შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (16 ნაწილი)


18-06-2015, 10:26
ავტორი ანკა
ნანახია 4 497

დილით შაკოს მკლავებში გამეღვიძა. მანაც მაშინვე წამოყო თავი და ტუჩებში მაკოცა.
-აბა ჩემი ცოლი როგორაა? - მკითხა ბედნიერმა და თვალებში ჩამხედა
-კარგად - გავუღიმე და ტუჩებზე მსუბუქად ვაკოცე
-როდის გადავიხადოთ ქორწილი?
-ცოლად მოგყვები რო?! - ვკითხე ეშმაკურად
-მომყვები აბა რას შვები - შეიცხადა იმწამსვე
-მართლა? - ისევ ვუყურებდი თვალებში და თან ვემაიმუნებოდი
-კი. მოდი ავდგეთ და წავიდეთ ეხლავე მოვაწეროთ ხელი, არ გინდა? - მოუვიდა სიბრძნე თავში
-არა იყოს - ვუთხარი და გავუცინე
-მაშინ ხვალ
-არაა, არც ხვალ - ვიუარე ისევ
-აბა როდის?
-ადამიანო არ მოგყვები ცოლაად ვა! - ვუპასუხე და ისევ გავუცინე
-გეყო ეხლა ხუმრობა - მითხრა მკაცრად, ზემოდან მომექცა და ტუჩებზე მაკოცა. შემდეგ კისერში მაკოცა ერთ-ორჯერ და ძლიერად ჩამეხუტა - დღეისთვის ვერ მოასწრებ მომზადებას და არ გვინდა. 2 კვირაში?
-აუუ რავი - ვუპასუხე და თავი დავხარე. გაეღიმა და თავი ამაწევინა
-რა საყვარელი ხარ ლიზუუ. მსოფლიოში ყველაზე პატარა და საყვარელი ცოლი მეყოლება - დაამატა სიხარულით და ისევ მაკოცა.
-არ ავდგეთ? - ავხედე და პასუხს დაველოდე
-რავი ავდგეთ ხო
საწოლიდან ადგა და სპორტული შარვალი ამოიცვა. მე მოკლე შორტები ჩავიცვი, ტოპი და თმები ავიწიე.
პირველ სართულზე რომ ჩავედი თოკო უკვე ამდგარი დამხვდა, ყავას სვამდა.
-გაიღვიძეთ უკვე?(თოკო)
-ხო(მე) - ვუთხარი და გავუღიმე
-დღეს რას ვშვებით?(შაკო) - იკითხა და მაგიდას მიუჯდა
-რავი, არ ვიცი. არაფრის ხასიათზე არ ვარ(თოკო) - თქვა ისევ ნაღვლიანმა
-აუუ თოკოო(მე) - ვუთხარი გაბუსულმა
-ჰოუ(თოკო) - მიპასუხა და ოდნავ გამიღიმა
-ნუ ხარ რა მოწყენილი(მე)
-აბა რა ვქნა(თოკო) - თქვა და სევდიანი თვალები მომაპყრო
-მიდი და წამოიყვანე ეგ გოგო აქ(მე)
-ხოო ბიჭო მიდი დაელაპარაკე მაგის ძმას ნორმალურად(შაკო) - გაამხნევა ძმაკაცი
-ჰოო კაი იდეაა(მე) - ავღნიშნე სიხარულით
-არ ვიცი, არაა...(თოკო) - ადგა და ოთახიდან გავიდა.
მე და შაკომ ერთმანეთს შევხედეთ „ნეტა ამას რა ეშველება“-ს თვალებით. შევჭამეთ და მისაღებ ოთახში გავედით. თოკო ტახტზე იჯდა ჩაფიქრებული. ტელეფონზე დაურეკა ვიღაცამ, ნომერს დახედა და თვალები გაუბრწყინდა.
-გისმენთ(თოკო)
-....
-გაუმარჯოს
-....
-მართლა?! - სიხარულისგან ცქმუტავდა
-....
-აუ ჯიგარი ხარ რა, ძმა ხარ
-....
-კაი ბრატ მოვდივარ - თქვა კმაყოფილმა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ჩვენ გამოგვხედა
-რა ხდება ?(შაკო) - კითხა ინტერესით
-ბიჭო დემე იყო(თოკო)
-რა უნდოდა(შაკო)
-აუ რავი კაროჩე მართლა გყვარებიათ ერთმანეთიო და მოდი წაიყვანე ჩემს დას გატანო(თოკო)
-ვაა გილოცავ!!(შაკო) - წამოდგა და მხარზე ხელი დაკრა - არ ავღნიშნოთ?
-რა დროს ეგაა. წავედი მე ბათუმში და რომ ჩამოვალ მერე ვიქეიფოთ(თოკო)
-უკვე მიდიხარ?(შაკო)
-ხო აბა რას ველოდო(თოკო) - თქვა მოუთმენლად
-რავი მაგრად მაშინ, დღესვე ჩამოხვალ?(შაკო)
-არამგონია, ალბათ ხვალ შუადღისკენ(თოკო)
-კაი აბა შენ იცი მაშინ(შაკო)
-სპასიბა ბრატ(თოკო)
-თოკოო მე არ მაკოცებ წასვლამდე?! - ვკითხე და საწყალი თვალებით მივაჩერდი
-აბა რას ვიზამ(თოკო) - მოვიდა, მაკოცა და ჰაერშიც დამაბზრიალა.
-ააა ბიჭო დამსვი!!! - უცბად ჩამომასკუპა ქვემოთ და სახლიდან გავარდა
-ესეც მოვაგვარეთ(შაკო) - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და საყვარლად გამომხედა. მეც გავუღიმე და ჩავეხუტე. ხელები წელზე მომხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო. არა რა, მაინც რამსიმაღლეა, დაბალი არ ვარ თუმცა მაგასთან შედარებით პატარა სათამაშოსავით ვჩანვარ.
-შენ როდის უნდა გამომყვე ცოლად? - მკითხა ისევ სითბოთ გაჟღენთილი ხმით და უფრო ჩამეხუტა. ხუმრობისთვის ვეღარ გავიმეტე და ჩვეულებრივად ვუპასუხე
-რავი აბა - ხელები კისერზე მოვხვიე და მისი სურნელით გავივსე ფილტვები
-აბა ვინ იცის? - მეჩურჩულებოდა ისევ ტკბილად
-მართლა არ ვიცი და რა გითხრა
-წამო გინდა ეხლავე წავიდეთ
-ეხლა თოკო არაა აქ - ვუპასუხე ნიშნისმოგებით
-შენ ხო მიზეზები არ გელევა რა... – „წაიბუზღუნა“ - კაი მართლა როდის??
-1 თვეში
-1 თვე რაამბავია გოგო - წამოყო უცბად თავი და მეც გამეცინა - 1 კვირა იყოს
-აუუ ძაან ცოტაა ვერაფერს ვერ მოვასრებ - დავიწყე წუწუნი
-კაი 2 კვირა იყოს ჯანდაბას გავძლებ როგორმე. უფრო მეტს ვერ გავუძლებ შანსი არაა
-კაი იყოს 2 კვირა - დავთანხმდი იმ მოსაზრებით, რომ 2 კვირაც ძალიან ცოტა იყო.
-კაი - გამიღმა და საკოცნელად დაიხარა, როდესაც ხელებიდან დავუსხლტი და გავუცინე
-სად გამირბიხარ?! - მკითხა გაკვრივებულმა სიცილით
-ქორწილამდე 2 კვირა დამრჩა, ჯერ არაფერი არ გამიკეთებია და ბევრი საქმე მაქ, შენთვის არ მცალიაა - დავეჭყანე და ენა გამოვუყავი. - წავედი მე თაკოსთან ერთად საყიდლებზე და საღამოს მოვალ!!! - მივაძახე კარში და გარეთ გავვარდი. თაკოს დავურეკე და სახლთან იქვე კაფეში დავიბარე. მანაც არ დააყოვნა და მივედი თუ არა 1 წუთში კაფეში ფეხი შემოდგა
-აბა რისთვის დამიბარე?(თაკო) - მკითხა ინტერესით
-მე და შაკო შევთანხმდით და 2 კვირაში ვიხდით ქორწილს, ხოდა...
-ვაიმეეე რამაგარია 2 კვირაში ქორწილიიი!!!! - იკივლა გახარებულმა
-გოგო მაცადე სათქმელი დავამთავრო!!
-გისმენ ხოო - მითხრა და ხელები ზემოთ ასწია დანებების ნიშნად
-მოკლედ, 2 კვირაში ქორწილია და არაფერი არ მაქვს გაკეთებული. წამოდი დღესვე კაბა უნდა ვიყიდოთ
-დღესვე რაუბედურებაა - გადაბჟირდა სიცილით
-ოოო, ნუ ხარ დამპალი შეენ!!! იცი როგორ ვნერვიულობ?
-კაი ხო, მესმის შენი მაგრამ პირველი კაბის საქმეა მოსაგვარებელი? - მკითხა სერიოზულად
-აბა?! - გავიკვირვე მეც
-მეჯვარე აარჩიე? - და ეშმაკურად შემომხედა
-ოოო, მაიმუნობის დროა?! შენ ხარ აბა ვინ უნდა იყოსს - ვუთხარი და ყავა მოვსვი
-მოკლედ, მივდივართ კაბის საყიდლად თუ არა?! - მკითხა გამომწვევად
-რა თქმა უნდა - ვუპასუხე სიხარულით
-აბაა, წავედით მაშინ... - სკამიდან წამოხტა და მაღაზიებისკენ გავექანეთ

............შაკოს მონაყოლი...........
ლიზა ისე საყვარლად დამისხლტა ხელებიდან რო აღარ გამიჩერებია. თან მითხრა კაბის საყიდლად მივდივარო და ქორწილისთვის მომზადებაში ხელს ხომ არ შევუშლიდი. ბიჭებს დავურეკე და კლუბში დავიბარე. სასმელი შევუკვეთე და ფიქრებში გადავეშვი. ნუ ეხლა, მთლად ვერ გადავეშვი, რადგან ეგრევე თემო მეცა „რახდებას“ მზერით
-ბიჭო ცოლი მომყავს - გამოვაცხადე ამაყად
-ეგ ჩვენც ვიცით, რამე ახალი თქვი(თემო) - მიპასუხა სიცილით
-როდის?(ლექსო)
-2 კვირაში(მე)
-2 კვირა რაამბავია(თემო) - შეიცხადა იმწამსვე
-აუ რავქნა ტოო, იძახის ვერ მოვასწრებ ვერ მოვასწრებო და იყოს ეს 2 კვირა ჯანდაბას გავძლებ რამენაირად(მე)
-შენ და, თოკომ რა ბათუმში წასვლა აიტეხა?(ლექსო) ისევ პრობლემები უნდა დემესთან?
-არაა ბიჭო... არ იცით?(მე) - ვკითხე ახალი ამბით გახარებულმა
-არა, რახდება?!(თემო)
-რადა დღეს დილით დაურეკა დემემ და უთხრა როგორც ჩანს მართლა გყვარებიაო და მოდი წაიყვანე ჩემს დას გატანო(მე)
-ვაუუუ რამაგარია!!!(თემო) - შესძახა გახარებულმა
-ანუ მალე მეორე ქორწილიც ხოო?(ლექსო)
-იასნა ბრატ (მე) - ვუპასუხე გახარებულმა და ერთი ჭიქა სასმელი გადავკარი.

.......ელენეს მონაყოლი.......
დემემ დამიძახა ჩამოდი შენთან საერიოზული საქმე მაქვსო. თავიდან არ ჩავდიოდი, თუმცა როდესაც მითხრა შენ და თოკოს გეხებათო მაშინვე ქვემოთ ჩავქანდი
-რახდება? - ვკითხე და სწერვული როჟა ავიკერე
-გიყვარს ეგ ბიჭი? - მკითხა რაღაცნაირად დამთბარი ხმით
-ვითომ არ იცოდე ისე მეკითხები... - ვუპასუხე და თავი დავხარე
-ველაპარაკე და დღეს ან ხვალ ჩამოვა და წაგიყვანს
-რაა? - მოულოდნელობისაგან პირი დავაღე
-რადაა... მე არ ვარ თქვენი ერთად ყოფნის წინააღმდეგი. რადგან გინდათ იყავით ერთად - მითხრა თუ არა მაშინვე მივვარდი და მთელი ძალით ჩავეხუტე
-დემე მიყვარხაარ!!! საუკეთესო ძმა ხარ მთელს მსოფლიოში!!! იცი რა კარგი ბიჭია? აი ნახავ გაუგებთ ერთმანეთს დარწმუნებული ვარ!! - ვეხუტებოდი და სიხარულისგან ლაპარაკს ვერ ვწყვეტდი.
საღამოს კარზე ზარი იყო. გავაღე და თოკო დამხვდა. დამინახა თუ არა, მაშინვე მეცა და ძლიერად ჩამეხუტა. თავი ჩემს კისერში ჩარგო და მხურვალედ მაკოცა. შემდეგ დემეც მოგვიახლოვდა
-გაუმარჯოს(დემე) - უთხრა და ხელი გაუწოდა
-ზდაროვა ბრატ(თოკო) - მიესალმა და ხელი ჩამოართვა
-შემოდი ცოტახანს დაისვენე(დემე) - შემოიპატიჟა სახლში. თოკო ტახტზე დაჯდა და მეც გვერდით მიმისვა. - ელე მიდი რა ყავა გაგვიკეთე
-ეხლავე(მე) – 1 წამში წამოვფრინდი ტახტიდან და სამზარეულოში გავედი.
-მადლობა დემე რო მიუხედავად უთანხმოებებისა შენი და მაინც მანდე(თოკო) - თქვა და მადლიერებით გახედა მომავალი ცოლის ძმას
-ბაზარი არაა ძმა, იმედია რაც იყო იმას დავივიწყებთ(დემე) - უპასუხა და მეგობრულად გახედა
-აბა რაა!!! დამერწმუნე არ ინანებ(თოკო) - და სამზარეულოში მოფუსფუსე ელეს გახედა.
ელენემ კმაყოფილმა გამოიტანა ორი ყავა და საყვარელ მამაკაცებს წინ დაუდგა.
-ელეე, ჩემთან მიმყავხარ ბარგი ჩაალაგე!(თოკო) - საზეიმოდ გამოაცხადა. ელენემ თვალი ძმისკენ გააპარა და როდესაც მის თვალებშიც თანხმობა ამოიკითხა სიხარულით ავარდა ოთახში.
რაც კი ხელში მომხვდა, ყველაფერი ჩემოდანში ჩავტენე. მგონი ყველაფერი საჭირო ჩალაგებული მქონდა, უკვე შეკვრას ვაპირებდი მუცელზე ვიღაცის ხელები რომ ვიგრძენი. ვიღაცის რა... თოკოსი. მივტრიალდი და გავუღიმე
-ჩემი ფერია მომენატრეე(თოკო) - ჩამჩურჩულა ყურში და ტუჩებზე მაკოცა. როგორც კი მეხება მაშინვე ჟრუანტელი მივლის ხოლმე ტანში. ახლაც ჩემს სხეულში მთელი ფეიერვერკები იყო...
-კაი თოკო მოიცა რა ჩავალაგო - ვუთხარი ნაწყვეტ-ნაწყვეტ და მისი ტორებიდან თავის დახსნა ვცადე. ერთხელ კიდევ მაკოცა და ხელები შემიშვა.
-ეს ჩავიტანო? - მკითხა და ჩემოდანზე მანიშნა
-კი(მე) - ჩემოდანს ხელი დაავლო და იმსიმძიმე რაღაცა ბუმბულივით მოიკიდა. ქვემოთ რომ ჩავედით დემე კართან გველოდებოდა. მივედი და ძლიერად ჩავეხუტე
-ძააან მიყვარხარ დემე - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე
-მეც და ჭკვიანად(დემე) - დამარიგა პატარა ბავშვივით და შუბლზე მაკოცა.
იმ საღამოს მახლობლად სასტუმროში შევიარეთ. ორივე დაღლილები ვიყავით. ოთახში შევედი თუ არა, მაშინვე საწოლზე დავემხე. თოკოც გვერდზე მომიწვა და ჩამეხუტა. მეც მეტი რა მინდოდა, საყვარელი მამაკაცის მკლავებში გავირინდე და ძილის სამყაროში გადავეშვი.
......................
მსოფლიოში ყველაზე მაგარი და საყვარელი მკითხველი მყავს მეე!!!!!!!!
აი არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი თქვენდამი მადლიერება იმ თბილი სიტყვების გამო, რასაც არ იშურებთ და რითიც ძალიან მახარებთ ..
იმედი მაქვს ისიამოვნებთ .
ძალიან ძალიან ძალიააააააან მიყვარხართ ყველა!..
პ.ს. ველი შეფასებას .



№1  offline წევრი lika

genacvale rakargi iyoar dagviano gtxov

 


№2  offline მოდერი ანკა

lika
genacvale rakargi iyoar dagviano gtxov


მიხარია რომ მოგწონს <3 <3 არავითარ შემთხვევაში არ გალოდინებთ და დღესვე დაგიდებთ შემდეგ თავს <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent