მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 12
რამდენიმე საათიანი, დამღლელი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ჩავაღწიეთ. მაშინვე სასტუმროში წავედით, აქ უკვე ღამდებოდა. ყველანი ერთერთ ძვირადღირებულ სასტუმროში მივედით. შეიძლება გაგიკვირდეთ ამ ყველაფრის ფული საიდან გვქონდა, მაგრამ დიტომ მოაგვარა ყველაფერი და მამამისის მეგობრის დახმარებით საგზურები ძალიან იაფად ვიშოვეთ. მოკლედ 2 ნომერი ავიღეთ, გოგოები ერთად ვიყავით, ბიჭები ცალკე, მეორე ნომერში. დაღლილებმა მაშინვე დავიძინეთ. მეორე დღეს პირველს მე გამეღვიძა, ჩვენი ოთახის პატარა აივანზე გავედი, არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა. არ მჯეროდა რომ ეგვიპტეში ვიყავი, ეს საუკეთესო დილა იყო ჩემს ცხოვრებაში. სასტუმროს აუზიც ქონდა, სადაც უკვე უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, ძალიან მომინდა იქ მისვლა და გოგოები გავაღვიძე -წამო აუზზე ჩავიდეთ რა (მე) -აუ გოგო, საცურაო კოსტიუმები რო ვიყიდოთ მანამდე? (ანი) -არ წამოგიღია? (მე) -კი როგორ არა, მაგრამ შოპინგი მინდა აქ რაღაც ძაან (ანი) -მე თანახმა ვარ (გვანცა) -კაი წავიდეთ, ოღონდ ჯერ დიტოს დავურეკავ, ბიჭებმა ხო უნდა იცოდნენ სად ვართ (მე) დიტოს დავურეკე და გავაფრთხილე. მერე კი მაღაზიებში წავედით, სასტუმროსთან ახლოს იყო. სად აღარ ვიარეთ, უამრავ მაღაზიაში ვიყავით, საცურაო კოსტიუმები, მაიკები, შორტები და იქაური აქსესუარები ვიყიდეთ. არაბული ენა არცერთმა ვიცოდით, ამიტომ ყველა გამყიდველს ინგლისურად ველაპარაკებოდით, ზოგს ძლივს ვაგებინებდით რა გვინდოდა. შოპინგს რომ მოვრჩით სასტუმროში დავბრუნდით, საცურაო კოსტიუმებში გამოვეწყვეთ და აუზზე ჩავედით. ბიჭები იქ იყვნენ. -გოგო წყალში ჩავიდეთ თუ გავირუჯოთ? (ანი) -ერთიც და მეორეც (მე) და თვალი ჩავუკარი სამივე შეზლონგებზე მოვთავსდით. ცოტა ხანში გვერდით ვიღაც მომიჯდა. არაბული საერთოდ არ მესმოდა და ვერ ვგებულობდი რას ამბობდა, ამიტომ ყურადღება არ მივაქციე. ლაპარაკი რომ არ შეწყვიტა, ხელით ვანიშნე რომ ვერ ვგებულობდი, ისიც ადგა და გამეცალა. ცოტა ხანში ავდექი, ბარისკენ წავედი კოქტეილის ასაღებად, და დიტოს მივუჯექი გვერდით. რომ მივუახლობდი, შემომხედა და თქვა -რა ლამაზი ხარ გოგო (დიტო) მე ხელი ვკარი და ოფიციანტს ინგლისურად ვთხოვე კოქტეილი. -იმას რა უნდოდა? (დიტო) -ვის? (მე) -აი გვერდით რო მოგიჯდა ვიღაც (დიტო) -მე რა ვიცი, არაბული საერთოდ არ მესმის (მე) -ისე გამოიყურები ალბათ კიდე ბევრის ყურადღებას მიიქცევ (დიტო) -რისი თქმა გინდა, აბა აქ შუბით მოვსულიყავი? და რა იცი რო მოვეწონე? (მე) უცებ სიცილი დაიწყო -რა გაცინებს? (მე) -ერთი წუთით წარმოგიდგინე ახლა აქ შუბაში გამოწყობილი (დიტო) მეც წარმოვიდგინე ჩემი თავი და მას ავყევი სიცილში. მერე წყალში ჩავედი ცოტა ხნით და ამოვედი თუ არა, ნომერში წავედი. შესული არ ვიყავი რომ დიტო უკან მომყვა -რა გინდა აქ, გადი (მე) -რა, უფლება არ მაქ? (დიტო) მომიახლოვდა და მაკოცა. მალევე მოვიშორე -გადი ეხლა (მე) -აუ ერთს გაკოცებ კიდე და მერე გავალ (დიტო) ოთახიდან ძალით გავაგდე და კარი მივხურე. თან მეცინებოდა. მერე ყავა ამოვატანინე, აივანზე დავჯექი, ყავას შევექცეოდი და თან ეგვიპტის ხედით ვტკბებოდი. ცოტა ხანში ყვირილის ხმა გავიგონე, აუზის მხრიდან მოდიოდა, იქეთ გავიხედე და დავინახე რომ ბექა ვიღაცას ეჩხუბებოდა, ანი კი ყვიროდა. მაშინვე ავდექი და ქვევით ჩავედი. ანისთან მივედი და ვეცადე დამეწყნარებინა. ბექა და ის ვიღაც ძლივს გააშველეს -გოგო რა მოხდა? (მე) -არ ვიცი, ეს ბიჭი ქართველი აღმოჩნდა, ჩემს გვერდით დაჯდა და ლაპარაკი გამიბა, მე ყურადღება არ მიმიქცევია, მერე ბექამ დაინახა და დანარჩენი შენც იცი (ანი) -ასეთი ეჭვიანობა რა უბედურებაა, სიტყვით ვერ მოაგვარა? რაღა მუშტიკრივზე გადავიდა (მე) მერე ანი ბექასთან მივიდა -რამდენჯერაც ვინმე რამეს მეტყვის, იმდენჯერ აპირებ ასეთი კონცერტები გამართო? (ანი) -რას მეუბნები გოგო, აბა ვიჯდე და ვუყურო ის იდიოტი როგორ ცდილობს შენთან ურთიერთობის გაბმას? (ბექა) -და შენ რა გგონია მე ეგრევე ყველასთან გავაბავ ლაპარაკს? ხო იცი რო ეგეთი არ ვარ (ანი) დაასრულა თუ არა ზურგი აქცია და ოთახში ავიდა. მეც გავყევი -ანი კაი რაა, შენ არ იეჭვიანე მაშინ ნატაზე? ამანაც იეჭვიანა რა ქნას (მე) -მოიცა მე მივეცი საბაბი რომ ეეჭვიანა? (ანი) -საბაბი ყველას კი არ ჭირდება, მაგის გამო არ გაებუტო ეხლა რა (მე) ღარაფერი მიპასუხა, მეც გავჩუმდი, გვერდით მივუჯექი და მხარზე დავადე თავი. ასე ვიყავით დაახლოებით 10 წუთი. მერე ოთახის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა, გავაღე და ბექა იყო. -შემოდი, მე გავალ (მე) შევუშვი და მე იქედან გამოვედი ___ანი/ბექა___ -ჩემი პრინცესა მიბრაზდება? (ბექა) ანი გაბუსხული იჯდა -ანი კაი რა, რა ვქნა მე ასეთი ეჭვიანი ვარ და ასეთი უნდა გიყვარდე, ესეთ რაღაცეებს ვერ ვიტან (ბექა) -მე ისეთი არაფერი გამიკეთებია რომ გეეჭვიანა (ანი) -ხო ვიცი, შენ კარგი გოგო ხარ, თავიდანვე დავინახე გვერდით რო მოგიჯდა, ჯერ ვითმენდი, მეთქი თვითონ ადგება და წავათქო, მაგრამ ზედმეტად გრძლად რო გააბა ლაპარაკი ვეღარ ავიტანე, აქაური რომ იყოს კიდევ არაფერი, მაგრამ ქართველი აღმოჩნდა (ბექა) ანი ხმას არ იღებდა -გაბრაზებულიც რა საყვარელი ხარ (ბექა) სიცილით თქვა ბექამ, ანის ტუჩის კუთხეში გაეღიმა. ბექამ თითი ნიკაპზე მიადო და თავი ააწევინა, ახლოს მიიწია და აკოცა. მერე კი უთხრა -გაიღიმე რა (ბექა) და ანისაც თავისდა უნებურად გაეღიმა -ჩემი გოგო, მიყვარხარ (ბექა) -მეც მიყვარხარ, მაგრამ იცოდე ეგრე აღარასდროს მოიქცე (ანი) -ვეცდები (ბექა) და შუბლზე აკოცა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.