შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გემო (24)


22-06-2015, 16:02
ავტორი anuki_just love
ნანახია 4 085

აფთიაქში სწრაფად შეირბინა და რამდენიმე ტესტი იყიდა,მანქანაში დაბრუნდა და ადგილს მოსწყდა,ფეთიანივით შეირბინა სააბაზანოში და ტესტი ხელების კანკალით გაიკეთა,პასუხი რომ ნახა ცოტახანს გაჩერდა უძრავად შემდეგ ფართოდ გაეღიმა და ჯერ არდაბადებულ ბავშვს მუცელზე ხელებით მოეფერა.ნინჩოს დაურეკა
-ნინ,ისეთი რაღაც უნდა გითხრა ვერც დაიჯერებ-აღფრთოვანებული ლაპარაკობდა
-რა მოხდა გოგო?-არანაკლებ დაინტრიგდა ნინჩოც
-ორსულად ვარ!
-რაა?
-ხო გოგო ამწუთას გავიკეთე ტესტი
-ვაიმე რა მაგარია მერი! გილოცავ!-გახარებული ნინჩო კინაღამ ტელეფონიდან გამოძვრა
-ახლა არ ვიცი ეს ამბავი როგორ ვუთხრა დათოს-ტუჩი მოიკვნიტა და გაიღიმა
-არაფერი განსაკუთრებული,რომ მოვა ეგრევე "აჯახე"-სიცილით უთხრა
-ეგრე ჯობს?
-ხო გოგო აბა რა,მიდი დაურეკე და კითხე სადაა,ხვალ ჩვენც გამოვალთ,ამაღამ ხელს აღარ შეგიშლით,აბა შენ იცი მომწერე მერე რა რეაქცია ექნება
ნინჩოს დაემშვიდობა და დათოს ნომრის აკრეფას აპირებდა კარზე ზარი რომ გაისმა,გაუმართლა,დარეკვა აღარ დასჭირდა უგულავა გაკრეჭილი იდგა კარებთან
-მოხვედი?-გაუღიმა დადიანმა
-მოვედი,არ ჩამხუტები?-გაუღიმა ცოლს
მაგრად მოეხვია და ყელში აკოცა
-რა კარგ ხასიათზე ხარ მერი,ხო კარგად ხარ?-დასცინა ვითომ
-ნუ ხარ შენ დამპალი-წარბი მაღლა აზიდა და გაეცინა-წამოდი ვივახშმოთ,თანაც სიურპრიზი მავს შენთვის-თავი დამაჯერებლად დაუქნია და გაუღიმა
ღიმილით გავიდა უგულავა სამზარეულოში და დაელოდა დანაპირებს. -აუ მალე იქნება მერი?-სკამს საზურგეს მიეყრდნო დათო
-კი,თუ გინდა მანამდე შედი წყალი გადაივლე
-კარგი 10 წუთში გამოვალ და იცოდე მზად დამხვდეს-თითი დაუქნია აკოცა და გაუღიმა
ხელები გადაიბანა,ამ დროს დათოს ტელეფონმა დარეკა,ნომერს დახედა არ ეწერა სახელი,საერთოდ წესად არ ჰქონია და არც უყვარდა მის ტელეფონში ქექვა,მაგრამ რომ აღარ შეწყვიტა რეკვა და რამდენჯერმა დარეკა იძულებული გახდა ეპასუხა
-გისმენთ-ღიმილით უპასუხა
-გამარჯობა მერიკო-სიცილით უთხრა თათამ
-რომელი ხარ?
-თათა ვარ,თათა სიხარულიძე
-რა გინდა?-ღიმილი სახეზე შეახმა
-დათო მინდა,უი ჯერ არ უთქვამს ხომ?
-რა უნდა ეთქვა?
-ის რომ მალე მამა გახდება
-რა?-დაიბნა ამა საიდანღა გაიგოო
-ხო რა იყო,მალე მე და დათოს ბავშვი გვეყოლება
ეგონა ცივი, ყინულივით წყალი გადაასხეს თავზე,ტელეფონი ძლივს დადო და სამზარეულოს სკამზე გვერდულად ჩამოჯდა,თავი ხელებში მოიქცია და ცრემლებმაც აღარ დააყოვნეს.სწრაფდ მოიწმინდა თვალები და წყალი შეაისხა სახეში,ამასობაში წელზევით შიშველი პირსახოცშემოხვეული დათო გამოვიდა თმების მშრალებით აბაზანიდან ღიმილით
-ჰა რა ქენი გაამზადე?-ცარიელ მაგიდას დახედა
-ჯერ არა-მკაცრად უპასუხა
-რა მოხდა?-ღიმილი სახეზე შეახმა ცოლის დაბღვერილ სახეს რომ შეხედა
-რა მოხდა? კიდე აქეთ ბედავ და მეკითხები რა მოხდა?-ფეხზე ფეტიანივით წამოხტა
-ხო შენ იბღვირები და გეკითხები
-უნამუსო არსება ხარ დათო უგულავა! ღორი და კიდევ ჰორმონებს დახამებული მამრი! –კბილებში გამოსცრა დადინმა და ხელსახოცი სახეში ესროლა
–გოგო რა მოხდა აღარ იტყვი?–სახე მოექუფრა უგულავასაც
-ის მოხდა რომ უნამუსო ხარ! მეზიზღები! როგორ შეგეძლო?
-თუ არ მეტყვი რა მოხდა ვერ გიპასუხებ
-იმ შენმა ბო*მა დაგირეკა! გილოცავ მალე მამა გახდები!-ნერვიულად გაეღიმა
-რა? თათამ? ეგ კიდევ გარკვეული არაა იტყუება თუ სიმართლეს ამბობს
-რატომ არ მითხარი? თუმცა როდის იყო შენ სიმართლეს რომ მეუბნებდი! როგორი სიცრუითაც დაიწყო ჩვენი ურთირთობა ისევე აგრძელებ!
-დამშვიდდი მერი,ხომ გითხარი ჯერ არ ვიცი იქნებ იტყუება?
-იტყუება? და იმ ფაქტს რომ მასთან იწექი სად გინდა გაექცე?! ერთხელ გითხარი უარი და მასთან გაიქეცი? ცხოველი ხარ დათო ცხოველი!-ცრემლები წასკდა და ოთახში შევარდა კარები გადაკეტა
რა თქმა უნდა უგულავაც უკან გაჰყვა დიდი ხვეწნა მუდარით რომ კარები გაეღო და მოესმინა,თუმცა ამაოდ,ალბათ ყველამ კარგად იცით გამწარებული ქალის პოზიცია,არც დადიანი იყო გამონაკლისი. კარადიდან ყველაფერი გადმოალაგა და ჩემოდანში ჩატენვას ცდილობდა თუმცა ფაქტი იყო იმდენი ტანსაცმელი ვერ ჩაეტეოდა,რას ჩაეტია ჩადო რაც არადა იქვე მიაგდო.ელვა გადაკეტა ჩემოდნის და გარეთ გამოვიდა
-მერი რასაკეთებ?-გაოცებულმა დახედა ჩანთებს უგულავამ
-აბა გამოიცანი?-ნერვიულად გაეკრიჭა
-კარგი გეყოფა და დამშვიდდი,მაპატიე მერი გეფიცები მხოლოდ ერთხელ მოხდა თანაც ძალიან მთვრალი ვიყავი,ფუ ამის დედაც მოვტ*ან!
-აღარ გაბედო და სიტყვა აღარ მითხრა,უნამუსო და ჰორმონების მონა ხარ!-მხარი გაკრა და კარები გამოიჯახუნა.
აზრი არ ჰქონდა გამოკიდებას,ისეტი ჯიუტი იყო რაც არუნდა ეთქვა აზრს არ შეიცვლიდა და მაინც წამოვიდოდა. წასასვლელი არსად ჰქონდა გარდა ისევ იმ სოფოლის პატარა სახლისა. უკვე გვიანი იყო მანქანა ჭიშკართან რომ გააჩერა,მთელი ღამე ტირილში გაატარა,ტელეფონის წაღებაც კი დავიწყნოდა,გული საშინლად სტკიოდა რა უნდა ექნა ახლა როცა უკვე მარტო აღარ იყო და 9 თვეში მისი პატარა მოევლინებოდა ქვეყანას.დილით თვალებდასიებულს გამოეღვიძა.სად იყო ამ დოს უგულავა? ბიჭებთან იჯდა და დარდს სასმელში ახშობდა. მხოლოდ ნინჩომ იცოდა მერის ორსულობის ამბავი,დათო რომ დაინახა ასეთ მდგომარეობაში გაუკვირდა
-დათო,სადაა მერი?
-წავიდა
-რას ქვია წავიდა?
-ხო აი ასე,ადგა და წავიდა-ისეთი მთვრალი იყო ენას ძლვს ატრიალებდა პირში
-სად წავიდა?-გაოცებული იდგა ნინჩო და ნიკას თვალებით ეკითხებოდა რა მოხდაო
როცა ყველაფერი უამბო ქმარმა კინაღამ გადაირია,როგორც მიხვდა ჯერ ნათქვამი არ ჰქონდა მერის დათოსთვის ორსულობის ამბავი.
-ნინჩო იქნებ შენ დაელაპარაკო მერის? ქალები ხართ მაინც რა და იქნებ რაღაც პონტში დაგიჯეროს და დაბრუნდეს თორე ხო ხედავ რა დღეშია?-თავის ქნევით გადახედა კასპერამ ძმაკაცს
-მართალია მერი! აბა რა გეგონათ ვერ გავიგე? ვითომც არაფერიო და გაუღიმებდა დათოს?არაფერი არ გესმით ამ კაცებს
-ჯერ ვაბშე არ ვიცით ის თათა იტყუება თუ სიმართლეს ამბობს,ეგეც გასარკვევია
-რა მნიშვნელობა აქვს ახლა მაგას? მთავარია უღალატა!-დადიანის სიტყვები გაიმეორა ნინჩიმაც
-ჰო აი ეგ მითხრა მერიმაც-ბორძიკით ამოღერღა უგულავამ და ვისკის ჭიქა მოიყუდა
ასეთ გამოუალ მდგომარეობაში არასოდეს ყოფილა მერი,სულ გული ერეოდა და ცუდად იყო,მიმხმარებელიც არავინ ჰყავდა.ნინჩო ცდილობდა მასთან დაკავშორებას,მაგრამ ამაოდ.


_________
ვიცი პატარაა და დავაგვიანე კდეც,მაგრამ მომავალ ტავში ვასრულებ ისტორიას,იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი aDa

აღარ დაგვიანო დადება რააა

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auuuuuuuuuuuuuuuu ((((((((((((( mâles dadeee (((

 


№3  offline წევრი Tako Gogelia

აუუუ მართლა მალე დადე გთოხვვვვვვვვვვვვვვვვვვ

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargiaaaa ogond tavi pataraa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent