შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარის ქალი (8)


24-06-2015, 15:47
ავტორი gijka13
ნანახია 4 457

რატი ხარბათ ისუნთქავდა ბელას თმის სურნელს, გაკვირვებულები უყურებდნენ ნატა და სალომე, ვერ გაეგოთ რა ხდებოდა, ბოლოს ბელამ დაიწყო.
-ზაფხულობით რაჭაში დავდიოდი ხოლმე, ბავშვობიდან, იქ ერთი ბავშვობის მეგობარი მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარდა, სულ ერთად ვიყავით და ერთმანეთს ვიცავდით, უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით, როცა ზაფხული მთავრდებოდა ძალიან ვიწყენდით, მაგრამ ტელეფონის საშუალებით მაინც ვეხმიანებოდით ერთმანეთს.
-მერე?
მოუთმენლობა დაეტყო სალომეს.
-მერე ბებია გარდამეცვალა და რაჭაში აღარ ჩავსულვარ,
-გააგრძელა რატიმ. -მაშინ 15 წლის ვიყავი, ბელა 10-ის, დაკრძალვის დღეს ვეჩხუბე, იმიტომ რომ აღარ ვაპირებდი რაჭაში ჩასვლას და არ მინდოდა მოვნატრებოდი, ვიცოდი რამდენჯერაც იმ სახლს ვნახავდი ცუდად ვიქნებოდი, ბებია ძალიან მიყვარდა და ყველაფერი რაც მას მახსენებდა გულს მტკენდა.
-მე ვერ გიცანი...
თავი დახარა ბელამ.
-მე როგორც კი დაგინახე იმ წამსვე გიცანი, შენს წითურ თმას და თვალებს რა დამავიწყებდა, თან სახელიც და გვარიც დაემთხვა.
-მეც მეცნობოდა სახელი და გვარი, თუმცა იმდენად გაბრაზებული ვიყავი შენზე ვცდილობდი დამვიწყებოდა.
-ჩემი ბუტია გოგო. მოდი ჩემთან.
ბელა კიდევ ერთხელ მაგრად ჩაეხუტა უფროს ალავიძეს.
-ო კარგით ახლა გეყოფათ სად ვაკავო ამის ცრემლები.
აბუზღუნდა გეგა და თითით ნატაზე მიათითა რომელიც ხმამაღლა სლუკუნებდა.
-ნაჭყეპიანი, ჩემ ნერვებზე თამაშობ.
კბილები ააღრჭიალა ნატუკამ.
-ნუ ალესე გოგო კბილები სულ ჭამაზე როგორ ფიქრობ.
დასცინა გეგამ.
-იცი რას გიზავ? იცი...
-რას ?
-რას და...
-ხო რას რას?
-ლიანდაგებზე დაგაკოჭავ და გემით გადაგივლი.
ყველამ ნაყინის ჭამა შეწყვიტა და გულ ამომჯდარი სიცილი დაიწყეს.
-ბოლოს და ბოლის შემოხვალთ სამშვიდობოს?
ახლაღა გაახსენდა სალომეს წვიმაში მდგარი რატი და ბელა.
-უი ხო ვიღას ახსოვდა.
მხიარულად თქვა ბელამ და გადახურულს შეაფარეს თავი.
-თქვენ თუ არ გამოიცვალეთ გაცივდებით.
მიანიშნა გეგამ სველ ტანსაცმელზე.
-მართალია კნუწიკ... გამოიცვალე გაცივდები,
უთხრა რატიმ ბელას.
(ბავშვობაში რატი ბელას კნუტს, კნუწიკს ან კნოპკას ეძახდა მოფერებით, რადგანაც ბელა პატარა იყო.)
-კნუწიკ... მახსოვს როგორ დამცინოდი შენზე 5 წლით პატარა რომ ვიყავი...
გადაიკისკისა ბელამ.
-ყოჩაღ, ყოჩაღ, აბირჟავებთ?
თავზე დაადგა მაიორი რიგითებს. ყველა ფეხზე წამოხტა და ჩესტი აიღეს.
-ბატონო მაიორო...
დაიწყო რატიმ მაგრამ დამიანმა სიტყვა შეაწყვეტინა.
-არ მაინტერესებს ვისი იდეა იყო, ესეიგი არ იძინებთ და ენერგიასაც ვარჯიშისთვის არ ინახავთ? კარგით, ჩახტა გუბეში!
იყვირა დამიანმა და თან ორ ალავიძეს უყურებდა.
-რიგითო...
გვარი დაავიწყდა დამიანს.
-ალავიძე
შეახსენა რატიმ და ჩესტი აიღო.
-შენც?
-დიახ მაიორო.
გაეჭიმა რატი.
რაღა დაგიმალოთ და დამიანს ესიამოვნა, რომ რატიც ალავიძე იყო, საშინლად ეჭვიანობდა მასზე და ახლა ეჭვიანობის საბაბიც აღარ ჰქონა.
-ალავიძე!
ახლა ორივე გაიჭიმა, ბელაც და რატიც.
სუყველას გაეცინა.
-არა არა რაღაც უნდა მოვიფიქროთ.
თქვა დამიანმა.
-რა?
იკითხა ბელამ.
-როგორმე ხო უნდა მიგახვედროთ რომელს გეძახით.
დაფიქრდა დამიანი.
რამოდენიმე წუთის მერე სახე გაუბრწყინდა, ბელას მიუბრუნდა და უთხრა.
-შენ დღეიდან ველურს დაგიძახებ.
-შენ რა დამცინი?
ხმას აუწია ბელამ.
-ენის შეტლიკინებაზე დილას რა გითხარი?
-მომისმინე "ბიჭო"
მახვილი დაარტყა ბელამ ამ სიტყვას და თან მაიორს მიუახლოვდა და სახეში მიაყარა სათქმელი.
-აქ რომ მოვედი არავის უთვამს მაიორი ზედმეტ სახელებს შეგირჩევთო, მითუმეტეს ასეთს, გვარი მაქვს და სახელი მაქვს შეგიძლია სახელით მომმართო!
იყვირა ბელამ.
-ახლა შენ მომისმინე "გოგო"
იმავე გაიმეორა მაიორმაც.
-აქ რომ მოხვედით არავის უთქვამს ჩემთვის ორი ალავიძე გეყოლებაო, აქ 4 წლის განმავლობაში ყველა ჩემი საკუთრება ხართ და რასაც მინდა იმას დაგიძახებთ და სანამ უარესი სახელი არ მომიფიქრებია უკან დაიხიე.
დაასრულა დამიანმა.
ბელა გაცეცხლებული უყურებდა, რატის ეცინებოდა, სიბრაზის მაგივრად ეცინებოდა ბელას საქციელზე.
-ბატონო მაიორო.
მიმართა რატიმ მაიორს.
-გისმენ ალავიძე.
-იქნებ მე დამარქვათ ზედმეტ სახელი...
-ხო კარგი არ გაქვს რამე ზედმეტ სახელი?
-რაჭველო.
გულმოსულმა ამოიბუტბუტა ბელამ.
-რა?
ჩაეკითხა დამიანი.
-რაჭველოს ეძახიან მეგობრები.
-შენ რა იცი?
-შენ წინ ჩემი ბავშვობის ძმაკაცი დგას და შენი აზრით არ მეცოდინება?
ნიშნის მოგებით უთხრა ბელამ.
-გასაგებია. აბა ყველა გუბეში!
-მაიორო ნაყინს ხო არ ინებებთ?
იაზოთ შესთავაზა გეგამ ნაყინი.
-ნაჭყეპიანი შენ კიდე კაი ბიჭობას აწვები?
ირონიულად ჰკითხა დამიანმა.
-ვინ გაცდის.
გაეცინა გეგას.
ყველანი გუბეში შევიდა და დაიწყო ისევ
-ადგა! დაწვა! ადგა! დაწვა!
სამი საათი აწვალა დამიანმა რიგითები,
-მეტი მე არ შემიძლია აწუწუნდა ნატუკა.
-შეგიძლია,
ამხნევებდა ბელა.
-რიგითო ნაკაშიძე ადექი!
მიმართა ნატას მაიორმა, ნატაც ადგა.
-გისმენთ ბატონო მაიორო.
-მზად ხარ წახვიდე?
ნატამ ბელას გახედა და თავი მაღლა აწია.
-არა!
-მზად ხარ დატოვო ქვეყნის სამსახური?
-არა!
-ხო და დაწვა! ადგა! დაწვა! ადგა!
როგრც იქნა დასრულდა რიგითების ტანჯვა წამება.
-შეგიძლიათ წახვიდეთ, დაისვენეთ ხვალ რთული დღე გელით. ალავიძე შენ დარჩი.
-რა ? რატომ?
-ენის ტლიკინისთვის უნდა დაისაჯო, შენ ვარჯიშს გააგრძელებ.
-მაშინ მეც დავრჩები.
კატეგორიულად თქვა რატიმ.
-შენ არაფერი დაგიშავებია.
გაიკვირვა დამიანმა.
-რატი წადი.
სთხოვა ბელამ.
-არა.
-რატი გთხოვ.
-არა მეთქი და მორჩა.
გაცეცხლდა რატი.
დამიანი დაფიქრებული უყურებდა "რაჭველოს" ასეთ საქციელს, თანდათან მოსწონდა ეს ბიჭი.
-შენ არაფერი დაგიშავებია.
გაუმეორა დამიანმა.
-დავაშავე.
უპასუხა რატიმ.
-რა დააშავე?
-რატი გაჩუმდი.
შეევედრა ბელამ
-რა დავაშავე და ბრძანებას არ ვემორჩილები.
ბელამ შვებით ამოისუნთქა, ეგონა რატი იმის თქმას აპირებდა, აკადემიის გარეთ რომ იყო გასული.
-მეგონა იმას იტყოდი გალავანს იქეთ რომ იყავი გადასული.
აღნიშნა დამიანმა.
ბელა სახეზე გაშრა. რატის გაეღიმა.
-თუნდაც.
უპასუხა რატიმ.
-შენ საიდან იცი?
ჰკითხა ბელამ დამიანს.
-სულელი არ ვარ მე ყველაფერს ვხედავ, ისე ნაყინები აქ არ მოფრინდებოდა.
-აჰა... ახლა რას აპირებ?
-არაფერს რამე უნდა დავაპირო? ამდენ ლაპარაკს სჯობს ვარჯიში დაიწყოთ უფრო ადრე დაამთავრებთ და ძილისთვის დრო დაგრჩებათ. თანაც თქვენ ორი აქ საუკეთესოები ხართ და არ მინდა ეს შეიცვალოს.
ბელას გაეღიმა.
ორი საათით დამატებით ივარჯიშეს, ხუთივემ, რადგანაც არც დანარჩენებმა დატოვეს მეგობრები, მიუხედავად იმისა, რომ ნატა წუწუნებდა ახლა უფრო მონდომებით ვარჯიშობდა.
დაიშალნენ, ორი საათი დარჩათ ძილისთვის. დაღლილები გაწუწულები დავარდნენ საწოლებზე გამოცვლის თავიც არ ჰქონდათ, ნატამ და სალომემ ტანსაცმელი გაიხადეს მაგრამ ბელა სხვებზე დაღლილი იყო, მას უფრო მეტი ვარჯიში უწევდა ისევე როგორც რატის.
ტანსაცმლის გახდის თავი აღარ ჰქონდა და პირდაპირ სველი ტანსაცმლით დაეძინა.
დილით დამიანი ჯარისკაცების გაღვიძებას შეუდგა.
ბიჭები გააღვიძა ახლა გოგოებთან შევიდა. გაუკვირდა ბელა ფეხზე რომ არ დახვდა და კიდევ ეძინა, მაგრამ ეს გადაღლას დააბრალა.
-აბა გოგოებო გაიღვიძეთ.
ყველას გაეღვიძა მარტო ბელა არ იღვიძებდა.
-ალავიძე არ გესმის შენ?
ხმას აუწია დამიანმა.
-ალავიძეთქო!
უკვე ნერვებმა უმტყუნა.
ბელას საწოლთან მივიდა და პლედი გადააძრო, შეამჩნია, რომ გუშინდელი ფორმა ეცვა, უცბათ შუბლზე მიადო ხელი, ალავიძე სიცხისგან იწვოდა.
-ფუ ამის დედა***ეცი ჩემი ბრალია.
-რა მოხდა?
შეშინებული მივარდა ნატა, მას სხვა გოგოებიც მიჰყვნენ.
-სიცხე აქვს.
ხელში აიყვანა დამიანმა ბელა და მედ პუნქტისკენ წაიყვანა.
-მედდა სად არის?
-დღეს არ არის თქვენ არ გაანთავისუფლეთ?
უპასუხა მდივანმა.
-შემცლელი არ უნდა მოსულიყო?
-ჯერ არ მოსულა.
-თქვენ სულ გააფრინეთ? ამ დროის მანძილზე ვინმეს რამე რომ მოსვლოდა? ამაზე მერე დაგელაპარაკებით. კარი გამიღე.
უბრძანა დამიანმა. მდივანმა მთავარი კარები გააღო. დამიანმა ბელა გაიყვანა და თავის მანქანაში წინა სავარძელზე დააჯინა, უსაფრთხოების ღვედი შეუკრა და თვითონ საჭესთან მოთავსდა.
-ნუ გეშინია პატარავ, არაფერი მოგივა მე შენს გვერდით ვარ.
ამხნევებდა გზაში.
ცოტახანში საავადმყოფოც გამოჩნდა, დამიანმა მანქანა გააჩერა, ბელა გადმოიყვანა და სასწრაფოდ საავადმყოფოში შეირბინა.
-ექიმი!
ყვიროდა საავადმყოფოს ფოიეში. ექიმებმაც არ დააყოვნა.
-რა დაემართა?
იკითხა ექიმმა.
-მაღალი სიცხე აქვს, სველი ტანსაცმლით ეძინა.
ირგვლივ ხალხი ინტერესით ათვალიერებდა ორ ფორმიანს, განსაკუთრებით კი გოგონას რომელიც საკაცეზე იწვა და გასასინჯად მიჰყავდათ პალატისკენ.
-თქვენ გარეთ დაგველოდეთ, კარგი იქნება თუ მშრალ ტანსაცმელს მოიტანთ გოგონასთვის.
-კარგით ტანსაცმელს ვიყიდი და მოვალ.
-კარგით არ ინერვიულოთ საშიში არაფერია რახან აქ მოიყვანეთ.
-კარგით.
დამიანი გარეთ გავიდა მანქანაში ჩაჯდა და ქალაქისკენ წავიდა. მალევე ტანსაცმლის მაღაზიაში იდგა და მაისურს არჩევდა.
-შემიძლია დაგეხმაროთ?
ჰკითხა იქვე მომუშავე გოგონამ.
-დიახ ქალის ტანსაცმელს ვეძებ.
-როგორი აღნაგობისაა ან რა სტილის გნებავთ
-როგორ გითხრათ...
დამიანმა მაღაზიას თვალი მოავლო და საკმაოდ სექსუალური აღნაგობის გოგონაზე შეაჩერა მზერა,
-აი ზუსტად ამ გოგონას ტანისაა ოღონდ უფრო მაღალი, ჩემზე ცოტათი დაბალია
-კარგი ტანი ჰქონია.
შენიშნა გოგონამ.
-ხო ლამაზია.
-კარგით თუ ლამაზია აი ეს თეთრი სარაფანი და ჯინსის კურტკა უფრო გაალამაზებს.
გაუღიმა გოგონამ.
დამიანს საკმაოდ დახვეწილი გემოვნება ჰქონდა და გოგონას არჩევანი ძალიან მოეწონა,
-მშვენიერი არჩევანია
აღნიშნა დამიანმა.
-მადლობთ.
-მაგრამ იცით რა მინდა?
-რა?
-იყოს მაგ მოკლე კაბა და ჯინსის კურტკა მაგრამ დაბალ ყელიანი ჩექმა მოუხდებოდა ყავისფერი.
-საკმაოდ კარგი გემოვნება გაქვთ.
გაეცინა გოგონას.
-გვაქვს ასეთი.
დამიანმა ყველაფერი იყიდა, მანქანაში ჩააწყო და საავადმყოფოში დაბრუნდა.
-როგორ არის?
ჰკითხა ბელას პალატასთან მდგარ ექიმს.
-უკეთესად არის, მაგრამ დღეს უნდა დაისვენოს, ცხელი წვნიანები და სასმელები მიიღოს.
-კარგით ამაზე პირობას მე ვდებ რომ მოვუვლი.
-კარგია თქვენნაირი მეუღლე.
-რა?
-თქვენს ცოლს გაუმართლა თქვენნაირი ქმარი რომ ჰყავს.
-იცით ჩვენ...
-ექიმო პაციენტი გელოდებათ.
გააწყვეტინა დამიანს ექთნის შეძახილმა რომელიც ექიმს იხმობდა.
-ხო მართლა შეგიძლიათ თქვენი ცოლი მოინახულოთ,
მოაძახა უკვე წასულმა ექიმმა დამიანს.
-კარგით მადლობთ.
ცოლი... ცოლი...
იმეორებდა დამიანი გულში. პალატაში შესულს ბელა კიდევ მძინარე დახვდა.
-რა ლამაზი ხარ მძინარე.
ჩასჩურჩულა ყურში.
ბელამ თვალები გაახილა.
-გამარჯობა.
უთხრა დამიანმა.
-გამარჯობა
გაუღიმა ბელამ.
-როგორ ხარ?
-კარგად, მაგრამ სად ვარ?
ჰკითხა ბელამ უცხო გარემო რომ შეამჩია.
-საავადმყოფოში, მაღალი სიცხე გქონდა, სველი ტანსაცმლით როგორ დაიძინე?
გაუჯავრდა დამიანი.
-ძალიან დაღლილი ვიყავი და იმ წამსვე დამეძინა.
-ჩემი ბრალია, მაპატიე...
შუბლზე აკოცა დამიანმა.
-შენი ბრალი რატო?
-არ უნდა დამეტვირთეთ ასე ძალიან.
-რატი...
-რა?
-რატი ინერვიულებს, გოგოები...
-ხო მართალია.
-ძალიან გთხოვ დამარეკინე.
-კარგი მოიცა.
დამიანმა ტელეფონი ამოიღო ნომერი აკრიბა და მიმღებ ცენტრს დაუკავშირდა.
-გამარჯობა ეკა
-.............
-რატი ალავიძე მომიძებნეთ ლაპარაკი მინდა.
-............
-კარგი 15 წუთში დავრეკავ.
დამიანმა ტელეფონი გათიშა.
-15 წუთში დაგალაპარაკებ, მოძებნიან.
-კარგი, მადლობა.
-ხო მართლა დღეს ჩემთან დარჩები.
-რა?
-შენთვის აუცილებელია თბილი საჭმელი და ბევრი თბილი სასმელი, არც აქ და არც აკადემიაში ამის საშუალება არ არის ამიტომ ჩემს ბინაში წაგიყვან.
-არა აკადემიაში დამაბრუნე შენთან არ წამოვალ.
-ვინმე გეკითხება? მე ჯარის კაცი მჭირდება და არა თხიპიანი ქათამი.
მკაცრად მიაყარა დამიანმა, მერე ტელეფონი აიღო და მიმღები ცენტრის ნომერი აკრიბა.
-ეკა იპოვეთ?
-.............
-კარგი.
დამიანმა ტელეფონი ბელას მიაწოდა.
-ალო რატი...
-ბელა სად ხარ? რა გჭირს? რა მოხდა?
-არ ინერვიულო მაღალი სიცხე მქონდა გუშინ სველი ტანსაცმლით დამეძინა და ახლა საავადმყოფოში ვარ.
-რა? როგორ ხარ? ვინ არის შენთან?
-დამიანია. უკეთესად ვარ არ ინერვიულო დღეს აქ მტოვებენ ხვალ დილით დავბრუნდები.
-გოგოები და გეგა ძალიან ნერვიულობენ.
-გადაეცი რომ კარგად ვარ ალავიძე.
-კარგი კნოპკა მალე გამოჯანმრთელდი, ძალიან მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ რაჭველო.
-ტელეფონი დამიანს მიაწოდე.
უთხრა რატიმ. ბელამ ტელეფონი დამიანს მისცა.
-ალო
-ბატონო მაიორო.
-გისმენ რიგითო.
-ძალიან გთხოვთ გაუფრთხილდით და მარტო არ დატოვოთ.
-რა სისულელეა არასოდეს.
-კარგით მადლობა.
-არაფრის.
დამიანმა ტელეფონი გათიშა.
-ტანსაცმელი სკამზე დევს, იმედია მოგეწონება, ჩაიცვი და გამოდი ფოიეში გელოდები.
-ტანსაცმელი საიდან?
-რა მნიშვნელობა აქვს, ჩაიცვი.
-კარგი.
ბელა მოემზადა თეთრი სარაფანი ჩაიცვა, ჯინსის კურტკაც მოიცვა, ჩექმები ჩაიცვა და ფოიშე გავიდა.
დამიანი პირველად ხედავდა ბელას ჩვეულებრივ ტანსაცმელში და არა ფორმაში, საოცრად ქალური მოეჩვენა დამიანს ბელა და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა მასში ის უცნობი გრძნობა, რონელსაც ვერ ხსნიდა.
-წავედით?
ჰკითხა ბელამ.
-პო... წავედით
მანქანაში ჩასხდნენ, 15 წუთში მანქანა დამიანის ბინის სადარბაზოსთან გაჩერდა.
-გადმოდი.
უთხრა დამიანმა ბელას და კარი გაუღო.
ბელაც გამდოვიდა.
დამიანმა საბარგული გააღო და ცელოფნები ამოიღო.
-დაგეხმარები...
ხელი გაუწოდა ბელამ.
-არა არ მინდა მე თვითონ.
-მხარი..
მიუთითა ბელამ ჯერ კიდევ მოუშუშებელი მხრისკენ.
-არ გესროლა და არ ინერვიულებდი ახლა.
მიახალა დამიანმა.
-ღირსი იყავი და სულაც არ ვნერვიულობ.
გაიბღურა ბელამ.
-ავედით.
ლიფტში შევიდნენ.
-მეცხრეს დააწექი.
ბელამ მეცხრე ღილაკს დააწვა და ლიფტიც დაიძრა.
ლიფტი გაიღო, დამიანმა ბინის კარები გააღო.
-შემოდი.
ალავიძემ ბინა მოათვალიერა, ძალიან სუფთა ბინა იყო, აი ამას კი ნამდვილად არ მოელოდა, მარტო მცხოვრები კაცის კვალობაზე ყველაფერი ბზინავდა.
-დაჯექი.
სთხოვა დამიანმა.
-არ იყო საჭირო.
-რომ არ ყოფილიყო აქ არ ვიქნებოდით.
ორი დღე აქ იქნები, აკადემიაში ყველაფერს მე მოვაგვარებ.
-აბა ერთი დღეო?
წამოიყვირა ბელამ.
-ბოლომდე უნდა გამოჯანმრთელდე.
-ხო კარგი კარგი.
-ახლა გაიხადე და დაწექი.
-უკვე?
-კი პატარა ქალბატონო.
-ასე ნუ მეძახი თორე წავალ.
-აბა სცადე.
დაემუქრა დამიანი.
ბელა კარისკენ წავიდა, დამიანმა ხელი დასტაცა ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წაიყვანა.
-რას აკეთებ შე დეგენერატო დამსვი.
დამიანმა ალავიძეს ფეხზე გააძრო მერე ჯინსის მოსაცმელი, საწოლის გადასაფარებელი გადასწია და ბელა საწოლზე დააწვინა, მერე გადასაფარებელი კარგად გადააფარა, კარადა გამოაღო, იქედან მისი თეთრი მაისური გამოიღო და ესროლა.
-ეს ჩაიცვი საწოლში. მე წვნიანს მოვამზადებ და მოვალ.
ეს თქვა და სამზარევლოში გავიდა, ბელა კიდე გაოცებული დატოვა.
ალავიძემ დამიანის მაისური ჩაიცვა,,
-მშვენიერი მოკლე კაბაა.
თქვა და სარკის წინ დატრიალდა.
დამიანი ამ დროს კარებთან იდგა და შეუმჩევლად ნამდვილად არ დაუტოვებია ბელას გრძელი გარუჯული ფეხები.
-ზღვაზე დიდხანს იყავი ამისთვის?
ჰკითხა ცინიკურად დამიანმა.
-არა ასეთი ფერის კანი მაქვს.
იაზოდ მიაყარა ბელამ და საწოლში მოთავსდა.
დამიანმა წვნიანი გააკეთა და ბელას საწოლში მიუტანა.
-არ მიყვარს წვნიანი.
ტუჩები მობუსხა ბელამ.
-უნდა ჭამო. და საერთოდ ასეთი საყვარელი თუ იყავი რატო არ ამჟღავნებდი?
მობუსხულ ტუჩებზე მიუთითა დამიანმა.
ბელამ ტუჩები უცბად გაასწორა და ჭამა დაიწყო, სამი კოვზის ჭამის მერე აწუწუნდა ვეღარ ვჭამ რაამბავია აღარ შემიძლიაო რაზეც დამიანი გაბრაზდა და არ ელაპარაკებოდა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, დამიანი თავის ოთხში წავიდა დასაძინებლად ბელას უკვე ეძინა.
შუა ღამე იქნებოდა როცა ბელა ჭექა-ქუხილის ხმამ გააღვიძა. ეს ერთადერთი რამე იყო რისიც ბელას ეშინოდა, თან ძალიან. კივილი დაიწყო და დამიანის ოთხში შევარდა.
-დამიან! დამიან!
-ხო ხო რაიყო? რა მოხდა?
დაფეთებული წამოვარდა დამიანი.
-გრუხუნეებს.
ტუჩები მობუსხა ბელამ.
-რა? ვინ სად გრუხუნებს?
კიდევ ერთხელ დაიქუხა ჭექა-ქუხილმა და ბელამ კივილით შეხტა დამიანის ლოგინზე და ისე მაგრად მოეხვია ლამის ძვლებში დაამტვრია.
დამიანს სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს შე იდიოტო მეშინიაა.
ტირილი დაიწყო ბელამ.
-შენ რა ტირიხარ?
გაოცებულმა ააწვინა თვი ბელას დამიანმა.
-მართლა ძალიან მეშინია ჭექა-ქუხილის.
კიდევ მობუსხა ტუჩები ბელამ.
-კარგი დამშვიდდი არაფერია საშიში მოდი ჩემთან.
-არა!.
კატეგორიულად განაცხადა ბელამ.
-ხო და იჯექი მანდ.
დამიანი გადაბრუნდა და თავზე ბალიში დაიფარა, ამდროს უფრო ძლიერად დაიქუხა.
-დამიან!.
იკივლა ბელამ.
-ხო ხო აქავარ დამშვიდდი გადმობრუნდა დამიანი და მაგრად ჩაეხუტა.
-მოდი ჩემთან.
თავისკენ მიიხუტა და საბანი დააფარა.
-არაფერია გაივლის დამშვიდდი. რას წარმოვიდგენდი თუ ველურ და ძლიერ ალავიძეს ჭექა-ქუხილის ეშინოდა.
-ნუ დამცინი.
-ხო ხო კარგი დაიძინე.
მხურვალედ აკოცა შუბლზე გოგონას და მაგრად მოეხვია.



№1  offline წევრი nigita

ძალიან კარგი იყო :D

 


№2  offline წევრი gijka13

nigita
ძალიან კარგი იყო :D

ყველანაირად ვცდილობ, მადლობა:-*

 


№3  offline წევრი ninonino7500

უმაგრესია ^_^ მალე დადე რა ერტი სული მაქვს როდის წავიკიტხავ სჰემდეგ ტავს <3

 


№4  offline წევრი Tako Gogelia

მომეწონაააააააა

 


№5  offline წევრი gijka13

ძალიან დიდი მადლობა იმედებს არ გაგიცრუებთ:-)

 


№6  offline წევრი ტასიკო

რა მაგარიააა,რა საყვარლები არიან ,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent