შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ტკივილი - {3}


21-06-2015, 02:16
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 610

ჩემდა საუბედუროდ ცუდ დროს შევვარდი, ვიღაც უცხო ბიჭები კიბეებზე იჯდნენ და პლანს აბოლებდნენ. თავიდან ვერ შევნიშნე რადგან პადვლის კარებისკენ ვიდექი უკანგაუხედავად და არ ჩანდნენ. როგორც კი შევამჩნიე, დავინახე 5ვე ბიჭი როგორი გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ და ცდილობდნენ პლანი დაემალათ.
- უკაცრავად, უბრალოდ ძალიან დაცხო და სხვა ადგილი ვერ ვიპოვე თავის შესაფარებლად. - სრულიად უემოციოდ ვუთხარი. მათგან ერთ ერთი მათგანი წამოიჭრა, ალბათ საძმაკაცოს თავი და ბოლო, ეტყობოდა უკვე კაიფში იყო, მომიახლოვდა და ხელი გადამხვია:
- არაუშავს ლამაზო, შეგიძლია შემოგვიერთდე, მოსაწევის ჟმოტობა არ გვჩვევია - გაკრეჭილი მიმზერდა და თვალებს ეშმაკურად ათამაშებდა.
- არ მადლობთ, მეჩქარება!
- თითქმის დამარცვლით ვუთხარი და ჩემი ჩაშავებული, ზიზღის მეტყველი თვალები მივანათე. არადა ახლა ყველაზე მეტად პლანი მინდოდა, მაგრამ ბიჭების მდგომარეობა რომ ვიცოდი, ჯობდა დროზე გავცლოდი იქაურობას. სადარბაზო ჩაბნელებული იყო, მიუხედავათ იმისა რომ ჯერ კიდევ დილა იყო, ამიტომ კარგად ვერ ვარჩევდი მათ სახეებს.
- მოიცა ლამაზო, საით გეჩქარება - შემომაბრუნა და ხელები დამიჭირა
- ნახე გარეთ როგორ წვიმს, ცოტა ხანი გაგვიჩერდი.
- გამიშვი იდიოტო - ჩემი ხელები მისგან ძალით გავინთავისუფლე. ოდნავ შუ ქისკენ გამოიწია და მისი სახე დავლანდე. ეს ის ბიჭი იყო, საკანში ვის გვერდითაც შემაგდეს. მიცნო
- ეე შენ ის არ ხაარ... - დასრულება არ ვაცადე, მაშინვე გამოვეცალე იქურობას და თავ-პირის მტვრევით გავექანე ქოხისკენ, უკვე არც ისე დიდი გზა იყო დარჩენილი.
- ელი რა იყო რა გჭირს? - თვალებდაჭყეტილმა გიომ მკითხა როდესაც ქოხში გაწუწული შევვარდი.
- არაფერი, წვიმაში მოვყევი. - პირსახოცი ავიღე და გამშრალება დავიწყე
- რამე გვააქვს?
- არა და არ წახვალ? რო გადაიღებს?
- და თქვენ რატო არ მიდიხართ?
- ჩვენ აღარ გვაძლევენ.
- და მეც რომ არ მომცენ?
- მოგცემენ, პირველად მიდიხარ და არ გიცნობენ.
- კაი მომე ფული. - ფული გამოვართვი და აფთიაქისკენ წავედი. კი მომცეს წამალი, მაგრამ, არა იმდენი რამდენიც დავალებული მქონდა, ნუ რაც იყო წამოვიღე და წამოვედი. ქოხს მივუახლოვდი და და დავინახე როგორ ეჩხუბებოდა გიო იმ ბიჭს, საკანში ერთად რომ ვიყავით. მაშინვე მივვარდი და ჩემი ჭკუით გაშველება დავიწყე.
- ელი სახლში(ქოხში) შედი - დამიყვირა გიომ.
- არა. გიო რა ხდება ააქ? - ამ დროს ერთი კარგად უთავაზა იმ ვიღაცამ გიოს
- ეეე იდიოტო დაანებე თავიიი. - გიორგისთან მივვარდი და წამოყენება დავუწყე.
- მეორეჯერ გაითვალისწინე ვისთან გაქვს საქმე და მერე იბლატავე - უთხრა იმ ვიღაცამ გიოს
- ეხლა კი წადი, სანამ არ გადავიფიქრე.
- წამო ელი - მითხრა გიორგიმ და წინ გამიშვა.
- არა... გოგო დატოვე.
- ოჰ, აბაა სულ მაგ ჭკუაზე ვარ - ვუთხარი მე.
- მოგიწევს ლამაზო, შენ კიდე გითხარი წადი სანამ გადავიფიქრეთქო - გიორგის დაუღრინა და მკლავში ხელი ჩამავლო, რომ არსად წავსულიყავი.
- გიოო - გავხედე და თვალებით ვანიშნებდი ამ ურჩხულთან არ დამტოვოთქო, მაგრამ რათ გინდა, წავიდა და დამტოვა. გულში ვწყევლიდი იმ გამოშტერებულს, როგორ დამტოვა მეთქი. რომ წავიდა მხოლოდ მაშინღა გამიშვა ხელი, უფრო სწორედ კი მე გავაშვებინე. - ნუ გეშინია ლამაზო არაფერს დაგიშავებ.
- ვერც დამიშავებ.
- ვნახოთ ვნახოთ.. ახლა კი წამოდი გავისეირნოთ.
- შენთან ერთად არსად წამოსვლას არ ვაპირებ - გავბრუნდი და წასვლა დავაპირე, მაგრამ უცებ შემომატრიალა, მხარზე გადამიკიდა და მანქანაში „ჩამტენა“. თვითონაც მალევე ჩაჯდა და ეგრევე სადღაც გააქროლა მანქანა. გზაში წივილ-კივილს არ ვაკლებდი:
- გააჩერე მანქანააა!!! - ბოლო ხმაზე ვუყვიროდი, მაგრამ ხმას არ იღებდა, უბრალოდ ცალყბად იღიმოდა. - შეენ გელაპარაკებიიი. გააჩერე მეთქიი - რეაქცია ნოლი. ისე გამოვიდა რომ თბილისის ზღვაზე აღმოვჩნდით, ოღონდ ისეთი მხრიდან სადაც საერთოდ, ადამიანის ჭაჭანება არ იყო.



№1  offline წევრი Psycho1402

Male dade ra gtxov ♥ kargi iyo momewona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent