შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ტკივილი - {4}


22-06-2015, 11:15
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 890

- სად მომიყვანე, აქ რა გვინდა? - ბოლო ხმაზე ვკიოდი მანქანაში
- კარები გამიღეე.
- ხოხო კაი გაჩერდი ნუ წიკვინეებ - კარები გააღო თუ არა მაშინვე გადავხტი მანქანიდან და გაქცევა დავაპირე, მაგრამ დამეწია და ხელები მაგრად დამიჭირა
- აპაპაპ, ვერსადაც ვერ წახვალ
- რას ქვია ვერ წავალ? შენ ვინ გეკითხება, ან საერთოდ ვინ ხარ მაგას რომ მეუბნები?
- ვინ ვაარ? მოიცა შენ რა, მართლა არ იცი ვინ ვარ?
- რა ჩემ ფეხებად მაინტერესებს ვინ ხარ
- ცოტა ზრდილობიანად რაა, არ მიყვარს უზრდელი გოგოები.
- არც არავინ გთხოვს შემიყვარეო... და საერთოდ აქ არაფერი მესაქმება - ისევ გავბრუნდი, მაგრამ ხელი არ გაუშვია
- გოგო შენ ვერ გაიგე რომ ვერსად ვერ წახვალ? ცოტნე გიორგობიანისგან დაუკითხავად არავინ მიდის!
- ისე მშვენივრად წავალ ყურებით დატკბები.
- გოგო შენ ვერ გაიგეე? არსადაც არ წახვალ. მოდი აქ - მკლავში ისე ძლიერად ჩამავლო ხელი, არ მეგონა თუ არ მომძვრებოდა. წამათრია და ქვის ლოდზე დამსვა. წინააღმდეგობის გაწევა აქ უკვე ზედმეტი იყო, ამიტომ გადავწყვიტე გავჩერებულიყავი, თანაც ძალიან რომ ნდომოდა მაინც ვერაფერს დამიშავებდა.
- რას მერჩი? რამე დაგიშავე? რა გინდა ჩემგან?
- ნუ გეშინია ლამაზო არაფერს დაგიშავებ.
- უკვე დამიშავე. წესით ახლა აქ არ უნდა ვიყო.
- არ შეგჭამ, უბრალოდ მე ვინც მომწონს ის ვერ გამექცევა და ამ შემთხვევაში შენს გაშვებასაც არ ვაპირებ.
- მოგწონს. ეხლა არ მითხრა შენ მომწონხარო, მაინც არ დავიჯერებ
- მოგიწევს
- არამგონია
- ასეა
- და ყველა ვინც მოგწონს ასე იტაცებ ხოლმე?
- არ მომიტაცებიხარ, დაგაბრუნებ, ოღონდ ყოველ დღე მოგიწევს ჩემი დანახვა - ყველაზე დიდი სისულელე რაც ოდესმე მომისმენია
- ასე ჟღერს, მაგრამ სიმართლეა.
- და მაინცდამაინც მე რატომ? ჩემს გარდა ქალაქში გოგოები გამოილია თუ რა არის?
- არ გამოლეულა, მაგრამ მე შენ აგირჩიე
- რატო?
- განსხვავებული ხარ
- რაზე შემატყვე ეხლა რომ განსხვავებული ვარ?
- არ ხარ სხვა გოგოებივით ცანცარა და ჭორიკანა
- შენ რა იცი, იქნება და ვარ
- ნწ, არა მაგაში დარწმუნებული ვარ
- იმედი რომ გაგიცრუვდეს არ გაგიტყდება?
- არ გამიცრუვდება.
- კიდევ ერთი თავდაჯერებული იდიოტი - ჩემთვის ჩავილაპარაკე
- როგოორ? - არაფერი, შენთვის არ მითქვამს.
- ჯობს არც მითხრა
- თორემ რა?
- ნახავ
- და შენ რომ უზრდელი გოგოები არ გიყვარს?
- ხოო ისე, კარგი გამახსენე, მაგაზე მოგხედავ.
- შენი მოხედვა არ მჭირდება
- მოგიწევს ამიტანო პატარავ.
- ამ წამს გაგიცანი და უკვე მეზიზღები
- არაუშავს, ეგ ნორმალურია, მალევე შემიყვარებ
- გამორიცხულია - ამ სიტყვაში მეთვითონაც შემეპარა ეჭვი
- გამორცხული არაფერია
- რომც შემიყვარდე ჩვენი ურთიერთობა კარგად ვერ აეწყობა - „კარგად“ გამოკვეთილად ვთქვი.
- ვითომ რატო ქალბატონო ელი?
- იმიტო
- მაინც?
- ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს და არცაა აუცილებელი. უბრალოდ დაიმახსოვრე
- ყველაფერი კარგად იქნება
- მე გაგაფრთხილე
- მე კი გეუბნები რომ მე როგორც მინდა ისე იქნება, ანუ ყველაფერი იდეალურად - „ბებიაშენისამ მაინც არ შეგიყვარებ“ - გულში ამას ვფიქრობდი, მაგრამ თქმით სხვა ვთქვი
- ყველაფერი ყოველთვს ისე ვერ იქნება როგორც ჩვენ გვინდა, რაღაც-რაღაცეებთან შეგუება გვიწევს, ასეთია რეალობა...
- რატომ ხარ ასეთი პესიმისტი?
- რავიცი, ცხოვრებამ გამხადა ასეთი. ჩემს სამყაროში მხოლოდ ორი ფერიღა არსებობს: შავი და თეთრი.
- მერე სხვა ფერებიც შემატე.
- ეს უკვე შეუძლებელია
- შეუძლებელი არაფერია
- ამჯერად ასეა
- კარგი ეხლა არ გვინდა ეს გულის ამაჩუყებელი სცენები. ხომ არ კვდებიი? - გაეცინა, მაგრამ ამაში მე ვერ ვხედავდი რაიმე სასაცილოს. თავი დავღუნე და ხმა აღარ ამომიღია. ამ დროს კი ცოტნე ჩემსკენ გადმოიწია და თავი სახესთან ძალიან ახლოს მომიტანა, ეტყობა უნდა ეკოცნა მაგრამმ
- შენ შემთხვევით ხომ არ გაჟრიალებს?
- არა, რა იყო ვითომ არ გინდა ჩემი კოცნა?
- არანაირად. მეორეჯერ არ გაბედო
- თორემ რაა?
- ნახავ რაც, თუ გაბედავ
- კაი მაშინ მოდი ეხლა იყოს - ისევ წამოიწია
- გაეთრიე - დავუყვირე და სახე უკან ავაწევინე. - სახლში წამიყვანე
- მოიცა რაა, ჯერ რა დროსია
- მალეე!!!
- ტონს დაუწიე გოგო !! - ისიც წამოდგა და ხმამაღლა მითხრა.
- როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ.
- ლაწირაკო.
- არამგონია ლაწირაკები მოგწონდეს.
- ხომ გითხარი, მაგაზე მოგხედავ
- მეზიზღები!!
- მეც მიყვარხარ.
- არა მართლა მეზიზღები, ეცადე ასე ორიგინალურად თავი არავის გააცნო. ეხლა კიდე სახლში მინდააააა - ისევ დავუყვირე.
- ტონს დაუწიე მეთქი გოგოოო!
- დავაი რაა. მალე წამიყვანე - მანქანაში ჩავჯექი და დაველოდე ისიც როდის ჩაჯდებოდა
- წამიყვან თუ ფეხით წავიდე? - გაბრაზებულმა ვუთხარი.
- მოვდივარ ხოო, და წესიერად მეთქი.
- შენს თავს მიხედე ჯობია, დამიჯერე. მე მაინც ასეთი დავრჩები - თვალი ჩავუკარი და როგორც იქნა წავედით.



№1  offline წევრი Sexy Mädchen

ჩემნაირი;დდ
--------------------
:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent