შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (8 ნაწილი)


23-05-2015, 12:28
ავტორი ანკა
ნანახია 4 872

ქვემოთ როგორ ჩავსულიყავი და შაკოსთვის თვალებში როგორ შემეხედა არ ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარდაუვალი იყო, დრო მაინც მაქსიმალურად გავწელე. ქვემოთ თოკო და შაკო რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.
-ვაა ლიიზ, გაიღვიძე დაიკო?? - მოვიდა თოკო და ჩამეხუტა
-ხოო, რას შვები? საჭმელი გინდა?
-არა, ვჭამე უკვე
-კაი - მაცივარი გამოვაღე და სასუსნავების ძებნაც დავიწყე....
-მე მაჭმევ? - მომესმა ბოხი ხმა
-კი - წავიჩურჩულე და საქმეს შევუდექი. ყავა დავასხი და კრუასანები თეფშზე დავალაგე. დილით გემრიელად მივირთვით. თოკო მთელი დღე ჩუმად იყო, შაკოც ცუდ ხასიათზე იყო, თუმცა ემოციებს კარგად მალავდა.
-რამე ხდება - ვიკითხე სიტუაციის განსამუხტად
-არაფერი, შენი საქმე არაა. - უხეშად მიპასუხა თოკომ
-მერე წესიერად ვერ მეტყვი?! - ვუპასუხე მისი სიტყვებით გულნატკენმა
-არაფერია - თბილად გამიღიმა. შაკო ჩუმად იყო და გვისმენდა, თვალს არ მაშორებდა და ისე ჭამდა.
-კარგი - ვუპასუხე მშვიდად და ტელეფონი ავიღე. - თააკ რას შვები?
-.....
-ვერ გამოხვალ?
-.....
-აუუ რატომ??? - არ ეცალა გოგოს ჩემთვის
-.....
-კაი ხო ჯანდაბას, კარგად - ტელეფონი გავთიშე და უკმაყოფილოდ მოვათვალიერე ეზო.
-რაიყო?(თოკო)
-არაფერი, თაკოს არ ცალია და ვერ გამოვა
-კაი არაუშავს. მომისმინე მე და შაკო უნდა წავიდეთ და ბიჭებს ვეტყვი რომ გამოვიდნენ
-არა, ისედაც ვიზამ რამეს
-თუ ეგრე გირჩევნია კარგი, მაგრამ სახლიდან არ გახვიდე კაი?
-კაი - შუბლზე მაკოცა და შაკოსაც დაუძახა. სახლის კართან დავდექი. შაკო დერეფანში დავინახე და გავიწიე გზა რომ დამეთმო. ხელით სახე თავისკენ შეატრიალა და თვალებში ჩამხედა
-ჭკვიანად იცოდე - დამარიგა პატარა ბავშვივით და ლოყაზე მაკოცა.

....შაკოს მონაყოლი....
ლიზა სახლში მარტო დავტოვეთ და წამოვედით. როგორ მიჭირს მის გარეშე გაძლება, 5 წელი რამ გამაძლებინა ახლაც ვერ ვხვდები.
-ბიჭო სად მივდივართ? - ვკითხე ინტერესით
-კაროჩე პრობლემები მაქვს და უნდა დამეხმარო, ჯერ კლუბში წამო.
ბარმენს სასმელი შევუკვეთეთ და ლაპარაკი დავიწყეთ:
-აბა მოყევი რა ხდება
-ერთი პრობლემაა, საკმაოდ სერიოზული... - დაიწყო ჩაფიქრებულმა. – 1 წლის წინ მე და ბიჭებს ჩხუბი მოგვივიდა ერთ სასტავთან. ბათუმელები არიან კაროჩე რა... ეხლა თბილისში არიან ჩამოსულები ყველაფრის დასამთავრებლად.
-ბრატ ცოტა გარკვევით რა... წესიერად თქვი რამოხდა..
-ხოდა ეუბნები შ*****... კლუბში ვიყავით, ჩვენი სასტავი და იმათი. იმათ სასტავში ერთი გოგო იყო რა, ელენე ქვია, ხოდა პროსტა იცი რალამაზია?! მივედი და ლაპარაკი დავუწყე ხოდა გამომიტხა ვიღაცა იმ სასტავიდან ჩემი დაა მეორედ არ გაეკაროო, მეც გავუჭედე და ხო ხვდები რა... ჯერ ჩუმად ვხვდებოდი იმ გოგოს და მერე ყელში ამომიყვანა იმ ს**** და ვცემე. კაროჩე სამაგიეროს გადასახდელად მოდიან
-მაგ გოგოს გამო შარი რატო აიკიდე ბრატ
-მიყვარს და მაგიტო, შემიყვარდა ამის დ**** შ*****!!!
-კაი კაი დაიკიდე ბრატ შენს გვერდით ვარ ხო იცი
-ჰო ძმა რო ვიცი რო მხარში დამიდგები მაგიტო გითხარი შენც
-ბიჭები სად არიან?
-სახლთან
-სახლთან რა პონტია.. - გამიკვირდა
-ლიზამ არ მინდა ბიჭებთან, მარტო ვიქნებიო და სახლს დარაჯობენ რა...
-რახდება - დავიძაბე, სიტუაცია ცუდად მიდიოდა
-დღეს დილით კართან წერილი იყო შენ და შენი ძმაკაცი ფრთხილად იყავით და თქვენთვის ყველაზე ძვირფასს გაუფრთხილდითო - აი ეს რომ თქვა მაშინ გადამეკეტა
-ბიჭო ამოვხოცავ ყველას მაგათი დ**** შ*****, ეგ ა******!!!!
-კაი გაჩე ერთწამს. ლიზა ეხლა უსაფრთხოდაა მაგრამ ეგ საქმე მოსაგვარებელია რა…
-და რა უნდა ვქნათ?
-არ ვიტი ტო, ხო არ მოვკლავ მაგათი *****!!! - გამწარდა და მაგიდას მუშტი დაარტყა. - ელე არ მაპატიებს...
-აუფფ, ცუდათაა საქმე
-თან მარტო ეგაც არაა
-კიდე რამეა?
-ბიჭო მაგათთან ადრეც გვქონდა ჩხუბი რაღაც-რაღაცეების გამო
-როდის ჩამოდიან?
-უკვე აქ არიან
-აა ხო, პირისპირ შეხვედრა საშიშია, ლიზას მარტო ვერ დავტოვებთ
-ხო და ეგაა პრობლემა
-მოკლედ რა, რამეს მოვიფიქრებთ, მიდი სასტავს დაურეკე გამოვიდნენ
-კაი ეხავე.
საღამომდე რაღაცეებს განვიხილავდით. გვიან დავიშალეთ, სახლში ლიზა ტახტზე მიძინებული დაგვხვდა. ხელში ავიყვანე და საწოლზე დავაწვინე.

....ლიზას. მონაყოლ....
ბიჭები გვიანობამდე არ მოვიდნენ და მეც მათ ლოდინში ტახტზე ჩამეძინა. დილით საწოლში გავიღვიძე. ქვემოთ ჩავედი, ბიჭებიც მოსულები იყვნენ და ტრადიციულად ჩემი ჩასვლისას საუბარი სხვა თემაზე გადაიტანეს.
-პრივეტ ბიჭებოო!
-ლიზას გაუმარჯოს!!!
-რას შვებით?
-რავი აბა ეხლა რაღაცას განვიხილავდით და...
-ოჰჰჰ, მე არ გამაგებინოთ თქვენი საქმეები აბა თქვენ იცით - ვუპასუხე უდარდელად.
სამზარეულოში გავედი და საჭმლის კეთებას შევუდექი
-ბიჭებოო საჭმელი ხო გინდათ?? - გავძახე იქეთ
-აბა სხვანაირად როგორ(თემო)
მხიარულად შევუდექი სადილის მომზადებას, ჩემთვის საუზმის. მწვანილს ვჭრიდი, როცა წელზე ხელების შემოხვევა ვიგრძენი და კინაღამ დანა გამივარდა ხელიდან.
-აუ შაკოო - დავიწუწუნე
-ჰო - მითხრა ყურთან ვნებიანი ხმით
-გამიშვი არ მცალია
-ჩემთვის სულ უნდა მოიცალო - მეჩურჩულებოდა, თავი ჩემს კისერში ჩარგო და უფრო ამეკრა
-შაკო კაი გეყოს ეხლა გაიწიე ვაა - მის მკლავებში გავიფართხალე, თუმცა ვინ გამიშვა... ხელში ამიყვანა და დახლზე შემომსვა - რას აკეთებ - ვუთხარი ანერვიულებულმა. ჩემი შეშინებული სახის დანახვისას ჩაეღიმა, თუმცა მაინც არ გაჩერდა, ფეხებს შორის მომექცა, ხელით სახეზე მომეფერა და მსუბუქად მაკოცა ტუჩის კუთხეში. მთელი ტანი ამიხურდა და გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო. სანამ ოცნებიდან გამოვერკვეოდი და თვალებს გავახელდი, მანამდე მომშორდა და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთი აზრზე მომსასვლელად დამჭირდა, შემდეგ კი ჩამოვხტი და ჩემი საქმე გავაგრძელე.
ეს დღე ჩვეულებრივად გავიდა, ბიჭები საღმომდე დარჩნენ. რაღაცნაირად იქცეოდა ყველა. მე დასაძინებლად წავედი საქმე მაინც აღარაფერი არ მქონდა.

..........
ესეც მერვე თავი.
ძლივს დაწერილი და ატვირთული :დდ
ველი შეფასებას...
მიყვარხართ ყველა!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent