შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვუყვარდი?არ ვუყვარდი? (ჩემი ცხოვრების ისტორია) თავი 12


20-06-2015, 00:58
ავტორი Dippie
ნანახია 2 105

თამამად გადმოვედი მანქანიდან და ოფისის კარი შევაღე. ახალგაზრდა გოგონა ისევ ღიმილით მომესალმა და ჩემს ახალ ოთახში შემიყვანა. ყველაფერი სკმაოდ კარგად იყო მოწყობილი, კედლებს ნაცრისფერი დაჰკრავდა, შავი დიდი საოფისე მაგიდა და განიერი ტყავის,მუქი სავარძლები იდგა.კედლებზე ცარიელი ჩარჩოები იყო,ლამაზი ხის თაროები ეკიდა ალაგ-ალაგ. საკმაოდ გემოვნებიანი და დახვეწილი ოთახი შემხვდა.
-უფროსმა იმედი მაქვს მოეწონებაო,-მხიარულად მითხრა და გამიღიმა
-კი კი რათქმაუნდა ძალიან მოწონს,თქვენი სახელი?
-თაკო
-სასიამოვნოა მე ნინი მქვია,-მეც მოვედი ხასიათზე და ახალი ნაცნობიც გავიჩინე
-დიახ ვიცი,ალექსანდრე,-შესწორება შეიტანა,-ბატონი ალექსანდრე ძალიან ბევრს საუბრობდა თქვენზე,-უეცრად ტუჩზე იკბინა,-კარგით გავალ მე,კომფორტულად მოეწყვეთ,-თავაზიანად მითხრა და კარები გაიხურა. ალბათ ის თქვა რაც არ უნდა ეთქვა.ალექსანდრესგან არ მიკვირის ეს ყველაფერი,ზოგადად ოთახის დიზაინი,ის რომ არავის აძლევს უფლებას უბრალოდ სახელით მიმართონ. არ შეცვლილა ანდა უბრალოდ მე ვიცნობ ამ ადამიანს ძალიან კარგად. მაგიდაზე მოთავსებულ სასურათეში დემეს სურათი ჩავდე და ჩემს ახალ კომფორტულ სკამში ჩავესვენე. ნეტავ რა ილაპარაკა ჩემზე? ან საერთოდ რატომ ილაპრაკა?! უაზრო ბრაზი მიპყრობდა და ამ ყველაფერს აუტანელი თავის ტკივილი ერთვოდა.
თაკომ მითხრა რაც უნდა გამეკეთებინა,პირველ დღეს არც ისე ბევრი სამუშაო იყო და მალევე გავთავისუფლდი. იმის მიუხედავად რომ ძილის გარდა არაფერი მინდოდა მაინც არ მივდიოდი,იმედი მქონდა რომ ალექსანდრეს ვნახავდი,ღმერთო რანაირად ვიქცევი? თავი ისევ თინეიჯერი მგონია , რომელიც უკან დასდევს მის პრინცს და მის დანახვაზე დნება. -ნუთუ ისევ გიყვარს?-გამომეხმაურა ჩემი მეორე მე. არა რათქმაუნდა არ მიყვარს უბრალოდ ინტერესი მაქვს მის მიმართ,მაინტერესებს როგორ არის,რას საქმიანნობს კონკრეტულად,უბრალოდ მეგობრული დამოკიდებულება მაქვს და მეტი არაფრი...
-როგორ ხარ,-ჩახლეჩლი ხმით მთხრა მიშომ,რომლის ზარმაც ფიქრებიდან გამომიყვანა და დამაბრუნდა დედამიწაზე
-არამიშავს...შენ?
-ჰო მეც...-ხმა ისევ ჩაუწყდა
-ხომ მშვიოდბაა მიშო?
-კი რათქმაუნდა შვიდობაა,-თითქოს ირონიულად მითხრა და ჩაეცინა,-შენი ხმის გაგონება მინდოდა
-კარგი ახლა არ მცალია,ვმუშაობ.საღამოს ამოვივლი ნივთების წამოღება მინდა და დროა რაღაც საკითხიც გავარკვიოთ,დროებით,-სწრაფად ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.ჩანთა ავიღე და ოფისიდან გავედი,დემეს გამოვიყვან და სახლში წავალთქო ვიფიქრე მაგრამ გეგმები სულ სულ ოდნავ შეიცვალა.
-ნინ,საით?,-ოჰოო აი მნქანა მესმის,არა არც მიკვირს ის ხომ საკმაოდ გავლენიანი ადამიანია,ალექსანდრე გადმოვიდა მანქანიდან და ჩემკენ წამოვიდა.
-მოვრჩი მუშაობას და ვიფიქრე წავალთქო,
-უკვე სახლში მიდიხარ? ნახე რა კარგი ამინდია გავისეირნოთ არ გინდა?
-არა დემე უნდა გამოვიყვანო ბაღიდან,-ისე ვუთხარი თითქოს ძაან იცის ვინ არის დემე.
-დემე?-გაურკვევლად შემომხედა
-დემე ჩემი შვილია,-სიცილით ვუთხარი,-მალე სამი წლის გახდება.
-არა,აუცილებად უნდა გამაცნო სხვანაირად არ გამოვა,წამო.-მანქანის კარები გამიღო და შემდეგ თვითონაც მომისკუპდა გვერდით. გზაში საშინელი საცობი იყო და შევყოვნდით,
-ესეიგი ქმარი და შვილი ხო?-სიტუაციით ისარგებლა და ალაპარაკდა
-კი, ქმარიც და შვილიც,-გავიმეორე და ფანჯრიდან გავიხედე.
-ძალიან კარგია თუ ბედნიერი ხარ,მაგრამ სად გეჩქარებოდა ჯერ ოცი წლის ხარ,
-ყველაფერი სხვანაირად იყო
-არ მომიყვები?
-არა რა გთხოვ,ახლა არ მინდა ამაზე საუბარი თავი მისკდება ისედაც,-მოვიმიზეზე და დავიჭყანე.
-რა გჭირს?
-უჰ,გუშნ ღამით დავლიე,-სიცილი აუტყდა და მეც ისტერიოულად გადავიხარხარე.ბაღში როგორც იქნა მივაღწიე,დემე აცრემლებული თვალებით მიყურებდა და მეჩხუბა,ეგონა რომ დამავიწყდა.მანქანაში რომ ჩავჯექით ალექსანდრეს გაოცებას საზღვარი არ ქონდა.
-საოცარი ბავშვია ნი,-კალთაში ჩაისვა და ქერა კულულებზე ხელი გადაუსვა.წამით გავითიშე გამახსენდა წლების წინ დაგეგმილი ჩვენი ცხოვრება.
____________
-ჰაჰა კი მაგრამ მე ბიჭი მინდა,-ალექსანდრე სიცილით მეუბნება და მკოცნის
-აუუ კაი რა და ბიჭი რომ არ იყოს?-ჰაჰა რა პატარები ვიყავით
-იქამდე არ მოგეშვები სანამ ბიჭი არ იქნება!,-ორივეს სიცილი აგვიტყდა .....
______________
ათასსში ერთხელ თუმოვკრავდი ყურს დემეს და ალექსნდრეს საუბარს,ბნელ ბურუსში ვიყავი გახვეული და მოკლე პასუხებს ვცემდი მათ. სახლამდე რომ მიმიყვანა გამოვემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი.
-დროებით ნი,შემდეგში სადმე უნდა გავისერინოთ იცოდე!,-ღიმილით მითხრა და მეც დაძალებული ღიმილითვე თავი დავუქნიე. სახლში რომ შევედი ელენე არ დამხვდა,ისევ სამსახურში იყო,ვიცოდი რომ მოვიდოდა ხანგრძლივი საუბარი დაიწყებოდა ჩვენს შორის.
დემეს საჭმელი მოვუმზადე და ტონა ნახევარი წამალი დავლიე,თავის ტკივილი მაგიჟებდა. სახლი ისეთი დასალაგებელი იყო ბეგემოტები დარბოდნენ მაგრამ ახლა ამის თავიც არ მქონდა,ელენე კი მისდღემში სახლის დამლაგებელი არაა. მე და დემე საწოლზე მივწექით,მალევე ჩაეძინა და მეც გადავეშვი სიზმრების სამყაროში.
რომ გავიღვიძე საღამოს რვა საათი იყო.დემე მეზობელთან დავტოვე ცოტახნით სანამ დავბრუნდებოდი. მიშოს ჩასიებული თვალები და გაუპარსავი სახე ჰქონდა.
-რა არი რა ბომჟივით ხარ , რომ მოწესრიგდე არ გინდა?-არ ვიცი ასეთი გაღიზიანებული რატომ ვიყავი.უხეშად მივახალე და კარები მივაჯახუნე.
-კაი რაა დაწყნარდი გოგო რა გაყვირებს.
-სულაც არ ვყვირი,-ვუთხარი და კიბეებზე ავირბინე.მიშოც ნელი ნაბიჯებით მოღოღავდა ჩემს უკან,-მოკლედ ადვოკატს დაველაპარაკები და მოვაწეროთ ხელი გაყრაზე,-მიშოს ფერი წაუვიდა
-აუცილებელია ეს?
-როდემდე უნდა გავაგრძელოთ ასე?
-კი მაგრამ,ხომ შეიძლება რომ თავიდან ვცადოთ ნი...-ხმა ისევ ჩაუწყდა,არ მომწონდა როგორც იყო მაგრამ აღარ შემეძლო ამ ყველაფრის გაგრძელება.
-არა მიშო არ შეიძლება.დავიღალე აქეთ იქით სიარულით,ყოველ კვირას რაღაც ნივთების გაზიდვით,ჩვენი ესეთი ურთიერთობით.დროა შევწყვიტოთ რა.-საწოლზე ჩამოჯდა და მხრები ჩამოუშვა.
-მაგრამ ის ღამე...
-ის ღამე ძალიან დიდი სისუსტის გამოვლენა იყო ჩემგან,-სიტყვა გავაწყვეტინე და გვერძე მივუჯექი,
-ხომ იცი მიყვარხარ,-ეს ისე მტკივნეულად იმხელა გრძნობით მითხრა,საშინლად ვბრაზდებოდი ჩემ თავზე.მიშო საუკთესო ადამიანი იყო და ასე არ უნდა გამოსული ყველაფერი.
-ვიცი მიშო ვიცი...გთხოვ მაპატიე,არ ვარ შენნაირის ღირსი,შენ ჩემზე უკეთესს იმსახურებ,გთხოვ წადი წინ,გააგრძელე ცხოვრება.
-გულის სიღრმეში შენც იცი, რომ ასე არასოდეს მოხდება,მაგრამ კარგი იყოს ისე როგორც შენ გინდა.მოვაწერ ხელს,უბრალოდ დემეს ვნახავ ხოლმე რა,-თვალებში შემომხედა და ცალყბად გამიღიმა,
-კი რათქმაუნდა,-ლოყაზე ვაკოცე,წასაღები ნივთები ავიღე და სახლიდან გამოვედი.
სანამ მანქანამდე მივიდოდი,საშინელი ტკივილი ვიგრძენი.თვალებში დამიბნელდა და უგონოდ დავეცი მიწაზე.შიგადაშიგ ჩამესმოდა მიშოს ხმა,სასწრაფოს სირენები...ალექსანდრეს ხმაც მახსოვს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent