შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის მარიონეტი (1, 2 თავი)


20-06-2015, 10:42
ავტორი Geek Girl
ნანახია 2 339

ამბობენ ცხოვრება წელიწადის დროსავითააო... ხან ზამთარივით სუსხიანი, „ბოროტი“ და რთულია.ზოგჯერ გაზაფხულივით გადაამწვანებს,გაალამაზებს ირგვლივ ყველაფერს და ახალ სიცოცხლესაც გვაჩუქებს ხოლმე... შესაძლოა, შემოდგომასავით ლამაზი, ოქროსფერი მაგრამ გრილი იყოს. ყველაზე რთულად გადასატანი ცხოვრების „ზამთარია“ მითუმეტეს თუ ჩემნაირი ბედის მარიონეტი ხარ... ხანდახან კი ბედი გაგვიღიმებს და „ზაფხულს“ გვახვედრებს „ბილიკზე“. მოკლედ რომ ვთქვათ, ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით.
ვფიქრობ, უკვე დროა საკუთარი თავი გაგაცნოთ. მე მარიამ აბაშიძე ვარ, 17 წლის. 14 წლამდე მამა მზრდიდა, ის პოლიციელი იყო, ამიტომაც საკუთარ სამუშაოს შეეწირა... მისი ბოლო რჩევა ის იყო რომ, ძლიერი, სამართლიანი და კეთილი ვყოფილიყავი. მამიკოს გარდაცვალების შემდეგ როგორც უპატრონო, ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი. მართალია, რომ აქ მხოლოდ ერთი თვე გავატარე მაგრამ მაინც გიამბობთ მოკლედ.
აქ ბევრ გოგონას ნახავდით... ჩემნაირებსაც, რომლებსაც მხოლოდ მარტო ჯდომა და ფიქრი ერჩიათ. თამამ და გახსნილ გოგონებსაც, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ აქ ყოფნას და ცდილობდნენ ყველასთან დამეგობრებას, სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდათ, უყვარდათ სხვისი დაჩაგვრა, დამცირება, დაცინვა... სწორედ ასეთების კატეგორიაში შედიოდა გვანცა დადიანი.მართალია, რომ ისიც 14 წლის იყო თუმაცა თავი უკვე „დიდი გოგო“ ეგონა... შანსს არ უშვებდა ხელიდან ოღონდ დავემცირებინე... ერთი თვის შემდეგ კი როცა ოთახში მარტო ვიჯექი ჩემთან აღმზრდელი მოვიდა და მითხრა:
–მარი, შენი ნივთები ჩაალაგე და წამოდი!
–რაა? სად?–ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის რომ ვერც კი მივხვდი რას ნიშნავდა.
–შენს წასაყვანად მოვიდნენ...
ეს რომ გავიგე უჩვეულოდ ფეხზე წამოვვაედი. თან გამიხარდა „მოვშორდები ამ ადგილს მეთქი“ თან არ ვიცი რატომ მაგრამ ახალი ოჯახის ყოლა არ მინდოდა...
კაბინეტში შესულს იქ ქალი და კაცი დამიხვდნენ.ქალი–მაგალი, გამხდარი იყო. თმები მხრებამდე სწვდებოდა, გასაკვირი იყო თუმცა მას ჩემსავით წითური თმა ჰქონდა.თვალები სიხარულით ჰქონდა სავსე და მომღიმარი მე მიყურებდა. კაცი–მაგალი ისიც გამხდარი იყო მუქი ყავისფერი თმით, როგორც ჩანს მასაც უხაროდა...
როცა ყველა დოკუმენტი შეავსეს გარეთ გამიძყვნენ, მე ჩემი არც თუ ისე დიდი „განძი“–ორი ხელი ტანსაცმელი, მშობლებისგან სამახსოვროდ დარჩენილი ნივთები და დღიური ჩანთაში ჩავალაგე და მათ გავყევი. მანქანაში ჩავჟექი და ჩემი ახალი სახლისკენ გავწიე....
ხმა არ ამომიღია, თავი საქარე მინას მივადე და ფიქრი დავიწყე: „კი მაგრამ 14 წლის გოგონა რატომ იშვილეს? როგორც წესი პატარა ბავშვებს იყვანენ ხოლმე...მე რატომ? თან უკვე სახელიც მაქვს, გვარიც და არ მგონია „დედის და მამის“ დაძაზება შევძლო მათთვის... ამ ფიქრებით მივედით ჩემს ახალ სახლში. კერძო სახლი იყო, 2 სართულიანი გარეთ ბაღი ჰქონდა, უამრავი ყვავილით სავსე, ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ტიტებმა მიიპყრო...თეთრმა ტიტებმა... ბაღში ხე იდგა, იმ ხეზე კი საქანელა ეკიდა,ხის.
სახლი არც ისე დიდი იყო თუმცა კომფორტული. როგორცვე სახლში შევედით ქალმა მკითხა:
–მარიამ, მოგეწონა აქაურობა?
–კი, ძალიან..
–მე ნანა მქვია, ჩემს მეუღლეს კი ლევანი. ვიცი ჯერ რთული იქნება დედას და მამას დაძახება მაგრამ მოხარული ვიქნებით თუ შეძლებ...
–მაპატიეთ მაგრამ ასე უცებ ვერ შეგეჩვევით–ვუთხარი და გავუღიმე. მანაც ღიმილით მომმართა
–კარგი,როგორც გინდა, ახლა კი წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ.
„ჩემი“ ოთახი მეორე სართულზე იყო. პარატა თუმცა მყუდრო და მოხერხებული.ნათელ ფერებში, ლურჯი ფარდები ოთახს კიდევ უფრო ანათებდა... ამდენი ხნის შემდეგ სრულიად უცხო ადამიანისგან სითბო ვიგრძენი. ჩანთა საწოლზე დავდე და ნანას შევხედე. თავი დავუკარი იმ ნიშნით რომ მომეწონა და მანაც დამტოვა. სანამ გავიდოდა მითხრა, რომ ნახევარ საათში საჭმელი მზად იქნებოდა და ჩავსულიყავი. გავიდა თუ არა ოთახიდან, ოთახის დათვალიერება დავიწყე. მერე აივანზეც გავედი საიდანაც ჩემი საყვარელი თეთრი ვარდები ჩანდა. მიუხედავად ამდენი „გასართობისა“ თავიდან მაინც ვერ ვიგდებდი იმ აზრს თუ რატომ მიშვილეს. როცა ოთახში გავშინაურდი და ჩემი ერთი მაისური და 2 შარვალი კარადაში შევინახე, 1 სართულზე ჩავედი. დაბლა ჩასულს ჩემი სიმაღლის ქერა თმიანი გოგო დამხვდა. ისიც მშობლებისგან დაყოლილი თბილი ღიმილით მიმზერდა. შესვლისთანავე მივესალმე და იქვე სკამზე მოვთავსდი.
-გამარჯობა, მე სოფო მქვია-სიჩემე მან დაარღვია
-მე მარი-გავიღიმე
-რამდენი წლის ხარ?
-14. შენ?
-მე 15-ასე დაიწყო ჩვენი საუბარი და ამის შემდეგ კიდევ ბევრ სულელურ თემას შეეხო, სოფოს ძალიან დავუახლოვდი. მეორე დღეს სკოლაში ერთად წავედით მან ჩემი თავი ყველას ისე გააცნო როგორც მისი ღვიძლი და. კლასში რომ შევედი აბა თუ გამოიცნობთ იქ ვინ დამხვდა? გვანცა დადიანი. (სანამ ბავშვთა სახლიდან წამოვიდოდი ის ჩემზე ადრე იშვილეს)ირონიული სახით მიყურებდა და თვალები ზიზღით ავსოდა. სოფოს გვერდით დავიკავე ადგილი და ხმა არ ამომიღია.
ასე გავიდა 3 წელი,ჩემი ცხოვრება დიდად არც შეცვლილა.
-აუ გოგო დროზე, რას ზოზინებ? გვეჩქარება!-გამომძახა სოფომ 1 სართულიდან.
-5 წუთიც დამაცადე რა სოფ...-ვუთხარი და ჩემი კარადა გავაღე.სადაც 3 წლის წინ მხოლოდ 2 შარვალი და 1 მაისური იდო. ახლა კი ტანსაცმლით გატენილი იყო. შავი ქვედაბოლო, თეთრი პერანგი და ასევე შავი კედები ჩავიცვი. სუსტი მაკიაჟი გავიკეთე, თმები „ცხენის კუდივით“ ავიწიე და დაბლა ჩავედი. პირველ სართულზე სოფოსთან ერთად უჩაც დამხვდა (სოფოს შეყვარებული) ბოდიში მოვიხადე დაგვიანებისთვის და უჩას მანქანისკენ გავწიეთ. მე როგორც ყოველთვის უკან მოვთავსდი, სოფო კი წინ დაჯდა უჩას გვერდით. გზად სოფო მაღაზიაში შევიდა, უჩამ ამით დრო იხელთა და მე მომიბრუნდა
-მარი, შენი დახმარება მჭინდება!
-გისმენ
-ხომ იცი, 1 თვეში სოფოს დაბ. დღეა და 18 ხდება. ხოდა მინდა ისეთი გამოვიდეს რომ სამუდამოდ დაამახსოვრდეს.
-და ჩემგან რას მოითხოვ?-გამიკვირდა
-შენ მისი და ხარ და უკეთ იცი რა მოსწონს... როგორ მოსწონს... ხო ხვდები?
-ააა, გასაგებია-გამეცინა-კაი, რა პრობლემაა, მთავარია სიფო იყოს ბედნიერი.
ეს ვთქვი თუ არა სოფო მოვიდა წუწუნით
-აუ რა დებილური მაღაზიებია 10 ლარიანის ხურდა არსად არაა...
დანიშნულების ადგილას მალე მივედით. გადასვლისას უჩამ მოგვაძახა
-წამოსვლას რომ დააპირებთ დამირეკეთ და წამოგიყვანთ.
უი, სულ დამავიწყდა მეთქვა ეკასთან მივდივართ, ეკა ჩვენი მეგობარია ძა;ლიან კეთილი და საყვარელი გოგოა... ეკას სახლში რომ ავედით, ბევრი ვილაპარაკეთ. მერე აღმოჩდნა რომ ყავა არ ჰქონდა ამ 2 ბატს დაბლა მაღაზიაში ჩასვლა დაეზარა და მე ჩამგზავნეს. იქიდან დატვირთული გამოვედი ბარემ ჩადიხარ და სხვა რაგაცეებიც წამოიგეო. მაღაზიიდან რომ გამოვდიოდი მობილურის ხმა გავიგე ჯიბიდან ამოღება ვცადე თუმცა პარკები მიშლიდა ხელს... გზას არ ვუყურებდი მობილურის ამოღესავ ვცდილობდი როცა ვიღაცას დავეჯახე.
-მაპატიეთ, ჩემი ბრალია, დაბდურა ვარ-ვუთხარი და მხოლოდ ,მასჰინ ავხედე ჩემზე მოჩერებულ სხეულს.
-არაუშავს-ბოხი ხმა ყურში ურში ჩამესმა ავხედე და მხოლოდ მისი თვალები შევნიშნე მისი დიდი მწვანე თვალები...



აბა როგორი იყო იმედი არ დაიზარებთ და შემიფასებთ. გთხოვთ დააკომენტაროთ რომ მივხვდე მოგეწონათ თუ არა. ღირს გაგრძელება?



№1  offline წევრი Sexy Mädchen

მაკიაჟზე მკრთალს ამბობენ,და არა სუსტს:) დახვეწე ისტორია რა:)
--------------------
:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent