ვუყვარდი?არ ვუყვარდი? (ჩემი ცხოვრების ისტორია) თავი 11
შუაღამეზე სახლიდან იაფფასიანი ქალივით გამოვიძურწე და და სახლისკენ დავიძარი.არ ვიცი რამ მომიარა,მკვეთრად მოვატრიალე მანქანა და სულ სხვა მიმართულებით წავედი. ძალიან ციოდა,მანქანიდან გადმოვედი და თბილი,ნაქსოვი შარფი სახეზე ავიკარი.იქ სადაც გავჩერდი წლების მანძილზე არ ვყოფილვარ. იქ სადაც მე ვიყავი მთელი თბილი ჩანდა,ბჟუტავდა ალაგ-ალაგ ანთებული ნათურები რომლებიც სახლებში ენთო,ახალი წლის სანათები ახალისებდნენ ღამის წყვდიადს. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც თოთხმეტი წლის ვიყავი,გრაციოზულ მომავალს ვგეგმავდი ალექსანდრესთან ერთად, აქ ზუსტამ ამ ადგილას. ვლაპრაკობდით ათას ჭკვიანურ თუ სულელურს თემებზე... _______ -მომიწევს წასვლა,-ალექსანდრეზე მიყუდებულმა ვთქვი და ცას ავხედე -არ მინდა რომ წახვიდე, -ჰო მაგრამ მაინც წავალ,-ჩუმად ვუთხარი და პასუხად მისი ძლიერი ჩახუტება მივიღე,ხელები მომხვია და მახსოვს ახლაც ჩამესმის მისი სიღრმისეული,მტკივნეული ამოსუნთქვის ხმა...არ ვიცი ეს რას ეხებოდა,არ ვიცი სად და როგორ ვაპირებდი წასვლას მაგრამ ფაქტია ჩვენი გზემი წლების განმავლობაში ისევ შეერთდა. არასდროს ვყოფილვარ ქალი რომელმაც არაფერი არ იცის.ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ყველას თავის ადგილს ვუჩენდი,მაგრამ ახლა ყველა და ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა.რას გავდა ჩემი საქციელი?! მართლაც რომ იაფფასიანი ქალივით მოვიქეცი მიშოსთან დაკავშირებით,მის მიმართ გრძნობა?რათქმაუნდა არ მაქვს...ნიკა? ნიკას ერთხელ და სამუდამოდ გადავუსვი ხაზი...ალექსანდრე? არ ვიცი აი ეს უკვე აღარ ვიცი...იმაზე ფიქრი რომ ხვალ სამუშაოს პირველი დღე იყო და ალექსანდრეს ისევ ვნახავდი მუცელში პეპლებს მიჩენდა,ათასი რამ გამიელვებდა თავში, ნეტავ რა უნდა ჩავიცვა? რამე რომ კითხოს მიშოზე რა ვუპასუხო? სადმე რომ დაპატიჟოს?... ნეტავ მიწას ჩავეყლაპე! როგორც იქნა ჩავჯექი მანქანაში,სახლთან ახლოს მდებარე ბარში შევედი და სასმელი შევუკვეთე. ჩემს ირგვლივ,როგორც ყოველთვის ათასი მამაკაცი ირეოდა მაგრამ ჩემს გვერდით ყველასთვის დაკავებული იყო ადგილი! ტელეფონს რომ დავხედე დილის ხუთი საათი იყო,ელენეს ენ რაოდენობის გამოტოვებული ზარები რომ ვნახე,მივხვდი ვერ გადავურჩებოდი. საკმაოდ გატიალებული ძლივს მივედი სახლამდე მშვიდობით დაახლოებით ერთი საათი მეძინა და შემდეგ შევუდექი სამზადისს... წყლის გადავლება,დემეს გაღვიძება,საუზმე,ჩაცმა...თავის ტკივილის კი ვერაფერს ვუხერხებდი...ელენეს გაგუდულს ეძინა,დემე ხელში ავიყვანე კარი ფრთხილად დავკეტე და ბაღში გავქანდით. -დე გუშინ სად იყავი,ელემ ინერვიულა. -რავიცი დე,რაღაც საქმეები მქონდა..მერე მოგიყვები,ეხლა შენი ამბები უფრო მაინტერესებს,-ღიმილით ვუთხარი და მის ახალ შეყვარებულზე ბუტბუტი დაიწყო.ნეტავ მის ასაკში ვიყო მეტი არაფერი არ მინდა ! დემე ბაღში დავტოვე და სამსახურში წავედი მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ მე ასე არ აღვუქვამდი.მართალია სამუშაოს პირველი დღე იყო მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანი იყო ჩემთვის, ნეტავ რა იქნება დღეს ალექსანდრეს რომ ვნახავ?... ______________ ბოდიში რომ დავაგვიანე შემდეგი თავის ატვირთვა და ამჯერად ძალიან პატარაა მაგრამ შემდეგ თავში გამოვასწორებ ამას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.