შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 15


21-06-2015, 15:52
ავტორი ნათი_
ნანახია 2 843

ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, სად წავსულიყავი, ფეხს ვერ ვადგამდი ადგილიდან. სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯრის რაფას დავეყრდენი. კედელზე მიმაგრებული მოწყობილობები მაშინღა გამახსენდა, როცა წრიპინის ხმაზე ბატონი გიორგი გამოვიდა კაბინეტიდან. ამაზე უკვე აღარ გიჟდებოდა მაგრამ ურეაქციოდაც არ ტოვებდა.
–რა ხდება მათე?–პასუხს არ დალოდებია, მობეზრებული უკან მიბრუნდა და დაცვას გასძახა–შეაწყვეტინეთ ამას წრიპინი–მერე კი ჩემსკენ წამოვიდა, თავისი ოთახიდან გამოსული მადონაც უკან მოჰყვა, ხმაური არც მას დაუტოვებია უყურადღებოდ.
–რამე მოხდა?
–თეკლა შეიყვანეს.– დახურული კარისკენ გავიხედე–მუცელი ასტკივდა
–რა? მშობიარობა დაეწყო?–აღელდა მადონა
–არ ვიცი, უბრალოდ ასტკივდა, არ ვიცი
–ჯერ ადრეა, რა მოხდა–თითქოს თავის თავს უფრო ეკითხებოდა, ექიმის კაბინეტისკენ წავიდა და კარზე აჩქარებით დააკაკუნა, გიორგიც უკან მიყვა
–არ შეგიშვებენ...–მათკენ შევტრიალდი, ოდნავ გაღებულ კარში სანიტარი გამოჩნდა
–რა ხდება? რა მოუვიდა?–სწრაფად კითხრა გიორგიმ. ჩამწვარი სიგარეტი გისოსებიდან გადავაგდე და ღია კარისკენ წავედი, რამის დანახვის იმედით
–ტკივილები დაეწყო მაგრამ მიზეზი დაზუსტებით ჯერ რ ვიცით, ახლა სხვას ვერაფერს გეტყვით
–ეს ხო მეც ვიცი?! მანდ რისთვის ხართ!–სიბრაზე მომერია
–მათე!–მხარზე ხელი მომკიდა მადონამ, წამით გავხედე, მაგრამ თვალები მაშინვე ღია კარისკენ გამექცა, საიდანაც თეკლას კვნესის ხმა მოისმა.
სანიტარმა დაბნეულმა დაახამხამა თვალები და გიორგის მიუბრუნდა
–უკაცრავად, უნდა დავბრუნდე. პაციენტის მდგომარეობას შეგატყობინებთ.
კარი ჩაიკეტა. გიორგი ჩვენ მოგვიბრუნდა
–კარგით, მადონა გამომყევი, რაღაც საკითხების მოგვარება უნდა დავაჩქაროთ. მათე შენ კი შენს საქმეს დაუბრუნდი, ახლა წესით... –თითქოს გონებაში განრიგს გადახედა–ჭამა დაამთავრე და გაკვეთილისთვის მოემზადე–სათქმელი დაამთავრა, მაგრამ აშკარად შეამჩნია გაკვირვება და პროტესტი ჩემს სახეზე და დაუმატა–მათე აქ დგომას რა აზრი აქვს? ყველა ერთნაირად გავიგებთ მისი მდგომარეობის შესახებ.–ეს ოფიციალური ტონი ნერვებს მიკაწრიდა, ტუჩები ბრაზით მოვკუმე, მაგრამ მადონამ ისევ გამაჩერა.
–მათე–რბილად წარმოთქვა ჩემი სახელი.
.....
დრო საშინლად გაიწელა, გაკვეთილებს დასასრული აღარ უჩანდა. წამები მიიზლაზნებოდა და ეს ნერვებზე საშინლად მოქმედებდა. „სულ რამდენიმე დღეა რაც მეშვიდე თვეში გადავიდა, ეს ტკივილები რამ გამოიწვია? ჯერ მშობიარობა ადრეა. იქნებ ბავშვი კარგად არ არის. იქნებ რამე დაემართა? იქნებ ნაყოფი.... არა! რა სისულელეა. თეკლა სულ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. სულ ცხვირწინ ყავდათ. ვალდებულები არიან მასზე და ბავშვზე იზრუნონ! თუ რამე საფრთხე იყო უნდა შეემჩნიათ და ყურადღება მიექციათ. მათი წინდაუხედაობის გამო რომ ბავშვს რამე დაემართოს, მე გამოვიჩენ დიდ ყურადღებას თითოეულის მიმართ! დირექტორიდან დაწყებული, იმ უტვინო სანიტრებით დამთავრებული.“ როგორც იქნა საათის ისარმა ფინიშს მიაღწია. ზარი აზკრიალდა. დასრულებული არ იყო, რომ კლასიდან გამოვედი და ექიმის კაბინეტისკენ წავედი. მთავარ დერეფანში სწრაფად შევუხვიე, მაგრამ ასევე სწრაფად გავჩერდი. კარი ღია დამხვდა. არავითარი ხმაური, მხოლოდ სანიტრების მშვიდი საუბრის ხმა ისმოდა, იმდენად დაბალი ხმა, რომ სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო. სუნთქვა დამიმძიმდა „დაიბადა? ასეთი სიჩუმე რატოა? ბავშვი ხო არ....–ამის გაფიქრებაც ვერ გავბედე–იქნებ ვერ გადაარჩინეს. არა! უნდა გავარკვიო“ ექიმთან შესვლა ვერ გავბედე, მოპირდაპირე მხარეს მადონას კაბინეტის ღია კარი დავინახე, იქით წავედი. დაკაკუნება არ დამჭირვებია, ხელში დაკეცილი ტანსაცმელი ეჭირა და გამოსვლას აპირებდა. სამოსი თვალში მომხვდა, ერთერთი თეკლას კაბა იყო. რომ დამინახა ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ. ამან შვება მომგვარა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.
–რა ხდება?–კითხვა ზოგადად დავსვი, ვიცოდი მადონა მიხვდებოდა კონკრეტულად რაც მაინტერესებდა.
–ყველაფერი ნორმალურადაა, ცრუ განგაში იყო. თეკლას მშობიარობა არ დაწყებია.
–არა? და ბავშვი?
–ბავშვი თავს კარგად გრძნობს. უბრალოდ ცოტა გვანერვიულა–საბოლოოდ დავწყნარდი.
„ჩემი ბიჭი კარგადაა“–მადონას ღიმილი არ შორდებოდა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდა, ამ გრძნობამ შემაშინა, სასწრაფოდ თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად.
–ჰოომ... ეხლა სად მიდიხარ?–„კარგი იქნება თუ არსად არ წავა, ჯობია აქ იყოს, თეკლასთან. ყველაზე კარგად მას ესმის როდის რა სჭირდება. თეკლაც მარტო მადონას ენდობა“
–ჯერ გიორგის უნდა შევუარო და მერე თეკლასთან, აი ტანსაცმელი მიმაქვს, გამოცვლა სჭირდება, ცოტახნით აქ დარჩება, პალატაში.–ეს მომეწონა, ექიმი ყურადღებას მიაქცევს და მადონაც თავისთან ეყოლება.
–ხო მართლა, რა უნდოდა წეღან გიორგის?–„დარწმუნებული ვარ ეს ბავშვს ეხება“
–აჰ ხო, ბავშვისთვის საჭირო ნივთები შემაკვეთინა, ამას ჯერ არ აპირებდა, მაგრამ ეგონა თეკლას მშობიარობა დაეწყო და... დააჩქარა. შენ უკეთ იცი რა სჭირდებაო.
–ამ კაი, მე წავალ–კარისკენ გამოვბრუნდი. ჩემი ყურადღება უკვე ისედაც ზედმეტად შესამჩნევი იყო. ჯობდა წამოვსულიყავი იქიდან.
–სად მიდიხარ?– მადონას ცოტა გაუკვირდა სუბრის უცბათ დასრულება.
–მისაღებში. ამ... რაღაც გადაცემას ველოდებოდი და... მალე დაიწყება–საათისკენ გავიხედე–ხო, აი დროა უკვე.–სწრაფად გამოვედი, ამ სისულელეს რომ მადონა არ დაიჯერდებდა ამას მაშინვე მივხვდი როცა წამოვროშე, უბრალოდ ნუ მკითხავთ ეს რატომ მოვიგონე, მე თვითონაც არ ვიცი, ჩემ თავში დიდი არეულობა იყო და დალაგების გზებს გაუაზრებლად ვეძენდი.
მაშინ, შვიდი თვის წინ რაც მოხდა, ეს შემთხვევითობა იყო, გაუაზრებელი ქმედება, ვნებების აყოლა და მეტი არაფერი. თეკლა ძალიან კარგი გოგო იყო, მაგრამ ამავე დროს ჩაკეტილი და ამის გამო ჩემთვის უინტერესო. მის განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის ვამჩნევდი, მასთან დამეგობრებას ვცდილობდი მაგრამ პატარა მოქმედების შემდეგ ისე იქცეოდა თითქოს რაღაცის იმედი უჩნდებოდა. ჩემს მოქმედებას არასწორად იგებდა. მე კი იმის მიცემა არ შემეძლო რასაც ჩემგან ითხოვდა, ამიტომ თავს ვარიდებდი. იმ დღეს კი... უბრალოდ ვეხუმრებოდი. თითებს მის მუცელზე ვათამაშებდი რომ მოღუტუნებოდა. ცდილობდა ჩემი ხელები დაეჭირა რომ თავი დაეხნა ჩემგან მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა. მაშინ უკან უკან იხევდა რომ რაც შეიძლებოდა შორს ყოფილიყო, მეც მივდევდი. ბოლოს საწოლს შეეჯახა და ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ის გადავარდა, მე კი ზემოდან მოვექეცი. სუსტ ხელებს მკერდზე მაჭერდა, ჩემს შესაჩერებლად, ამას ვერ ახერხებდა მაგრამ ეს ჩემთვის მაინც დაბრკოლებას წარმოადგენდა, ამიტომ მისი ხელები თითებში გავიბლანდე და ბალიშზე ავაკარი. მხოლოდ ამის შენდეგ შევამჩნიე, რომ ამ ბრძოლის დროს მაიკა ასწეოდა და მუცელი მოშიშვლებოდა. მაშინ თეძოების მოძრაობას მოჰყვა. მისი თეძოები ბარძაღებზე მეხებოდა და მოუსვენრად წრიალებდა. ყველაფერს მხოლოდ თავის დახსნისთვის აკეთებდა და ვერ ხვდებოდა რომ ეს მე საოცრად მაღელვებდა და მაფორიაქებდა. უფრო მეტად მინდებოდა მასთან ახლოს ყოფნა. გაუაზრებლად გადავიხარე მისი ყელისკენ. მაგრამ საღი აზრი სადღაც შორიდან მკარნახობდა, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ უკან დახევის დრო აღარ იყო, ამიტომ ყელში ტუჩების მაგივრად კბილები ჩავასე. კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, კბილებს უფრო მოვუჭირე. მისგან რაიმე მოქმედებას ველოდი მაგრამ პირიქით, გაშეშდა და სუსტად ამოიკვნესა. მე კი სურვილი გამიჩნდა უფრო ძლიერად ეკვნესა მაგრამ სისველემ შემაჩერა, რომელმაც მისი ლოყა დაფარა და ყელამდე ჩამოაღწია. თავი წამოვწიე და დავინახე, რომ ტიროდა. ეს არ მომეწონა, თავი დამნაშავედ ვიგრძენი და წესით უნდა მოვშორებოდი, ბოდიში მომეხადა და დამეტოვებინა მაგრამ იმ წუთებში გონება გადატრიალებული მქონდა. „ვატკინე... ეს უნდა გამოვასწორო, სიამოვნება უნდა მივანიჭო ისე, რომ ტკივილი გადაავიწყდეს“ ისევ მისი ყელისკენ გადავიხარე და ნაკბენზე სველი კოცნა დავუტოვე. მის რეაქციაში ცვლილება აშკარა იყო, აღარ ტიროდა და ახლა უკვე ისე მიყურებდა თითქოს ჩემგან უფრო მეტს ელოდა, ხოდა მეც აღარ დავაყოვნე, თითები მის თმაში შევასრიალე და ჩემსკენ მივიზიდე.
მაგრამ ეს ყველაფერი იყო წუთიერი თავშეუკავებლობა. გაუაზრებელი ქმედება. მამობა კი ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლო თემაა. ბავშვისთვის მზად არ ვიყავი. ყოველთვის ვფიქრობდი რომ ჩემს შვილს ყველაზე მაგარი მშობლები ეყოლებოდა, რომლებიც ერთმანეთზე გიჯდებიან და დაიბადებოდა მოსიყვარულე და მხიარულ ოჯახში. მე კი თეკლა არ მიყვარდა და ჩვენი ერთად ყოფნა, მითუმეტეს ამ შენობაში, ნამდვილად დროებითი თავისმოტყუება და ტანჯვა იქნებოდა და მეტი არაფერი. არც ის იქნებოდა ბედნიერი და არც მე. ამის გამო კი ბავშვი დაისჯებოდა. არც ის მინდოდა რომ ბავში დედასთან გაზრდილიყო მამაზე დაბოღმილი, ჩვენთან რატომ არ არის და რატომ არ ვუყვარვართო. ამიტომ ერთადერთ გამოსავლად აბორტი მიმაჩნდა. მაგრამ... დრო გადიოდა და იცით?... ბედნიერიც კი ვიყავი იმის გამო რომ თეკლამ იბრძოლა ამ ბავშვის შესანარჩუნებლად. ჩემს თვალზინ ეზრდებოდა მუცელი, ვხედავდი მასზე როგორ ზრუნავდა და უბრალოდ შეუძლებელი ხდებოდა მის მიმართ გულგრილად დარჩენა. შიგნიდან რაღაცეები იცვლებოდა მაგრამ გარეგნულად ისევ იგივე აზრზე ვიყავი და ფიქრებს გამოხატვის საშიალებას არ ვაძლევდი. ამისთვის მჭირდებოდა რაღაც ძალა რომელიც ჯერჯერობით ვერ მეპოვნა.



№1  offline წევრი დადუ♥♥

Gamixarda ROM Dade magram patara iyo DA tan dzaan dagvianebuli iqneb cota male dado <3tan did I tavi

Gamixarda ROM Dademara dzaan patara iyo tan dzaan daagviane amitom axali male DA did I dade

 


№2  offline წევრი ana))

dzaan agvianeb tan patara tavi iyo.
--------------------
უფრთო ანგელოზი,სუსტი დემონი!

 


№3  offline წევრი ნათი_

შემდეგი თავი ხვალ დაიდება

 


№4  offline წევრი nia^_^

Auuu cota male raa shemdegii tavii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent