შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიგითი საქმე, N101 (6)


12-06-2015, 14:40
ავტორი N7
ნანახია 3 819

–წავედით.
–სად? – გაუკვირდა მარიამს.
–ეკლესიაში.
–გაგიჟდი? – ახლაღა მოვიდა გონზე ქალი. – ამ შუა ღამით, შენთან ერთად რა მინდა ეკლესიაში?
–ანუ ჩემთან ერთად რა გინდა? – გაბრაზდა ისევ კაკი.
–დიახაც, – ძველებური ხასიათი დაუბრუნდა მარიამს.
–წამოდი და განახებ რაც გინდა, – ეშმაკურად აუთამაშდა თვალები მამაკაცს.
–კაკი, არ ხარ ნორმალური! – ცხვირი აიბზუა მარიამმა.
–შენი წყალობით, ნორმალურო! – გააჯავრა მამაკაცმა და მაჯაში ჩაავლო ხელი, თავისკენ მიიზიდა და თავისი ცხვირი ქალისას გაუხახუნა.
–არც გაბედო, მორჩა! – კბილებში ამოსცრა წამიერად შეცვლილმა მარიამმა. წამიერად იმიტომ, რომ მამაკაცი ისევ დააცხრა მის ტუჩებს და შეუძლებელი გახდა ამ სიამოვნებაზე უარის თქმა.
როცა ტკბილი კოცნა მოათავა ფიფიამ, ეშმაკურად გაუღიმა დაბნეულსა და დარცხვენილ ქალს.
–ახლა წავედით?
–ფიფია, ნუ მაწამებ! – წამოიყვირა გამწარებულმა.
–არ გაწვალებ, – ღიმილს არ წყვეტდა მამაკაცი. – მინდა, რომ გაგაბედნიერო..
–შენ ვერ იქნები ის მამაკაცი, რომელიც მე გამაბედნიერებს, რადგან არაფერს ვგრძნობ შენ მიმართ, – მკერდზე საჩვენებელი თითი მიაჭირა და შეუღრინა.
–თუ ოჯახური პარტნიორები არა, კოლეგები მაინც გავხდებით და იცოდე ამ უკანასკნელს წააგებ, – თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და ვისკი მოსთხოვა ბარმენს.
–ა, მემუქრები? – ირონიულად ჩაიცინა ქალმა.
–არა, გაფრთხილებ, – თვალი ჩაუკრა და ვისკის გადასწვდა. ერთი სმით გამოცალა ჭიქა და თითით ანიშნა ბარმენს კიდევ ერთიო.
–შენი გაფრთხილებები შენი ქალებისთვის შეინახე, ჩემს დაშინებას ნურც შეეცდები, – უკანასკნელად აჩუქა ირონიული ღიმილი. შეტრიალდა და ვერანდისკენ დაიძრა.
დეპრესია? რა სისულელეა. ქალი იყო რაღაც სასწაული. კახელი არა, მაგრამ მაინც კარგი ჯიუტი. თუ ერთხელ იტყოდა უარს, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ ნათქვამი გადაეთქვა? არც არაფერი.. უბრალოდ იტყოდა და იქვე სვავდა უკანასკნელ წერტილს. ალბათ, ეს უკანასკნელი გახდა მიზეზი იმის, რომ ამ ქალმა 0–დან დაიწყო ყველაფერი და წარმატების მწვერვალზეა უკვე, ასეთ პატარა ასაკში.
ყოველთვის მხრებში გასწორებული, ამაყი ნაბიჯებით მიაბიჯებდა და არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი. გაუტეხელი ნაბიჯებით მიაღწია ვერანდამდე და გასული მოაჯირს დაეყრდნო. კარგი იყო კლუბის აზელილი სურნელიდან გამოსვლა სუფთა ჰაერზე. რამდენიმეჯერ შეისუნთქა აბსოლუტურად სუფთა ჰაერი და უკანასკნელ ჯერზე რომ თამბაქოს ნამწვის სურნელი გაერია ჰაერს, უსიამოვნოდ დაიმანჭა და მარცხნივ გაატრიალა მზერა, საიდანაც სურნელი მოდიოდა.
–მეგონა აქ მოწევა უფრო გაუმართლებელი უნდა ყოფილიყო, – თქვა უცხო მამაკაცის გასაგონად, რომელსაც არც კი შემოუხედავს მისთვის.
–შესაძლოა სხვებისთვის, – თქვა და კიდევ ერთხელ გააბოლა. – რა გქვია?
მოეწონა მარიამს მისით დაინტერესებული, სერიოზული მამაკაცი, თანაც კარგი კოზირი იქნებოდა სხვების მოსაშორებლად. სიმპათიურიც იყო და სხვა რა სჭირდებოდა კაცს?
–მარიამი.
–შიგნით რატომ არ ხარ, მარიამ? – მშვიდად უთხრა და ისევ არ მიუხედავს მისთვის.
–საშინელი გარემოა... – გულწრფელად ჩაილაპარაკა.
–ხო? – ახლაღა გადმოხედა ქალს და ღიმილით აათვალიერა. – პირველად ამბობენ ჩემს კლუბზე ასეთ რამეს.
–უმჯობესია უკანასკნელი თუ ვიქნები, – გაეღიმა მარიამს და წამით არ მოინდომა, რომ თავისი სიტყვები უკან წაეღო. ხომ გითხარით, ასეთი პიროვნება იყო.
–იმედია. მე კოსტა ვარ, – სიგარეტის ნამწვი დაბლა გადაუშვა და ხელი გაუწოდა ქალს. ნელა შეახო მამაკაცის დიდ მტევანს თავისი პატარა თითები და კოსტამაც არ დააყოვნა, ხელზე ეამბორა. ესიამოვნა ქალს მამაკაცის ეს ჟესტი და გაუღიმა.
–იმედია ჩემი პირდაპირი საუბარით გული არ დაგწყვიტეთ, – გილახდილად უთხრა მარიამმა.
–არა, რა სისულელეა! პირიქით – მეტი გვინდა შენნაირი კლიენტი, რათა ხარვეზები გამოვასწოროთ, – გაუღიმა მამაკაცმაც და ისევ მოაჯირს ჩამოეკონწიალა.
–სასიამოვნოა ამის მოსმენა.
–ნაცნობი სახე ხართ, მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდან მეცნობით, – ალმაცერად შეათვალიერა კოსტამ მარიამი.
–ადვოკატი ვარ... – ღიმილით ჩაილაპარაკა და მოაჯირიდან კედელზე გადაინაცვლა, რადგან თავბრუ დაეხვა და არ სურდა კლუბის ვერანდიდან ეფრინა.
–ა, მარიამ აფციაური, არა? – გაიხსენა მამაკაცმა. – ხშირად გამიგონია შენი სახელი. ჩემი ძმაკაცის კომპანიაც იხსენი ერთხელ, – გაუღიმა.
–ასე ზოგადად არ მახსოვს რომელ კომპანიას გულისხმობთ, რადგან ბევრი საქმე მქონია კომპანიების...
–„Animal Project“, – გაუღიმა.
–ა! – წამოიყვირა. – კი, კი, მახსოვს. კეთილსინდისიერი კომპანია იყო და იმიტომ ჩავიბარე ეგ საქმე.
–როგორც წესი, როგორ საქმეებს იბარებთ? – ცალყბად გაუღიმა კოსტამ.
–ისეთ საქმეებს, რომლებიც არ იმსახურებენ ციხის კედლებში მიჩქმალვას.
–კარგი ტაქტიკაა!
–ტაქტიკა? – ახლა მარიამს გაეღიმა. – რა მოგახსენოთ...
–საინტერესო ადამიანი ხარ!
–არც იმდენად, რომ გაგაოცოთ, – გაეცინა ქალს.
–უკვე მაოცებ, – ჩაეღიმა მასაც. – ცეკვავ?
–ბევრს არა.
–რას იტყვი ჩემთან ერთად ცეკვაზე? – ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
–კარგად შეზარხოშებული რომ არ ვიყო, უეჭველად უარს გეტყოდით, – გაეცინა ქალს და წინ წაიწია.
მამაკაცმაც რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა მისკენ და ძალიან რომ მიუახლოვდა, წელზე შეუცურა ხელი და ერთად დაიძრნენ კლუბისკენ. მარიამი მართლაც კარგად იყო შეზარხოშებული. ეგონა, რომ სუფთა ჰაერი შეაფხიზლებდა, მაგრამ პირიქით იმოქმედა და, ისეც კარგად მთვრალი, უარესად დაათრო.
კოსტამ, ალბათ დაცვას, რაღაც უჩურჩულა და რამდენიმე წამის დაყოვნების შემდეგ, სწრაფი ტემპიდან ნელზე გადავიდა მუსიკა. ცალი ხელი ისეც წელზე ქონდა მამაკაცს, მეორე ხელი გაშალა და მარიამის თითებს შეახო. ქალს გააკანკალა. როგორც ეტყობა, არ იყო ცუდი განწყობის ამ მამაკაცის მიმართ. ნელა ააყოლა ტანი კაცს. თავი მხართან, უფრო გულთან, მიუტანა, რადგანაც მამაკაცი მასზე კარგად მაღალი იყო და ნელა შეეხო, თითქოს მისი გულისცემისთვის სურდა მოესმინა. რამოდენიმე წამი ასე იმოძრავეს, შემდეგ კი ნაცნობი ხმა მოესმა მარიამს და რა არ ინატრა, რომ მიწა გასკდომოდა მის პატრონს და ჩაეყოლებინა.
–მარიამ! – იძახდა ფიფია, უფრო სწორად ყვირილამდე ბევრი არ აკლდა. ნელა მიატრიალა თავი მისკენ წყვილმა.
–რა არის, კაკი? – იკითხა მობეზრებულად.
–უნდა წავიდეთ, – კბილებში გამოსცრა მამაკაცმა.
–წავიდეთ? მე არსად ვაპირებ წასვლას და არც შენთან მაქვს გამოწერილი ბილეთი, – შეუღრინა მარიამმაც.
–წავედით–მეთქი! – მეტად გაუმკაცრდა ხმა. მიკვირს, როგორ თოკავდა თავს.
–ვერ გაიგე რა გითხრა მარიამმა? – ჩაერია კოსტა, რომელიც უკვე ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან.
–რატო ერევი? – გააგიჟა ფიფია კოსტას ამგვარმა ქცევამ.
–ვინ ხარ, საერთოდ? – ხელი გაუშვა მარიამს მამაკაცმა.
–იმ ქალის ქმარი ვარ, რომელსაც ახლა ეცეკვები! – დაიღრიალა და ის იყო კოსტასკენ წაიწია, რომ მარიამისთვის ნაცნობმა მამაკაცმა, ლევანმა გააჩერა.
–რეებს აკეთებ ? – დაიჩურჩულა და უკან უშედეგოდ დაექაჩა.
–გაგუა, შემეშვი, – ხელი აიქნია ფიფიამ და ისევ კოსტასკენ წაიწია.
–შეგეშვა კი არა, ცოლი მოვიყვანე, ! – შეყვირა კაცმა და ფიფიას გაკვირვებულ სახეზე ყურებამდე დაეჭიმა პირი.
–ხუმრობ, ლევან? – მარიამი ჩაერია საუბარში, რომელიც უკვე ქეთას ეძებდა გაფაციცებით.
–არა, მარიამ, ქეთა ჩემი გოგოა უკვე! – წამოიყვირა გახარებულმა.
მარიამს სასწაულად გაუხარდა და ამავდროულად თავზარი დაეცა.
–მთვრალი იყო? – იკითხა გაოცებულმა. – მთვრალი იყო, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო?
–არა, – უარყოფის ნიშნად თავი გააქნია გაგუამ.
–სად არის? – გახარებულმა ძლივს მოთოკა, რომ ლევანს არ ჩამოკიდებოდა.
–გარეთ, ეშინოდა შენი რეაქციის, – გაეცინა მამაკაცს.
მარიამმა ხელში ჩაავლო ფიფიას და გაიქცა, მამაკაციც წაიყოლა, რომელსაც უკვე ნაბიჯები ერეოდა ერთმანეთში.
–არ დაგვიმთავრებია! – მუქარის ნიშნად მიაძახა კოსტას, რომელსაც გაოცებისგან პირი დაეღო.
ბოლოს, ამ უკანასკნელმა, ხელი ჩაიქნია და თავის კაბინეტს დაუბრუნდა. მარიამზე ფიქრი არც ერთ წამს არ მოცილებია.
როგორც ლევანმა თქვა, ქეთა მართლაც გარეთ ელოდა მარიამის განეიტრალებას. უკანასკნელ კიბის საფეხურზე ჩამომჯდარიყო და სიცივისგან მობუზული თითებს მკლავებზე ისმევდა და კლუბიდან გამოსულ მუსიკას რიტმულად აყოლებდა თავს.
–გოგო, შენ კანტუზიანი ხო არ ხარ? – დაიჩურჩულა მარიამმა ქეთას ყურთან და შიშისგან შეხტა ისიც.
–მე კანტუზიანი – არა, შენ გიჟი კი ხარ, – შეუღრინა.
–გილოცავ! – დაიკივლა და ისე ძლიერად შემოხვია კისერზე ხელები, კინაღამ გაგუდა.
–გაწიე შენი მარწუხები, თუ შეიძლება, და მომეცი ნება მეც ჩაგეხუტო!
–არა! მარტო მე უნდა ჩაგეხუტო! – გადაიკისკისა.
–ეგოისტო!
–წავედით, კაბა უნდა ვიყიდოთ! – მოაფიქრდა უცებ. – თქვენ კიდე ივაჟკაცეთ და რესტორანი დაჯავშნეთ! – გაგუამ და ფიფიამ გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
–მარიამ, გაგიჟდი? – გაეცინა ქეთას.
ქალი გაჩერდა და ალმაცერად გახედა სამივეს, ჩუმად რომ ფხუკუნებდნენ.
–დამაგოიმეთ? – ნაწყენი ხმით კი არ თქვა, დაიჩურჩულა.
–არ გვინდოდა მასე გამოსულიყო, შენ თავს ვფიცავარ, – მიხვდა ქეთა, რომ ცუდად იყო მისი საქმე და სანამ რამე, მანამ ეცადა თავის გამოხსნას.
–მასე ხო? – გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებში.
–მასეთი გიჟებიც არ ვართ, რომ ერთი შეხედვით შეგვექმნა ოჯახი, – ლევანმა ქეთას გადახვია ხელი.
ფიფია იქით ჩამომჯდარიყო და იმდენს იცინოდა, კრუნჩხვებში ჩავარდა კინაღამ.
მარიამმა ტელეფონი ამოიღო და გადარეკა.
–კაბა მინდა ხვალ დილისთვის, საქორწილო, თეთრი და დახვეწილი, – უთხრა, ზომაც უკარნახა, მერე მეგობრებს გადახედა ღიმილით. – რესტორანზეც მე ვიზრუნებ, არ შეწუხდეთ, მხოლოდ გაემზადეთ! – თვალი ჩაუკრა. გატრიალდა და გზისკენ წავიდა.
–მარიამ, სერიოზულად? – მიაძახა ქეთამ და სანამ დაეწეოდა, მანამდე ჩახტა ტაქსიში.
–აბსოლუტურად! – დაიყვირა საბოლოოდღა და გამარჯვების ნიშნად ჩაიღიმა.

პირველ რიგში უდიდესი ბოდიშები დაგვიანებისთვის, უბრალოდ მთელი არსებით კონკურსზე ვარ კონცენტრირებული.
ასე ძალიან დიდი ხანია არაფერი მომინდომებია და გთხოვთ, თუ ჯერ არ გინახავთ ჩემი საკონკურსო ჩანახატი("გალაკტიონის მოგზაურობა XXI საუკუნეში", დამეხმარეთ, ნახეთ და მეგობრებსაც გაუზიარეთ. გაიხარეთ! მიყვარხართ!



№1  offline წევრი lamazmani

უა ძაან მაგარია მომწონს ძაან მე წავიკითხე ჩანახატი და ძაან მომეწონა კაირგი იყო ძაან წარმატებებს გისურვებ ისტორიაა ძაან მაგარიაა მომწონს აუ ფიფია რა კაი ტიპია love love love მაგარი გოგო ხარ მიყვარხარ love love

 


№2  offline წევრი N7

lamazmani
უა ძაან მაგარია მომწონს ძაან მე წავიკითხე ჩანახატი და ძაან მომეწონა კაირგი იყო ძაან წარმატებებს გისურვებ ისტორიაა ძაან მაგარიაა მომწონს აუ ფიფია რა კაი ტიპია love love love მაგარი გოგო ხარ მიყვარხარ love love

მეც მიყვარხარ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი Ignifex

კარგი იყო ძალიან ესეც და ჩანახატიც <3 წარმატებებს გისურვებ და ველი შემდეგ თავს

 


№4  offline წევრი N7

Ignifex
კარგი იყო ძალიან ესეც და ჩანახატიც <3 წარმატებებს გისურვებ და ველი შემდეგ თავს

დიდი მადლობა, მიხარია ძალიან love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი Annee

დღეს წავიკითხე ეს ისტორია მთლიანად. ძალიან ძალიან მომეწონა ^_^ ჩანახატი მანამდე მქონდა წაკითხული და მინდა გითხრა რომ ჩემი დიდი სიმპატიაც დაიმსახურა... იმედია მალევე დაგვიდებ ამ ისტორიის ახალ თავს :***))

 


№6  offline წევრი Indigo

ძაან მაგარია!!!!!!!!!!
აუ მალე დადე რაააა.....
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№7  offline წევრი ხატატულა

აუ დადე რა მალე

 


№8 სტუმარი ani

აუ ფოტოზე ვინაა მითხარით რა სახელი დაგვარი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent