შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბრალონი ( III )


21-06-2015, 09:41
ავტორი ფსიქო.13
ნანახია 1 699

----
ვუყურებდი,და უსაზღვრო მონატრებას ვგრძნობდი,მთელი სხეულით ავცახცახდი.
გამახსენდა ტირილით ნათენები ღამეები.
გამახსენდა ის საშინელი ღამეც,როცა თვითმკვლელობა ვცადე...
ლიკოსთან ახალ გადასული ვიყავი,თავს საშინლად ვგრძნობდი და გამოსავალს მხოლოდ სუიციდში ვხედავდი. მუაჯირს გადაყუდებული,მთელი სხეულით მივიწევდი წინ,მაგრამ მალე უკნიდან დამქაჩეს და იატაკზე დავენარცხე. ლიკო ზემოდან მიყურებდა,მერე ცრემლები წამოუვიდა
-არ არის ის ნაბი*ვარი შენი სიყვარულის ღირსი,არა!
გამახსენდა ამ შვიდი თვის განმავლობაში ყველაფერი,რაც მის გამო გადამხდა,და მომინდა მომეკლა...
-ქეთათო...-ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა ჩემი სახელი და გულში ჩამიკრა,მომნატრებია-მეთქი გავიფიქრე,მისი სურნელი,მისი შეხება... საშინლად მომნატრებია. სიყვარული,თუ ის ნამდვილი და წრფელია,ყვეკაფერს გაუძლებს,ამიტომ ვაპატიე,ვაპატიე,რადგან მიყვარდა. როცა გიყვარს,პატიობ.
ხო,გამლანძღეთ,რადგან კვლავ შევცდი,მაგრამ მართლა ძალიან მიყვარდა,დავივიწყე სხვა ყველაფერი,და მოვეხვიე.
სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე წინ იდგა ჩემთვის,გასაგიჟებლად მიყვარდა,მიყვარდა არაამქვეყნიურად. მაშინ მე ვგრძნობდი. ხო,მე ყოველთვის ასეთი არ ვყოფილვარ,იყო დრო,როცა მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი.
***
გადიოდა დღეები,მე ჩემი მუცლის ამარა აქეთ-იქით დავგორავდი და მუდამ ვწუწუნებდი,ჩემს ყველა ახირებას სიცილით ხვდებოდა ანდრია,მაგრად ჩამიხუტებდა,მერე კი ჩემი მუცლისკენ დაიხრებოდა
-მამიკოს გოგო,მალე გამოძვერი რა,უკვე მაწვალებს დედა!-დაიწუწუნებდა და მუცელზე მაკოცებდა
-მე გაწვალებ ხო?!-ტუჩებგაბუსხული ხელებს გადავიჯვარედინებდი,მერე ანდრია კოცნით შემიმირიგებდა...
ასე გადიოდა დღეები,არაფერი გამსაკუთრებული,ანდრია მუდამ თბილად მექცეოდა,მაგრამ რატომღაც,დავეჭვდი... მეცხრე თვეში ვიყავი და დღე-დღეზე ველოდებოდი პატარა მიას,მაგრამ გულს რაღაც უსიამოვნო გრძნობა მიღრღნიდა,ბოლო დროს ფიქრი დამჩემდა და უაზროდ ავიკვიატე,რომ ანდრიას ჩემთან მოსვლის და ჩ'ვენი შვილის მიღების რაღაც მიზეზი ქონდა,ეს ფიქრი ამეკვიატა და შინაგად გამომხრა,შემჭამა...
***
რთული მშობიარობა მქონდა,ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და უცებ,ამოვისუნთქე...
დავიფიცებ,ჩემი შვილის ტირილის ხმა გავიგე,რაზეც გინდათ,დავიფიცებ რომ ჩემი მიას ტირილის ხმა გავიგე და ბედნიერი გავინაბე.
-ბავშვი მაჩვენეთ,ჩემი გოგონა-ტკივილით გავუღიმე ექთანს და ხელები წინ გავიშვირე
-სამწუხაროდ...გარდაიცვალა...-ექთანმა თავი დახარა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა. შოკირებულ მდგომარეობაში ვიყავი,ვიცოდი,100% დარწმუნებული ვიყავი,ჩემი გოგო ცოცხალი იყო,ვიცოდი...
გაგიჟებულმა ანდრიამ პალატის კარები შემოამტვრია და ჩემთან ჩაიმუხლა
-ქეთათო...ქეთათო გესმის ჩემი? გონს მოდი,ნუ გამაგიჟებ!!-ღრიალებდა ჩემი უგრძნობლობით,მე კი თეთრ კედელზე ერთ პატარა,შავ წერტილს ვუშტერებდი თვალს-ჩვენი გოგო ქეთათო... აღარაა... მაპატიე-შუბლზე მაკოცა და გავიდა,მისმა ბოდიშის მოხდამ,უარესად დამაბნია,ვერ ვხდებოდი,რატომ მიხდიდა ბოდიშს,სამაგიეროდ ახლა ვიცი,ბოდიშს მიხდიდა არაკაცობისთვის,ნაძირლობისთვის,მისი ნაბი*ვრობისთვის ბოდიშს მიხდიდა!
წავიდა,ისიც წავიდა და დამტოვა.
***
დეპრესია მქონდა,თანაც 2 წლიანი,საშინელი დეპრესია. ლიკოს ხმას არ ვცემდი,ბერიძე გაგიჟებული იყო,გეუბნებოდი მე! ანდრია არ იყო შენი ღირსიო,მე კი მშვიდად,უშფოთველად ამოვიოხრებდი და ოდნავ გამეღიმებოდა. ლიკო გავიდოდა,მაინც არ მისმენო,დამტოვებდა ისევ მარტო...
2 წლის შემდეგ,როგორღაც გამოვედი დეპრესიიდან,ლალის მივაკითხე და ბოდიში მოვუხადე,ასეთი ცუდი შვილი რომ "გამოვდექი"
-ქეთათო... რომ იცოდე,როგორ მოგვენატრე ყველას,ასე შვილო,ცხოვრება გრძელდება,მე გაპატიე შვილო,ჩემო გოგონავ,როგორ დაიტანჯე ალბათ,ჩემო გოგონავ-თავზე მკოცნიდა ატირებული დედა,მე კი ტირილიც არ შემეძლო,წარმოგიდგენიათ??
მეგონა ყველაფერი დამთავრდა,მეგონა მორჩა... თურმე,ჯერ არც დაწყებულა. :)
***
სამსახურის საშოვნელად,ერთ გასაუბრებაზე მივედი,მაგრამ არ მიიღეს. უნივერსიტეტი ვერ დავამთავრე,გარკვეული მიზეზების გამო,ამიტომ მოსამსახურედ მომიწია მუშაობა. 13 ივლისს უნდა მივსულიყავი იქ,ანუ სამშაბათს.
განსაკუთრებულად არც ჩამიცვამს,უბრალო,ჯინსის შორტი და თეთრი მაისური,წითელი კუბიკებიანი საროჩკა მოვიცვი და წავედი. როგორც ყველა,ისე კაბაში არ გამოვიტკიპე,რატომღაც ასე ვარჩიე,პრანჭვის თავი ნამდვილად არ მქონდა.
ტაქსიდან გადმოვედი,სახლი დიდი და ლამაზი იყო,აი ისეთი,მხოლოდ კინოებში რომ მინახავს,ეტყობოდა რომ მილიარდელის სახლი იყო,გამეცინა ჩემს ფიქრებზე,რა დროს ესაა-მეთქი და ზარი დავრეკე.
კარები საკმაოდ სექსუალურმა ქალმა გამიღო,ქერა თმა ჩამოეშალა და არ დაგიმალავთ,მოკლე ქვედაბოლო უფრო მაღლა ასწეოდა. გავუღიმე და ვითხარი
-მე...
-ხო,შენ ხარ ჩემი შვილი ძიძა,შემოდი მალე რააა-მობეზრებულმა შემაწყვეტინა,ხელი აიქნა და შემოვდგი თუ არა სახლში ცალი ფეხი,ისე მაგრად მოაჯახუნა კარები,ძლივს მოვასწარი მეორე ფეხის შემოდგმაც.
მისაღებში,დივანზე დავჯექით,საკმაოდ სოლიდურ თანხაზე შევთანხმდით და მაღლა,ბავშვის ოთახისკენ წამიყვანა
-ახლა მამამისი ეთამაშება ნუციკოს,შევიდეთ-ძლივს მომიგდო რამდენიმე სიტყვა და ოთახში შევაბიჯეთ.
ენა ჩამივარდა,გავქვავდი და გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ანდრიას და პატარა გოგოს,რომელსაც ჩემნაირი თმა ქონდა,ჩემნაირი თვალები და ბოლო ხმაზე კისკისებდა.
-რა იყო ნინი?-მიუბრუნდა ცოლს,მერე ჩემკენ გამოიხედა... დაბნეულობა დაეტყო,არ შეიმჩნია და ბავშვი მისი კალთიდან ძირს ჩამოსვა. დავაკვირდი ნუცას,რომელიც მეც ძალიან მგავდა,და ანდრეასაც. დავიფიცებ,არ მომჩვენებია,ზუსტად ჩემნაირად იცინოდა,და სწორედ იმ წამს საშინელი რამ გავიფიქრე:ნუთუ ანდრიამ ბავშვი მომტაცა? შეუძლებელია...

"მერწმუნეთ,ამქვეყნად ყველაზე საშინელია როცა საკუთარი შვილის მოსამსახურე ხარ.
გინდა ხმამაღლა დაუძახო,დაუყვირო "შვილო",მაგრამ... მტკივნეულია,საშინლად მტკივნეული,როცა იცი,რომ ის სხვას ეძახის დედას,ის სხვას ეხუტება ყოველ დღე..."
***
ანდრია წამოდგა,ხელი დამავლო და წამარბენინა. მალე მის კაბინეტში ვიჯექი,გვერდით ფეხი-ფეხზე გადადებული ქერა ლამაზმანი და ყავას "წრუპავდა"
-მომისმინე ქეთათო!!-მკაცრი ხმით დაიწყო ანდრიამ
-ააა,ეს ის ქეთაა,ლოგინში რო შეგიგორდა და ბავშვი შეგიფუთა?-გადაიხარხარა ქერამ
-მოკეტე შენ!!-დაუღრიალა ანდრიამ და მერე მშვიდი სახით მომიბრუნდა-არ მინდა მოტყუება,არ მინდა რამე დაგიმალო... ჩემი შვილი,უფრო სწორედ,ჩვენი შვილი... ანუ,როგორ გითხრა რა...
-ოოო,მოკლედ და კონკრეტულად,ეს ბავშვი ამჟამად ჩემი და ანდრიას შვილის სტატუსს ატარებს! ის შენი შვილი კიარა,ჩემი შვილია,უშვილო ვიყავი და ანდრიამ გაიგო თუ არა,რომ შენ მისგან ბავშვს ელოდებოდი... ჰოპპლაა!-ტაში შემოკრა ქერამ,გამწარებული მივუბრუნდი და მარჯვენა ხელის გაშლილი ხუთი თითი ვხიე სახეში...
-დაწყნარდით! დაწყნარდით!-დაიყვირა ანდრიამ-მოკლედ,თუ გინდა ისე იყავი მასთან,როგორც მისი ძიძა,თუ არა წადი.
ეს ანდრეა იყო? ეს ის თბილი ანდრეა არ იყო,ვისაც მე ვუყვარდი. ვუყვარდი? იქნებ არა? თუ გადამიყვარა? საერთოდ,არსებობს გადაყვარება? არ ვიცი,არ ვიცი...
***
მის სახლში დავიწყე მუშაობა,ნუციკოს ძიძად. ზოგჯერ წამომცდებოდა და მიას ვეძახდი,ეს როდესაც ხდებოდა,მიმი გადმომხედავდა სწერვა სიფათით,და მეც სააბაზანოში შევრბოდი,წყალს ვუშვებდი და ვბღაოდი დაუსრულებად,მტკიოდა უსამართლობა,ის უსამართლობა,რაშიც ვცხოვრობდი. და საერთოდ,სადმე არის სამართალი? დედამიწაზე,არსად. ერთი ადგილი ვიცი,სადაც მუდამ სამართლიანობა სუფევს,იქ,მაღლა,ზეცაში...
***
-ქეთათუუუუ-ჯღაოდა მია,მისკენ გავემართე და სითბოთი სავსე თვალებით ავიყვანე ხელში
-ჰოუუ-პასუხად დავეჯღანე და მან სიცილი ატეხა. "გავუღუტუნე",ამაზე უფრო აკისკისდა და ფართხალი დაიწყო.
-რა ხდება აქ-ახალგაღვიძებული ანდრია შემოვიდა,მია ძირს ჩახტა და მამილოს ძახილით ფეხზე მოუეხვია უფროს ავალიანს. ცივი თვალებით შევხედე ანდრიას,ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე დავემხე. მეზიზღებოდა,იმაზე მეტად მეზიზღებოდა,ვიდრე გუშინ და იმაზე ნაკლებად,ვიდრე შემდეგ დღეს...

---
რა შეიძლება ვუწოდოთ ამას?
ისტორია?
თუ ნაჯღაბნი? :დდ
აპაა,ველოდები კომენწიარებს.



№1  offline წევრი Geek Girl

რა ნაჯღაბნი? რა ისტორია? უმაგრესია, რაც კი ოდესმე წამიკითხავ... ძალიან დიდი ემოციითაა სავსე აი ძაან მაგარი გოგო ხარ... მგონია რომ ვიღაც განთქმული მწერლის ნაწარმოებს ვკითხულოდ... გადმოცემის საოცარი უნარი გაქვს... არ ვიცი ამას რა ვუწოდო <3 მოკლედ უმაგრესი გოგო ხარ. ველოდები შემდეგ თავს<3 მიყვარხარ ძაან.

 


№2  offline წევრი Khaleesi

იცი რა თავიდან უფრო კარგი იყო. ქეთათოს რატო არ სეუძლია პოლიციის მოყვანა და დეენემის ანალიზიტ დამტკიცება? ნორმალური ადამიანი ამას იზავდა

 


№3  offline წევრი ფსიქო.13

Khaleesi
იცი რა თავიდან უფრო კარგი იყო. ქეთათოს რატო არ სეუძლია პოლიციის მოყვანა და დეენემის ანალიზიტ დამტკიცება? ნორმალური ადამიანი ამას იზავდა

tu shemdeg tavebs waikitxav,mixvdebi rratomac))
yoveltvis yvelaferi ise ver iqneba,rogorc gvinda))
samartals aqedan vitxovt,magram realurad dznelia))
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent