ბედნიერია გოგონა?! (6)
- ლორა - მაღვიძებს დილით ხმა - ეე, ადექი უნივერსიტეტში უნდა წახვიდე! - გადი ადამიანო იქით! - საბანი თავზე დავიფარე. - ადექი დროზე! - მიბრძანა. - ოო დამანებე კაცო თავი ! მართლაც მომშორდა. ცოტა ხანში სახეზე რაღაც სითხე მესხმება. წამოვვარდი. სებასტიანი ჩემს წინ დგას, ხელში ცარიელი ჭიქა უჭირავს და ირონიულად მიყურებს. - შენ ნორმალური ხარ? - ვუკივლე. - აწი დროზე თუ არ ადგები, უარესი მოგივა გოგონი. - მითხრა ძალიან მშვიდად. - აუ ახლა ნახე შენ რა გიყო! - ეს ვთქვი თუ არა, სებასტიანისკენ გავიქეცი. მანაც რაც შეიძლება სწრაფად მოკურცხლა. - დაგიჭერ და ნახავ რა მოგივა შე ნაგავო! - ვყვიროდი ოთახში. სებასტიანი ხან ლოგინს ახტებოდა, ხანაც მეჭიდავებოდა და მაგდებდა. თან სიცილით სკდებოდა. - მოიცადე დაგიჭირო შე იდიოტო! - ვყვიროდი. გარეთ გავარდა. იქვე დედამისი ამოდიოდა კიბეზე. სებასტიანი მას ამოეფარა. - რა ხდება შვილო? - გაეცინა. - რა და ლორა დამდევს! - შეაცოდა თავი. - მერე დაგიჭირა?! - იმხელა ხმაზე გაიცინა, ლამის იატაკი ჩამიწყდა. სახე დამემანჭა. იუმორი 0. - ლორა, შვილო - მითხრა როცა სული მოიბრუნა - რატომ ხარ სველი? - ჩაიფსა! - უკვე იმხელა ხმაზე ხარხარებდა სებასტიანი, რომ მომინდა მომეკლა. ტანზე დავიხედე. წყალი მთელს ტანზე გადმომსვლოდა. თვალები მოვჭუტე. - სებასტიან! - გველურად ვუთხარი - დაწყნრდები თუ... - ჩამეღიმა. სებასტიანმა ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო. - ჩემი ცხოვრება, მართლა კი არა, მე გადავასხი წყალი. დედა შენის ნებართვით ჩვენ წავალთ! - უთხრა სებასტიანმა დედამისს და ხელი გადამხვია. - ჩემი პატარა! - მითხრა და ლოყაზე მაკოცა დედამისის დასანახად. - ჩემო პატარა კი არა, შე საცოდავო რას გიზამ! ნაგავო! - ყურში ჩავჩურჩულე და გავიღიმე. ოთახში შევედით. - ლორა, ნუ მაშანტაჟებ, თორემ... - თქვა როცა ოთახში შევედით. - თორემ რა? - რა და ის რომ თუ კიდევ დამაშანტაჟებ, ბავშვი გვეყოლება! - გველურად გაიცინა. - მე უშვილო ვარ! - ვუყვირე, რაც პირველი მომადგა ენაზე. სებასტიანმა შემომხედა. გაწითლდა... გაწითლდა... გაწითლდა... მერე იმხელა ხმაზე გადაიხარხარა, რომ იქვე ჩაიკეცა. - 18 წლის გოგომ, როდის მოახერხე გამოკვლევების ჩატარება? - თვალებიდან ცრემლი მოიწმინდა. - ჰმ... - ოხ ლერი, ლერი! უაზროდ ნუ ილაყბებ ხალხში კარგი? ფუჰ, საქონელი. - გამოიცვალე ახლა! იჯექი ბუსავით! - მითხრა უკვე დასერიოზულებულმა. - მინდა ბუსავით ვიჯდები, მინდა ტოროლასავით, გაიგე? - წარბები შევყარე. - ფუიი ბუტია! - ეს თქვა და გარეთ გავიდა. მერე თავი შემოყო და მითხრა: - ცნობისთვის თხუთმეტ წუთში გავდივართ და დროზე მოემზადე. დავემანჭე და კარადა გამოვაღე. *** - უნივერსიტეტში კარგად მოიქეცი იცოდე, რამე შარში არ გაეხვიო, თორემ მე არ დაგეხმარები! - დამმოძღვრა სებასტიანმა. - წამოსვლის დროს გაჩერებაზე დაცვა იდგება და სახლში იმას გამოჰყევი. გასაგებია? - მკითხა. მისკენ მოვტრიალდი და ვუთხარი. - სახლში მოსულს ხომ არ დაგიჯდე და ლექციები ჩაგაბარო? - ზიზღით შევხედე. - ახლა დროზე ღიმილი აიკარი სახეზე და მომწყდი აქედან. დავისვენო შენგან! - თვალები გადაატრიალა. - კარგ გართობას გისურვებ! - უჟმური სახით შევხედე და მანქანის კარი დავხურე. *** - ნინიკო, ლორა ვარ, როგორ ხარ? - ვკითხე ნინიკოს და ლოყაზე მოვეფერე. - ლორა, ამ შაბათ-კვირას ისე მომენატრე რო რავიცი... შენ როგორ ხარ? - მკითხა - ხო ხარ ძველებურად? - ძველებურის რა მოგახსენო, ახლებურად ვარ! - ამოვიოხრე. - რამე მოხდა? - მკითხა. - ლექციის მერე მოგიყვები. - ვუთხარი და უკან ჩემს მერხთან გავედი. სესი უკვე იქ იყო. - როგორ ხარ? - ვკითხე და გადავკოცნე. - კარგად შენ? მომიყევი რა მოხდა გუშინ და დღეს! - ეს თქვა თუ არა ლექტორიც შემოვიდა და ლექციაც დაიწყო. - რა მოხდა და იმ იდიოტმა დღეს დილით წყალი გადამასხა და მერე დედამისს უთხრა ლორამ ჩაიფსაო! - სესი აჭიხვინდა. - ცუდი ბიჭიი! - საყვარელი სახით თქვა სესიმ. - ცუდი კი არა, იცი რა დამპალია? თავის თავზე მეტად არავინ ადარდებს! - მერე შენც დაიკიდე და ისე მოექეცი, როგორც თვითონ გექცევა! - მე მისნაირი არ ვარ და არც არასოდეს გავხდები. - აბა სტუდენტებო! ხუთშაბათს ლაშქრობაზე ვაპირებთ წასვლას! ხომ წამოხვალთ? - იკითხა ეკატერინემ. ბავშვების უმეტესობა დაეთანხმა. - ლორა შენ წამოხვალ? - მკითხა ეკატერინემ. - არა მე არ მინდა წამოსვლა. - ვუთხარი. - თუმცა ჰო, შენ ალბათ დროის გატარება ქმართან გირჩევნია. - გამიღიმა ეკატერინემ. მეც გავუღიმე. - აფერისტი ქალი! - ჩავიბურტყუნე ჩემთვის. *** - ლორა, შენ რა, გათხოვდი? - მკითხა ნინიკომ, როცა ბუფეტში ჩავიყვანე. - ნინიკო, მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობს და შენ არ იცი? - უსაყვედურასავით სესიმ. - მე მხოლოდ ის გავიგე სებასტიანი ქორწინდებაო. ლორაზე არაფერი გამიგია. - თითქმის არც მე არ გამიგია არაფერი, შენ ამაზე ნუ ღელავ! - ვუთხარი და თვალები დავხუჭე. *** მართლაც, ლექციების დასრულების შემდეგ სებასტიანმა დამირეკა. - ლორა, მანქანამ მოგაკითხა? - მკითხა. - კი, აქ დგას. - ლორა, დაცვას ჰკითხე რა გქვია-თქო! - რა საჭიროა სებასტიან! - გამიკვირდა. - ლორა ჰკითხე! - მიბრძანა. დაცვასთან მივედი. - უკაცრავად, თქვენ რა გქვიათ? - მე, ქალბატონო ლორა გოგა ვარ. დაცვას მოვშორდი. - გოგა მქვიაო. - ვუთხარი სებასტიანს. - პაროლი ჰკითხე. - რა პაროლი ნორმალური ხარ? - ამოვიოხრე. - მიდი ჰკითხე! ისევ მივედი გოგასთან. - პაროლი მითხარით. - ცუგა, ცუგა, ცუგრუმელა. - მითხრა უცებ. არ მეგონა იქვე თუ არ მოვკვდებოდი სიცილისგან. - ლორა ამოიღე ხმა! - მითხრა მოთმინებადაკარგულმა სებასტიანმა. - ცუგა, ცუგა ცუგრუმელა! - სული ძლივს მოვითქვი. - მაშინ ჩაჯექი და მიდი სახლში! - გასცა ბრძანება. აუფ! რეგვენი. მანქანაში ჩავჯექი. - ცუგა, ცუგა, ცუგრუმელა! - ვთქვი და ისევ გამეცინა. *** სახლში მისულს სტუმრები დამხვდნენ. - გაიცანით ეს ლორაა, ჩემი რძალი! - ამაყად წარმადგინა დედამთილმა სტუმრებთან. - შენ ის ლორა ხარ, სებასტიანის გული რომ დაიპყარი და ათასი გმირობა ჩაადენინე? - მითხრა ერთმა ხანში შესულმა ქალმა. წარბები კეფაზე ამივიდა. ოხ, ეს ნაძირალა მატყუარა! რამდენი უაზრო რამ ექნება მოყოლილი! - დიახ მე ვარ! სასიამოვნოა! - გავუღიმე. - დედა, მე ავალ, გამოვიცვლი და მალევე ჩამოვალ! - ვუთხარი დედამთილს. - მიდი შვილო! სტუმრებს გავუღიმე და ჩემი ოთახისკენ წავედი. სებასტიანს რომ ვენახე, ნამდვილად იამაყებდა ჩემით. *** - ოოო, ბიცოლაჩემო, ბიცოლაჩემო! - კარები შემოანგრია სებასტიანმა და იმ ქალს მივარდა, რომელმაც რამოდენიმე წუთის წინ კითხვა დამისვა. ნათესავები გადაკოცნა და უთხრა რომ მალე ჩამოვიდოდა. ოთახის კარები შემოანგრია და მერე ისევ შენაგრია. - დინოზავრი ხარ! - ვუთხარი და ფეხები "ჩუსტებში" გავუყარე. - კი, ნამდვილად, ჩემნაირები გადაშენების პირას არიან! - ჩაიღიმა. - კი, ნამდვილად, შენნარი უჯიშოები ცუგა, ცუგა, ცუგრუმელა! - ვთქვი და საწოლზე დავენარცხე, თან ვიცინოდი. სებასტიანმა დამცინავი მზერა მტყორცნა. უცებ გამოიცვალა. - წავედით დაბლა! ოღონდ ახლა ისე უნდა იმსახიობო, როგორც არასდროს! - ათასი გმირობის ჩადენა 3 დღეში როდის მოასწარი ჩემთვის ჰაა, გეხვეწები მითხარი! სებასტიანს გაეცინა. - ასეთ კითხვებს მე მოვიგერიებ, შენ უბრალოდ დეტალებში ჩამერიე. *** - ჩვენი გვრიტებიც მოვიდნენ! მოდით ბიცოლა, დაჯექით აქ! ჩვენც ხელი-ხელ გადახვეულები მივუჯექით. - აბა ახლა მოგვიყევით ერთმანეთი სად გაიცანით! - დაიწყო ბიცოლამ. - ერთმანეთი საცობში გავიცანით. გამიღიმა - გავუღიმე, გამიღიმა - გავუღიმე და ვართ აქ ვარდივით ახლა! - თქვა და თავზე მაკოცა. - უი შენ ჩაქრი! - გაიცინა ბიცოლამ - მერე რა მოხდა? - მერე რესტორანში ვნახე. ერთადაც დავჯექით, ბოლოს გაცილებაზე რომ მიდგა საქმე ვუთხარი: გაგაცილო კუკლა, თუ გაიკვლევ გზას დამოუკიდებლად - თქო! და ხედავთ ახლა გამოვაცილე აგერ! - გაიცინა. - ვაიმე სებასტიან! - თქვა ვიღაც ქალმა - შენი იუმორი რომ არა გავთავდებოდით და ეგ არის! უცებ სებასტიანს მოვეხვიე. - რა იუმორზეა საუბარი მითხარით რაა! - ვუჩურჩლე ყურში. სებასტიანმა გაიღიმა, მაგრამ დავინახე ნელა როგორ გადააქნია თავი. - სებასტიან! ერთ თვეში კარგ ამბავს ველოდებით იცოდე! - თქვა ბიცოლამ. - რა კარგ ამბავს? - იკითხა. ბიცოლამ მუცელზე ხელი დამადო. - ბავშვი გვინდა, თორემ შენს მერე ბავშვი არ გვყოლია ოჯახში! - გაიცინეს. "ბავშვი თუ უნდათ თვითონ გააკეთონ! იდიოტები" - გავიფიქრე ჩემთვის. - მაგასაც მოევლება! - მითხრა სებასტიანმა ღიმილით და შუბლზე მაკოცა. მეც ნაძალადევად გავიღმე. *** როგორღაც სტუმრები წავიდნენ და მეც დასაჩიებლად ავედი. ჩავწექი თუ არა საწოლში, იმწამსვე სებასტიანი შემოვიდა ოთახში და ისიც დაწვა. - ლორა! - მითხრა იდუმალი ხმით. - გისმენ. - გაიგე ბავშვზე რაც თქვეს? - მკითხა და ხმაზე შევატყვე რომ სიცილს ფარავდა. - ჩემგან ტყუილად ელოდებით! - ვუთხარი. - ერთი თვე გაქვს დრო მოსაფიქრებლად... თუ არა და მერე... - ხელები ისევ თავქვე ამოიდო და ჭერს უყურებდა. - მერე რა? რა, რა, რა? ერთი გაბედე და მომეკარე! - ვუთხარი და მეორე მხარეს გავტრიალდი. *** ქარის ზუზუნი ისმის. ზუზუნს თან ერთვის ქალის კივილი. - ცოტაც, ცოტაც, მალე ბიჭი გეყოლება! - ყვიროდა ექიმი. ქალი კიოდა. - ცოტაც! ქალი უფრო აკივლდა. - არის! ბიჭია! ბიჭია! - დაიყვირა ექიმმა. ქალმა ერთიც ამოიკვნესა და თვალები დახუჭა. იგი მოკვდა. სახეს დავაკვირდი... ახლოს მივედი... უფრო ახლოს... ეს... ეს... ეს მე ვიყავი! *** - არა! - ვიკივლე და წამოვხტი - არა! - შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. - ლორა დამშვიდდი! - ჩამესმის სებასტიანის ხმა. - არა! - ლორა გაიღვიძე, გესმის ჩემი?! ცივმა ოფლმა დამასხა. სებასტიანი გადმოიწია, მომეხვია და თავისთან დამაწვინა. - სებასტიან, შვილი არ გვინდა... არ მინდა შვილი... - ლორა! დამშვიდდი! დაიძინე. მე აქ ვარ! - ესღა მახსოვს. მერე გავითიშე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.