თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 16
შემდეგი ორი თვე სწრაფად გავიდა. ამ დროის განმავლობაში მეტად ვაქცევდი ყურადღებას თეკლას, მარამ ვცდილოდი ეს სხვებს ნაკლებად შეემჩნიათ. ერთ ღამესაც ხმაურმა გამომაღვიძა, სანამ შარვალი ამოვიცვი, ეს ხმაური თეკლას საშინელ ყვირილში გადაიზარდა. დერეფანში გამოვვარდი და დავინახე როგორ ამოსდგომოდნენ თეკლას ერთი გვერდიდან მადონა, მეორედან სანიტარი და კიბეზე ჩაყავდათ. ფერდაკარგულს სახე ტკივილისგან ემანჭებოდა. „აი ახლა კი ნამდვილად მშობიარობა დაეწყო“. მთლიან შენობაში თეკლას გამაყრუებელი ყვირილის და კვნესის ხმა ისმოდა. ექიმის კაბინეტთან გაჩერება ვერ შევძელი. დავითას ოთახში ვიჯექი და არც კი ვიცი უკვე მერამდენე ღერს ვეწეოდი. –აუუ დავით კარცელში ჩამკეტეეთ რაა, იქნებ იქ მაინც არ შემოაღწიოს ხმამ, ცუდად ვარ უკვე, მეტი აღარ შემიძლია–ლექსოს სულელურ კომენტარებს ვაიგნორებდი. არ ვიცი ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდა. უბრალოდ საბოოლოოდ როგორც იქნა ყვირილი შეწყდა და ლამის მეც შევწყვიტე სუნთქვა. –მგონი დამთავრდა–ხელები ყურებიდან მოიშორა ლექსომ და კარის სახელურს გადაწვდა. კარი ფრთხილად გამოაღო, დარწმუნდა რომ ნამდვილად სიჩუმე იყო და მერე თამამად გავიდა დერეფანში. ახლა მხიარული შეძახილების და ტაშის ხმა გაისმა. „რა სულელური რეაქციაა. მაღიზიანებენ უკვე“ ბრაზი მომერია მაგრამ არა მათ გამო, სინამდვილეში ჩემ თავზე ვბრაზობდი, მათ კი ვიმიზეზებდი. ლექსო მალევე დაბრუნდა. –აუ მათე რავი, არ ვიცი ეხლა შენ რას ფიქრობ მარა უნდა მოგილოცო, ბიჭის მამა გახდი.–მხარზე ხელი მსუბუქად დამარტყა. „ხო ვამბობდი ბიჭიათქო“–ბიჭო რა უნდა ქნა? როგორ აპირებ მოქცევას? დააიგნორებ იმას რო რამდენიმე ოთახის იქით შენი შვილი იზრდება? –ლექსო რა გინდა?!–შევუბღვირე –არაფერი, უბრალოდ დაფიქრდი ცოტა რა, დარწმუნებული ხარ რო სწორად იქცევი? –შემეშვი რაა!–„ჩემ არეულ გონებას ამის დარიგებებიღა აკლდა“–ოთახიდან გამოვედი, ყველას დერეფნის ბოლოს მოეყარა თავი, „მე იქ გამვლელი არ ვარ, ეხლა მაგათ მოსამართლე თვალებს უყურე, წუთი–წუთზე განაჩენს რო გამოგიტანს“ მისაღებისკენ შევუხვიე, ოთახი ცარიელი იყო, ტელევიზორი ჩავრთე და დივანზე გადავწექი. „მაინც რამდენ ხანს ავარიდებ თავს? ერთი დღე, ორი, სამი. მაინც მომიწევს მისი ნახვა. და რატო არ ვდგები ეხლავე და არ მივდივარ? ხო ვიცი რო ყოველ კარის გაღებაზე ჩემ დანახვას ელოდება. უბრალოდ არ შემიძლია. მეშინია პასუხისმგებლობის. აი ეს არის სიმართლე. ეს ბავშვი მაშინებს. წარმოგიდგენია, მამა ვარ? მე არ ვიმსახურებ მამობას.“ –აუ რა საყვარელი იყო... როგორი პატარაა–ოთახში ლილე, ელენე და ლანა შემოვიდნენ, როგორც ჩანს ბავშვის სანახავად იყვნენ და ახლა ერთმანეთს უზიარებდნენ ემოციებს. ალბათ რომ სცოდნოდათ ოთახში მე ვიყავი, არ შემოვიდოდნენ მაგრამ უკან გაბრუნება უკვე გვიან იყო, გვერძე დივანზე ჩამოსხდნენ და ლაპარაკის ჩვეულებრივად გაგრძელება სცადეს –ხოო გოგო ციცქნაა... სულ თეკლას გავს–აღნიშნა ლანამ –არა, მე თეკლას საერთოდ არ ვამსგავსებ–წამოიძახა ლილემ და ჩემსკენ გამოაპარა თვალი „რატო დებილობენ ეხლა ესენი! ერთი საათის დაბადებულ ბავშვს ვის ამსგავსებენ? თავს მაცემინებენ და მერე არჩიონ ვინ ვის დაემსგავსა!“ იქ გაჩერება აუტანელი იყო, პულტი მივაგდე და გარეთ გამოვედი. გამიმართლა! შესასვლელი კარი ღია იყო და დაცვა ეზოში გაჩერებული ფურგონიდან პროდუქტის ყუთებს ტვირთავდა. მეც იქით წავედი და თავი დავისაქმე. დამქანცველი სამუშაოს შემდეგ, ბიჭებთან ერთად ვივახშმე და ბოლოს და ბოლოს ჩემი ოთახისკენ წავედი. ექიმის კაბინეტთან ნაბიჯს მეტად მოვუმატე, მინდოდა იქაურობა მალე დამეტოვებინა მაგრამ ოდნავ გაღებული კარის პირისპირ გამაშეშა ანგელოზურმა ხმამ, ჩემმა პატარამ წამოიტირა. მთლიან სხეულში უცნაურმა ტალღამ დამიარა. გრძნობა, რომლის სუსტი გამოვლინებები მაიძულებდა თეკლასთან ახლო ყოფნას, იმ მომენტში ჩემს მთლიან არსებას მოედო. ძალა, რომელსაც ამდენ ხანს ვეძებდი და ვერ მეპოვნა, იმ მომენტში თავისკენ მიზიდავდა. კარს მივუახლოვდი და ფრთხილად შევაღე, საწოლი ზურგით იდგა, ამიტომ მხოლოდ ფანჯარასთან მდგომი მადონა დავინახე, მანაც შემამჩნია, სხეზე ღიმილი გადაეფინა, წამით საწოლში მწოლიარეს გახედა და შემდგე ჩემს გასაგონად თქვა –გავალ, ჩემი ოთახიდან იმ ნივთებს ჩამოვიტან რას ამ ღამით დამჭირდება, მალე დავბრუნდები.–ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ, მხარზე ხელი გადამისვა და დერეფანში გავიდა. მე კი ნელი ნაბიჯით დავიძარი საწოლისკენ. პირველად ერთი ციცქნა ხელი დავინახე, პატარა თითები მოემუჭა და ჰაეროვნად დაესვენებინა ფუმფულა ლეიბზე. მერე კი პატარა ანგელოზი გამოჩნდა, დედის გვერძე მშვიდად იწვა და თვალებს სასაცილოდ აფახურებდა. გადაღლილობის და სისუსტის მიუხედავად თეკლას თვალებში იკითხებოდა, რომ ისიც ჩემსავით აღტაცებული იყო ამ პატარა არსებით. მას ახლა სრული უფლება ჰქონდა ოთახის დატოვება და მათგან შორს ყოფნა მოეთხოვა. ამის გაფიქრებამ შემაშინა, უკვე ვეღარ წარმომედგინა ბავშვისგან შორს როგორ უნდა ვყოფილიყავი. ამის მაგივრად გამიღიმა და მომესალმა. თეკლა ყოველთვის კეთილშობილურად მექცეოდა, როგორც არ უნდა მოვქცეულიყავი. „ის ჩემნაირ ვირს არ იმსახურებს“. საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და ოდნავ წინ გადავიხარე რომ უკეთესად დამენახა პატარა. თავს უკანასკნელ ნაძირალად ვთვლიდი იმის გამო, რომ ამ ანგელოზის ჯერ მოშორებას, რამოდენიმე წუთის წინ კი მისგან გაქცევას ვცდილობდი. „მაპატიე პატარავ. ამას გამოვასწორებ. გპირდები, მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამა ვიქნები“ –გინდა აიყვანო?–სუსტი ხმით მკითხა თეკლამ –ააამ... –დავიბენი, აზრზე მოსვლაც არ მაცადა. ბავშვი ფრთხილად აიყვანა და ჩემს მკლავებში ჩააწვინა. ლამის პანიკაში ჩავვარდი–ამ, რა პატარაა, ძაან პატარაა, რამე რო ეტკინოს? სწორად მიჭირავს? რამე ხო არ სტკივა? –ყველაფერი კარგადაა–ღიმილით დამამშვიდა–მინდა ლუკა დავარქვა, რას იტყვი?–თეკლას ავხედე, ჩემი უმცროსი ძმა გადამახსენდა, ლუკა, 8 წლის იყო, გზაზე გადასვლისას მანქანამ დაარტყა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მისი შავი, ციმციმა თვალები და ყურებამდე ღიმილიანი სახე დამიდგა თვალწინ. –ლუკა...მომწონს.–გავუღიმე და ისევ პატარას დავხედე. მინდოდა გულში მაგრად ჩამეკრა და დამეცვა ყველასგან და ყველაფრისგან. თეკლას თვალთახედვით: ლუკას დაბადებამ დიდი ბედნიერება შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. პირველი და მთავარი მათე უდიდეს დროს ჩვენთან ატარებდა. ჩვენ განვიხილავდით საკითხებს ბავშვთან დაკავშირებით. არავითარი პირადი ურთიერთობა. ის საუკეთესო მამა იყო და მამობა ბედნიერებას ანიჭებდა. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მეც ბედნიერი ვყოფილიყავი. ამის გარდა, ჩვენ დავასრულეთ სასწავლო პროგრამა და პრაქტიკულ მუშაობაზე გადავედით. მართალია შენობიდან გაუსვლელად მაგრამ, ჩვენთან ბატონი გიორგის ოფისიდან მოჰქონდათ საბუთები რომელთა დახარისხება, რედაქტირება და მსგავსი რაღაცეები გვევალებოდა. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, კიდევ ერთი ნაბიჯი თავისუფლებისკენ. პატარაა მარა ზატო ხვალაც დავდებ :D |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.