კარი გააღო. დაწოლაშიც დაეხმარა და გამოცვლაშიც. იცოდა, რომ მარიამი თუ გაიხსენებდა ამ მომენტს, ძალიან გაბრაზდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვა. ის იყო ეგონა ჩაიძინა და გასვლას აპირებდა უკვე, ქალის ხმამ შეაჩერა. –დარჩი რა. –მარიამ, გაგიჟდი? – თვალები დაეჭყიტა ძალაუნებურად. –არა, კაკი, მეშინია. დარჩი, გთხოვ. იმდენად ეტყობოდა მუდარა ხმაში, რომ მამაკაცმა ვეღარ გაბედა უარი ეთქვა. ბოლოს და ბოლოს, ეს თავად მარიამის სურვილი იყო და ბრალი ვერაფერში დაედებოდა. ამოიქშინა და ტანსაცმლიანი მიუწვა. მარიამმა ნასიამოვნებმა ჩაიღიმა, კაცისკენ ჩაჩოჩდა და გულზე დაადო თავი, ხელები კი წელზე შემოხვია. მოკლედ, კომფორტულად მოეწყო. კაკისაც ჩაეღიმა, თავადაც არ იყო უსიამოვნო ამ უკანასკნელი გარემოებით. თანაც მარიამისკენ ამდენი ხანია ილტვის და ძლივს აუხდა ნანატრი. შეიძლება მთვრალია, მაგრამ სიმთვრალეში ხდება სწორედ სურვილების დემონსტრირება. _________________________________________________ დილით კაკის დაასწრო მარიამმა გაღვიძება და უსხო სხეულზე ძილმა, სასწაულად გააკირვა. ნელა გადაგორდა საპირისპირო მხარეს და ნაცნობ სახეს დააკვირდა. ოხ, რა ლამაზი ნაკვთები ქონდა ამ მამაკაცს... საფეთქელზე დაისვა ხელი, წამწამები ერთმანეთს მიაწება და ეცადა წინა ღამის გახსენებას, ვერაფრით შეძლო. მერე ცქმუტვა და ნერვიულობა დაეწყო, რაზეც მამაკაცს გაეღვიძა. –დილამშვიდობის, – ღიმილით ჩაილაპარაკა და, გემრიელი გაზმორვის შემდეგ, წამოჯდა. –რა მოხდა წუხელ? – ისე იკითხა, თვალები არ გაუხელია. –არაფერი, – უემოციოდ ჩაილაპარაკა ფიფიამ. – სანაპიროზე სვავდი, წამოგიყვანე, დარჩიო მთხოვე და დავრჩი. –სულ ეს არის? – თითქოს ამოისუნთქაო. –სულ ეს არის, – ღიმილითვე გაიმეორა. –ვისაუზმოთ? –ჯერ ძალიან ადრეა, – საათს გადახედა. –მერე რა? რომელიმე რესტორანი მაინც იქნება ღია თუ აქვე არ იყო. ბოლო–ბოლო ნაბახუსევს ძალიან უხდება ხაში, – სიცილით ჩაილაპარაკა და მაისურს დახედა, ისეთი დაჭმუჭნილი იყო, გეგონება ცხენმა დაღეჭაო. –გამიუთოვებ? – წარბის აწევით კითხა. –რა ვალდებული ვარ? – მანაც აზიდა ცალი წარბი და ისე კითხა. –დაგავიწყდა, რომ შენ დამისმუსნე? –ხო, კარგი! – წამოიყვირა უგამოსავლოდ დარჩენილმა და ფეხზე წამოდგა. – მომეცი. ეშმაკურად ჩაეღიმა ფიფიას და ის იყო მაისურის ბოლოს დასწვდა, თავი მიატრიალა უდარდელად მარიამმა. ამ ჟესტზე უფრო აფხუკუნდა მამაკაცი. –გამომართვი, ჰა! ნელა გახედა და მისი შიშველი, დაკუნთული სხეულის დანახვისას გააჟრიალა. ფიფია ისევ იღიმოდა. მისმა ღიმილმა მოიყვანა ზუსტად აზრზე, ხელიდან გამოგლიჯა მაისური და საუთოვებელ მაგიდას მიუახლოვდა. ნელ–ნელა დაიწყო უთოობა, რათა არ დაეწვა მაისური. სასიამოვნო სურნელი, რომელიც მაისურს სდევდა, ასევე სასიამოვნოდ უღუტუნებდა ცხვირში. ნელა მიუახლოვდა ფიფია მარიამს და ზურგიდან აეკრო. ხელები წელიდან მუცლისკენ შეუცურა და ნიკაპი მის მხარზე მოათავსა. –იცი? პატარა ოჯახს ვგავართ, – ცხელი სუნთქვა ყელში მიაფრქვია და წამში აუფეთქა ვულკანი ჟრუანტელებისა მარიამს. რამოდენიმე წამით დაჰიპნოზებული იყო ქალი, ვერაფერს აცნობიერებდა იმის გარდა, რომ ეს ყველა ქცევა აგიჟებდა და ჭკუიდან შლიდა. მერე, როგორც იქნა, გონზე მოვიდა და გაავდა. უთო გვერძე გადადო და ხელები მუცლიდან მოაშორებინა ფიფიას. –ზედმეტები მოგდის, კაკი! – შეუღრინა და ისე მიტრიალდა, რომ სახისთვის შეეხედა კაკისთვის. ამ მოძრაობამ უფრო შეამცირა მათ შორის მანძილი. –არ მომდის, – გაეღიმა მამაკაცს. – და მაისურს თუ მომცემ, საუზმესაც მოესწრები, თუ არა და სადილზე ჩავიდეთ! –მალე, – მკაცრად დაიჩურჩულა და სააბაზანოში კი არ შევიდა, შევარდა. მოწესრიგდა მალე და გამოვიდა ისევ. –წავედით? – ეშმაკური ღიმილით კითხა ფიფიამ. მარიამმა ისევ საათს გადახედა, რვა სრულდებოდა. –წავედით, – უმალ დაეთანხმა და აედევნა. ნომრიდან გავიდნენ თუ არა, კარი დაკეტა ქალმა და მამაკაცმაც არ დააყოვნა, მის ხელს თავისიშეახო და მოუჭირა. –კაკი! – შეუღრინა ქალმა. –რა ხდება? –რა ხდება? ხელი გამიშვი, – უხეშად აიქნია ძლიერ მკლავში მოქცეული თავისი მტევანი. –არა, არ გაგიშვებ! – უემოციოდ ჩაილაპარაკა და უფრო ძლიერად მოუჭირა. –მეტკინა, მხეცო, – საცოდავად ამოიკნავლა. –რომელ რესტორანში წავიდეთ? – თემა შეცვალა უცებ. –არ ვიცი. მანქანაში ჩასხდნენ. მარიამის ხელმა ქალთან ერთად ამოისუნთქა. უბრალოდ, ეს მხეცი კაცი იმდენად მიმზიდველი იყო, რომ ვერ ამბობდა უარს, თანაც რაღაც საოცრებას უკეთებდა ქალს, თორე აქამდე ათასჯერ ეყოლებოდა მიგოიმებული, როგორც სხვა დანარჩენი. საკმაოდ პრესტიჟულ რესტორანთან გააჩერა. სანამ მარიამი გადავიდოდა, დაასწრო და თავაზიანად გაუხსნა კარი. ძალიან გააოცა, სასიამოვნოდ, ამ ჟესტმა მარიამი, თუმცა შეეცადა არ შეემჩნია სიწითლე, რომელიც ნელ–ნელა ეპარებოდა სახეზე. დასხდნენ. ხმას არც ერთი იღებდა მანამ, სანამ კაკიმ არ მოთხოვა მარიამს მკაცრად, რომ შეეკვეთა ის, რაც უნდოდა და ქალიც დაყვა მის ბრძანებას. –გახსოვს? წუხელ გითხარი, რომ საქმე მაქვს შენთან... – დაიწყო ისევ მამაკაცმა. –არ მახსოვს, მაგრამ თუ მითხარი, – ჩაეცინა ქალს. –ჰოდა. ჩვენ კომპანიას აქვს რაღაც პრობლემები და ადვოკატი გვჭირდება, – არც აცია, არც აცხელა. –და მერე მე რა? – გაეღიმა ქალს. –შენზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს, – მხრები აიჩეჩა. –მე შემიძლია გირჩიო, – ნიშნისმოგებით უთხრა. –გასაგებია, რომ კიდევ არიან კარგი ადვოკატები, მაგრამ თავადაც იცი, რომ პირველი ხარ, დღეს–დღეობით. მარიამი დაფიქრდა. –ამ თვეში ვერანაირ საქმეს ვერ მოვკიდებ ხელს, ვისვენებ! საკმაოდ ვიმუშავე. ვირი კი არ ვარ! –არც არავინ გაძალებს ამ თვეშივეო, უბრალოდ პატარ–პატარა თანამშრომლობას აწარმოებ ამ თვეში, რაც დიდ დროს არ წაგართმევს, მერე კი შეუდგები საქმეს! – გაუღიმა. –ანუ, კომპანიონობას მთავაზობ? სწორად გავიგე? – ცალი წარბი ზემოთ აზიდა მარიამმა გაკვირვების ნიშნად. –ვერ გამიგე. გთავაზობ, რომ ჩემ კომპანიაში გადმობარგდე პირად ადვოკატად. –არა! – აღშფოთდა ქალი. – მე ჩემი საქმე მიყვარს! –მერე შენ საქმეზე იქნები, – გაეცინა კაცს. – ანაზღაუება ორჯერ მეტი გექნება, ვიდრე, როგორც წესი, ყოველთვე იმუშავებ. –შენც არ იცოდე რამდენს ვიმუშავებ რა, – გაეცინა მარიამს. –რომ არ ვიცოდე, არც ვიტყოდი, – თვალი ჩაუკრა მამაკაცმა. –უარს ვამბობ თქვენს შემოთავაზებაზე და თქვენის ნებართვით, ძალიან მშია, – ახლად მოტანილ საჭმელებს გადახედა. –მალე დამთანხმდები, – ეშმაკურად, თავისთვის ჩაილაპარაკა ფიფიამ და ქალს მიბაძა. შუა დღისას, როცა მარიამი ნომერში ისვენებდა, კარზე კაკუნი გაისმა. გახსნა კარი და უამრავ წითელ ვარდს წააწყდა, რომელიც, როგორც ჩანდა, პატარა ბიჭს ეკავა, რომლის სახე ამავე ვარდებს დაეფარათ. –თქვენთან გამომატანეს მარიამ, 101 ვარდია, – ჩაილაპარაკა ბიჭუნამ და ხელებში მიაჩეჩა. ისე გაიქცა, კითხვაც ვერ მოასწრო ქალმა. მერე ჩაეღიმა. –101? – ჩაილაპარაკა თავისთვის და ნომრის კარი მიხურა. ძაააალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის... მეგონა ზაფხულში მეტი დრო მექნებოდა, მაგრამ მუზა გამიქრა.. ამ ამბების შემყურეს კიდევ კარგი გაძლება მაქვს... დიდი მადლობა იმისთვის, რომ კითხულობთ! მიყვარხართ მე თქვენ და იმედია ყველა ჯანმრთელად და კარგად ხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.