ცხოვრების გემო (11)
დილით ყველაზე ადრე მერი წამოხტა საწოლიდან,საშინლად აფორიაქებდა მის გვერდში მწოლიარე უგულავა,აშკარა იყო,რომ მისი სიახლოვე სულსა და გულს უფორიაქებდა.დათო ხომ ყოველთვის უტაქტო,უზრდელი და ფსიქოპატი იყო,ახლა რა შეიცვალა?ფაქტია რომ რაღაც აშკარად შეიცვალა,მაგრამ მერიმაც არიცოდა რა.ლამარამ როგორც კი დაინახა დილის 7 საათზე ჰამაკში მონებივრე რძალი მაშინვე მისკენ გაექანა ქოთქოთით -მოხდა რამე ბებია?-ხელები აკრულ წინსაფარს მიაწმინდა და გაოცებულმა გადახედა მერიემს -არაფერი ბებია,უბრალოდ ადრე გამეღვიძა-ღიმილით უპასუხა -გამისკტა გული! არიქა ბებია ეს ქალაქელები სულ გვიან დგებით და გამიკვირდა,ახლავე დაგიცხობ ხაჭაპურებს, რავა ძვალი და ტყავი ხარ მოგასუქებ ცოტას-ისევ ქოთქოთით შებრუნდა სახლში და ყველის ამოყვანა დაიწყო მერის გაეღიმა და ისევ წიგნის კითხვა განაგრძო.ცოტახანში ლამარამ დაუძახა მზადაა ხაჭაპურებიო და მოდიო -ბებია ასე ადრე არ ვჭამ მე-თვალი გადაავლო ლამარას ფუმფულა იმერულ ხაჭაპურებს და ნერწყვი მოადგა -არვიცი მაგი მე ბებია! ახლავე დაჯექე და ჭამე,ვისთვინ ვიწვალე მე ამდენი? ნახე რავარი ფუმფულა ხაჭაპურებია,დაჯექი,დაჯექი-თითქმის ძალით დასვა მაგიდასთან მერი და 2 ნაჭერი ხაჭაპრი გადაუცურა თეფშზე.მერისაც გაეღიმა და გემრიელად ჩაკბიჩა პირველი ლუკმა,ისე მოეწონა ლამის სულ შეჭამა,ლამარას ისე ესიამოვნა კიდევ გამოგიცხობო. -ბებია,არ მასწავლი ამის ცხობას?-პირგამოტენილმა კითხა -რავა არ გასწავლი ბებია!-გახარებულმა ტაში შემოცხო ლამარამ მთელი დილა ასწავლიდა ლამარა მერიემს თავისი სანაქებო იმერული ხაჭაპურების ცხობას,მთლიანად ცომში ამოიგანგლა დადიანი,ლამარა კი გულიანად იცინოდა,დილა სასიამოვნოდ გაატარეს ბებიამ და რძმალმა.ხმაურით ჩამოლაგდნენ ბიჭები და ნინჩო დაბლა მისაღებში -მერი!-ხმამაღლა გასძახა უგულავამ -რა გაღრიალებს ბებია!-გამოსძახა სამზარეულოდან ხელების სრესვით ლამარამ -სადაა მერი?-თავი მოიქექა უგულავამ და მხარზე მოგდებული მაისური იქვე დივანზე მიაგდო -აქანეა, ხაჭაპურებს აცხობს ამაზე უგულავამ ისე ხმამაღლა გადაიხარხარა ლამარას გული გაუსკდა ხომ არ გაგიჟდა ჩემი ბოვშვიო. -იცი, რავარი კაი ხაჭაპურები დააცხო ბებია შენმა ცოლმა? დაჯექით და ახლავე გაგიშლით სუფრას სუფრა გაშალეს და ყველა მიუჯდა მერის და ლამარას გარდა -მერიემ არ ისაუზმებ?-კითხა თამარამ და მისი გამომცხვარი ხაჭაპური დააგემოვნა -უკვე ვისადილეთ მე და ბებომ-უხერხულად გაუღიმა -არაჩვეულებრივია მერი!-შეუქო თამარამ და გაუღიმა, როცა მისი გამომცხვარი ხაჭაპური დააგემოვნა -მართლაც ძალიან გემრიელია-აყვა თამაზიც -რა ხელი გქონია და არ ვიცოდით-ფხუკუნებდა უგულავა -გამოტენილი პირით ნუ ლაპარაკობ,თორემ გადაგცდება-მშვიდი და სარკასტული ღიმილით უპასუხა მერიმ -ერთით ნულია!-კასპერამ გადახედა ორივეს ღიმილით -აუ ნინჩოსაც ასწავლეთ რა ამის ცხობა თორე მომკლა ამ ნახევარფაბრიკატებით-აწუწუნდა ნიკა და თვალებდაწვრილებულ ნინჩოს გადახედა ღიმილით ამაზე კარგად იცინეს.საუზმობას რომ მორჩნენ აივანზე გალაგდნენ ბიჭები,ნიჩო კი იჯდა და ცქმუტავდა -კარგად ხარ ?-მხარზე ხელი დაადო მერიმ -არვიცი მერი-ცრემლიანი თვალებით ახედა -რამე მოხდა?-გვერდზე მიუჯდა -გადამიცდა,თან სულ გულის რევის შეგრძნება მაქვს -ანუ იმის თქმა გინდა,რომ ორსულად ხარ? -არვიცი ჯერ,ტესტი არ გამიკეთებია,მაგრამ სავარაუდოდ ეგრეა და აზრზე არავარ ნიკას როგორ ვუთხრა დადებითი პასუხის შემთხვევაში -კარგი დამშვიდდი,წამოდი ტესტი ვიყიდოთ და გავარკვევთ ყველაფერს კარგი?-ხელი დაავლო და გარეთ გაიყვანა -ეი საით გოგონებო?-გასძახა ჰამაკში მონებივრე უგულავამ -საქმე გვაქვს-უკანმოუხედავად გასძახა მერიმ და მანქანაში ჩაჯდა 20 წუთში უკვე ქუთაისში იყვნენ,აფთიაქში შევიდნენ და უამრავი ტესტი იყიდეს. -ახლა რომ მართლა ორსულად ვიყო მერე რა უნდა ვქნა?-სრუტუნებდა ნინჩო -უნდ გააჩინო,არ მესმის რატომ გეშინია? ხომ გიყვართ შენ და ნიკას ერთმანეთი -ხო მაგრამ ჯერ ადრეა მერი,სულ რაღაც 20 წლის ვარ და უკვე ბავშვი? თანაც ნიკა არ ფიქრობს ამაზე, საერთოდ არც ოჯახი უნდა ჯერ-სავარძელს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა -კარგი დამშვიდდი,არ იდარდო რა გთხოვ,ჯერ სახლში მივიდეთ და ვნახოთ რა იქნება და მერე მშვიდად დაელაპარაკები ნიკას -დიდი მადლობა მერი,არვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო ასეთი თანადგომისთვის-მერიმ თბილად გაუღიმა და მანქანა დაქოქა ჭიშკარი უგულავამ გაუღო თან მერის ეშმაკურად გადახედა -ქალაქში რა საქმე გქონდათ?-გაიჯგიმა ნიკოლოზი და ნინჩოს გადახედა -ყველაფერი შენ უნდა გაიგო? -ვალში არ დარჩა გოგონა -კაი შეეშვი ტო ქალები არიან იქნებ რა უნდოდათ-მხარზე ხელი დაკრა და თვალი ჩაუკრა უგულავამ დადიანს -თავხედი!-ამოუბურტყუნა,ნინჩოს ხელი დაავლო და ოთახში ავიდნენ ნინჩომ ალბათ 30 ტესტი გაიკეთა და ყველა დადებითი იყო,სააბაზანოდან ტირილით გამოვიდა -ესეც დადებითია-ამოისრუტუნა და მერის მოეხვია -დამშვიდდი რა,ნუ დარდობ აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება -როგორ ვუთხრა?-თვალიდან ცრემლი მოიწმინდა და საწოლზე ჩამოჯდა -დღეს უთხარი,ნუღარ გააჭიანურებ თორემ უარესი იქნება ნინი,ხომ უყვარხარ ხოდა გაგიგებს,ნუ ნერვიულობ-თბილად გაუღიმა და თავზე აკოცა გოგოები ეზოში ჩავიდნენ,უგულავას ტენისის მაგიდა გამოეთრია და გაფაციცებით თამაშობდნენ -ეე ეგ რა ბანძი ჩაწოდება იყო კაი რა!-ბურთი მთელი ძალით ესროლა კასპერას -რა მოხდა, რა სახეები ჩამოგტირით -ნიკა შენთან საქმე მაქვს-ხელების სრესვით უპასუხა ნინჩომ და მერის გადახედა,მანაც თავი დაუქნია -ხო მშვიდობაა? -წამოდი და გაიგებ ხელი ჩაკიდა და სახლში შეიყვანა.მერი ნერვიულად ცქმუტავდა -რა მოხდა ხო მშვიდობაა ?-კითხა უგულავამ -ყველაფერი უნდა გაიგო? ჭორიკანა-გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებში და სკამზე ჩამოჯდა კასპერას ანიშნა ერთი წუთითო და მერის მიუჯდა გვერდით -რა დაგემართა? -არაფერი -მითხარი-სახე თავისკენ მიატრიალებინა და თვალებში ჩახედა -ისეთი არაფერი დათო,უბრალოდ გადავიღალე,მეტი არაფერი-არუნდოდა თვითონ ეთქვა ნინის ორულობის ამბავი -ცოტაც მოითმინე და გაგანთავისუფლებ ამ ჯოჯოხეთიდან -ეგ არ მიგულისხმია-ღრმად ამოისუნთქა და გაუღიმა ქმარს -კიდე კაი-უგულავასაც გაეცინა ნიკა სახლიდან გაღიმებული გამოვარდა,მერის ისე გაუხარდა ეგრევე ნინჩოსთან შევარდა სახლში,კასპერა და უგულავა გაოცებულები უყურებდნენ ერთმანეთს -რა მოხდა ? -მომილოცეთ! მამა გავხდები ტო,აზრზე ხართ?-გახარებული ლაპარაკობდა ნიკა ბიჭებს ძალიან გაუხარდათ და გადაეხვივნენ ძმაკაცს -ჰა რაო?-გულამოვარნილი დაჯდა მერი დივანზე და ნინჩოს მიაშტერდა -რაო და ძალიან ბედნიერი ვარო!-ორივემ კივილი დაიწყო სიხარულისგან და ერთმანეთს მოეხვივნენ ამ დროს ბიჭებიც შემოლაგდნენ სახლში -ჰე აბა წავედით! ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ-ტაში შემოკრა კასპერამ მალევე მოემზადნენ და ქუთაისში ერთ-ერთ რესტორანში უჭახუნებდნენ ერთმანეთს ღვინით სავსე ჭიქებს და ულოცავდნენ მომავალ დედ-მამას. -ნათლია მე ვარ!-თამამად განაცხადა უგულავამ -იასნა ბიჭო!-მხარი გაკრა ნიკუშამ -კასპერ, არ მოიწყინო მე რო მეყოლება შენ მოგანათლინებ-სიცილით გადახედა ძმაკაცს დათომ მერის შეახურა,არიცოდა უგულავამ სხვა ქალი იგულისხმა თუ თვითონ,მაგრამ მის გვერდით სხვა ქალის წარმოგენა საშინლად ეტკინა. -რას არქმვთ ბიჭო? -რავი ტო, ჯერ სქესიც არ ვიცით -დავითა დაარქვით -ღადაობნენ მიჭები ამ დროს კი დათოს ტელეფონი აწკრიალდა -მერი შენთან არიან-ტელეფონი გადააწოდა ცოლს -ჩემთან?-პირი დააღო -ხო ეკა ვარო-მხრები აიჩეჩა უგულავამ ტელეფონი გამოართვა,ბოდიში მოიხადა და აივანზე გავიდა -ხო ეკა -გოგო სად გდიხარ გირეკავ რამდენი დღეა! -აუ იქ არიჭერს მგონი ტელეფონი,დათოს ნომერი საიდან? -დეგენერატი ხარ დადიანო! იცი როგორ ვინერვიულეთ? ისიც კი არ ვიცოდით რომელ სოფელში იყავით,მერე მარიკას ავადექით და იმან გვითხრა გოგო -გოგო არიჭერს იქ და რა მექნა? -ვერ თხოვე იმ შენ ქმარს ტელეფონი? დაგბრიდავ რო ჩამოხვალ,ჰა მოყევი ახლა როგორ ხარ რასაკეთებ ან როდის ჩამოდიხარ? -გოგო რავი ვარ რა,რა ვაკეთო არც ვიცი დათოს ძმაკაცბი ჩამოვიდნენ არ ჩანან ცუდები,თქვენ რასაკეთებ მომიყევით, მომენატრეთ,ლევანი ისევ გაბრაზებულია ჩემზე?-ტუჩი მოიკვნიტა დადიანმა და გაიწურა პასუხის მოლოდინში -რამდენი ვეჩიჩინე შენ ხო არიცი მაგ თემაზე,ნატუკამ შემჭამა კითხე როდის მოდისო -გოგო არვიცი რა,თამარა როდის ინებებს მაგას ველოდებით,რა ხდება უნიში? -ისეთი არაფერი,ფინალურებისთვის ჩამოდი ისე არ დაგრჩეს კიდევ დიდხანს ილაპარაკეს,მერე კი დაემშვიდობნენ ერთმანეთს. -შენს დაქალს ჩემი ნომერი საიდან? -მარიკას უთქვამს,არიჭერდა ჩემი ალბათ და მაგიტომ -გასაგებია ცოტა ეწყინა მერის ასეთი ცივი რომ იყო მის მიმართ უგულავა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია და ბედნიერ წყვილს გადახედა გაღიმებულმა,ნინჩომაც თვალი ჩაუკრა და გაუღიმა -დღეს ვსვამთ ბოლომდე!-განაცხადა კასპერამ და ჭიქებში შავი საფერავი ჩამოასხა -ჩემი წასაყვანი თუ გახდებოდით არ მეგონა-გადაიკისკისა ნინჩომ და ფორთოხლის წვენი მოსვა -ტარება იცის ძმობას გაფიცებ?-დაეჭვებულმა გადახედა უგულავამ ძმაკაცს -სახლამდე მიგვიყვანს ნუ დარდობ-ყველამ ერთხმად გაიცინა მერიმ იმდენია დალია ფეხზე ძლივს იდგა,უნდოდა ცოტახნით მაინც დაევიწყებინა ყველაფერი რაც თავს გადახდა,პირველად დალია ამდენი,სხეული მოუდნდა და კიდურები დაუბუჟდა -მერი კარგად ხარ?-სიცილით გადახედა უგულავამ -ძალიან მაგრად ვარ!-ბორძიკით უპასუხა დადიანმა და გადაიკისკისა -ხო აბა რა!-უგულავასაც გაეცინა,ყველა სადღაც გაიკრიფა კასპერამ ვიღაც დაკერა და აღარ ჩანდა ჰორიზონტე,ნიკა და ნინჩო აივანზე იყვნენ გასულები,მხოლოდ უგულავა და მერი ისხდნენ მაგიდის გარშემო -პირველად დათვერი ხო? -ხო მერე?-გონორზე იყო აშკარად დადიანი -ისეთი საყვარელი ხარ მერი სულ უნდა დაგათრო ხოლმე -ხოო? -ახლოს მიუჯდა,ისე ახლოს რომ ერთმანეთის სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდათ -აშკარად მაგარი მთვარი ხარ-თავი დამაჯერებლად დააქნია უგულავამ და გაუღიმა თვალებდაბინდულ დადიანს -მერე?-კეკლუცს არ წყვეტდა მერი -მერე ის რომ მეტს აღარ დალევ-თვალი ჩაუკრა -შენ ამიკრძალავ?და საერთოდაც ვინ ხარ? -ვინ და შენი ქმარი-ღვინით სასვე ბოკალი წაართვა და გაუღიმა-საკმარისია,მივდივართ უკვე მერი გულზე აიკრა და ძლივს ჩასვა მანქანაში,უგულავა ისეთი მთვრალი არიყო მანქანის მართვა რომ გასჭირვებოდა,ნიკას გადაურეკა ჩვენ გავედითო და მანქანა დაძრა. -დათოოო!-იწელებოდა მერი -ხო მერი -ის თათა მოგწონს?-სრულიად უადგლო კითხვა დაებადა დადიანს თავში -ვიინ?-ჩაიცინა -ის თათა!-სახე მოექუფრა -ეჭვიანობ? -მეე?-პირი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე დააღო -აბა რატო მკითხე?-ეშმაკურად გადახედა ცოლს -ოოო,კარგი არაფერი-ენას ძლივს აბრუნებდა პირში ისეთი მთვრალი იყო -რა საყვარელი ხარ მერიკო-სიცილს არ წყვეტდა უგულავა -ნუ დამცინი ეე!-სახე მოექუფრა და სავარძელს მიეყრდნო ძლივს გადმოიყვანა ჩაძინებული მერი და საძინებელში აიყვანა,ფეხზე გადახადა და საწოლში შეაწვინა,გასვლას აპირებდა მერი მაისურზე რომ დაექაჩა -არ წახვიდე რა-წამოიწია და მოეხვია სასურველ სხეულს,მაშინვე დაუარა ტანში ჟრუანტელმა და სახე სიამოვნებისგან გაებადრა როცა უგულავას სუნამოს სუნმა ცხვირში შეუღიტინა -მთვრალი ხარ მერი-ეცადა თავი გაენთვისუფლებინა,მაგრამ მერი ისე იყო ჩაბღაუჭებული შანსი არ ქონდა -მე მინდა რო დარჩე,ჩემს გვერდით იძინო-ბუტბუტებდა, თუმცა მაინც გაიგო დათომ ტუჩის კუთხეში გაეღიმა და მოეხვია ცოლს,მერიმაც თავისი გრძელი ფეხები უგულავს შემოალაგა და მასზე აკრულს ჩაეძინა. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა.თავზე უგულავა ედგა და იცინოდა -ვაა,ვაა ლოთს სალამი!-გადაიხარხარა -რაა?-გაბურძგნული თავი აწია მერიმ,ტუჩები კიდევ უფრო გაბუშტვოდა,ისეთი ლამაზი იყო ასეთ მდგომარეუბაშიც კი,რომ უგულავას ნერწვები მოადგა მისი ნახევრად შიშველი მკერდის დანახვისას -შიშველი რატომ ვარ?-ტანზე დაიხედა მერიმ და მიხვდა რომ მხოლოდ ტრუსისა და ბიუსჰალტერის ამარა იწვა -კაბით იძინებ ხოლმე?-ნიკაპი მოისრისა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა -ახლავე გადი აქედან!-თითქმის უბრძანა და თითით კარებისკენ მიუთითა -რავი წუხელ კი მეხვეწებოდი დარჩი დარჩიო-მხრები აიჩეჩა -მასხარა!-კბილებში გამოსცრა და ზეწარი აიფარა ხეულზე -ოჰ! ვითომ არ არხსოვს-თავი გაააქნია სიცილით -დათო გადი! -ისე რომ იცოდე თათას უკეთესი მკერდი აქვს-კოცნა გაუგზავნა და ოთახიდან მოხია სიბრაზისგან კივილი დაიწყო მერიმ,ოღონდ ბალიში დაიფარა თავზე და ისე. არც საუზმეზე ჩასულა და არც სადილზე,ნინჩომ ააკითხა ოთახში -შეიძლება?-კარი ოდნავ შეაღო -მოდი ნინი -რას გავხარ გოგო რა გჭირს? -წუხელ იმდენი დავლიე ყველაფერი მტკივა-ამოიკრუსუნა და ხალათი შეისწორა -ხო წუხელ მართლა ბევრი მოგივიდა-გაეცინა -დეგენერატი უგულავა!-კოპები შეკრა -რაო რა მინდაო დეგენერატმა უგულავამ?-ისევ გაეცინა და საწოლზე ჩამოჯდა -რაო და იმ თავის ბოზ საყვარელს შემადარა,უკეთესი მკერდი აქვსო!-ისეთი გაბრაზებული ლაპარაკობდა გეგონებოდათ ნამდვილი ცოლ-ქმარი არიანო -კაი დაიკიდე,ხომ იცი რო ეგრე არაა? ვიცნობ მაგ თათას და არანაირად არაქვს შენზე მაგარი მკერდი-ხუმრობდა ნინჩო გაბრაზებული იყო მაგრამ ამაზე ორივეს გაეცინათ. -მერი,დათო გიყვარს?-სრული სერიოზულობით კითხა მოულოდნელად -რა?-ის გაიკვირვა მერიმ გეგონებოდათ რამე სასწაული კითხესო -ვიცი რატომაც დაქორწინდით,მაგრამ შენი ქცევებიდან გამომდინარე.. -რა სისულელეა-ჩაეცინა მერის-მე უბრალოდ არ მესიამოვნა იმ ძუკნას რომ შემადარა -ხო აბა რაა-თავი დაუქნია ნინჩომ და გაუღიმა -მოიცა ესე ძაან მეტყობა?-ტუჩი მოიკვნიტა და საცოდავად გახედა -გეტყობა,გეტყობა-თავი დაუქნია -ჯანდაბა,არც მქონია გეგმაში-სახეზე ჩამოყრილი თმები უკან გადაიყარა და ღმად ამოისუნთქა -სიყვარულს ვერც დაგეგმავ-თბილად გაუღიმა და ხელზე ხელი მაგრად მოუჭირა ცოტახანს კიდევ იჭორავეს შემდეგ კი დაბლა ჩავიდნენ ბიჭებთან.მერის თავისგან დამოუკიდებლად შეუყვარდა ფსიქოპატი უგულავა და ამის აღიარება მეხის გავარდნასავით მიაჩნდა.სახლში მხოლოდ ახალგაზრდები იყვნენ. -ინებეთ ჩამობრძანება? -სადაა ლამარა ბებო?-იკითხა მერიმ -წასულები არიან,საღამომდე არ დაბრუნდებიან-მშვიდად უპასუხა უგულავამ -აუ წამოდით რა ძმობას გაფიცებ მდინარეზე ჩავიდეთ,მოვიხარშე სახლში-წუწუნებდა კასპერა -არის აქ მდინარე?-ტაში შემოკრა გახარებულმა ნინჩომ -გოგო რა ბატი ხარ,რო მოვდიოდით გზაში ვერ დაინახე?-თავი გააქნია ნიკამ -ოო,მეძინა მე გზაში,აუ წამოდით რა წავიდეთ-მერის ხელი დავლო და ზემოთ აათრია. -ჰეი,მალე იზამთ?-ასძახა უგულავამ -მალე ქენით რა,მდინარეზე მიდიხართ თუ რესტორანში,რათ გინდათ ამდენი ხანი-აყვა ნიკუშაც 20 წუთში სოფლის გზაზე იდგნენ.მერის მოკლე ატმისფერი სარაფანი ეცვა და თეთრი შლოპანცები,გრძელი თმები კოსად დაეხვავებინა თავზე და მშვიდად მიდიოდა,ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ წყვეტდა უგულავა და გულში ბედნიერად უღიტინებდა ის ფაქტი,რომ ასეთ საოცრებას მისი ცოლი ერქვა. -ვაუ! რა სილამაზეა-წამოიკივლა ნინჩომ,კაბა დაგაიძრო და წყალში ჩახტა -ფრთხილად გოგო!-უკან მიყვა ნიკაც კასპერამაც მაისური გადაიძრო და შეცურა. -ჩვენ არ ჩავიდეთ?-ვნებიანად გადახედა უგულავამ მერის -უჩემოდ ვერ ჩახვალ?-ენა გამოუყო -ნწ,ვერა-თავი გააქნია მერის გაეღიმა,სარაფანი გადაიძრო და იქვე მიაგდო.ნამდვილი ქალღმერთი იყო თეთრ საცურაო კოსტუმში გამოწყობილი დადიანი,სავსე ლამაზი ფორმის მკერდი,მრგვალი ლამაზი უკანალი და შოკოლადისფერი შხვართი ფეხები,არა უგულავა ამდენს ვეღარ მოითმენდა,ისეთი გაშტერებული უყურებდა გეგონებოდათ ქალი პირველად დაინახაო -პირი დახურე სირცხვილია-ღიმილით ჩასჩურჩულა დადიანმა ყურში და მდინარეში გადაეშვა თავით. -ეგრე უნდა იდგე ეხლა მანდ ?-დასცინეს ბიჭებმა,უგულავამაც თავი გააქნია,გაეღიმა,მზრზე მოგდებული მაისური იქვე მიაგდო და წყალში შევიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.