შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა?_წესების გარეშე!(2)


19-06-2015, 17:17
ავტორი Tay194
ნანახია 2 368

განერვიულებულმა შეაღო სახლის კარი და როცა სამზარეულოში მოფუსფუსე შვილი დაინახა, სიცილი დაიწყო.წარმოიდგინეთ პატარა ქალბატონი სამზარეულოში, რომლეიც სულ მთლად ფქვილშია ამოვლებული.

_მოსამსახურე სად არის?უცებ მიეპარა შვილს და ყელში ხმაურიანად აკოცა
_წავიდა მა!ქეთაც უცებ მოტრიალდა და წინ ასვეტილ მამაკაცს ყელზე ჩამოეკიდა. სახიდან ფქვილი მოიშორა და მამამის ლოყაზე აკოცა
_შვილო დედაშენი სადღაა,სახლში მარტო ხარ?მალევე მოავლო სახლს თვალი და მარტო ქეთა, რომ დაინახა გაბრაზდა.ახლა ყველაფერს სხვანაირად უყურებს და ყველაფერზე სხვანაირად ფიქრობს.კიდევ რამდენი გუგასნაირის ვალი აქვს ამ კაცს და ახლა შვილის მარტო დატოვება შეიძლებოდა?იქნებ გიგა მართლა კარგი არჩევანია ამ დროს.ის მაინც იცის რისთვისაც მიყავს.მიუხედავად იმისა, რომ გულზე საერთოდ არ ეხატება ის ბიჭი ზუსტად იცის, რომ მოძალადე არ არის და ქეთას არაფერს დაუშავებს
_კარგი რა მა! პირდაპირ მითხარი, რომ ჩემი მომზადებული ბლინების ჭამა არ გინდა!პატარა ბავშვივით გადააჯვარედინა ხელები და გაბუსხული, კოპებშეკრული დაუდგა მამამის წინ
_აბა რას ლაპარაკობ!ძალიან მიყვარს შენი ბლინები, მაგრამ დღეს არ მინდა შვილო გეხვეწები!ისე მოისაწყლა თავი ბატონმა ლევანმა, როგორიც იცის ხოლმე როცა არ უნდა ქეთას აწყენინოს
_კარგი ნაცნობი ხერხია!გაეცინა, მალევე მიუახლოვდა მამაისს და ყელში აკოცა.როგორ უყვარს ეს ციცქნა გოგო ამ კაცს.არა რომელ მამას არ უყვარს შვილი,მაგრამ ამ კაცს განსაკუთრებულად უყვარს.ერთი მისი გაღიმება და ბატონი ლევანიც ყველა პრობლემას ივიწყებს.ახლაც თითქოს დაავიწყდა, მაგრამ როცა ბანკიდან მოუვიდა მესიჯი მობილურზე მაშინვე გაახსენდა ყველა პრობლემა.ძალაგამოცლილი გავიდა მისაღებში და თავის დივანზე მოკალათდა.ტელევიზორი ჩართო და უაზროდ დაუწყო ყურება
_მაა მე წავედი!დივანზე ჩაძინებულს ქეთას ხმამ გამოაფხიზლა და უცებ მოვიდა გონს
_სად წახვედი შვილო?დაფეთებული წამოხტა დივნიდან და მოკლე შორტებში გამოწყობილ ქეთა კარგად აათვალიერა
_რა იყო ხომ კარგად ხარ?მეგობრებთან ერთად მივდივარ კლუბში.საბაც იქნება ნუ ღელავ.ჰო საბა ქეთას დაეიდაშვილია და როცა მასთან ერთადაა, მხოლოდ მაშინ აქვს კლუბში წასვლის სიამოვნება
_მეტი მოკლე შორტი ვეღარ ჩაიცვი?მაინც დაუღრინა გაკვირვებულ შვილს
_მაა კარგი რა!უცებ მივიდა შემოსასვლელთან, სადაც დიდი სარკე ქონდათ და სარკის წინ დატრიალდა.როცა მიხვდა, რომ მართლა მოკლე შორტი ეცვა, ოთახში აღარ დაბრუნდა და გადაწყვიტა მამამისის აქედან დამშვიდებობებოდა.ცალი ფეხი უკვე გარეთ ქონდა გადადგმული როცა მაინც შემოესმა ბოხი ხმა
_რომ მიიპარები ვიცი უკვე!საბას უთხარი, ათზე სახლში მოგიყვანოს!
_უიმეე მა ახლა ხომ ცხრა საათია?წუწუნით დაბრუნდა ოთახში და მამამისს საწყლად გახედა
_კარგი მაშინ თერთმეტზე!მტკიცედ გამოცხადა ლევანმა და ტელევიზორს მიუბრუნდა
_თორმეტზე?ხმადაბლა კითხა მამამისს და ტელევიზორის წინ დადგა
_არა თერთმეტი!კოპებშეკრულმა უთხრა შვილს და ხელით ანიშნა მოშორდი ტელევიზორსო, მაგრამ გოგო მაინც გაშეშებული იდგა და არ აცდიდა ყურებას
_თორმეტს,რომ ათი დააკლდება აქ ვიქნები, აბა რას იტყვი?ეშმაკურად გახედა მამამისს და წარბები სასაცილოდ აათამაშა
_შენ რა მევაჭრები?წარბაწეულმა გახედა შვილს და როცა მისი სახე დაინახა თავი ძლივს შეიკავა, რომ არ გაეცინა
_მე რომ მამა ძალიან მიყვარს?!
_მორჩი ქეთა!
_ძალიან ძალიან!
_კარგი შე საზიზღარო გოგო, წადი და 12_ სახლში იყავი!
_ვიცოდი რა, მიყვარხარ მა!ხელებ გაშლილი წავიდა მამისისკენ, მთელი ძალით მოხვოა ხელები და ლევანის ყვირი, რომ არა წადი შვილო მომშორდი ტელევიზორს მაყურებინეო, ალბათ ადგილზე მიახრჩობდა იმხელა კაცს, ისე ძლიერად ქონდა ხელები მოხვეული.სულ დაუკოცნა მთელი ლოყები საყვარელ მამიკოს და მაშინვე გახარებული გავარდა სახლიდან

****************

ქეთა ნიკოლავა 18 წლის.შავგვრემანი, ეშხიანი გოგოა.პირველად თორმეტი წლის იყო ბიჭებმა,რომ იჩხუბეს მის გამო.ესეც წყნარად იდგა და უყურებდა, სანამ ლევანმა არ ჩაავლო ხელი და სახლში არ წაიყვანა.უამრავი თაყვანისმცელემი ყავდა ბავშვობიდან და ახლაც არ უჩივის მათ რიცხვს.რომ კითხოთ საკუთარ თავში ყველაზე მეტად რა მოგწონსო ალბათ გეტყვით,რომ თავისი შავი თვალებით ამაყობს.რა ქნას თავის გრძელ ფეხებს და სახის ულამაზეს ნაქვთებს ეს ურჩევნია.არასდროს ყოფილა გათამამებული, თავის დროზე მდიდარი და შეძლებული ოჯახისგან.პირიქით ყველანაირად ცდილობდნენ ლევანი და ლიკა თავიაანთი შვილი ისეთი გაზრდილიყო,როგორც ნებისმოერი სხვა და არასოდეს ეფიქრა, რომ ვინმეზე რამით იყო მეტი.პირველად მობილური 16 წლის ასაკში უყიდეს და ისიც დიდი არაფერი,ჩვეულებრივი მობილურო იყო როცა მამამის მისთვის შეეძლო ათასი აიფონი ეყიდა.დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მშობლების ამ კანონმა და წესმა შედეგი გამოიღო.ქეთა ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და ზედმეტად თავმდაბალი გოგოა.მართალია თავს არავის დააჩაგვრინებს,მაგრამ ხშირად თავისი უსაზღვრო სიკეთე ღუპავს ამ გოგოს.დაქალებიც სულ ამას ეუბმებიან ნუ ხარ ასეთი, უფროსწორად ყველას ნუ ანახებ შენს სიკეთეს და თავმდაბლობას, იცოდე ვისი შვილიც ხარ და რა ოჯახიდან გამოდიხარო, მაგრამ ნეტა შენ.აბა თუ იცით ორი ყური რატომ აქვს ადამიანს? ქეთას თქმით იმიტომ, რომ ზოგჯერ ერთში უნდა შეუშვა და მეორედან გამოუშვა, აი ასე მარტივად.ჰომ ახლა კლუბშია, ვერ იტყვის, რომ გიჟდება კლუბებზე. სანამ სრულწლოვანი არ გახდა, მანამდე არც იცოდა რა ხილი იყო. სულ რამდენჯერმეა ნამყოფი და ვერ იტყვის, რომ უკვე მოასწრო მისი შეყვარება, თუმცა უნდა ავღნიშნო რომ სასტიკას ესაყვარლება ეს ადგილი.ცეკვავს, ცოტას სვამს და ერთობა მეგობრებთან ერთად

_მეტი აღარ დალიო გოგო!ბართან მოკალათებულს უცებ გაუშეშდა ხელში აღებული ჭიქა, როცა მის წინ მდგომი საბა დაინახა
_საბა შემეშვი რა!
_საერთოდ ჯობს წავიდეთ არ მომწონს აქ რომ ვართ!აშკარად ნერვიულობდა საბა, რაც ქეთას არ გამოპარვია
_საბა რა გჭირს?გაკვირვებულმა შეხედა დეიდაშვილს, რომელსაც ზედმეტად სერიოზული სიფათი ქონდა აკრული
_არაფერი უბრალოდ..
_უბრალოდ რაც მოვედით ის ბიჭი მე მიყურებს არა?არ დააცადა დამთავრება საბას
_შენ საიდან იცი რომ გიყურებს?!
_დებილი ხომ არ ვარ დავინახე!უკმაყოფილოდ გააქნია თავი, წამით იმ მაგიდას გახედა სადაც უცხო იჯდა და როცა მის მწვრლ მზერას შეეჩეხა უცებ მოატრიალა თავი
_ეი ის კაცი ვინ არის იქ რომ ზის?ახლა ბარმენს მიუტრიალდა და უცხო მამაკაცზე ანიშნა
_ეს კაცი ბიზნესმენია, გიგა დადიანი!თბილად გაუღიმა ბარმენმა და როცა საბას დაღრენილი სახე დაინახა,
უცებ მოიშორა სახიდან ღიმილი
_და აქ რა უნდა?თვითონაც მიხვდა უაზრო კითხვა, რომ დასვა მაგრამ არ შეიმჩნია
_აქ ის უნდა, რომ უბრალოდ ერთობა ან თავის ბარს დახედა და მორჩა!გაკვირვებულმა გახედა ბარმენმა საბას და ქეთას
_კარგი წავედით!უცებ ჩაავლო ხელი საბამ ქეთას მკლავში და ისე გამოიყვანა კლუბუდან
_ხელი მომტყდა სულელო!ძალით გააშვებინა ხელი და ნატკენი ადგილი დაიზილა
_ტაქს გავაჩერებ და სახლში მიგიყვანს!მოკლედ მოუჭრა საბამ და ხელი ტაქს დაუქნია
_მამას ვეტყვი ხელი, რომ მომაგლიჯე შე იდიოტო!
_ბავშვი ხარ!მოდი ჩაგეხუტო!უცებ მოხვია ხელები და აწითლებული ლოყები სულ დაუკოცნა, საყვარელ დეიდაშვილს
_ახლა წადი!უცებ მათთან მდგარ მანქანზე ანიშნა და ქეთაც უხმოდ გაბუტული ჩაჯდა.ვერ გაიგო რატომ გამოაქცუნა საბამ კლუბიდან.ან რა საქციელი იყო ეს ხელი,რომ დაავლო და გამოათრია გარეთ!დღეს დაიძინებს და ხვალ საკადრის პასუხს გასცემს ამ ცხოველს
_კნუტი!უცებ იმხელა ხმაზე დაიყვირა, მძღოლმა მანქანა გააჩერა და თვალებდაჭყეტილმა გახედა გოგოს
_რა კნუტი შვილო?!აქეთ იქით დაუწყო კაცმა გზას ყურება
_ნუ ღელავთ თქვენ არ გაგიტანიათ, მაგრამ სხვა მანქანა დაეჯახება თუ არ გადავედი!უცებ გააღო მანქანის კარი და მძღოლის ყვირილი, რომ უკან დაბრუნებულოყო არ შეიმჩნია.შუა გზაზე სადაც მანქანები დადიოდნენ, ფრთხილად გადავიდა და შავ პატარა კნუტს მიუახლოვდა
_ცოტა ხანი მოიცადე და გიშველი!ფრთხილად გადადგა ნაბიჯი და უცებ დაავლო ხელი პატარა კნუტს.გულში ჩაიკრა და როცა მოტრიალდა დაინახა, როგორ იყო ყველა მანქანა გაჩერებული.მოიცა ასე მალე ამხელე მოძრაობა ვინ გააჩერა?უცებ მოავლო თვალი ყველას და მის უკან მდგარ რეინჯროვერს შეეჩეხა.დაინახა როგორ გადმოვიდა მაღალი სილუეტი და გაბრაზებული წინ დაუდგა.კარგად აათვალიერა მამაკაცმა გოგონას სხეული და ნერწყვი მძიმედ გადააგორა

_შე სულელო გოგო, რას აკეთებ?!მისი ხმა ისეთი მკაცრი და ბოხი იყო ადგილზე გაშეშა
_კნუტს დავეხმარე!ძლივს წარმოთქვა ორი სიტყვა და ნაბიჯი უკან გადადგა
_გაგიმართლა აქ, რომ ვიყავი და დაგინახე შე უტვინო ბავშვო!
_ვითომ რატომ გამიმართლა?სასტიკად არ მოეწონა უტვინო, რომ დაუძახა ვიღაცა უცნობმა. ჰო უნდა აღიაროს,რომ ეს უცნობი კლუბის უცნობს ძალიან გავს, მაგრამ რა დროს ეს არის.ისიც არ მოსწონს მის ფეხებს, რომ აკვირდება და მზად არის ამის გამო კარგად შემოარტყას სახეში
_მოძრაობა გავაჩერე შენს გამო და კოდე დიდ გულზე ხარ?
_ფეხებზე შენი მოძრაობა!რატომ თქვა ასეთი რამ არ იცის, მაგრამ თქვა და მორჩა. ღირსია,აბა რას აკვირდება მის სხეულს? საზიზღარი და უზნეოაა
_უზრდელო!მოიცა მოგიყავნ ჭკუაზე!
განრისხებული სახით გახედა გოგოს და მობილურს უპასუხა
_გისმენ!
_.....
_უთხარი მოძრაობა აღარდგინონ!
_......
_კარგი!
_სად მიდიხარ?ხმამაღლა დაუყვირა გზაზე მიმავალ ქეთას
_რა შენი საქმეა!გაიარე რა!უხეშად აიქნია ხელი და გზა გააგრძელა
_ქარაფშუტა!უცებ მივიდა ქეთასთან,წელზე მოხვია ძლიერი ხელები და კნუტთან ერთად, ძალით ჩატენა მანქანაში


ვერ მოვახერხე მალე დადება ახალი თავის

მადლობა იმ მკითხველს ვინც მაინც კითხულობს ჩემს მოთხრობას

უყვარხართ ანუკის :*



№1  offline წევრი Nina-

dzaan momwons <3 <3 sheecade male dadoo

 


№2  offline წევრი ფსიქო.13

ოჰ ოჰ,მომწონს...
კნუტი,იჰ,შავი კნუწი *_*
რაღაც შეცდომები არ გამოპარვია ჩემს თავს,ეს მოკლე დიალოგებიც არ მომწონს,ამ
ბიჭის ყოვლისშემძლეობაც და მოძრაობის გაჩერებაც არ მომეწონა.
სიყვარულით მეოცნებე ჰალუცინაციორი,ანუ ფსიქო.13
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№3  offline წევრი Marysese

Rogorgamixardaa rom dabrundiiiiiimikvarxar Mme shen DA sheniistoriebiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent