ბედის მარიონეტი (თავი 3)
დილით ადრე ავდექი, თავი მოვიწესრიგე და სიის ჩამოწერა დავიწყე. თუ რა დაგვჭირდებოდა სოფოს დაბადების დღისთვის. როცა დავამთავრე ფურცელი ჩანთაში ჩავდე და დაბლა ჩავედი. ჩემდაგასაკვირად სოფო უკვე წასული იყო, როგორც წესი ყოველთვის ერთად მივდიოდით ხოლმე სკოლაში. ვისაუზმე ნანას დავემშვიდობე და სკოლისკენ გავწიე. გზაში მუსიკებს ვუსმენდი, ცოტახანში კი უკნიდან ჩემი სახელი მომესმა ხმაზევე ვიცანია რომ უჩა იყო. შევტრიალდი და ჩემ კენ მომავალი უჩა რომ დავინახე ჩანთიდან ფურცელი ამოვიღე და მას გავუწოდე: -აი, ეს აიღე, მთავარია შენ ესენი იყიდო დანარჩენი კი მე მომანდე(არ გეგონოთ რომ საჭმელები ეწერა ამ ფურცელზე)-როგორცვე ფურცელი გაშალა თვალები სასაცილოდ გააფართოვა და მკითხარ: -რა იყო მთელი მაღაზია უნდა ვიყიდო-გაეცინა -თუ გინდა რომ საუკეთესო გამოვიდეს კი... -რათქმაუნდა, საუკეთესო უნდა იყოს... მეტი არაფერი არ გინდა? -ნწუ...-თავი უარის ნიშნად გავაქნიე -კაი მაშინ წავალ და ამეებს ვიყიდი-მეც გავუღიმე და გზა განვაგრძე სკოლაში რომ მივედი სოფო ატირებული დამხვდა. რომ ვკითხე რა ხდებათქო ,მიპასუხა უჩა ავარიაში მოხვდაო. პირველი რაც გავიფიქრე ის იყო რომ „როდის მოასწრო მეთქი“ სოფო ძლივს დავაწყნარე და გაკვეთილების ბოლოს საავადმყოფოში წავედით. -უჩა, უჩა...-ყვირილით მივარდა სოფო მასთან. -დაწყნარდი სოფ, კარგად ვარ-გაიცინა უჩამ რომ დაეწყვარებინა სოფო. -კარგად როგორ ხარ? ნახე ფეხი რა დღეში გაქვს? -მერე რა ეგ არაფერია, მალე მომირჩება 2-3 კვირაში- გაეღრიჩა უჩა სოფოს და მე გამომხედა. მე თავი აქეთ-იქით გავაქნიე იმ ნიშნით რომ რა გეშველება თქო -2-3 კვირა მალეა? რანაირად მოგივიდა ავარია? 4 საათი ლაპარაკობდნენ, მე კიდე ესე ვუსმენდი, უბრალოდ როცა სოფო ბედნიერია მეც ბედნიერი ვარ. მერე ასე ერთ ადგილზე ჯდომით დავიღალე და დაბლა ბუფეტში ჩავედი ჩაის დავლევ და ამათ კიდე ყავას ამოვუტანთქო. დერეფანში გასვლისთანავე შევამჩნიე ის უცნობი იმ დღეს რომ შევეფეთე :D მობილურზე ლაპარაკობდა და მეც ვერ შემამჩნია... (კიდევ კარგი თქო გავიფიქრე მაგრამ ბედი უნდა ყველაფერს) ზუსტად იმ პალატაში შევიდა საიდანაც მე გამოვედი. აი იქ რა უნდოდა? ბუფეტში იმხელა რიგი იყო რომ რავიცი ეს ხალხი აქ საჭმელად დადის თუ პაციენტების მოსანახულებლად? ჩემს ფიქრებზე მეთვითონ გამეცინა. ბოლოს როგორც იქნა ჩემი რიგიც მოვიდა მაგრამ რად გინდა აგარც ყავა ჰქონდათ და აღარც ჩაი (ცივი ჩაი) იმედგაცრუებული ამოვედი და დერეფანში სოფო და უცნობი დავინახე პალატიდან გამოვიდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ უფროსწორად სოფო ელაპარაკებოდა და ისიც ყურადღებით უსმენდა თითქოსდა პატარა ბავშვი იყოს და უფროსი არიგებდესო. როცა მათ მივუახლოვდი საუბარი შეწყვიტეს და სოფო მე მომიბრუნდა -სად იყავი ამდენ ხანს? -გრძელი ამბავია მერე მოგიყვები-ვუთხარი და ინტერესით ავხედე უცნობს-მიხვდა სოფო რაც მაინტერესებდა და საუბარი განაგრძო -უი ხო, ეს უჩას ძმაკაცია დემეტრე, დემეტრე გაიცანი ეს ჩემი დაა. -მე...მე...-შევეცადე ჩემი სახელი მეთქვა მაგრამ მან დავასწრო დამითხრა -დაბდურა ხო?-გაიცინა და შემომხედა. ღმერთო ჩემო, რა ლამაზი თვალები აქვს თვალს ვერ მოწყვეტ. -მართალია მაგრამ მე ჩემი სახელის თქმა მინდოდა, მარი მქვია. -ბოლო სიტყვები ჩუმათ ვთქვი ვითომ არ გაიგოს მეთქი. სოფო გაოცებული გვიყურებდა ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა. გარეთ რომ გავედით დემეტრემ სახლამდე მიყვანა შემოგვთავაზა არ არის საჭირო თქო უნდა მეთქვა მაგრამ ვინ გაცადა კიოს სოფომ უთხრა. მეც სხვა რა გზა მქონდა. უკავ მოვთავსდი და გზა განვაგრძეთ. მთელი გზა უხერხულად ვგრძნობდი თავს რატომ? იმიტომ რომ მანქანის სარკიდან მწველ მზერას ვგრძნობდი, ვცდილობდი არ შემემჩნია მაგრამ არ გამომდიოდა ალბათ ამ დროს ჭარხალივით წითელი ვიყავი. მთელი გზა იმას ვფიქრობდი „როდის მივალთ“ „ნეტა ამ მანქანიდან გადამიყვანა მეთქი“ ის თხუთმეტი წუთი რომელიც ამ მანქანით ვიმგზავრე 1 საუკუდედ მომეჩვენა. მერე როცა სახლში მივედით ოთახში შესვლისთანავე სოფომ მკითხა: -შენიშნე როგორ გიყურებდა დემეტრე? -რაა? არა, რას ბოდავ- რათქმა უნდა დავი მოვიკატუნე. -კი არ ვბოდავ სიმართლეს ვამბობ -აუ კაი ხო, გადი ეხა უნდა გამოვიცვალო-ძალით გავაგდე სოფო ოთახიდან მაგრამ სანამ გავიდოდა მომაძახა -ოჰ მოიმიზეზა გოგომ... ესეც მესამე თავი აბა როგორი იყო იმედია მოგეწონათ ძალიან გთხოვთ დააკომენტაროთ რომ გავიგო მოგეწონათ თუ არა. წინასწარ დიდი მადლობა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.