შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გემო (19)


14-06-2015, 14:55
ავტორი anuki_just love
ნანახია 4 071

-მგონი დამეწყო,მიშველეთ!-განწირული ხმით ყვიროდა ნინჩო
-რაა? არ არსებობს! ვახ ჩემი!-დაბნეული დააბიჯებდა ნიკა ოთახში
ამ სიტუაციაში მხოლოდ უგულავა არ დაიბნა,ხელში აიყვანა გაბერილი ნინჩო მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში გააქანა
-დაწყნარდი ნინო,მალე მივალთ-სულს უბერავდა მერი და ცდილობდა დაემშვიდებინა
-ვაიმე როგორ მტკივა!-ისევ ყვიროდა
-ღრმად ისუნთქე,მისმინე მიყურე და ისუნთქე,სულ ცოტა დარჩა და მივალთ,დათო მალე!-არანაკლებ გაჰკიოდა დადიანიც,ისეთ ემოციაში იყო ეგონა თვითონ აჩენდა ბავშვს
როგორც იქნა დიდი წვალების შემდეგ ნინჩოს და ნიკას გიგი მოევლინა ქვეყნიერებას,ნიკა ადგილს ვერ პოულობდა ისეთი ბედნიერი იყო,შამპანიური გახსნეს და დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს ეს ამბავი.
-გილოცავ !-მხარზე ხელი დაკრა უგულავამ ნიკას და გაიცინა
-მალე შენთვისაც მომელოცოს ძმა-ღიმილით უთხრა და გადაეხვია
-ახლა ავტირდები-ტირილის იმიტაცია გააკეთა კასპერამ-მოდი გადაგეხვიო-სიცილით უთხრა და გულში ჩაიკრა ძმაკაცი
მერიმაც მიულოცა ნიკას,ცოტახანში კი ნინჩოსთან შევიდნენ,რომელიც პატარას ძუძუს აწოვებდა.პატარა გიგის დანახვისას სულ გადაავიწყდათ თავისი პრობლემები. დათოს ტელეფონმა დარეკა ისიც გარეთ გავიდა და აღარც შემოსულა,მერიმ ვერ მოითმინა და უკან გაყვა,მაგრამ უკვე წასულიყო იყო.არუნდოდა დაერეკა და გაეღიზიანებინა ამიტომაც ისევ ნინჩოს პალატაში შევიდა.
-მიშო,სადაა დათო?-ვეღარ მოითმინა და რამდენიმე საათის მერე კითხა კასპერას
-საქმეზეა და მოვა,ნუ ნერვიულობ-თვალი ჩაუკრა და გაუღიმა
ხო ნუ ნერვიულობო ადვილი სათქმელია, აღარაფერი უთხრა.
-მერი გვიანია უკვე წამოდი სახლში წაგიყვან
-კარგი მიშო წავიდეთ,ნიკა შენ ნინისთან რჩები ხო?
-კი აქ ვიქნები
-კაი ძმა წავედით ჩვენ და თუ რამეა დარეკე
მანქანაში ჩუმად იჯდა დადიანი და იმედი ჰქონდა,რომ უგულავა სახლში დახვდებოდა
-ნუ ნერვიულობ რძალო,არაფერი მოუვა შენს ქმარუკას-სიცილით უთხრა და მანქანა სახლთან გააჩერა
სწრაფად შეირბბინა შინ და დივანზე წამოგორებული უგულავა რომ დაინახა გულზე მოეშვა,მასთან მიირბინა და მაგრად მოეხვია
-ჩემი გოგო-სიცილით უთხრა და მოეხვია
-შენი გოგო კი არა სად დაბოდიალობ? არუნდა მითხრა?
-ნებართვაც ხო არავიღო?-თავი წამოყო და ისევ გაუღიმა
-ნერვებს ნუ მიშლი გაიგე?-მანაც სიცილით უპასუხა
-ეე გეყოთ ეხლა,ვკვდები ისე მშია-ტაში შემოკრა კასპერა
-გშია და მიდი და მოიმზადე - ცხვირი აიბზუა მერი
-მერი!-დაუყვირა უგულავამ
-რა მერი? მერი ტქვენი მოსამსახურეა?-ვალში არ დარჩენია დადიანი
-შედი სამზარეულოში და გაშალე მაგიდა!- თიტქმის უბრძანა
-არსადაც არ შევალ! გშიათ და მოიმზადეთ თქვენ თვითონ! მე თქვენი მოსამსახურე არ ვარ! მეც ისევე დავიღალე როგორც თქვენ!-კურტუმოსქნევით ავიდა ოთახში
დათომ მუშტები შეკრა,ცოტაც და დადიანისენ გაიწევდა,ყველაზე მეტად ეზიზღებოდა ქალი ტლიკინი
-კაი შეეშვი მართალია გოგო ისიც დაიღალა-მუშტზე ხელი მოკიდა კასპერამ და ეცადა დაემშვიდებინა
გულზე სკდებოდა დადიანი დათო რომ არაფერს ეუბნებოდა,ისიც კი არიკადრა რომ დაერეკა ან ეთქვა მივდივარო,მოკლედ ამაზე ძალიან იყო გაბრაზებული თორემ კასპერას არაფერს ერჩოდა.ტანსაცმლიანად ჩაწვა საწოლში და გაბზარებული ელოდა ქმრის გამოჩენას. ელოდა,მაგრამ არსად ჩანდა უგულავა,ვეღარ მოითმინა და დაბლა ჩავიდა,მაგრამ არც იქ დახვდა,იფიქრა ალბათ ეზოში ზისო და გარეთ ბაღში გავიდა, უგულავა ხის ძირში მდგარ სავარძელში იჯდა ზევიდან არაფერი ეცვა და სიგარეტს აბოლებდა.მიხვდა დადიანი,რომ ზედმეტი მოვიდა,მაგრამ ამის აღიარებას არ აპირებდა. გვერდით მდგარ სავარძელში მოკალათდა და თავის ფეხებს ჩააშტერდა.ხმას არცერთი არ იღებდა,ელოდებოდა მერი როდის დაიწყებდა დათო მის ლანძღვას,მაგრამ ამაოდ. ადგილზე წრიალებდა დადიანი და სიტყვის თქმასაც კი ვერ ახერხებდა,ბოლოს ვეღარ მოითმინა ბევრი იწრიალა და კალტაში ჩაუჯდა ქმარს,დათოს გაეცინა,თუმცა ეცადა არ შეემჩნია და სახე გვერძე გაწია
-არაფრის თქმას არაპირებ?-ტუჩები სატირლად დაებრიცა დადიანს
-ისეთები ჩაატარე რაღა უნდა გითხრა-მხები აიჩეჩა და სერიოზული სახე მიიღო
-ვიცი არასწორად მოვიქეცი,მაპატიე-თავი ჩახარა
-კაი-თავი გვერძე გაატრიალა
-ეგეთი პატიება არ მჭირდება!-ფეხზე ფეთიანივით წამოხტა
-აბა როგორ გჭირდება?-ჩაეცინა და სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა
-ოოო,დეგენერატი ხარ რა დათო!
-კაი-მშვიდად უპასუხა
-ვერ გიტან!-კბილებში გამოსცრა და მინდოზე დაჯდა
-"ტაკოები" გაგიცივდება
-შენი საქმე არაა!-ისევ აგრესიულად გასცა პასუხი
ამაზე კიდევ უფრო მაგრად ხალისობდა უგულავა და ცდილობდა უფრო მეტად გაეღიზიანებინა ცოლი.
გულზე სკდებოდა დადიანი,იმას კი ვერ ხვდებოდა,რომ უგულავა მის ნერვებზე მაგრად "კაიფობდა". ბოლოს ყელში ამოუვიდა და წამოსვლა დააპირა
-სად მიდიხარ?
-ჯანდაბაში!
-წამიყვან?-წარბები აათამაშა
-იდიოტი ხარ!-შეუღრინა და სახლში გაცეცხლებული შევარდა
უგულავამ ბევრი იცინა და უკან შეყვა,ხელში აიტაცა და დააბზრიალა,თან აწვალებდა და ჩქმეტდა.როგორც იქნა ხელიდან დაუსხლტა ქმარს და მაგიდის ირგვლივ პატარა ბავშვებივით დაჭერობანა გამართეს.იმხელა ხმაზე იცინოდნენ კასპერაც კი შეაწუხეს
-ჩუმად ეგდეთ!-მოესმათ მისი ხმა
-როგორც მიბრძანებთ ბოსს!-ასძახა უგულავამ და ორივემ გადაიხარხარა
კიდევ დიდხანს აწვალეს ერთმნეთი,ტამაში კი მხურვალე "სექსით" დაასრულეს.
3 დღეში ნინჩოც გამოწერეს,როგოც ჩანდა პრობლემები მოაგვარეს იმ ვიღაც მიშოსთან და გადაყვიტეს სახლში დაბრუნებულიყვნენ.ბარგი ჩაალაგეს და სახლში დაბრუნდნენ.მისულებს თამრიკო შეეგებათ.
ცხოვრება ჩვეულებრივად და მსვიდად გრძელდებოდა,არაფერი განსაკუთრებული აღარ მომხდარა მათ ცხოვრებაში რაღაც დროის განმავლობაში,ისევ ისეთი ანთებული და გაბრწყინებული თვალებიტ უყურებდნენ ერთმანეთს როგორც ადრე,სიყვარული უფროდაუფრო იზრდებოდა და ფრთებს ისხამდა. თამრიკოსა და მერისაც თითქოს დაულაგდათ ურთიერთობა, ძველებურად აღარ აღიზიანებდა დადიანს დედამთილი.უნივერსიტეტშიც დადიოდა,მიუხედავად იმისა,რომ ეკა და ნატუკა მის ცხოვრებაში აღარ იყვნენ არ აძლევდა ტავს იმის ფლებას რომ მატ გამო ედარდა.ლევანს ხშირად ნახულობდა,დათოსაც გააცნო და ნორმალური ურთიერთობა ჩამოუყალობდათ,ნინჩოსთან ხშირად დადიოდა სანახავად.



№1  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Kaii iy. Magramm arr meyoo :( :*

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Dzalian patara taveboa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent