შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბრალონი (სრულად)


22-06-2015, 21:46
ავტორი ფსიქო.13
ნანახია 5 665

გამარჯობათ,ახლა მე იმ ამბავს გიყვებით,რომელიც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია,და მერწმუნეთ,ეს არ იქნება ბანალური ლავსთორი,თუ ამას ელოდებით,ეს იქნება ჩემი ამბავი,ამბავი,რომელიც 6 წლის წინ,სკოლაში დაიწყო,მაშინ,როცა 18-ის ვიყავი...
სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი,ოთხი ოქლოსმედალოსანი იყო კლასში,ერთ-ერთი მე ვიყავი. მასწავლებლებსაც ძალიან ვუყვარდი და მოსწავლეების უმეტესობასაც. იქ გავიცანი ანდრია ავალიანი... ჩემთან ერთად უტარდებოდა კვირაში 3-ჯერ ინგლისური,მერხზე ერთმანეთის გვერდიგვერდ გვიწევდა ჯდომა და,თანდათან ვეგუებოდით ერთმანეთს. საუკეთესო მეგობარი მყავდა,ლიკო,მეუბნებოდა,არ დაუახლოვდე,ცუდი ბიჭიაო.
რამდენჯერმე მოხდა ისეთი შემთხვევა,ლიკო ანდრიას ჩემს თანდასწრებით ეჩხუბა,თავი დაანებე ჩემს მეგობარს,თორემ განანებო. არ ვიცოდი,რა ხდებოდა მასსა და ავალიანს შორის ისეთი,ერთმანეთს გამუდმებით რომ გლეჯდნენ.
რამდენიმე კვირაში ზემოთ ხსენებულმა ანდრია ავალიანმა,საკმაოდ ბანალურად ამიხსნა სიყვარული,მეცხრე ცაზე ვიყავი,თუ მეათეზე არა. ყველას თანდასწრებით გავექანე და მაგრად მოვეხვიე.
-მიყვარხარ-ჩამჩურჩულა და ყელში ხმაურიანად მაკოცა,ყველაზე ბედნიერი ვიყავი,მართლა...
-მეც მიყვარხარ,ცამდე,და ცის იქით,ღმერთამდე-ცრემლები გადმომცვივდა და თავი მის ყელში ჩავმალე. არ გამომრჩენია ლიკოს ტკივილიანი და ბრაზიანი მზერა,იმ დღის მერე ჩემთვის ხმა არ გაუცია.
ანდრიას და,სანდრა,საშინელი ვიღაც იყო,ვულგარულად იცვამდა და სწავლითაც კარგად ვერ სწავლობდა. მაშინ ის დრო არ იყო,ყველაფერს ასე იოლად რომ იღებდნენ,და ევროპას აბრალებდნენ,პირდაპირ კახპად შერაცხეს. ანდრიას მისი და არ ანღვლებდა,მე კი ვდარდობდი მასზე. რამდენჯერმე ვცადე დახმარება,მაგრამ სულ ცივად მიშორებდა და მეუბნებოდა,ჩემ დას მე მივხედავო.
ჩემი შეყვარებულის დედაზე,არაფერი ვიცოდი,და გაგება არც მსურდა,რადგან მისი მეშინოდა.
***
სკოლა დავამთავრე და,იმ ზაფხულს,მე და ანდრეამ,ბათუმში გადავწყვიტეთ წასვლა. სიხარულით დავეთანხმე და დედაჩემს დაველაპარაკე,რომელმაც აქამდე არაფერი იცოდა ანდრეას შესახებ.
-დედა,არ გამიბრაზდე რა,მიყვარს-თავი ჩავხარე,ამოვილუღლუღე და ტუჩზე ვიკბინე,რომ არ ავთრთოლებულიყავი.
-რას ამბობ გესმის შენ?!! ჯერ სწავლა,სწავლა და სწავლა,შეუშვი მაგ გამოტვინებულ თავში!!-ყვიროდა ლალი.
-დედა,გთხოვ...-ამჯერად ობოლი ცრემლი გადმომიგორდა თვალიდან
-რას მთხოვ ქეთათო,რას!!!
-გამიშვი ბათუმში...-თავი ავწიე და თვალებში ჩავაშტერდი,ხელი მაგრად გამარტყა სახეში,მეორეჯერაც იგივე გააკეთა
-თუ მაგ ანდრიასთან ერთად გინდა წადი,მე აარ მჭირდები!-შებრუნდა და ოთახში შევიდა. მომესმა კარის დაკეტვის ხმა. ძირს ტირილით დავემხე და მუშტს იატაკს ვურტყამდი,თან ხმადაბლა ცრემლისღვრით ვამბობდი
-ალე,ალე სად ხარ... მჭირდები ალე,გეხვეწები რაა,მოდი რა... რატო დამტოვე ალე? გეხვეწები ალე...მჭირდები მაა...
იმ დღეს სახლიდან წამოვედი,პატარა ჩანთაში რამდენიც შემეძლო იმდენი ტანსაცმელი ჩავატიე,მამაჩემის დატოვებული ანაბრიდან მთლიანი ფული ავიღე და კასაც გავტეხე,ანდრიას დავურეკე,სკვერში შეხვედრაზე შევუთანხმდი და მომავალზე ფიქრი დავიწყე. რა მოხდებოდა,რა მოხდებოდა შემდეგ? ლიკო რომ გაიგებდა,რას იტყოდა? თუმცა რა უნდა ეთქვა,არც მელაპარაკებოდა... ბიძაჩემი? როგორ ვუყვარდი,მამას სიკვდილის შემდეგ,საკუთარი შვილივით მზრდიდა. მაგრამ ფიქრი შევწყვუტე,მე მაშინ ანდრიას სიყვარულის მჯეროდა,ყველაფერზე მეტად მჯეროდა და მეგონა,ყველაფერს გავუმკლავდებოდით,ერთად...
-ანდრია-დავლანდე თუ არა მისი სხეული,ცრემლები მოვიწმინდე და მოვეხვიე
-რა მოხდა პატარავ? რა დაგემართა? ტირი ჩემო ლამაზო?-თვალები დამიკოცნა და სკამზე ჩამოჯდა,მე კი კალთაში ჩამისვა
-წამოვედი...-თავი დავხარე და ჩემს მუხლებს მივაშტერდი
-საიდან? ამიხსენი რაა...-თავი ამაწევინა და გამიღიმა,მისმა ღიმილმა თითქოს ძალა მომცა მებრძოლა.
-სახლიდან...
-აჰა-თქვა ხმადაბლა-მოდი,ახლა ბათუმში წავიდეთ,მერე როცა თბილისში დავბრუნდებით,დავინიშნოთ,და სულ ერთად ვიყოთ-თქვა და თვალი ჩამიკრა,მთელი სხეულით ავეკარი,მერე ოდნავ მოვშორდი და ფრთხილად შევეხე მის ტუჩებს. მალე ერთმანეთს ვნებიანად ვკოცნიდით და ჩვენზე მოშტერებულ ხალხს ყურადღებას არ ვაქცევდით...
***
ბათუმში ორი დღე მხოლოდ დასალაგებლად დაგვჭირდა,მესამე დღეს კი ზღვაზე წავედით,ანდრიამ მითხრა,ჩემი 2 მეგობარი უნდა გაგაცნოო,მეგობრის ხსენებაზე ლიკო გამახსენდა და დავნაღვლიანდი,სააბაზანოში შევედი,წყალი მოვუშვი,იქვე ხელით დავეყრდენი და სარკეში ჩამიხედე,მერე კი ტელეფონი მოვიმარჯვე
-დაა-რამდენიმე ზარის შემდეგ,ძლივს მიპასუხა
-ლიკო,როგორ მომენატრე-ისედაც მგრძნობიარეს ცრემლები გადმომცვივდა მე
-რომელი ხართ?-ხმა გაბზარვოდა ლიკოსაც,მივხვდი კვლავ გაბრაზებული იყო.
-კარგი რა ლიკო,დობას გაფიცებ-გამეცინა ჩვენი ძველი "შუტკის" გახსენებაზე
-ქეთათო,მანერვიულე...-თქვა და,დავიფიცებ,იმ წამსვე ვიგრძენი,რომ ტიროდა
-როგორ ხარ ლიკო-მეც უფრო ავტირდი
-მე კარგად,შენ და..-დასრულება აღარ უნდოდა მას
-დედაჩემი ნახე? კარგადაა?-თემა შევცვალე,მაგრამ უფრო მტკივნეულს მივადექი
-არაა კარგად ქეთათო,ასე არ შეიძლება! ერთი ყვირილის გამო,ისეთი საქციელი არ უნდა ჩაიდინო,რასაც დარწმუნებული ვარ,ახლო მომავალში ინანებ! დაბრუნდი ქეთათო რა,დედაშენს პატიება თხოვე და ეგ არამზადა დაივიწყე!
-როგორ ლაპარაკობ,კარგი რა ლიკო! არ გაქვს მასზე ცუდის თქმის უფლება,წესიერად არც კი იცნობ!
-აჰ,მე არ ვიცნობ ხომ?! მე არ ვიცნობ?!-ყკვე ყვიროდა ის
-ახლა წავალ,მეჩქარება მე,დაგირეკავ საღამოს,სკაიპში შემოდი!-ცივად მოვუჭერი და გავუთიშე...
***
ლევო და დიმა კარგი ბიჭები აღმოჩდნენ,ისეთ სასაცილო ამბებს ყვებოდნენ,სიცილით ვიგუდებოდით ოთხივე და მე ანდრიაზე დაყრდნობილი მუცლის ტკივილამდე ვხარხარებდი,მერე წყალში შევედით,ძალიან ცივი იყო,ამიტომ მალევე ამოვვარდი,მაგრამ ანდრია დამედევნა,ხელში ამიტაცა და რამდენჯერმე მაყვინთავა...
საღამოს ძლივს მივლასლასდი ჩემს ოთახამდე,გამიკვირდა ისიც რომ შემომყვა
-ანდრია...-თვალებში ჩავაშტერდი მე
-ჩშ,არაფერი თქვა-ვნებიანას ჩამჩურჩულა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა,კოცნაში ავყევი და ხელი ყელზე შემოვხვიე,გამოწვევა მიიღო,ხელში ამიტაცა,ლოგინზე დამაწვინა და ზემოდან მომექცა. ყელში მკოცნიდა,მერე მკერდზე,სიამოვნების ამოძახილები აღმომხდა და ტუჩზე ვიკბინე,მალე ბრეტელებიანი მაისური ერთი ხელის მოსმით დავარდა იატაკზე,მის მაისურსაც იგივე ბედი ეწია და ტუჩებზე დამეტაკა...
იმ ღამეს,დაწყევლილ ღამეს,მჯეროდა მისი,მთლიანად მივენდე და მისი სიყვარულის ამარა,არაფერზე დავიხიე უკან...

---
---

დილას ბედნიერს გამეღვიძა. არ ვიცი,რატომ,არ ვიცი საერთოდ,რატომ მიხაროდა რაც მოხდა. არა,მივხვდი-მე მეგონა,რომ ცოლად უფრო მალე მომიყვანდა. სულელი ვიყავი,ერთი იდიოტი გოგონა,რომელიც ცხოვრების აზრზე არ იყო და ყველაფერს ვარდისფერი სათვლით უყურებდა...
თვალები გავახილე,ანდრიას მკერდზე მქონდა თავი დადებული,ის კი მშვიდად სუნთქავდა და ეძინა.უფრო შემიყვარდა,მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი,რა მელოდა შემდეგ...
-ანდრია-მსუბუქად ვუჯიკე,როცა მისმა ტელეფონმა რეკა არ შეწყვიტა.
-ანდრიაააა-ამჯერად უფრო ვუჯიკე,მაგრამ რას გავაწყობდი,მაგარი ძილი ქონია. ტელეფონს მივწვდი,ავიღე და ვუპასუხე,მაშინვე იკივლა წრიპინა ხმამ
-ანდრია! შენ ვერ ხარ ხო! ამდენი ხანია რო გირეკავ,ამდენი დღეა ვნერვიულობთ და შენ თურმე ვიღაც კახპასთან ერთად ბათუმში ყოფილხარ!! ერთი ღამისთვის მანდ წაეთრიე,აქაც შეგეძლო მოგეგვარებინა,მომისმინე ახლა...-გავშეშდი,ტელეფონი ანდრამ ამაცალა,ეტყობოდა მისი ყვირილის ხმა გამოდიოდა მობილურიდან,და გაეღვიძებინა. ვერც კი გავაცნობიერე,ისე მომდიოდა თვალებიდან ცრემლები,უხმოდ ვტიროდი. არ ვიცი,რამდენი ხანი ვიყავი ასე,ანდრიამ მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა
-პატარავ,სანდრას ხასიათი ხო იცი არა...-გამიღიმა და უფრო მიმიკრო. ავხედე,დიდი ხანი ვუყურე თვალებში და მერე,რაღაც ისეთი აღმოვაჩინე იქ,რომ ტუჩებზე დავეტაკე. ნეტა რა აღმოვაჩინე,ახლა მიკვირს!...
***
ბათუმში 1 თვით გადავწყვიტეთ დარჩენა,რაც აქ ვიყავით,მხოლოდ 12 დღე სრულდებოდა,მე კი წონაში საგრძნობლად ვიმატებდი,დიეტა ცოტა ხნით რომ დავივიწყე და ყოველ საღამოს რომ რესტორნებში დავდიოდით,იმის ბრალია! ასეთი ანდრეას არ მოვეწონები-მეთქი ვფიქრობდი,მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი,ისე არ მინდოდა დიეტა...
ერთხელ,კლუბიდან გალეშილი მთვრალები გამოვდიოდით. ნიძლავი წავაგე და იმდენი სასმელი შევურიე,გამოსულებს პირდაპირ ღებინება ამიტყდა საშინელი. დიმა ექიმი იყო,ამდენი არ უნდა დაგელიაო და პირდაპირ საავადმყოფოში გამაქანა,მაინც რა იცი რა ხდებაო. სწრაფად დადიოდა და თავბრუ მეხვეოდა,ანდრიაზე მიწებებული ღრმად ვსუნთქავდი. ლევო იცინოდა,რძალიც ესეთი უნდა,ჩვენზე მეტი დალიაო,მაგრამ ჩემთვის ეკითხა,მქონდა მაშინ სასაცილოდ საქმე?
როგორც კი გამსინჯეს,დიმამ მანქანაში აგიხსნი რაც ხდებაო,რაღაც ფურცელი წამოიყოლა და ჩავჯექით.
-აუ,ჩემი ძმიშვილი ტო,ვაბშე ყველაზე მაგარი იქნება!-წამოიძახა მოულოდნელად დიმამ,ყურადღება არ მივაქციეთ,იცოდა ასეთები.
-ეე ,შვილი გეყოლება-მანქანა გააჩერა და პირდაპირ ასე,ყველანაირი შემზადების გარეშე მიახალა სახეზე ფერებგადასულ ავალიანს.
-ჰა? რა?-ნერწყვი ისე მძიმედ გადააოგორა,მე გავიგონე
-რა ჰა ბიჭო,შვილი ეეე-გადაიხარხარა ლევომ,მერე გავაცნობიერე რაც მოხდა და ვერ გეტყვით,რა დამემართა,გულში სითბო ჩამეღვარა,ვიგრძენი ჩემს სხეულში ორი გული ფეთქავდა,ისე გამიხარდა,ისე როგორც არაფერი...
-არ მინდა შვილი ჯერ...ჯერ...-ანდრიას ამ სიტყვების გაგონება და,ჩემი გაყინვა ერთი იყო,არამარტო ჩემი,არამედ ლევოსი და დიმასიც.
სულგანაბული ვუყურებდით ანდრიას,რომელიც ისე საუბრობდა რომ აბორტი გამეკეთებინა,თითქოს ჩვენ შვილზე კიარა,ვიღაც ბ*ზის შვილზე საუბრობდა,რომელმაც არ იცის ვინაა ბავშვის მამა. მანქნიდან ჩამოვხტი,მაგრამ დიმამ დამაკავა ხელით,ლევომ ანდრია გადაიყვანა და მაგარი მუშტი ხია,ერთხელ,ორჯერ,სამჯერ,ძირს დააგდო და გამწარებული ურტყამდა
-არაკაცო,შენი დედა! ესეთი ძმაკაცის ყოლას,საერთოდ არყოლა ჯობს! ფუ შენიიი!-ძლივს შეეშვა და დაჯდა,როცა მის თვალებს შევეჩეხე,მივხვდი მას ჩემზე მეტად ტკიოდა,ტკიოდა მისი ძმა,ასეთი ძმა... არანაკლებ დამძიმებული უყურებდა დიმა,მერე მანქანა დაქოქეს,უთქმელად სასტუმროში ავიდნენ,იქამდე ნომრის გასაღები გამომართვეს,მერე ბარგი ჩამოიტანეს და,ბათუმში დამაბრუნეს. მგზავრობის განმავლობაში,ჯერ ვერ ვიაზრებდი რა მოხდა,ერთ წერტილს ვუყურებდი გაშტერებული და მალე,ცრემლებმა იჩინეს თავი...
მეტკინა,მეტკინა ის,რომ ასე მომექცა. ეს დროებითი ბედნიერება ყოფილა ყველაზე საშინელი... მეგონა დამთავრდა,ბავშვს აუცილებლად გავაჩენდი,მოვუვლიდი და მორჩა,ოღონდ მის გარეშე...
მეგონა,მეგონა თორემ,ყველაფერი ჯერ არც კი დაწყებულა თურმე,თურმე არ მცოდნია,წინ რა მელოდა.
***
რთული ორსულობა მქონდა,ლიკო ჩემს ხასიათზე მოყვანას ცდილობდა სულ,ლალი კი მუდამ ცივად მიყურებდა,ლიკოს სახლში ჩემს სანახავად იშვიათად მოდიოდა და მაშინაც ამბობდა,ჩემი შვილიშვილი მაინტერესებსო. ბიძაჩემმა,არ ვიცი ეს როგორ შეძლო,მაგრამ მაპატია,ისე თბილად აღარ მექცეოდა,მაგრამ მაპატია. ნათესავებმა ბო*ი მიწოდეს,დაუფიქრებლად. უნივერსიტეტში ყველაზე მეტად მრცხვენოდა,მეხუთე თვეში უკვე გაბერილი მუცლით რომ დავდიოდი. არა,განა იმიტომ მრცხვენოდა რომ ორსულად ვიყავი? არა,იმიტომ რომ,ქმარი არ მყავდა და ყველა,ნათესავებივით ბო*ად მიმიჩნევდა.
ერთ ღამეს,ადრე გამეღვიძა,საშინლად გამიჩნდა სურვილი,რაც შეიძლება ბევრი მჟავე კიტრი მეჭამა,ძლივს წამოვდექი,მაგრამ სადღა იყო მჟავე კიტრი?! შეწუხებულმა,აღარ მინდოდა ლიკოს გაღვიძება,ამიტომ კედები ჩავიცვი და მანტო მოვისხი, ძლივს ჩავედი ქვემოთ,უკვე მეშვიდე თვეში ვიყავი და მიჭირდა სიარული,თანაც ღამე,როცა ახალგაღვიძებულს თვალები მეხუჭებოდა. სადარბაზოდან გავდიოდი,ვიღაცას რომ შევეჯახე,ავხედე და,ისევ ნაცნობი თვალები,ნაცნობი,მოღალატე თვალები...

----
ვუყურებდი,და უსაზღვრო მონატრებას ვგრძნობდი,მთელი სხეულით ავცახცახდი.
გამახსენდა ტირილით ნათენები ღამეები.
გამახსენდა ის საშინელი ღამეც,როცა თვითმკვლელობა ვცადე...
ლიკოსთან ახალ გადასული ვიყავი,თავს საშინლად ვგრძნობდი და გამოსავალს მხოლოდ სუიციდში ვხედავდი. მუაჯირს გადაყუდებული,მთელი სხეულით მივიწევდი წინ,მაგრამ მალე უკნიდან დამქაჩეს და იატაკზე დავენარცხე. ლიკო ზემოდან მიყურებდა,მერე ცრემლები წამოუვიდა
-არ არის ის ნაბი*ვარი შენი სიყვარულის ღირსი,არა!
გამახსენდა ამ შვიდი თვის განმავლობაში ყველაფერი,რაც მის გამო გადამხდა,და მომინდა მომეკლა...
-ქეთათო...-ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა ჩემი სახელი და გულში ჩამიკრა,მომნატრებია-მეთქი გავიფიქრე,მისი სურნელი,მისი შეხება... საშინლად მომნატრებია. სიყვარული,თუ ის ნამდვილი და წრფელია,ყვეკაფერს გაუძლებს,ამიტომ ვაპატიე,ვაპატიე,რადგან მიყვარდა. როცა გიყვარს,პატიობ.
ხო,გამლანძღეთ,რადგან კვლავ შევცდი,მაგრამ მართლა ძალიან მიყვარდა,დავივიწყე სხვა ყველაფერი,და მოვეხვიე.
სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე წინ იდგა ჩემთვის,გასაგიჟებლად მიყვარდა,მიყვარდა არაამქვეყნიურად. მაშინ მე ვგრძნობდი. ხო,მე ყოველთვის ასეთი არ ვყოფილვარ,იყო დრო,როცა მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი.
***
გადიოდა დღეები,მე ჩემი მუცლის ამარა აქეთ-იქით დავგორავდი და მუდამ ვწუწუნებდი,ჩემს ყველა ახირებას სიცილით ხვდებოდა ანდრია,მაგრად ჩამიხუტებდა,მერე კი ჩემი მუცლისკენ დაიხრებოდა
-მამიკოს გოგო,მალე გამოძვერი რა,უკვე მაწვალებს დედა!-დაიწუწუნებდა და მუცელზე მაკოცებდა
-მე გაწვალებ ხო?!-ტუჩებგაბუსხული ხელებს გადავიჯვარედინებდი,მერე ანდრია კოცნით შემიმირიგებდა...
ასე გადიოდა დღეები,არაფერი გამსაკუთრებული,ანდრია მუდამ თბილად მექცეოდა,მაგრამ რატომღაც,დავეჭვდი... მეცხრე თვეში ვიყავი და დღე-დღეზე ველოდებოდი პატარა მიას,მაგრამ გულს რაღაც უსიამოვნო გრძნობა მიღრღნიდა,ბოლო დროს ფიქრი დამჩემდა და უაზროდ ავიკვიატე,რომ ანდრიას ჩემთან მოსვლის და ჩ'ვენი შვილის მიღების რაღაც მიზეზი ქონდა,ეს ფიქრი ამეკვიატა და შინაგად გამომხრა,შემჭამა...
***
რთული მშობიარობა მქონდა,ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და უცებ,ამოვისუნთქე...
დავიფიცებ,ჩემი შვილის ტირილის ხმა გავიგე,რაზეც გინდათ,დავიფიცებ რომ ჩემი მიას ტირილის ხმა გავიგე და ბედნიერი გავინაბე.
-ბავშვი მაჩვენეთ,ჩემი გოგონა-ტკივილით გავუღიმე ექთანს და ხელები წინ გავიშვირე
-სამწუხაროდ...გარდაიცვალა...-ექთანმა თავი დახარა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა. შოკირებულ მდგომარეობაში ვიყავი,ვიცოდი,100% დარწმუნებული ვიყავი,ჩემი გოგო ცოცხალი იყო,ვიცოდი...
გაგიჟებულმა ანდრიამ პალატის კარები შემოამტვრია და ჩემთან ჩაიმუხლა
-ქეთათო...ქეთათო გესმის ჩემი? გონს მოდი,ნუ გამაგიჟებ!!-ღრიალებდა ჩემი უგრძნობლობით,მე კი თეთრ კედელზე ერთ პატარა,შავ წერტილს ვუშტერებდი თვალს-ჩვენი გოგო ქეთათო... აღარაა... მაპატიე-შუბლზე მაკოცა და გავიდა,მისმა ბოდიშის მოხდამ,უარესად დამაბნია,ვერ ვხდებოდი,რატომ მიხდიდა ბოდიშს,სამაგიეროდ ახლა ვიცი,ბოდიშს მიხდიდა არაკაცობისთვის,ნაძირლობისთვის,მისი ნაბი*ვრობისთვის ბოდიშს მიხდიდა!
წავიდა,ისიც წავიდა და დამტოვა.
***
დეპრესია მქონდა,თანაც 2 წლიანი,საშინელი დეპრესია. ლიკოს ხმას არ ვცემდი,ბერიძე გაგიჟებული იყო,გეუბნებოდი მე! ანდრია არ იყო შენი ღირსიო,მე კი მშვიდად,უშფოთველად ამოვიოხრებდი და ოდნავ გამეღიმებოდა. ლიკო გავიდოდა,მაინც არ მისმენო,დამტოვებდა ისევ მარტო...
2 წლის შემდეგ,როგორღაც გამოვედი დეპრესიიდან,ლალის მივაკითხე და ბოდიში მოვუხადე,ასეთი ცუდი შვილი რომ "გამოვდექი"
-ქეთათო... რომ იცოდე,როგორ მოგვენატრე ყველას,ასე შვილო,ცხოვრება გრძელდება,მე გაპატიე შვილო,ჩემო გოგონავ,როგორ დაიტანჯე ალბათ,ჩემო გოგონავ-თავზე მკოცნიდა ატირებული დედა,მე კი ტირილიც არ შემეძლო,წარმოგიდგენიათ??
მეგონა ყველაფერი დამთავრდა,მეგონა მორჩა... თურმე,ჯერ არც დაწყებულა. :)
***
სამსახურის საშოვნელად,ერთ გასაუბრებაზე მივედი,მაგრამ არ მიიღეს. უნივერსიტეტი ვერ დავამთავრე,გარკვეული მიზეზების გამო,ამიტომ მოსამსახურედ მომიწია მუშაობა. 13 ივლისს უნდა მივსულიყავი იქ,ანუ სამშაბათს.
განსაკუთრებულად არც ჩამიცვამს,უბრალო,ჯინსის შორტი და თეთრი მაისური,წითელი კუბიკებიანი საროჩკა მოვიცვი და წავედი. როგორც ყველა,ისე კაბაში არ გამოვიტკიპე,რატომღაც ასე ვარჩიე,პრანჭვის თავი ნამდვილად არ მქონდა.
ტაქსიდან გადმოვედი,სახლი დიდი და ლამაზი იყო,აი ისეთი,მხოლოდ კინოებში რომ მინახავს,ეტყობოდა რომ მილიარდელის სახლი იყო,გამეცინა ჩემს ფიქრებზე,რა დროს ესაა-მეთქი და ზარი დავრეკე.
კარები საკმაოდ სექსუალურმა ქალმა გამიღო,ქერა თმა ჩამოეშალა და არ დაგიმალავთ,მოკლე ქვედაბოლო უფრო მაღლა ასწეოდა. გავუღიმე და ვითხარი
-მე...
-ხო,შენ ხარ ჩემი შვილი ძიძა,შემოდი მალე რააა-მობეზრებულმა შემაწყვეტინა,ხელი აიქნა და შემოვდგი თუ არა სახლში ცალი ფეხი,ისე მაგრად მოაჯახუნა კარები,ძლივს მოვასწარი მეორე ფეხის შემოდგმაც.
მისაღებში,დივანზე დავჯექით,საკმაოდ სოლიდურ თანხაზე შევთანხმდით და მაღლა,ბავშვის ოთახისკენ წამიყვანა
-ახლა მამამისი ეთამაშება ნუციკოს,შევიდეთ-ძლივს მომიგდო რამდენიმე სიტყვა და ოთახში შევაბიჯეთ.
ენა ჩამივარდა,გავქვავდი და გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ანდრიას და პატარა გოგოს,რომელსაც ჩემნაირი თმა ქონდა,ჩემნაირი თვალები და ბოლო ხმაზე კისკისებდა.
-რა იყო ნინი?-მიუბრუნდა ცოლს,მერე ჩემკენ გამოიხედა... დაბნეულობა დაეტყო,არ შეიმჩნია და ბავშვი მისი კალთიდან ძირს ჩამოსვა. დავაკვირდი ნუცას,რომელიც მეც ძალიან მგავდა,და ანდრეასაც. დავიფიცებ,არ მომჩვენებია,ზუსტად ჩემნაირად იცინოდა,და სწორედ იმ წამს საშინელი რამ გავიფიქრე:ნუთუ ანდრიამ ბავშვი მომტაცა? შეუძლებელია...

"მერწმუნეთ,ამქვეყნად ყველაზე საშინელია როცა საკუთარი შვილის მოსამსახურე ხარ.
გინდა ხმამაღლა დაუძახო,დაუყვირო "შვილო",მაგრამ... მტკივნეულია,საშინლად მტკივნეული,როცა იცი,რომ ის სხვას ეძახის დედას,ის სხვას ეხუტება ყოველ დღე..."
***
ანდრია წამოდგა,ხელი დამავლო და წამარბენინა. მალე მის კაბინეტში ვიჯექი,გვერდით ფეხი-ფეხზე გადადებული ქერა ლამაზმანი და ყავას "წრუპავდა"
-მომისმინე ქეთათო!!-მკაცრი ხმით დაიწყო ანდრიამ
-ააა,ეს ის ქეთაა,ლოგინში რო შეგიგორდა და ბავშვი შეგიფუთა?-გადაიხარხარა ქერამ
-მოკეტე შენ!!-დაუღრიალა ანდრიამ და მერე მშვიდი სახით მომიბრუნდა-არ მინდა მოტყუება,არ მინდა რამე დაგიმალო... ჩემი შვილი,უფრო სწორედ,ჩვენი შვილი... ანუ,როგორ გითხრა რა...
-ოოო,მოკლედ და კონკრეტულად,ეს ბავშვი ამჟამად ჩემი და ანდრიას შვილის სტატუსს ატარებს! ის შენი შვილი კიარა,ჩემი შვილია,უშვილო ვიყავი და ანდრიამ გაიგო თუ არა,რომ შენ მისგან ბავშვს ელოდებოდი... ჰოპპლაა!-ტაში შემოკრა ქერამ,გამწარებული მივუბრუნდი და მარჯვენა ხელის გაშლილი ხუთი თითი ვხიე სახეში...
-დაწყნარდით! დაწყნარდით!-დაიყვირა ანდრიამ-მოკლედ,თუ გინდა ისე იყავი მასთან,როგორც მისი ძიძა,თუ არა წადი.
ეს ანდრეა იყო? ეს ის თბილი ანდრეა არ იყო,ვისაც მე ვუყვარდი. ვუყვარდი? იქნებ არა? თუ გადამიყვარა? საერთოდ,არსებობს გადაყვარება? არ ვიცი,არ ვიცი...
***
მის სახლში დავიწყე მუშაობა,ნუციკოს ძიძად. ზოგჯერ წამომცდებოდა და მიას ვეძახდი,ეს როდესაც ხდებოდა,მიმი გადმომხედავდა სწერვა სიფათით,და მეც სააბაზანოში შევრბოდი,წყალს ვუშვებდი და ვბღაოდი დაუსრულებად,მტკიოდა უსამართლობა,ის უსამართლობა,რაშიც ვცხოვრობდი. და საერთოდ,სადმე არის სამართალი? დედამიწაზე,არსად. ერთი ადგილი ვიცი,სადაც მუდამ სამართლიანობა სუფევს,იქ,მაღლა,ზეცაში...
***
-ქეთათუუუუ-ჯღაოდა მია,მისკენ გავემართე და სითბოთი სავსე თვალებით ავიყვანე ხელში
-ჰოუუ-პასუხად დავეჯღანე და მან სიცილი ატეხა. "გავუღუტუნე",ამაზე უფრო აკისკისდა და ფართხალი დაიწყო.
-რა ხდება აქ-ახალგაღვიძებული ანდრია შემოვიდა,მია ძირს ჩახტა და მამილოს ძახილით ფეხზე მოუეხვია უფროს ავალიანს. ცივი თვალებით შევხედე ანდრიას,ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე დავემხე. მეზიზღებოდა,იმაზე მეტად მეზიზღებოდა,ვიდრე გუშინ და იმაზე ნაკლებად,ვიდრე შემდეგ დღეს...
***
ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო მასთან მუშაობა. ვხედავდი,როგორ იზრდებოდა ჩემი შვილი,მე კი უფლება არ მქონდა,მისთვის დედობა გამეწია,დედობა,და არა ძიძობა.
დამიჯერეთ,ამას ვერავინ გადაიტანდა,ახლა მიკვირს,ის მძიმე დღეები როგორ გადავლახე. თუმცა,გადალახვა ერქვა? არ ვიცი,არა..
ანდრია არაკაცი აღმოჩნდა,ხედავდა,როგორ ვიტანჯებოდი ყოველდღე და,მეუბნებოდა,თუ ბავშვს რამეს ეტყვი და ბავშვობას დაუნგრევ,მერე შენ თავს დააბრალეო. არაფრის მეშინოდა,ვეუბნებოდი,ვერაფერს დამიშავებ მეთქი,მაგრამ...
-იმედია დედაშენი გიყვარს ქეთათო,ლიკოს მაინც არ აფასებ? მოდი წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ-თვალი ჩამიკრა და გავიდა. ოთახში გაშეშებული დავრჩი და იმ დღის მერე,აღარც მიფიქრია მიასთვის სიმართლე გამემხილა. არა,როგორ არ მიფიქრია,უბრალოდ არ განმიხორციელებია,მეშინოდა...
***
ანდრიას დაბადების დღე მოახლოვდა,მთელ ამბებში იყო მიმი,რესტორანში არ მინდა,სახლში უნდა გადავიხადოო,ამოიჩემა ავალიანმა. მე მიმტანი ვიქნებოდი იმ საღამოს,ამაზე მეტ დამცირებას ვერასდროს ვერ ვიგრძნობდი,რაც მაშინ...
შავ-თეთრი,ნაჭრის კაბა მეცვა,უბრალო და სადა. ხელში ლანგარი მეჭირა,მაგიდებს ჩამოვუვლიდი ხოლმე და მდიდარ "ჯენლტმენებს" ვემსახურებოდი.
მთელი საღამოს განმავლობაში,თავს ძალას ვატანდი არ მეტირა. როგორ გგონიათ,ადვილია უყურო შენს საყვარელ მამაკაცს,რომელიც ცივი თვალებით გიმზერს და თავის საყვარელ და ულამაზეს ცოლს დროდადრო ხელს მოხვევს და კოცნის ხოლმე,გაბადრული მიმი გაიცინებდა და მთელი საღამო,მათ კოცნა-დღლოშნას ვუყურებდით დამსწრე საზოგადოება. საზიზღრობაა. საშინელება.
იდიოტობა. არ ვიცი,რა ვუწოდო ყოველივე ამას.

საღამო დასასრულს უახლოვდებოდა,კიბეები თმააჩეჩილმა მიამ ჩამოირბინა,მთქნარებით მოავლო თვალი ხალხს,და მერე ანდრიასკენ წავიდა.
-მამილო,წავიდნენ რა ესენი,მეძინება-უფრო მეტად დაამთქნარა და ხელი ხალხისკენ გაიშვირა.
-მამილო,მერე რა გიშლის ხელს ძილში?-სიცილით აიყვანა ხელში ანდრიამ და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.
-მუსიკები!-წარბები შეკრა მიამ
-წადი დაიძინე ნუცა,ხელს ნუ გვიშლი!-თითი დაუქნია მიმიმ და ანდრიას წაართვა ბავშვი,მერე კი ძირს ჩამოსვა.
-მოკეტე სენ!-დაუყვირა მიმის,და ხელები გაიშვირა ანდრიასკენ,ამიყვანეო.
ხალხი გაბადრული უყურებდა ამ სანახაობას,მე კი მინდოდა მივრბენილიყავი და ბავშვი გამომერთვა,მაგრად ჩამეხუტებინა და ლოყები ჩამეკოცნა.
-წესიერად მელაპარაკე!-მშვიდად,მაგრამ მკაცრი ტონით უთხრა მიმიმ-მუსიკები ჩართული იქნება,დღეს ჩემი ქმრის დაბადების დღეა!
გამიკვირდა,ბავშვს ისე ელაპარაკებოდა,როგორც დიდს და მკაცრი ტონით არწმუნებდა,ანდრია ჩემია,თითქოს ნუცა მას ართმევდა.
-გამოლთონ ლა მა,ამ წაკლას ნუ უსმენთ-თვალები აუფახუნა ანდრიას,რომელიც ბოლო ხმაზე ხარხარდება "დედა-შვილის" კამათზე,მაგრამ სიცილი შეწყვიტა,როგორც კი... მიმიმ ბავშვს მწარე სილა უთავაზა,ლანგარი ძირს დამივარდა,ხალხს გაკვირვებული ხმები აღმოხდა.
-მოერედ,წაკლა აღარ მიწოდო,ახლა კი შენს ოთახში აეთრიე!
ბავშვი ატირდა,ჩემსკენ გამოიქცა და ხელები მომხვია,ძირს ჩავიცუცქე და შუბლზე ვაკოცე. ანდრია მოგვიახლოვდა,ბავშვს მოვცილდი და იმ კახპისკენ წავედი.
გაბრაზება ეტყობოდა,და თავს აქნევდა,როგორ გაუზრდელდაო,მაგრამ უცებ,ჩემმა გარტყმამ სახეში გამოაფხიზლა. გაცეცხლებული შემომხედა,იგივეს გაკეთებას აპირებდა,მაგრამ ხელი დავუკავე,აქ სილა-ფერთი არ გვქონდა.
-მომისმინე ბო*ო! ჩემს შვილს კიდევ ერთხელ ხელს დააკარებ,უფრო სწორედ,მასთან ხმას ზედმეტად აუწევ და,საკუთარ თავს არ დავაბრალებ,მოგკლავ!! არ გაცოცხლებ მიას რომ მიეკარო! გესმის შენ???-დავუღრიალე ბოლო ხმაზე.თავი აკანკალებულმა დამიქნია,მე კი ისე რომ,არავის მოვუსმინე,გავედი და იქვე,საქანელაზე ჩამოვჯექი. მალე მომიახლოვდა ანდრეა,შემომხედა...
-მე გაგაფრთხილე-თქვა და წავიდა.
***
დედა მოკვდა,სუიციდიო ამბობდნენ,მე შევიშალე...
ანდრეამ დაცვა დააყენა სახლში,სასამართლო მოისყიდა,მე კი ვერაფერი გავაწყე მასთან,ვერც ლიკოს ადვოკატმა შეყვარებულმა მიშველა...
საბოლოოდ გავგიჟდი,ფსიქოლოგმა ვერ მიშველა და,ფსიქიატრიულში დამაწვინეს. ლიკო ტიროდა,გამოგიყვანო,მე ვუღიმოდი,გიჟი არ ვარ,მალე გამოვალ-მეთქი ღიმილით ვეუბნებოდი.
არ შემეძლო,როგორც გინდათ ისე ახსენით,მაგრამ ცხოვრება არ შემეძლო....
***
13 ივნისი,საშინელი,საუკეთესო,და უვარგისი დღე.
საგიჟეთში ყოფნიდან 13 წელია გასული გასული,უკვე შვიდი.
მე უკვე დავბერდი. ნუ,დაბერება არ ეთქმის მაგრამ,დიდი ვარ.
ვხედავ,ვიღაცის სილუეტი მიახლოვდება. გიჟები დარბიან.
სილუეტი უფრო ახლობდება.
გიჟები კივიან და იცინიან.
სილუეტს უკვე ცხადად ვარჩევ.
გიჟები თითქოს გაქრნენ.
მია ჩემს გვერდით ზის.
-მიყვარხარ დედა.



№1  offline წევრი Khaleesi

საინტერესო იყო მთლიანობაში მაგრამ შემეცოდა

 


№2  offline წევრი Last Breath

საინტერესო იყო მაგრამ მეც შემეცოდა(( უფრო კარგ დასასღულს ველოდი:-* გამიხარდება მეორე ნაწილიც რომ დაწერო

 


№3  offline წევრი wkunnn

არ ველოდი ასეთ დასასრულს, მაგრამ მაინც მომეწონა.

 


№4  offline წევრი ფსიქო.13

ესეთი,მოულოდნელი დასასრულები მიყვარს მე))
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№5  offline წევრი LiLus StatuSebi

Dzalian momewona es motxroba ,minda gtxovot rom es ambavi gaagrdzelot radgan titqos dausrulebelia ,:/ ,dzalian dainteresebuli var tqveni nawarmoebebit amitomac Titqmis yvela tqveni nashromi maqvs wakitxuli magram es gansakutrebuli momewona ! Iqneb Chemi txovna gaitvaliswinot da shemdegi tavic dawerot radgan mxolod me kiara bevri elodeba uketes dasasruls ! <3 :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent