შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებებს სიყვარული გვიტოვებს... [2]


18-06-2015, 13:39
ავტორი QeTtAaa
ნანახია 1 827

დილით ლუკამ გამაღვიძა
-სალი დღეს სანდროს დაბადების დღეა და რესტორანში მივდივართ ხო იცი? ხოდა საჩუქარს ხო უყიდი? თან შენთვისაც იყიდე რამე
-კარგი სუნამოს ვუყიდი - საწოლიდან ავდექი და აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. ლუკა წასული დამხვდა, დემეტრე დივანზე იჯდა და გადაცემას უყურებდა.
-სად მიდიხარ?
-სანდროს საჩუქარი უნდა ვუყიდო და ჩემთვის კაბა - გავუღიმე და კარისკენ წავედი.
-დამელოდე მეც წამოვალ თორე მოვიწყინე-მანქანაში ჩავსხედით. გზაში აღმოვაჩინეთ რომ ორივეს გვიყვარდა ერთი და იგივე სიმღერა. მანქანა გავაჩერეთ და სავაჭრო ცენტრში შევედით. სანდროს მძაფრ სუნიანი სუნამო ვუყიდეთ. შემდეგ წავედით ჩემი კაბის საყიდლად. ძალიან ბევრი მოვისინჯე თუნცა მაინც ვერ შევარჩიე. ბოლოს დემეტრემ შემომაწოდა გასახდელში
-ეს ნახე ჩემი აზრით უნდა მოგიხდეს. - გავიზომე წითელი, ტანზე მომდგარი, მუხლს აცდენილი კაბა და გარეთ გავედი.
-ძალიან გიხდება პატარა - გამიღიმა და თმა გადამიწია. სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
-ამას ავიღებთ - უთხრა გამყიდველს და ფული მიაწოდა.
-საჭირო არ არის-ვუთხარი მაგრამ ისეთი სახით შემომხედა ჯობდა არ მეთქვა :დ
-არაფრის-თვალი ჩამიკრა და კარისკენ წავიდა.
მანქანაში ხმას არ ვიღებდით ისე მივედით სახლში. ლაშა ილია და ლუკა იქ დაგვხვდნენ.
-სად იყავით გვრიტებო? - წარბები აათამაშა ლაშამ და ჩვენ გამოგვხედა. ამ დროს ილიამ მიარტყა ხელი და ისიც დასერიოზულდა.
-საჩუქარი ვუყიდეთ სანდრიკოს - გავუღიმე და მაღლა ავედი რომ მოვმზადებულიყავი. დემეტრეს ნაყიდი კაბა ჩავიცვი თმა ავიწიე და დაბლა ჩავედი. რომ ჩავედი ყველა მე მიყურებდა
-რა ლამაზი ხარ სალუშ - ჩამეხუტა ილია.
-ნეტა ვისი დაა? - გაიცინა ლუკამ და ისიც ჩემკენ წამოვიდა. დემეტრეს არაფერი უთქვია გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა და მიღიმოდა. მალე ნინუცაც მოვიდა და ლაშამ პირი დააღო მის დანახვაზე. დაბლა ჩავედით და მანქანებში გადავნაწილდით. მივედით რესტორანში და ჩვენი ადგილი დავიკავეთ. ძალიან ბევრი ვიცეკვეთ. გვერძე მაგიდიდან ერთმა ბიჭმა მთხოვა მეცეკვეო და მეც დავთანხმდი. წყნარი მუსიკა იყო და წელზე ხელი რომ მომხვია დემეტრემ მაშინვე ჩამავლო მაჯაში ხელი და გარეთ გამიყვანა.
-რა გინდა აქ რატო გამომათრიე?-გაბრაზებული ხმით ვუთხარი
-რატო ეცეკვები იმ ბიჭს და საერთოდ რატო აბედინებ მაგდენს რო წელზე გხვევს ხელს და გიახლოვდება?-ძარღვები ეჭიმებოდა.
-ჯერ ერთი უბრალოდ ვცეკვავდით სანამ არ მოვარდი და გამომათრიე და მეორე შენი საქმე არაა მე რას ვიზამ და ვის ვეცეკვები - შიგნით შესვლა დავაპირე მაგრამ მაჯაში ხელი ჩამავლო და მიმაბრუნა, ჩვენს შორის მანძილი ძალიან ცოტა იყო
-ჯერ ერთი შენ კარგად ვერ შეამჩნიე როგორი თვალებით გიყურებდა და მეორე დიახაც რომ ჩემი საქმეა - უფრო ახლოს მოიწია მაგრამ მერე გვერდი ამიარა და შიგნით დაბრუნდა. მეც მალე შევედი. მაგიდას მივუჯექი და საუბარში ავყევი.
-სალ შეგიძლია გარეთ გამოხვიდე? - ნინუცამ მთხოვა და მეც გავყევი.
-ხო მშვიდობაა ნინუც? - გაკვირვებულმა ვკითხე.
-კი უბრალოდ ლაშა ძალიან რაღაცნაირად მექცევა და მინდოდა მოვშორებოდი. ვიღაც ბიჭმა ცეკვა მთხოვა ის კიდე აუშარდა კიდე კაი ლუკამ და სანდრომ დააწყნარეს. მთელი საღამოა გვერდიდან არ მშორდება. - წარბები ავუთამაშე და სიცილით ვუთხარი
-ნეტა რა ხდება ნინუც აა? - ისეეთი სახით შემომხედა შემეშინდა მაგრამ მერე თვითონაც გაეცინა. შიგნით შევედით თუ არა ლაშა და დემეტრე მოვარდნენ ვიცეკვოთო და ჩვენც დავთანხმდით. დემეტრემ ხელი წელზე მომხვია და მაქსიმალურად მომიახლოვდა.
-ძალიან ლამაზი ხარ პატარავ - გამიღიმა და ხელი უფრო მაგრად მომხვია წელზე. მუსიკა რომ დამთავრდა მაგიდას მივუჯექით.
-მე და სალის საქმე გვაქვს და ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთ - განაცხადა დემეტრემ და ხელი გამომიწოდა. მე არ ვიცოდი რა უნდოდა ან სად მივდიოდით მაგრამ ხელი მაინც ჩავჭიდე.
-სად მივდივართ?
-ნახავ პატარავ - ისევ გამიღიმა მე კიდე მის ღიმილზე რაღაც სასწაული მემართება. მანქანაში ჩავჯექით და სადღაც შორს წავედით. მანქანა ლამაზ, დიდ სახლთან გააჩერა, მე იქაურობის თვალიერება დავიწყე სანამ დემეტრემ არ დამიძახა
-სალი მოდიი - სახლის კარი გააღო და შიგნით შევედით. -მე რაღაცეებს მოვიტან და მოვალ, შენ შეგიძლია მანამდე სახლი დაათვალიერო.
-კარგი-გავუღიმე. არ ვიცოდი აქ რატომ მომიყვანა თუმცა მას არ უყვარს ზედმეტი კითხვები და მეც არ ვაწუხებ. დემეტრე მალე დაბრუნდა ბევრი პარკები ეჭირა ხელში, თითქოს მთელი თვით აპირებდა აქ დარჩენას.
-საჭმლის მომზადება ხომ იცი? ძაან მშია -ლეკვის თვალებით შემომხედა და მე მის სახეზე გამეცინა
-კი ახლავე მოვამზადებ რაიმეს - შუბლზე მაკოცა და გარეთ გასვლა დააპირა. - ამ ყველაფერს რატომ აკეთებ? - გაუაზრებლად ვკითხე.
-რას გულისხმობ? - თითქოს ვერ მიხვდა რაზე ვეკითხებოდი.
-ასე რატომ მექცევი?
-მოვა დრო და მიხვდები მარა ჯერ ადრეა - ისევ შუბლზე მაკოცა და გარეთ გავიდა მე კი სალათის მომზადებას შევუდექი და თან მასზე ვფიქრობდი. არ ვიცი როგორ ასე უცბათ ან რატომ მაგრამ მე ძალიან მომწონდა დემეტრე ბენდელიანი. სალათი მივირთვით და დაღლილს ჩამეძინა, ისედაც ძალიან გვიანი იყო. ვინ იქნებოდა თუ არა დემეტრე, ხელში ამიყვანა და საწოლში ჩამაწვინა თან თმები გადამიწია და ლოყაზე მაკოცა, მე ეს ვიგრძენი და გამეღიმა.
დილით რომ გავიღვიძე სახლში მარტო ვიყავი. მალე მოვიდა დემეტრე
-დილამშვიდობისა პრინცესა - თბილად გამიღიმა მე კიდევ ეს სიტყვები რატომღაც მესიამოვნა.
-დილამშვიდობისა -მეც გავუღიმე - სახლში როდის უნდა დავბრუნდეთ?
-დავიჯერო ესე არ მოგწონს აქაურობა და ესე მოგაბეზრე თავი? - ცალი თვალი მოჭუტა და ისე შემომხედა
-არა უბრალოდ ლუკა ინერვიულებდა
-ნუ ნერვიულობ იცის სადაც ხარ და ვისთან ერთადაც - თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.-ერთი კვირა აქ ვიქნებით და უკეთაც გავიცნობთ ერთმანეთს, უფროსწორად გამიცნობ -გაეცინა - მე შენზე ისედაც ყველაფერი ვიცი
-რა საინტერესოა - მეც გამეცინა
საღამოს ბიჭები ამოვიდნენ და სასმელები ამოიტანეს
-როგორახართ ჩიტებო? - მოგვიკითხა ილიამ
-ეს ჩიტი იქნება თუ მოვიდა მანდ - გაეცინა დემეტრეს
-სალი მიდი რა დატრიალდი ჩემო ოქრო - გამიღიმა ლაშამ. მეც გავშალე სუფრა და მერე ოთახში ავედი ნინუცას დავურეკე
-როგორ ხარ ნინუც?
-კარგად სალი შენ? გუშინ სად წახვედით? ბიჭები ამბობდნენ საქმე აქვთ რაღაც და მარტომ უნდა მოაგვარონო და ხო მშვიდობაა?
-კი მშვიდობაა უბრალოდ ვერ ვხვდები აქ რა მინდა სადღაც ვართ მგონი კოჯორში და რატომ წამომიყვანა ვერ ვხვდები.
-რაღაც ძაან საეჭვოდ იქცევა ეგ შენი დემეტრე
-ჩემი არაა - შევეცადე გაბრაზებული ხმით მეთქვა
-კარგი რა გუშინ გაკვირდებოდი როგორი თვალებით უყურებდი - გაეცინა - არც ის გაკლებდა
- ოო ნინუც რა -გავუბრაზდი უფრო - წავედი მე თორე მაბრაზებ
-კაი მიდი დაგირეკავ მერე - გამითიშა მე კიდე ისევ დემეტრეზე ვფიქრობდი.
ბიჭები წავიდნენ და მე ისევ დემეტრესთან ერთად დავრჩი მარტო. ფილმს ვუყურებდით და მე ისევ ჩამეძინა, დილით მასზე აკრულმა გავიღვიძე და ვცადე მოვშორებოდი მაგრამ უფრო მაგრად მომიქცია მკლავებში
-ნუ ფუთფუთებ დაიძინე პრინცესა - ამოიბურტყუნე ნამძინარევი ხმით.
-გამიშვი და აღარ ვიფუთფუთებ
-კარგი როგოც გინდა - ჩამეხუტა და ჩემს ყელში ჩარგო თავი მეც უკვე დაღლილმა წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე და გავჩერდი
-რა მალე დამნებდი -გაეცინა
-მე საერთოდ გორილებს არ ვეჭიდავები - ენა გამოვუყავი
-ანუ მე გორილა ვარ? - გაკვირვებულმა ამომხედა
-დიახაც - გაბრაზებული ხმით ვუთხარი და საწინააღმდეგო მხარეს გავიხედე.
-კარგი შენ თავს დააბრალე- უცბად ზევიდან მომექცა და არ მიშვებდა
-გამიშვი ვეღარ ვსუნთქავ - ვეხვეწებოდი მაგრამ უშედეგოდ - მართლა გორილა ხარ შენ - გამეცინა.
-კარგი ამჯერად გაპატიებ თუ პიცას გამიკეთებ - გამეკრიჭა
-შენ სულ ამდენს ჭამ? - გაკვირვებულმა ვკითხე
-კი რა იყო?
-მიკვირს ესეთ კარგ ფორმაში რომ ხარ -გამეცინა
-ნუ მე რო სიმპატიური ვარ მაგაზე ორი აზრი არ არსებობს - გაიცინა და ფეხზე წამოდგა. - აბა ველოდები პიცას. მეც ფეხზე ავდექი და სამზარეულოსკენ გავეშურე, პიცა მოვამზადე და დემეტრეს დავუძახე. უცებ ზურგიდან ვიღაც ამეკრა და ყელში მაკოცა
-რა კარგი სუნი ტრიალეებს - დემეტრე იყო მაგრამ გამიკვირდა მისი ეს ქცევა და თან სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. პიცა ისე მივირთვით არცერთს არ ამოგვიღია ხმა.
ორი დღე ძალიან ჩვეულებრივად გავიდა. საღამოს სასეირნოდ წავედით
-ოდესმე ვინმე გყვარებია? - მისმა კითხვამ ცოტა არ იყოს გამაკვირვა
-არა, შენ?
-მე კი და ახლაც მიყვარს. მეგონა დავივიწყებდი მაგრამ რაც დრო გადიოდა უფრო მიყვარდებოდა და ახლა სიგიჟემდე მიყვარს. - ჩემსკენ მობრუნდა, წელზე ხელი მომხვია, მანძილი ჩვენს შორის ძალიან ცოტა იყო. უცბად დაეწაფა ჩემს ბაგეებს - მიყვარხარ ყველაზე მეტად მსოფლიოში -მე ძალიან დავიბენი, ვერც კი აგიღწერთ რა ხდებოდა ამ დროს ჩემს თავში. თითქოს ცეცხლი მეკიდა, მთელი სხეული მიხურდა.
-მეც მიყვარხარ - ჩავიჩურჩულე და კოცნითვე ვუპასუხე.


გამარჯობა ...ესეც მეორე თავი და იმედია მოგეწონებათ ... ძალიან მიყვარხართ ... შეცდომებისთვის ბოდიშით




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent