ბედნიერია გოგონა?! (5)
დილით ძალიან ადრე მეღვიძება. მექანიკურად ვდგები, ვიცვამ, სააბაზანოში შევდივარ, დაბანილი გამოვდივარ, სპორტულებს ვიცვამ და დაბლა ჩავდივარ. ბებე უკვე ფეხზეა და სამზარეულოში ფუსფუსებს. სევდიანი სახით შევხედე. ლენამ დამინახა და ხელები გამოიწვდინა. მეც მივედი და მოვეხვიე. - ლორა, ბებე, ნიკას არაფერი დააბრალო, ის უდანაშაულოა და ყველაზე მეტად უყვარხარ! ჩვენი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო ასე არ მოხდებოდა. - ბებე, რაც არ უნდა მოხდეს, მე შენ სულ მეყვარები... - უფრო მაგრად მივეკარი. - ნიკასაც აპატიე, გთხოვ! - შემევედრა ლენა. - ვინ იცის, შეიძლება რამოდენიმე ხნის მერე ვაპატიო. - სევდიანად გავუღიმე. - იმ ქალს მოეწონე და ცოტა ნორმალურად მოიქეცი, ეს არ გესწავლება! - დამარიგა. - ვინ ქალს ბებე? - რა ჰქვია კაცო იმ ბიჭს? - შუბლი მოიფხანა. - სებასტიანზე ამბობ? - გამეცინა. - ხოო. რა უჯიშო სახელია ისე ეს სებასტიანი! - დაიჭყანა ბებია. - არც თვითონ არ არის ჯიშიანი! - ამოვიოხრე. *** - ალო. - ლერი, კაბა მოიზომე? - მკითხა ბარიტონმა. - ლორა! - შევუღრინე ტელეფონში. - კაბა მოიზომე? - არა. - რო არ ჩაგეტიოს არ ვიცი რას გიზამ! - შემიღრინა. - ვერაფერს ვერ მიზამ! შენი შვილი არ ვარ, რამე რომ მიქნა. - ვუყვირე. - ლორა, არ მინდა ხასიათი გაგიფუჭო ამიტომ წესიერად ილაპარაკე. - შენს გაფიქრებაზეც კი მიფუჭდება ხასიათი! - წამოვიყვირე და ტელეფონი გავთიშე. *** - ლორა, ძალიან ლამაზი ხარ! ღიმილი გაკლია და ეგა ხარ! - მითხრა სესიმ, როცა გამოვეწყვე - სესი, კარგი რაა, შენნაირად ყველასთან კარგად ვერ ვიქცევი! - სებასტიანს კარგი ბიჭი ეტყობა, ამიტომ დავუახლოვდი. ლორა, არ გეგონოს, რომ თხოვდები ძალიან მიხარია. მინდოდა სიყვარულით გათხოვილიყავი... - კარგი რაა, მე კიდევ საერთოდ არ ვფიქრობდი გათხოვებაზე. - ამოვიოხრე. - ლორა მე შენს გვერდით ვარ ყოველთვის! მიყვარხარ! - მომეხვია სესი. - სესი, მეც მიყვარხარ! წადი ახლა ჩაიცვი, მეჯვარე ხარ ბოლო-ბოლო! - გავუღიმე და გავაცილე. *** ოთახში ჯემო შემოვარდა. - ლორა! არ მჯერა... არა... - იყვირა. - სურპრიზი ნათლია! ორივე "გავბედნიერდით"! ოღონდ ქორწილი დაგასწარი! - ირონიულად გავიღიმე. - ლორა, შურს ვიძიებ, გეფიცები შურს ვიძიებ! - ტიროდა ჯემო. - არა ჯემო, ყველაფერს მე თვითონ მოვაგვარებ! - ვუთხარი და მოვეხვიე. *** - ძალიან ლამაზი ხარ! - მითხრა ნიკამ და ცრემლი გადმოუგორდა. წარბები შევყარე და სხვა მხარეს გავიხედე. - ლორა, მე გვანცას შევპირდი რომ დაგიცავდი, რომ ბედნიერი იქნებოდი, რომ კარგად მოგივლიდი და უზრუნველად იცხოვრებდი. მაგრამ... ხმა ჩაუწყდა. მე კი ცრემლები მომაწვა. - მაგრამ... ვერ შევძელი... - იმხელა ხმაზე დაიწყო ქვითინი, ვეღარ მოვითმინე, მივედი და ჩავეხუტე. - მამა, იმდენად დიდია ჩემი შენდამი სიყვარული, რომ შემიძლია ყველაფერი გაპატიო, მაგრამ სებასტიანს ვერასოდეს შევიყვარებ, რა ვქნა?! როგორღაც მორჩა ტირილს. ხელები მომკიდა და ამათვალიერა. - მხოლოდ ახლა შევამჩნიე თუ როგორ ჰგავხარ გვანცას! ახლა უფრო გამიჭირდება უშენობა! - თუ მოვახერხებ გინახულებ ხოლმე! - ვუთხარი და მოვეხვიე. - მიყვარხარ ლორა! - მეც მიყვარხარ... მამა! *** ჩემს საწოლზე ვიჯექი. უცებ კარები შემოინგრა და სებასტიანი შემოვიდა. - შენ ნორმალური ხარ? კარზე დაკაკუნება არავინ გასწავლა? - ვუყვირე. - მეც მომენატრე! ძლივს გავიდა ერთი დღე! - დაიყვირა სებასტიანმა. - ვერ ვიტან ამ მასხრობას! ვინაა დაბლა? კარები დახურა. - მანახე კაბა, როგორ გაქვს? - სხვა სადარდებელი არ გაქვს? - ვკითხე და ტუჩები მოვპრუწე. - ადექი დროზე! - მითხრა და ძალით ამათრია. მერე დამატრიალა. - გადარჩი, კარგად გაქვს! - შვებით ამოისუნთქა. - ასე ველურად თუ აღარ მოიქცევი, ძალიან დამავალებ! - ახლა მომისმინე. დღეს თუ ბედნიერი გოგოს როლს შეასრულებ, გპირდები დღეს ქალებს არ დავკერავ! - თუ გინდა ქალი დაკერე, თუ გინდა კაცი! - უინტერესო სახით შევხედე. - უბრალოდ ტეხავს პატარძალი გვერდით ზის და სიძე ქალს კერავს. შევთანხმდით? - მკითხა. - ვეცდები. სებასტიანმა უნდოდ შემომხედა. - წავედით - მითხრა და ხელი გამომიწოდა. *** ლიმუზინში ჩავჯექით და ტაძრისკენ დავიძარით. - სავალდებულოა ჯვარი დავიწეროთ? - განქორწინების იმედი მქონდა. - ყველა ქრისტიანი ოჯახი ჯვარდაწერილია. - მითხრა მშვიდად. ამოვიოხრე... *** ჯვარი იმ ტაძარში დავიწერეთ, რომლის ეზოშიც გვანცა იყო დაკრძალული. ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ პირდაპირ გვანცას საფლავთან მივედი. - მოვედი... და მივდივარ... დღეს ვთხოვდები! დღეს ვთხოვდები, ... დედა! ნიკას ცრემლები წამოუვიდა. *** ქორწინების სახლში მოვედით. - სებასტიან ბაგრატიონო, თანახმა ხართ ცოლად მოიყვანოთ ლორა ობოლაძე და იცხოვროთ მასთან სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ? - თანახმა ვარ! - ომახიანად თქვა სებასტიანმა. მქუხარე ტაში დასცხეს. - ლორა ობოლაძე, თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ სებასტიან ბაგრატიონს და იცხოვროთ მასთან სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ? სიჩუმე... პასუხის გაცემა გამიჭირდა. ჩემი გულისცემა მესმოდა. - თანახმა ვარ! - ვთქვი და ისეთი ტაში მომესმა, ისეთი ტაში რომ... - გთხოვთ თქვენი თანხმობა ქაღალდზე გადაიტანოთ. ხელი მოვაწერეთ. - დღეიდან კანონიერ ცოლ-ქმრად გაცხადებთ! შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს! ერთმანეთს აკოცოთო?! ეს სულ არ მახსოვდა! ღრმად ჩავისუნთქე და სებასტიანის ტუჩებს ჩემი ტუჩები შევახე. ტაში... ისევ ტაში... *** - რა საჭირო იყო ამხელა ქორწილი? - ვკითხე სებასტიანს. - ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ ქორწინდება, ამიტომ ამ დღეს მაინც უნდა იყოს ბედნიერი! - მითხრა სებასტიანმა და ვიღაცას გაუცინა. - მეტყობა რამე ბედნიერის? - ვკითხე. სებასტიანმა ამოიოხრა და ხალხს გადახედა. *** - ახლა კი დროა ნეფე-დედოფალმა რამე ცეკვა შეასრულოს! - თქვა დიჯეიმ და ტანგოს მუსიკა ჩართო. სებასტიანს საბრალო სახით გავხედე. მან ხელი გამომიწოდა და საცეკვაოდ გამიწვია. სცენაზე ავედით. ხელი მხარზე დავადე, მეორე ხელი კი მოვკიდე. მისი ხელი ჩემს ზურგზე იყო. შემაჟრიალა. - ლორა ნუ ფართხალებ, იცეკვე! - დამცინა სებასტიანმა. მეც ჯინაზე ცეკვა დავიწყე. - ლორა ახლა გადაიკისკისე და მომეხვიე. - მეტი საქმე არ მაქვს! - ვუთხარი. - დროზე! - მიბრძანა. მეც გადავიკისკისე და მოვეხვიე. - რა ლამაზი წყვილია! - მესომოდა ხალიხის კომენტარები. ლამაზი?! ჰაჰ, ლამაზი არა, უფრო საშინელი... *** - სესილი, წადი იცეკვე რამე ქენი! - ვუთხარი. - წავიდე და მასტერკლასი ჩავატარო? - გაეცინა. ისე გულიანად გამეცინა, სებასტიანმა გამომხედა. - მიდი გაანათე ლომო! - ვუთხარი და სესი საცეკვაოდ გავუშვი. *** ჩემი ბებე ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი. ლამაზი კაბა ეცვა და მსუბუქი მაკიაჟიც ამშვენებდა. ბაბუა და მამა შარვალ-კოსტუმში იყვნენ გამოწყობილნი. ჯემოც გამოწყობილი იყო, მაგრამ ძალიან სევდიანი. *** - ახლა კი დროა მამა-შვილმა იცეკვონ! - გამოაცხადა დიჯეიმ. - სებასტიან მიდი, მამაშენთან უნდა იცეკვო! - ვუთხარი. - მოხვედი ხასიათზე ცოლო? წადი საცეკვაოდ! - მიბრძანა. - ძალიან ზრდილობიანი ხარ! - წავკბინე და მამას გავყევი. მამასთანაც ტანგო ვიცეკვე. ხალხისგან მესმოდა: როგორ ჰგავს გვანცას! ასე მგონია ცოცხალია და ლორას სახით ქმარს ეცეკვება! მეამაყებოდა! მეამაყებოდა ის რომ ვგავდი ქალს, რომელმაც ჩემთვის სიცოცხლე გასწირა. - ჩემო გოგონა, ჩემო ლორა! აი ეს ბეჭედი დედაშენის იყო, მამას მოვეხვე. სებასტიანის მზერაც დავიჭირე. *** როგორღაც ქორწილი დამთავრდა. - ლორა, წავედით. - მითხრა სებასტიანმა. მეც ლიმუზინში ჩავჯექი. მანქანების სიგნალებმა ყურის ბარაბნები გახეთქეს. სახლში მოვედით. - ლორა გამომყევი, ოთახს განახებ და გამოიცვალე. მეც უსიტყვოდ გავყევი. ერთი დიდი ოთახი მანახა. მომეწონა მაგრამ კმაყოფილება არ გამოვხატე. - ბარგი აქაა უკვე? - ვკითხე. - კი, ბარგი აქაა. გამოიცვალე. - მითხრა და გავიდა. მეც უცებ გამოვიცვალე და ლოგინში ჩავწექი. რამოდენიმე ხანში კარები გაიღო და ოთახში სებასტიანი შემოვიდა. მაისურით და სპორტულით. - გძინავს უკვე? - მკითხა. - არა და გამიხარდება თუ მალე გახვალ აქედან. - გავალ?! სად უნდა გავიდე? - თქვა და საბანი მეორე მხარეზე გადაწია. - მოიცა, შენ აქ წვები? - ვკითხე შეშფოთებულმა. - აბა სად გეგონა? - აქ არ დაწვები! - ვუთხარი. წარბი აწია და ჩემს გვერდით დაწვა. უცებ წამოვხტი და კარისაკენ წავედი. ისიც "შუსტრად" წამოხტა და კარს აეფარა. - ახლა აქედან თუ გახვალ, დედაჩემი ყველაფერს მიხვდება. - წარბი აწია. - გაიგოს მერე! გაიგოს თქვენი ნაძირლობა! - დავუყვირე. - ლორა დაწექი დროზე! - მიბრძანა. თავი გავაქნიე. მაჯაზე ხელი ჩამავლო და ლოგინზე დამაგდო. - ველურო! თავი კაცად მოგაქვს და ამ დროს ნამდვილი ტყიური ხარ! მუტანტო! სებასტიანმა თავი გააქნია და გვერდზე მომიწვა. - ამას არ გადმოცდე თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! - ვუთხარი და შუა საწოლზე "გამყოფი ხაზი" გავავლე. - რომ მინდოდეს ამასაც ვიზამდი! - თქვა და გადატრიალდა. - ჰაჰ! ერთი გაბედე! - ვუთხარი. - და ბავშვს რომ მოგვთხოვენ მერე რაღას იზამ? - მკითხა, ჩემსკენ მოტრიალდა და ლოგინზე წამოჯდა. - ბავშვს? ვერ ეღირსები! - ვუთხარი ისე, არც გამიხედია. - თუ გვეტყვიან ასეც უნდა ვქნათ! - მითხრა და ზურგზე გადაწვა. ხელები თავქვეშ ამოიდო. - მოიცა, ახლა ვინმემ რომ გითხრას ბავშვი გვინდაო, შენ რა დათანხმდები? - თავი წამოვყავი. - რათქმაუნდა! - ტუჩები გაილოკა სებასტიანმა. - ვერ ეღირსები! - ბოროტად შევხედე და გავტრიალდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.