მომავლის იმედი (9)
_ჯანდაბა ეს ხომ უბრალოდ ნაშებია მისთვის! გულში საკუთარ თავს ვეუბნები და მაგრად ვეხუტები.ვიცი რო ბექასაც იგივე უნდოდა და უფრო მაგრად ვეხუტები, მთელი სხეულით მიკრებული ვარ მასზე და მოულოდნელად მობილური მირეკავს.უკანა ჯიბიდან მობილური ამოვიღე და ეკრანს დავხედე,უცხო ნომერია. -ალო -გამარჯობა,უკაცრავად ანა მონდგომერს ვესაუბრები? -დიახ -თქვენს ძმაზე მაქვს ინფორმაცია,მგონი ვიცი სადაც იპოვით! -მართლა? (თვალები ცრემლებით მევსება) -დიახ -სად გნახავთ? -ოფიში მობრძანდით და დაგაკვალიანებთ! ტელეფონს ვთიშავ და მთელი ძალით და ღონით გავრბივარ ოფისში,სიჩქარეში სულ გადამავიწყდა ბექა.ათ წუთში უკვე ოფისთან ვიდექი და ძვლივს ვსუნთქავდი,კარები თამამად შევაღე და ჩემი ადვოკატის კაბინეტში შევვარდი. -გამარჯობათ! (დაბნეული მესალმება ადვოკატი) -გამარჯობა,მე ანა ვარ ახლახანს გესაუბრეთ გაბრიელთან დაკავშირებით! -აა ხო რათქმაუნდა დაბრძანდით ადვოკატის წინ ვჯდები. -სამი თვის თავდაუზოგავი ძებნის შედეგად ვიპოვე 19წლის ბიჭი,რომელმაც ერთი წელი გაატარა თბილისის ობოლთა თავშესაფარში და რომელსაც ყავდა და ყავს ტყუპისცალი და. რამოდენიმე ინფორმაცია რომელიც მომაწოდეთ ემთხვევა ერთის გარდა! -რა ერთს გარდა?! შეიძლება ის სხვა უცნობ ოჯახს მიაშვილეს! -დიახ,ის გააშვილა ობოლთა თავშესაფარმა არა ერთხელ! სამი წლის ასაკში იშვილა უბრალო ოჯახმა,მათთან გაატარა 2 წელი, რაღაც შემთხვევის გამო ბავშვი სახლიდან გამოიქცა, ერთი წლის მერე იპოვეს და ბავშვთა უსაფრთხოების სამსახურმა ის ობოლთა თავშესაფარში დააბრუნა და მალევე ისევ გააშვილა.მიაშვილა ვალერია მონდგომერს! გეცნობათ ეს ადამიანი? -არა , მაგრამ ჩემი მეგვარე საიდანაა?! -აი ზუსტად მაგ კითხვის გამო დავიწყე ინფორმაციის შეგროება ვალერია მონდგომერზე და ერთ რამეს წავაწყდი.ვალერია მონდგომერი შენი დედა იყო! გავოგნდი, არ ველოდი ამ პასუხს. -იყო? რატომ წარსულ დროში? -ის გარდაიცვალა რამოდენიმე თვის წინ! -როგორ? -სახლი სადაც თქვენი ძმა და დედა ცხოვრობდა დაიწვა და შიგ მოყვნენ -მოიცა მოიცაა რაა? ანუ ჩემი ძმაც ?... -არა! ის გადარჩა მაგრამ რამოდენიმე ტრამვა მიიღო. -სად შეიძლება მისი ნახვა? -სკოლა პანსიონში! რომელიც ქალაქ გარეთ მდებარეობს! -შეგიძლია ჩემს ძმასთან წამიყვანო? -რათქმაუნდა. მანქანაში ჩავჯექით და ჩემი ძმის სანახავად მივდივართ თან გზაში ვანალიზებ ინფორმაციას რომელიც ადვოკატმა მომაწოდა.დედაჩემმა ჩემი ძმა იშვილა! ეს ხომ ძალიან კარგია! მაგრამ მე რატო არ დამიწყო ძებნა? რამნიშვნელობა აქვს 17 წლის შემდეგ ძმას ჩავეხუტები ამაზე მეტი მნიშვნელოვანი არაფერია ჩემთვის! ალბად სადღაც 5 საათი ვმგზავრობდით და როგორც იქნა შევჩერდით.ჩემს წინ უზარმაზარი ორ სართულიანი შენობა დგას,ირგვლივ ტყე და სიჩუმეა,შიშის მომღვრელი ადგილია და ვშფოთდები. ექთანმა გაბოს ოთახამდე მიგვაცილა და გაბოს შეატყობინა -შენთან მნახველია! ოთახი სულ ცარიელია ერთადერთი რაც დევს ეს ლოგინი და ბორბლებიანი სავარძელია რომელშიც ზის.მივუახლოვდი დავიჩოქე,მოულოდნელად მოტრიალდა გაბო ჩემსკენ.ნელა შემომხვია ხელები სახეზე,ნაზად შემეხო და შუბლისკენ ააცოცა.გაფართოებული თვალებით შევცქერი გაბოს,ვერ ვხვდები რას აკეთებს.ნელა მომატარა შუბლზე თითები,შუბლიდან საფეთქელზე,იქედან ლოყებზე,შემდეგ ნიკაპზე..ისევ ზემოდ წავიდა და წარბებზე გადამისვა ხელი,თვალებზეც ნაზად შემეხო,ცხვირს ჩამოუყვა.ტუჩებზეც გადამატარა თითები,ბოლოს თავზე გადამისვა ხელი და გამიღიმა -რა გააკეთე? -არაფერი(მხრები აიჩეჩა) ცრემლებს ვერ ვიკავებ და ხმის ტემბრიც მეცვლება -შენ ჩემი და ხარ, ხო ასეა? ამ კითხვის გაგონებისას გული დამეწვა,თავი დავუქნიე და მაგრად ჩავეხუტე. -დედა მიყვებოდა შენს შესახებ! და მითხრა რო შენ მოხვიდოდი ჩემს სანახავად. -რამდენი წელი გავიდა! როგორ მენატრებოდი! უფრო მაგრად ვიკრავ გულში. ძალიან ძალიან და უფრო ძალიან ბედნიერი ვარ! ამდენი წლის შემდეგ მე გაბოს ჩავეხუტე,როგორც იქნა! იატაკიდან ვდგები და მისაღებში გავდივარ,მინდა ჩემი ძმა სახლში წავიყვანო.დირექტორთან შევდივარ და ვესაუბრები -თქვენ იცით გაბრიელის მდგომარეობა? -რა მდგომარეობა? -ის ბრმაა! -რაა? -დიახ! თითქმის ერთი წელია რაც დაბრმავდა! -როგორ? -მან ცეცხლ აკიდებულ სახლში რამოდენიმე საათი გაატარა და ტრამვა მიიღო -მერე ოპერაცია? -გაბრიელს ძალიან ძვირად ღირებული ოპერაცია სჭირდება! -სად მოვაწერო ხელი? -თქვენ დარწმუნებული ხართ,რომ გინდათ გაბრიელის სახლში წაყვანა? მას სერიოზული პრობლემაა აქვს და შესაბამისი მოვლა სჭირდება! -დიახ! რამოდენიმე დღეში მის წასაყვანად მოვალ! ჩემს ძმასთან რამოდენიმე საათი გავჩერდი.ველაპარაკებოდი მას სხვადასხვა თემებზე და დავმეგობრდით.ახლა სახლში უნდა დავბრუნდე და შესაბამისი საცხოვრებელი ადგილი ვიყიდო მე და ჩემი ძმისთვის.. ინტერნეტში შევარჩიე რამოდენიმე სახლი მყუდრო გარემოში თან არც თუ ისე ძვირად ღირებული.საბოლოოდ სახლის არჩევაში გვანცა დამეხმარა და მოწყობაშიც მისი ხელია გარეული.ორ სართულიანი მყუდრო სახლია პატარა ეზოთი და ბაღით. გაბრიელს ოთახი მოვუწყვეთ და ყველანაირი ნივთი ვიყიდეთ რაც საჭირო არის.ერთ კვირაში ეს ყველაფერი მზად მაქვს და ახლა სრულებით მზად ვარ გაბრიელის წამოსაყვანად მაგრამ მანამდე ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი.ჩემი ძიძის სახლი! მან მე გაჭირვებაში დამეხმარა და ასე უყურადღებოდ ვერ დავტოვებ.ყველაფერი ისე დავალაგე როგორც თავდაპირველად იყო,წერილი დავტოვე სადაც მდლობას ვუხდი ყველაფრისთვის და ფულადი საჩუქარი. ___გაბო___ გაბო ანამ პანსიონიდან წამოიყვანა და საკუთარ სახლში წაიყვანა საცხოვრებლად...მიუხედავად იმისა რო ყოველი თვალების გახელისას სიბნელეს ხედავს,ის არ კარგავს იმედს რომ ოდესღაც კვლავ დაინახავს სინათლეს.ორი კვირა გავიდა რაც დასთან ცხოვრობს, შეეჩვია ახალ ცხოვრებას, აღარც კომპლექსები აქვს და თავს დაცულად გრძნობს რადგან იცის რო მისთვის ორი ყველაზე საყვარელი ადამიანი გვანცა და ანა მასზე ყოველთვის იზრუნებენ.ქუჩაში არ გადის მაგრამ ბაღში საათობით ზის ანასთან ერთად,მხოლოდ ხმაურს ისმენს,სუნს გრძნობს მაგრამ ვერაფერს ხედავს და აღიქვამს.უკვე მიეჩვია,ლოგინის ბოლოში ყოველ დილით ხვდება გამზადებული სამოსი.ცდილობს სწორად ჩაიცვას.. ლოგინის გასწრივ,ათ ნაბიჯში ოთახიდან გასასვლელია,იქედან 12 ნაბიჯში მისაღები.ყველაფერი ასე ნაბიჯებით აქვს დამახსოვრებული.ნალნელა ისწავლა სუფთად ჭამა,დახმარების გარეშე მოძრაობა,საკუთარი თავის მოვლა.ახალ ცხოვრებას მიეჩვია და თავს ბედნიერად გრძნობს.გვანცა თავისუფალ დროს ყოველთვის გაბოსთან ატარებს და კარგი მეგობრები არიან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.