შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ტკივილი - {5}


23-06-2015, 16:22
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 727

ჩემს სახლთან როცა მიმიყვანა არ დამიყოვნებია მაშინვე ავვარდი, გზაში კი მომაძახა რაღაც, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადგება. ამ ადამიანის დანახვაც აღარ მინდოდა. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში სახლიდან არ გავსულვარ იმის შიშით, რომ იმ იდიოტს კიდე არ წავეთრიე სადმე ჯანდაბაში, მაგრამ მთელი ცხოვრება ვერ ვიქნებოდი სახლში გამოკეტილი და ერთ დღესაც გადავწყვიტე ქოხში წავსულიყავი მაგრამ მაშინვე ვინანე. კიბეებზე როცა ჩამოვედი იქაურობა დავზვერე, ხომ არავინ არის გარშემომეთქი, მაგრამ მთელი ჭირი და უბედურება ის იყო რომ თურმე უკანა ეზოში „აბირჟავებდა“ ცოტნე და მთელი მისი სასტავი. დავინახე თუ არა სად გავქცეულიყავი აღარ ვიცოდი, მაგრამ უკან არ მოვბრუნებულვარ, იმის იმედით რომ ვერ შემამჩნევდა. მისი დაიგნორება გადავწყვიტე და ჩვეულებრივად ჩავუარე მის სასტავს გვერდი.
- ელი - მომესმა ხმა როდესაც მეგონა, რომ სამშვიდობოს ვიყავი - შენ რა მაიგნორებ? - ხმას არ ვიღებდი - ელიი - ბოლო ხმაზე დაიღრიალა და წინ გადამეღობა.
- რა გინდა?
- რატომ მაიგნორებ?
- აბა შენ რა გეგონა? მოვიდოდი, კალთაში ჩაგიჯდებოდი და კოცნა-პროშნას დაგიწყებდი? არ მესმის ამ დონის იდიოტი როგორ ხარ?
- წესიერად მელაპარაკე გოგო, რამდენჯერ უნდა გითხრა. მე შენ ჩემი სათქმელი გითხარი უკვე და გადათქმას არ ვაპირებ.
- აი მე კი შენი ლაყბობა სულ ცალ-ფეხზე და ახლა კი გამატარე, მეჩქარება.
- მორჩი? - ირონიული სახით თავის მანქანას მიყუდებული იდგა და მიყურებდა.
- კი და გამატარე.
- კაი - ვთქვი თუ არა, მაშინვე ფეხებში მომვარდა, ზურგზე გადამიკიდა და ისევ მანქანაში „ჩამტენა“.
- გამიშვიი - უკვე არაადამიანური ხმით ვყვიროდი, ასე მომდის როცა საშინლად ვმწარდები.
- მე შენ გაგაფრთხილე ვისთან როგორ უნდა ილაპარაკო. შენი ძმაკაცები ხომ არ გგონივარ? ნარკოტიკით გაჟღენთილი დოყლაპიები.
- შენ რა ნაკლები ხარ თუ? ახლავე გააღე მანქანის კარები.
- თორე?
- მინებს ჩავლეწავ.
- ოჰ, შემაშინე. შემთხვევით შენი მუშტით ხომ არა?
- კი.
- ჰაჰააა. კაი ტოოოოო, ელიიი, არ გინდაა . - კუჭი აეწვა იმდენს იცინოდა.
- პირველი არ იქნება - სახე დაუსერიოზულდა მომენტალურად, მაგრამ მერე ისევ გაიფხრიწა სიცილით. - გამიშვიიიიიიიი - ხმა ამიკანკალდა უკვე, აღარ ვიცოდი რა მექნა. საერთოდ როცა რამე მიჭირდა ნოე ყოველთვის მეხმარებოდა, მაგრამ...მაგრამ მე ის დავკარგე! ჰაერი მაკლდა, სუნთქვა მიჭირდა. კლაუსტროფობია მჭირს, მაგრამ არა ძლიერი სტადია და ამიტომ იშვიათად მემართებოდა ასეთი რამ. ალბათ ეს გამონაკლისი იყო. ღრმად დავიწყე სუნთქვა, ცოტნეს ძლივს-ძლივობით ვეუბნებოდი, უფრო ვანიშნებდი, რომ კარი გაეღო ცუდათ ვიყავი, მაგრამ მაინც ცოცხალი თავით არ აღებდა, ვერ გაეგო რა მჭირდა, გაკვირვებული მიყურებდა. ბოლოს უკვე ცრემლებიც თავისით გადმოგორდნენ, რაც უფრო და უცრო მირთულებდა სუნთქვას.
- ოპააა, აი აქ უკვე გაჩერდიიი. მაგრა ვერ ვიტან რა ამ ცრემლებს და წირპლების ყვრას. ელიიი, რა გჭიირს? კარგად ხაარ? - როგორ შეიძლებოდა ასეთი იდიოტი ყოფილიყო, ვერ ხედავდა მაინც? მთელი ძალით მანქანას ვეჯაჯგურებოდი და ბოლოს როგორც იქნა გაღო. მაშინვე გადავედი და იქვე ჩავიკეცე, თავბრუ საშინლად მეხვეოდა. ცოტნეც გადმოვიდა და მომიახლოვდა. - ელი, კარგად ხარ? - ხმას არ ვიღებდი, თავი ხელებში ჩამერგო და ვცდილობდი ეს დატრიალებული სამყარო როგორმე გამეჩერებინა. - ელიი, რა დაგემართა? გინდა ექიმთან წაგიყვან?
- თავი დამანებე შენი არაფერი არ მინდა - წამოვდექი და სახლისკენ წასვლა მინდოდა, მაგრამ ჩემი მაჯისთვის ხელი არ გაუშვია.
- რადგან ცუდათ გახდი და ექიმთან წაგიყვანთქო გითხარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენს გაშვებას ვაპირებ. მანქანაში ჩაჯექი, ან ნებითა შენითა, ან ძალითა ჩემითა - გაიკრიჭა.
- ადამიანო თავი დამანებე, ვერ გაიგეე? რას მერჩი? სანამ არ გავიგუდები შენს ხელში მანამდე არ აპირებ ჩემს გაშვებას? ვერ გაიგე რომ ჩვენი ურთიერთობა ვერასოდეს ვერ აეწყობა... - გიჟივით ვღრიალებდი მუშტებს მუცელში ვუშენდი, მაგრამ რა შედეგი?
- არ მაინტერესებს - ყვიროდა - მეც გითხარი უკვე ჩემი სათქმელი და რამის შეცვლას არ ვაპირებ.
- გული საერთოდ არ გაგაჩნია საქონელო? ცუდათ ვარ,ცუდააათ. ვერ დაინახე მაინც წეღან რა დამემართა? ძაან გინდა ხელში ჩაგაკვდე და შარი აიკიდო?
- ოდესმე ყველა ჩავძაღლდებით, სიკვდილი ეხლა რომ გეწეროს მაინც მოკვდები, არ ააქ ამას მნიშვნელობა სახლში იქნები თუ ჩემთან.
- არ მინდა შენთან ერთად წამოსვლა.
- მე კიდე არ მინდა რომ გაგიშვა. - ისევ მანქანაში ჩამაბრუნა. აღარაფრის თავი აღარ მქონდა, ძალა სულ გამომცლოდა. შეწინააღმდეგებასაც აზრი არ ქონდა. საერთოდ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში? ღმერთმა იცის ამ შემთხვევაში რა უნდა გამეკეთებინა ან რა იყო გამოსავალი.
საკმაოდ დიდხანს ვიარეთ. ერთი სიტყვა არ დაგვცდენია. ერთხელ მითხრა ჭამეო როცა ლობიანი იყიდა და გამომიწოდა, ხმა არ ამომიღია, ლობიანიც უკანა სავარძელზე დავდე. მხოლოდ ერთი ვიცოდი, რომ თბილისს გავცდით. მერე კი მთელი გზა მეძინა.

თვალები რომ გავახილე, გარშემო მხოლოდ სოფლის ორსართულიან სახლებს ვხედავდი. პირველი რაც გონებაში გავიფიქრე იყო - „დამერხა“ - მერე კი შემეშინდა.
- სად ვართ? - ჯერ-ჯერობით წყნარი ხმით ვკითხე ცოტნეს.
- ვა გაიღვიძეე? გურიაში. - მიღიმოდა, რაზეც ნერვები მეთხრებოდა.
- რაააააა? - ჩემი მშვიდი ტონი სასოწარკვეთამ, შიშმა და გაკვირვებამ ერთდროულად შეცვალა. - აქ რა გვინდა? ცოტნე შენ გაგიჟდი? სად წამომათრიე?
- ჰო კაი რა იყო ცოტა ხანი გავჩერდებით ააქ, ერთი-ორი თვე.
- რა ერთი-ორი თვე? ხო არ აფრენ შეენ? სად წამომათრიე? წამიყვანე თბილისშიიი.
- აი უკვე მოვედით კიდეც - ჩემი მიყრილი კითხვები თავისუფლად დააიგნორა, ვითომ არ გაუგონიაო და გახარებულმა მომახალა.
- სად მოვედით ცოტნე საად? წამიყვანე დროზე თბილისში! - უკვე ვუყვიროდი. გაგიჟებული ვიყავი უკვე იმდენად მეშინოდა, რომ მშობლები ძებნას დამიწყებდნენ.
- ტონს დაუწიე, რამდენჯერ უნდა გითხრა? და დამშვიდდი. ეხლა კიდე გადმოდი მანქანიდან მალე! - ამის მბრძანებლურმა ტონმა სულ გამაცოფა.
- არსადაც არ გადმოვალ! დროზე წამიყვანე თბილისში!
- გითხარი არასადაც არ წაგიყვან მეთქი, არ გვინდა ეხლა თრუხა ბაზარი , დროზე გადმოდი მანქანიდან!
- არ გადმოვალ მეთქი! წამიყვანე თბილისშიიიი! - უფრო გავჯიუტდი, დანებებას არ ვაპირებდი ცოცხალი თავით.
- რომ გეუბნები გოგო უნდა გადმოხვიდე - ხელი წამავლო და მანქანიდან გადამათრია, სახლში დიდი წვალებით და ძალისხმევით შემათრია. მე მაინც არ ვნებდებოდი, იმდენს ვეჯაჯგურებოდი, მაგრამ მისი ხელებიდან მაინც ვერ დავიძვრინე თავი.
- გამანებე თავი შე დეგენერატო, სად მომათრიე, ვინმე გეკითხებოდა? - არაადამიანურ ხმებს გამოვცემდი, იმდენად გამწარებული ვიყავი და თან მუშტებს მუცელში ვუშვერდი, მაგრამ მის მაგივრად მე მტკიოდა. ბოლოს ერთი კარგი ვუთავაზე უხერხულ ადგილას და ჩემი ხელებიც გავინთავისუფლე.
- გოგო წესიერად მოიქეცი თორე აქედან ერთი-ორი თვე კი არა ერთი წელი ვერ გაადგავ ფეხს.
- არა არ მოვიქცევი და არც გავჩუმდები სანამ თბილისში არ წამიყვან!
- ელი არ მინდა რომ რამე დაგიშავო და მერე მთელი ცხოვრება ვინანო, ამიტომ კარგს იზავ თუ დაწყნარდები და წესიერად მოიქცევი.
- გავაფრენ სად მომიყვანე? ჩემები გაგიჟდებიან. როგორ დავწყნარდე, როგორ? როცა სრულიად უცხო ადამიანმა სადღაც წამომათრია? ეს უკვე გატაცებაა.
- კკაი ჩემიი. მოწვი ბოლოს და ბოლოს?
- ვაიმე, ჩემი ტელეფონი სადაა? - ჯიბეებისკენ ვიტაცე ხელი - აქ ყოფილა.
- რას აკეთებ?
- შენი აზრით?
- რას აკეთებ მეთქი ელი?
- პატრულში ვრეკავ.
- რა პატრული გოგო შენ სიცხე ხო არ გაქ, მომეცი ტელეფონი ააქ - მომვარდა, მაგრამ გავიქეცი, მაგიდის გარშემო დავრბოდით იდიოტებივით, მაგრამ ბოლოს მაგიდას გადმოახტა და დამიჭირა. - ხო არ გაგიჟდი გოგო, ეხლა კი დაემშვიდობე შენს ტელეფონს.
- მომეციი, მომეცი მეთქი ცოტნეე... ცოტნეეეეეეე. - მთელი სხეული მიხურდა, წარმომიდგენია სახეზე რა მჭირდა. ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ მეტირა. ხმა ჩამეხლიჩა. გავეკიდე, ზურგზე შემოვახტი და ვცდილობდი როგორმე ჩემი ტელეფონი დამებრუნებინა, მაგრამ დაიხარა და იქვე მდგარ დივანზე დამაგდო, ხელები დამიჭირა და გამწარებულმა ბოლო ხმაზე მიყვირა:
- იმდენს ნუ იზავ რომ აქედან ცოცხალიც ვერ გახვიდე!!! - ხელები გამიშვა და სამზარეულოსკენ წავიდა.
- ადამიანოოოო, ვერ გაიგე რომ არ მიყვარხაარ? რატომ არ მანებებ თავს? რა გინდა რომ ფეხით წავიდე თბილისში? კი ბატონო - წამოვდექი, კარები გავაღე და ეზოშ გავვარდი, ჭიშკარი უნდა გამეღო უკვე, რომ ჰაერში აღმოვჩნდი ცოტნეს დახმარებით და შინ შემაბრუნა. ლამის ხერხემალი ჩავუმსხვრიე იმდენი ვურტყი მაგრამ ხელს არ მიშვებდა. სახლში შემიყვანა, მეორე სართულზე ამიყვანა და რომელიღაც ოთახში, ლოგინზე დამაგდო.
- აქ იქნები სანამ არ დაწყნარდები და ჭკუას არ ისწავლი - კარები გაიჯახუნა და დამტოვა. მაშინვე მივვარდი კარებს- ჩაკეტილი იყო, ფანჯრებს - გისოსები ჰქონდა, რაღა დამრჩენოდა? არც არაფერი და ტირილი დავიწყე, კარებს მივვარდი და მთელი ძალით ვაბრახუნებდი.
- ცოტნეეე, ცოტნეეე გამიღე გთხოოოვ... სახლში მინდააა.... ჩემები მომკლავეეენ... ცოტნე...ე..ეე - ვსლუკუნებდი და ხმაჩახლეჩილი მაინც ბოლო ხმაზე , რაც შემეძო ვკიოდი. აღარ მახსოვს რამდენი ხანი ვიდექი და ვაბრახუნებდი, არც ის როგორ მივედი ლოგინამდე და როდის ჩამეძინა.



№1  offline წევრი mari )))

მალე გააგრძელე მაგარი ისტორიაა wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent