შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერეს მსხვერპლი(თავი4)


24-06-2015, 09:02
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 560

მუსიკა..ცეკვა..სასმელი და ცივი წყალი...ნატალიამ ხომ არ იცის გაჩერება.იმდენი დალია,რომ ბოლოს ცივ ტბაშიც კი გადაეშვა ტანსაცმლით...ესიამოვნა ეს სიცივე.თითქოს შვება მოჰგვარა..უნდოდა,რომ სულ ასე ყოფილიყო და წყლიდან არ ამოდიოდა...ბოლოს გიორგიმ ჩახტა მის გამოსაყვანად.გიორგი მისი მეგობარია..რამდენიმე თვეა იცნობენ ერთმანეთს...ბიჭს მოსწონს,მაგრამ ამაზე არაფერს აღარ უებნაბა...აბა,რა დაავიწყებს ნატალიას უარს..გოგონას მზერაც კი ახსოვს,როცა ამ სიტყვებს ეუბნებოდა.
-ცივია-მხოლოდ ეს თქვა და გოგონასკენ ცურვით წავიდა.
-ადი...
-ნატალია,გაცივდები..ზაფხული ნუ გგონია!
-გიორგი,ადი მეთქი...
-ამოდი,შენთვის საჩუქარი მაქვს..
-მოიცდიS..
-გოგო,ამოდი,თორემ ძალიან აგიყვან..არ მინდა გაცივდე.
-გოგო კი არა ადი მალე-ნატალიამ შემოუბდღვირა.
-მთვრალი ხარ.
-შენ არ ხარ თუ?
-შენ უფრო ხარ...შეუალედს რომ ვერ პოულობ.
-გიორგი,გეყო.
-ნატალია-ხელი წაავლო გოგონას და ნაპირისკენ წამოიყვანა.არც გასჭირვებია..გოგონა, მასთან შედარებით, ხომ ღრუბლის ფთილასავით იყო.
გიორგიც კარგი გარეგნობის ბიჭია..ყავისფერი თმები..თაფლისფერი თავლები...185 სანტიმეტრზე მაღლა სწვდება თავი...ფიტნესის დიდი მოყვარულია..შეიძება,ითქვას,მოყვარულზე მეტიც..მოკლედ,ნატალიას პარამეტრებში ჯდება.ალბათ,ამიტომ გაუკვირდა უარი...გოგონას ბაგეებიდან მიღებული უარი..რა იცის მან,რომ ნატალიას უკვე გიჟს ჰგავს ისეა შეყვარებული..დღე არ გავა,რომ ლექსი არ მიუძღვნას უცნობ მამაკაცს..
მალევე ამოიყვანა ტბიდან,მერე ხელში აიყვანა და კიბეებზე ასვლას შეუდგა..ლოგინზე დააწვინა.
-მცივა-ნატალია თითქოს მოლბა.
-პირსახოცი მოიტანეთ ვინმემ-ჩასძახა დაბლა მყოფთ.
-მე მოვიტან-თამარი მაშინვე ამოვარდა ქოხში და პირსახოცი შემოახვია ნატალიას.
-სველ ტანსაცმელში გაცივდება-გიორგიმ მასზე ზრუნდა გააგრძელა.
-გამშრალი სად გვაქვს?-დიანამ გადაიხარხარა დაბლიდან.
-ჩუ,შენ-თამარიმ ჩასძახა.
-ფენი მაქვს-მარიამს სახე გაუნათდა და თან დიანას გადახედა.
-ფენი?!-გაიკვირვა გიორგიმ.
-რათ გინდოდა ფენი-თამარი თან დაბლა იხედებოდა და თან თმას უმშრალებდა ნატალიას.
მარიამი სწრაფი ნაბიჯით ავიდა კიბეზე,თან ხელში ფენი ეჭირა და გოგონებს მიშტერებოდა.
-ადიალაში შეძვერი მანამდე, კი ტანსაცმელს გაგიშრობ-თამარიმ მზრუნველად შეხედა ნატალიას.
გოგონამ გიორგის ახედა,რომელიც გაშეშებულიყო და თითქოს რაღაცას ან ვიღაცას მიშტერებოდა.
-იქნებ გახვიდე.
-მე?!
-ჰო,შენ.
-კარგი,წავედი-კიბეზე წამიერად დაეშვა.
ნატალიმ გაიხადა ყველაფერი და ადიალაში გაეხვია.
-მალე გაშრება?-ჰკითხა მარიამს,რომელსაც აქტიურად დაეწყო ტანსაცმლის გაშრობა.
-ვნახოთ-გაუღიმა გოგონამ.
-ვნახოთ..
თამარი გვერდით მიუჯდა...
-არ იცი ზომა-უკმაყოფილოდ გახედა ნატალიას.
-შენ საერთოდ რომ ვერ სვამ-გადაიხარხზრა გოგონამ-ჩემი გშურს არა?
-ნატუშკ...შენი ტელეფონი რეკავს,მგონი...
-საიდან იცი?
-შენის ხმაა,ვიცი..
-სადაა?
-აქ უნდა იყოს სადმე-თამარი დაიხარა და ძებნა დაიყო.
-აუ,სად დავდე...-ამოიოხრა ნატალიამ და თვალით ძებნა დაიწყო.
-აი,ვიპოვე.
გოგონამ მაშინვე უპასუხა.
-როგორ ხარ?-დედამისი ნანა ურეკავდა.
-დედა,კარგად ვარ..ვერც კი წარმოიდგენ ისე კარგად..-ამ სიტყვების გაგონებაზე თამარი სიცილისგან კვდებოდა.
-კარგია...როდის ჩამოხვალთ?
-საღამოს.
-კარგი,აბა ჭკვიანად-ნანა შვილზე სულ ნებვიულობდა და ხშირად ეუბნნებოდა ხოლმე ასე,როგორც პატარა ბავშვების მშობლებმა იციან.
-ჩემი მარტოსული მწერალი-თამარიმ ხელები შემოხვია ნატალიას.
-ჩემი ფსევდონიმი..-მარიამს გახედა-გაშრა?
-კი-მიაწოდა ტანსაცმელი და ნატალიამ წამში ჩაიცვა.
-რა კარგი შეგრძნება ყოფილა ტანსაცმლის დაბრუნება.
-მის გარეშე უფრო ლამაზი იქნებოდი-გიორგიმ ასძახა გოგონას.
-კარგად ხუმრობ.
-არ ვხუმრობ?
-ჩუმად,ეხლა...თუ ასე ძალიან გინდა შენ იარე ტიტველმა.
გიორგი გაჩუმდა.
-გიჟია?-თამარიმ გიორგიზე ანიშნა.
-ჰო,ზედმეტად-გაეცინა ნატალიას.
-ჩემი დიდი გოგო ხარ.
-18 წლის.
მალე მოსაღამოვდა და დადგა წასვლის დრო..
-მე ვრჩები და ვისაც გინდათ დარჩით-ნატალიამ კატეგორიულად განაცხადა და თამარის ახედა.
-მეც ვრჩები-გიორგი უკან დაიწია.
-სამნი? მეტნი ვერც დავეტევით.
-რა სამნი? ყველანი ვრჩებით..ღამით უფრო აგრილება..კოცონი ავანთოთ და გავიმეოროთ წვეულება..რას იტყვით?-თამარიმ გაუღიმა ნატალიას.
-მერე ვინ მოაგროვებს ხეებს?-ნატალიამ გულუბრყვილოდ შეხედა თამარის.
-ამის მეტი აქ რა არის.ბიჭები წავლენ-გადახედა გიორგისა და ბექას.
-კარგი-გიორგიმ გამომწვევად შეხედა გოგონას და ბექას წინ წაუძღვვა.
საღამოც მალე დადგა..ცხრა საათი იქნებოდა,როცა უკვე გაღუღუნებულიყო კოცონი და მეგობრები გარშემო მოქცეოდნენ მას. ცაზე მხოლოდ მთვარე იყო და რამდენიმე ვარსკვლავით უმისამართოდ კიაფობდნენ..ცაზე-ვარსკვლავები,ძირს-კოცონი...
-ჩემი გამომცხვარი პიცაა-ნატალია დაგვიანებით შემოვიდა და მეგობრებს,რომლებიც უკვე სასმელს დაწაფებოდნენ.
-დააგვიანე-გიორგიმ უკმაყოფილოდ ახედა გოგონას მომღიმარ სახეს.
-პიცა ვერ გაიგე?
-მმმ....შენ გამოაცხვე?
-ჰო,აბა ვინ?
-არა,ჩვენ-თამარიც წამოწეოდა დაქალს და თან ხელში მორჩენილი შოკოლადის ნამცხვრის ნაჭერი ეჭირა.
-მეც მინდა-დიანამ ლამის იყო პირიდან გამოაცალა.
-მეორე ნაჭერიც წამოვიღე..ვიცოდი მოგინდებოდა-გაუღიმა გოგონას და თეფში გაუწოდა.
-აუ,პიცა-მარიამი ფეხზე წამოდგა და სასმელი გვერდზე გადადო..
-ყველას გეყოფათ.ხომ ხედავთ ორი დიდი გამოვაცხვეთ-დაჭრა დაიწყო.
-პიცა და ლუდი ასწორებს-გიორგი წამოიშოტა მორზე და ცეცხლს შეხედა.თითქოს შიგნით რამეს ეძებსო.
-მოდით,რამე მოვყვეთ ჩვენს შესახებ..მთვრალები მაინც არ ვართ და კარგი იდეაა,ჰო,მგონი?-
-შესანიშნავი..-ერთდროულად მოესმა.
-რაც არ ვიცით-დასძინა შემდეგ.პირველი ვინ იქნება?
-იუბილარს დავუთმოთ-თამარიმ გადახედა დაქალს..
-მე? კარგით,ასე იყო. პატარა ვიყავი.ეს მგონი ჯერ არც ერთი თქვენგანისთვის მომიყოლია.ხუთი წლის ვიქნებოდი დაახლოებით.პაპაჩემს ბაღში წავეყვანე.ის ჩემს და-ძმასთან ერთად მოშორებით სკამზე ჩამომჯდარიყო და ხაჭაპურს ჭამდნნე...-ხაჭაპურის გაგონებაზე დიანამ კბილები გამოაჩინა ისე,როგორც ჩვეოდა.
-ჩუუ-გიორგიმ ინტერესიანი სახე მიიღო და ნატალიას შეხედა.
-კიბეები იყო..ორი ცალი და მეორე მხარეს მათთან დაკავშირებული იყო საქანელა მილით..მინდოდა გადავმძვრალიყავი..ავედი კიბეზე და ჩამოვჯექი..ნელ-ნელა ვცურდებოდი და უცებ ბრახ....
გარშემო სიცილი დაიწყეს,გიორგი კი მიუახლოვდა,ხელი ხელზე ჩაკიდა და თავი მიადო..
-ეს თანათგრძნობაა?-ნატალიამ სიცილი დაიწყო.
-არ ვიცი,რა არის.
-საყვარელი-ყველამ ერთდროულად თქვა.
-შემდეგი მე ვიქნები-თამარიმ გახედა ხალხს.
-სასწაულების გჯერათ?-ამ კითხვით დაიწყო.
-რატომ გვეკითხები?-გიორგიმ ვერ მოითმინა,რომ არ ეთქვა ეს.
-იმიტომ,რომ მე მჯერა და,რასაც ახლა მოვყვები ამას დაამტკიცებს.
-გისმენთ.
-უბრალოდ მისმენთ?
-ჩემთვის მოყოლილი გაქვს,მაგრამ მაინც ინტერესით გისმენ..-ნატალია გვერდით მიუჯდა თამარის..-მე მჯერა-დასძინა ცოტა ხნის მერე.
-მეხუთე კლასში ვიყავი...ყური საშინლად მტკიოდა,ეს ტკივილი გამაგიჟებელი იყო...რამდენიმე საათი ვიტანჯებოდი და მერე გამახსენდა,რომ ქართულის მასწავლებელმა ჩაგვაწერინა წმინდა ბარბარეს ლოცვა და გვითხრა ბავშვებს ეხმარება,ილოცეთ და თქვენს თხოვნასაც შეისმენსო.მეც ასე მოვიქეცი.წავიკითხე ლოცვა და მერე ვთხოვე..ბავშვურად ვთხოვე...ღმერთო,მაშინვე ვიგრძენი,როგორ მიქრებოდა ტკივილი და ბოლოს საბოლოოდ გაქრა..გესმის? გაქრა...
-გასაოცარია-სახე გაებადრა ყველას.
-მას მერე კიდევ გადაგხდა ასეთი რამ?
-არა,ასეთი აღარ,მაგრამ ამის მერე დავწმუნდი უფრო ღრმად,რომ არსებობს სასწაული და ამის მერე უფრო მაქვს რწმენა...
-წინათგრძნობა როდესმე გქონიათ რამის?-ნატალიამ იკიტხა და ყველა ცოტა ხნით დადუმდა.
-კი..ქალური წინათგძნობა-დიანამ კბილები გამოაჩინა.
-სერიოზულად ვამბობს.ერთხელ,13 წლის ვიქნებოდი,როცა მეზობელთან ერთად ვისვენებდი ბათუმში..ძილის წინ ვგრძნობდი,რომ რაღაც მოხდებოდა და ზუსტად,ვფიქრობდი,რომ მის მათ პატარა გოგონას დაეჯახებოდა მანქანა..
-მერე?-თვალები დაჭყიტა ყველამ.
-დაეჯახა..საკუთარ თავს დავაბრალე,მაგრამ მე ხომ ეს სისულელე მეგონა...ისე ვწუხდი,მაგრამ არ მითქვამს..ხომ იცი ადამიანები..-თამარიმ გააწყვეტინა.:
-კი,მესმის...ბავშვს რა დაემართა?
-ფეხი მოსტყდა..
-კიდევ კარგი,მეტი არაფერი-ყველამ ამოისუნთქა.
-მგონი შენი ტელეფონია-თამარიმ ემოციებში მყოფ ნატალიას შეხედა.
-აუ,ვინ უნდა იყოს.დედაჩემს ვუთხარი,რომ ვრჩებოდით და..-ტელეფონს უპასუხა და ნანას ნამტირალევი ხმა ჩაესმა:
-ნატალია-ქალს ხმა უკანკალებდა..
-დე...-შიში შეეტყო გოგონასაც.
-ბებიაშენს..დედაჩემს გულის შეტევა დაემართა და...ახლა საავადმყოფოშია..მძიმე მდგომარეობაში-წინადადებები უწყდებოდ.ცრემლები ახრჩობდა ქალს.
-ვაიმე.ახლავე წამოვალ-ტირილი დაიწყო გოგონამ.
მეგობრებს გაეგოთ ყველაფერი და ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვეს...მილაგებას შეუდგნენ და მანქანები გაამზადეს.მხოლოდ ნატალიას იჯდა გაუნძრევლად და მის გვერდით გიორგი,რომელსაც გულში ჩაეკრა გოგონა,რომელიც ტიროდა და ცრემლებით ასველებდა ბიჭის მაისურს.
ნახევარ საათში ყველანი მანქანებში ისხდნენ.გიორგი საჭესთან იჯდა,ხოლო ნატალია მის გვერდით ქვითინებდა.არ აწყნარებდა.იცოდა,რასაც ნიშნავდა ის..არ ანუგეშებდა..ალბათ,ასე სჯობდა..ტირილს ხომ გამოაქვს უარყოფითი ემოცია.როცა ვტირით,შემდეგ უფრო იოლი გვეჩვენება ყველაფერი.მართლაც,რომ არ უნდა შეაკავებინო ადამიანს ცრემლები.
საავადმყოფოში წავიდნენ პირდაპირი.
ნატალიამ დაინახა დედა.ნანა,რომელიც საკუთარ თავს არ ჰგავდა.მთელი სახე აწითლებოდა,ხოლო თვალები ჩალურჯდებოდა.ძირს იჯდა და ტიროდა.შვილის დანახვაზე ფეხზე წამოდგა და უბრალოდ ყურება დაუწყო.
-დედა-ნატალია მისკენ წავიდა და მოეხვია.
-ოპერაციას უკეთებენ..გადარჩენის შანსი სულ მცირეა,მაგრამ მაინც დავთანხმდი.
ამ სიტყვების გაგონებაზე ისევ აქვიათინდა ნატალია.
12 საათს მიუკაკუნა,მაგრამ არაფერი ისმოდა ახალი.დედა-შვილი იატაკზე იჯდა და თავი ერთმანეთისთვის მიედო.
„იქნებ ახლაც მოხდეს სასწაული“-ფიქრობდა გოგონა და ისევ ბავშვობის ამბავს იხსენებდა,იხსენებდა წმინდა ბარბარეს დახმარების ამბავს...
„ადრე ექიმობა მინდოდა..ქირურგობა მიზიდავდა..ვუყურებდი,“გრეის ანატომიას“ და მითი შეპყრობილი ვიყავი.კიდევ კარგი ჟურნალისტიკისკენ მიბიძგა რაღაცამ..კიდევ კარგი..“-ფიქრობდა შეძრწუნებული გოგონა.მიშტერებოდა საავადმყოფოს თეთრ კედლებს და ტირილის თავიც კი აღარ ჰქონდა.მისი მეგობრები მეორე მხარეს ისხდნენ.ქირურგობა ხომ ასე ძნელია..წარმოიდგინა,რომ მის ხელში იქნებოდა ვიღაცის დედის,ვიღაცის მეუღლის და ვიღაცის დედის სიცოცხლე.
საათი საათს მისდევდა.ცოტა ხანში რამდენიმე ქირურგი შენიშნა გოგონამ.ისინი ერთმანეთს რაღაცას ულაპარაკებდნენ.სახე თითოეულ მათგანს წაშლოდა.მათზე ცოცხლები არიანო,ვერ იტყოდი.
ყველა მიხვდა,რაც მოხდა.ნანას თვალები ლამის იყო ამოვარდნოდა.ფეხზე ძლივს წამოდგა და ექიმებისკენ აიღო გეზი.
-დედა-ხრინწინი ხმით ნატალიაც ფეხზე წამოდგა.
გიორგიმ შენიშნა თუ არა ეს,მაშინვე მის გვერდით გაჩნდა და ნატალიას ხელი ჩასჭიდა.თამარი კი მეორე მხარეს კვლავ ატირდა.
-ის აღარ არის-ცოტა ხნის მერე ნანა უფრო ატირდა.ქირურგი მას გადახვეოდა და ამშვიდებდა,მაგრამ ქალს არაფრის გაგონება აღარ უნდოდა.
ნატალიაც არ ჰგავდა საკუთარ თავს.ცრემლებით ჰქონდა აღვსილი თვალები,გარშემო კი მეგობრები შემოხვეოდნენ...
-ყველაფერი კარგად იქნება..-მხოლოდ დიანა შეეცადა მეგობრის დამშვიდებას.
გოგონამ არაფერი უპასუხა.პასუხის გაცემა არც შეეძლო.
ერთ საათში ნანა დედის სარეცელთან იდგა.მიშტერებოდა მის ვერცხლისფერ თმას,ჩაცვენილ ლოყებს,ნაოჭებით მოცულ სახეს და გაშეშებულიყო.ხელი ხელზე გადაუსვა,მერე ტუჩები ცივ შუბლზე დაადო,ჩაიმუხლა,თავი დაადო და თითქოს მოისვენა.ტიროდა მანამ,სანამ არ გამოიყვანეს.
-უნდა გავიყვანოთ..-მოესმა ხმები.
-დედაჩემია-მხოლოდ ამის თქმა-ღა მოასწრო,მაგრამ უკვე გარეთ იყო.მოსაცდელში ქმარი შენიშნა,რომელიც საქმეზე იყო წასული და ახლა დაბრუნებულიყო.
-ვწუხვარ-ამირანი გადაეხვია ნანას.დედამთილებს კი ვერ იტანენ ხოლმე მამაკაცები,მაგრამ მას ის დედასავით უყვარდა. ნინა,მართლაც,შესანიშნავი ქალი იყო,დედაც და ბებიაც..ყველას უყვარდა...
-მამა-ნატალია გვერდით მიუჯა მშობლებს.ნანას ლოყაზე აკოცა და მამას მხარს თავი ჩამოსდო.მეგობრები მიდიოდნენ.გოგონამ აუხსნა,რომ მათი აქ ყოფნა არ იყო საჭირო,მაგრამ გიორგი მაინც არ წასულიყო და გოგონას შორიდან თვალს ადევნებდა.
აშკარად,ძალიან მოსწონდა ნატალია.რაღაც განსაკუთრებულად ხიბლავდა ეს გოგონა,მაგრამ ეს უკვე დავიწყებული ჰქონდა გოგონას..მისი გული სხვას ეკუთვნოდა და განა გიორგის გრძნობებს მისთვის რამე მნიშვნელობა ჰქონდა?თვითონაც მოსწონდა,მაგრამ ისეა არა,როგორც ბიჭს.მხოლოდ მეგობრად მიაჩნდა ის და მეტი ვერაფრის იმედსაც ვერ მისცემდა.
გიორგი იჯდა და უყურებდა ერთი შეხედვით ბედნიერ ოჯახს..პატარას,მაგრამ ბედნიერს..
„ნატალია გასაოცარი გოგონაა“-მხოლოდ ეს აზრი ტრიალებდა მის გარშემო.
მეორე დღეს ნატალიას იგივე მდგომარეობაში გაეღვიძა.მის მშობლებს კვლავ ეძინათ.სკამიდან ადგა და თვალი მოავლო გარემოს,რომელიც ახლა სულ სხვანაირი ეჩვენა.
მხოლოდ ახლა შენიშნა გიორგი,რომელმაც კვლავ ეძინა.


პირველ რიგში,მოგესალმებით ყველას...
მინდა მადლობა გადაგიადოთ მათ,ვინც კითხულობს და ვისაც აინტერესებს...
მინდა იცოდეთ,რომ მიყვარხართ და ისიც მინდა იცოდეთ,რომ ამ ისტორიაზე თქვენი აქტიურობით საშნალდ უკმაყოფილო ვარ.მინდა იცოდეთ,რომ თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია და ასეთი ძნელი არაა,რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი,მგონი.
საერთოდ,რომ ვთქვა კმაყოფილი ვიყავი როდელიმე ისტორიაზე გამოხმაუურებითო,ეგეც ტყუილი იქნება.უბრალოდ ის არის,რომ ჩვენ ვქმით საიტს,მაგრამ ეს იმას არ ნიNშავთ,რომ თქვენ არა...თქვენ ქმნით,რადგან თქვენ ხართ ასე ვთქვათ საზოგადოება,რომლის წინაშეც წარვადგენთ ნამუშევრებს..ასე რომ საჭიროა თქვენი აქტიურობა...ბევრჯერ მითქვამ და კვლავ ვიმეორებ,რომ როცა რამეს წაიკიტხავთ,შეძების და გვარდას.დააფიქსირეთ აზრი...
გრძელი კი გამომივიდა მონოლოგი,მაგრამ არაუშავს.
მოკლედ მადლობა ყურადღებისთვის.
გკოცნით.



№1  offline წევრი Anuuc^.^

ძალიან მომწონს ეს ისტორია და შენზე ხოო საერთოდ ვგიჟდები❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Anuuc^.^
ძალიან მომწონს ეს ისტორია და შენზე ხოო საერთოდ ვგიჟდები❤

მადლობა დიდი.. love

 


№3  offline წევრი ninaka)))

ერთი შენიშვნა მაქვს შენთან ცოლის დედა მამაკაცისთვის არის სიდედრი და არა დედამთილი ცოტა ცუდად მომხვდა თვალში ამიტომ გავამახვილე ყურადღება :) რაც შეეხება ისტორიას ძალიან მომწონს, შენც უდაოდ ნიჭიერი გოგო ხარ! წარმატებები <3 <3 <3

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ninaka)))
ერთი შენიშვნა მაქვს შენთან ცოლის დედა მამაკაცისთვის არის სიდედრი და არა დედამთილი ცოტა ცუდად მომხვდა თვალში ამიტომ გავამახვილე ყურადღება :) რაც შეეხება ისტორიას ძალიან მომწონს, შენც უდაოდ ნიჭიერი გოგო ხარ! წარმატებები <3 <3 <3

უი,როგორ შემეშალა.
მადლობა,რომ მოგხვდა თვალში.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent