შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 18


24-06-2015, 22:22
ავტორი ნათი_
ნანახია 2 952

მხოლოდ ლუკას ერთი ჩახუტებისთვის ღირდა ცხოვრება. საღამოს, როცა შენობაში ვბრუნდებოდი, უკვე შესასვლელში მელოდა, ძიძას ხელიდან დაუსხლტებოდა და პატარა ფეხებით, მთელი ძალით მორბოდა, რომ ჩამხუტებოდა.
–მადლობა რომ ყურადღება მიაქციე–გავუღიმე ძიძას–გაჭირვეულდა?
–ოჰ მადლობა მე კი არა მადონას ეკუთვნის–იმანაც ღიმილით მიპასუხა–დამიჯერე, ის რომ არა, აქ ვერ გავაჩერებდით. ხომ გესმის, სულ თქვენთან ერთად იყო და ახლა უცბათ ყველა ქრებით. ბრაზობს ხოლმე.
–ეჩხუბები ხოლმე გოგოებს?–საყვედურით მივუბრუნდი ლუკას, ჩემი კითხვა დააიგნორა და ხელში აწრიალდა, ისევ კარისკენ იყურებოდა. რათქმაუნდა, მათეს ელოდება. ოფისი სადაც ის მუშაობს, შედარებით შორსაა, ამიტომ ჩემი მოსვლიდან დაახლოებით 15–20 წუთში ბრუნდება.
–საჭმელი ჭამა?–ისევ ძიძას შევხედე
–აი ახლა უნდა ჭამოს წესით.
–კარგი, მე ვაჭმევ.
მათეს დაბრუნების შემდეგ ლუკას არავინ აღარ სჭირდებოდა. გამოცვლის და დასვენების საშუალებას არ აძლევდა. მათე მისაღებში, დივანზე გადაესვენებოდა ხოლმე, ლუკა კი ფეხებიდან კისრამდე და კისრიდან ფეხებამდე დაღოღავდა. ამ შენობაში ისედაც წესებით ვიყავით შეღუდული, ლუკა თავის წესებს გვიდგენდა. მაგალითად, საღამოს მარტო მათეს ხელიდან ჭამდა. სხვას არავის, არც მე, კოვზს არ გვაკარებდა. უკვე მაეჭვიანებდა მათი ურთიერთობა :დ სამაგიეროდ, თუ ჩემს საწოლში არ ამობობღდებოდა ისე არ იძინებდა, არ ვიცი თავის საწოლს რას უწუნებდა. მის დასაძინებლად დიდი ცერემოიები არ იყო საჭირო. ცოტახანს თმებზე მეთამაშებოდა, ან ღუღუნებდა და მერე იძინებდა. მაგრამ აქაც იყო გართულებები.
–ლუკა რატო არ ისვენებ? ნორმალურად დაწექი და დაიძინე–აჯუჯღუნდა, ცოტახანს საწოლში იწრიალა და ბოლოს გადაძრომა სცადა
–სად მიდიხარ?!–ვეცადე უკან დამებრუნებინა მაგრამ აღრიალდა. საშინლად დაღლილი ვიყავი, ვიფიქრე ცოტას ირბენს ოთახში და უკან დაბრუნდებათქო. გეზი პირდაპირ კარისკენ აიღო და სახელურს წაეტორტმანა
–ლუკა შენ პატარა ხარ, მაგას ვერ მიწვდები.–ისე ავუხსენი თითქოს გაიგებდა, თუმცა რატომაც არა, აქ პატარას ენაზე არავინ ელაპარაკებოდა. „ბუა“ „ფია“ და მსგავს რაღაცეებს არ ვიყენებდით. ისე ველაპარაკებოდით როგორც დიდს. არ ვიცი, რატომ.
უკან დაბრუნდა. „როგორც იქნა, მგონი გადაწყვიტა დაიძინოს“ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. თმებზე მომქაჩა და კარისკენ ჯუჯღუნით მიმითითა.
–აჰ არა, არა, მე არ ავდგები, მეძინება.–ვინ დაგაძინებდა, ჯუჯღუნი არ შეწყვიტა, სანამ მისკენ არ გადავბრუნდი.–რა გინდა ლუკა? გარეთ გინდა? კარგი წავალთ, ცოტას გავისეირნებთ, უკან მალე დავბრუნდებით და მერე შენ დაიძინებ! კარგი?–არამგონია გაეგო რა ვუთხარი მაგრამ მიხვდა რომ თავი უნდა დაექნია. რომ ავდექი სახე გაუბრწყინდა. კარი გავაღე, ისიც დინჯად გაუყვა დერეფანს. ნეტა როგორი სანახავია: ღამის თორმეტ საათზე, ყველას ძინავს, პიჟამაში გამოწყობილი დედა–შვილი სუსტად განათებულ დერეფანში სეირნობენ.
–უკან დავბრუნდეთ–ვუთხარი როცა კიბეს მივადექით, გამიმართლა, თურმე კიბეზე ჩასვლას თვითონაც არ გეგმავდა, მკვეთრად შემობრუნდა და პირდაპირ მათეს ოთახისკენ წავიდა.
–აჰ არა ვაჟბატონო! უკვე ზედმეტი მოგდის. აბა ჩქარა საძინებელში!–ხელში ავიტაცე და ჩემი ოთახისკენ წავედი. ატირება არ დააგვიანა.–უკვე მაბრაზებ, გაჩუმდი!–ნამდვილად არ აპირებდა.
–რა ხდება?–კარი გაიღო და მათეს ნამძინარავი ხმა გავიგონე–რამე ხო არ სტკივა?
–არა, არაფერი, სეირნობა მოუნდა.
–მამა–აცრემლებული თვალები გაუბრწყინდა ლუკას და მათესკენ გაიწია.
–მოდი მამა.–ბავშვი გამომართვა და შიშველ მკერდზე მიიხუტა. ისიც იმ წამსვე გაყუჩდა.
–ოჰ მისი მხსნელი ხარ.–გავუღიმე–მემგონი შენთან უნდა დაძინება
–ჩემთან დარჩეს ამ ღამით.
–კაი, მაშინ მე წავალ დავიძინებ.
–კაი–ოთახისკენ გამოვბრუნდი, „ბედნიერი დასასრული, ახლა ყველა დავისვენებთ.“ მაგრამ... უკნიდან ჯუჯღუნის ხმა შემომესმა.
–დეედა–„აი ახლა ამას ნამდვილად მოხვდება“, მისკენ შევტრიალდი, საწყალი თვალებით მომჩერებოდა, ხო ეს მამასაც და შვილსაც კარგად გამოსდით. მაგრამ უკვე გამომიმუშავდა იმუნიტეტი, რომ ამას გავუმკლავდე.
–უკვე ძალიან დამღალე!–მკაცრი ტონით ვუთხარი, ქვედა ტუჩი გამობურცა და სახე დაემანჭა
–კაი ნუ ეჩხუბები ბავშვს, მგონი უნდა რო შენც ჩვენთან ერთად იყო–მათემ ღიმილით ამომხედა ქვემოდან. „ღმერთო ჩემო, რას ნიშნავს ეს სიტყვები და ღიმილუკები“
–მე კი ძილი მინდა!–გავღიზიანდი– კარგი მოდი ოთახში შეიყვანე. მათე კარისკენ წავიდა, ლუკა ხელში აწრიალდა, მაგრამ კმაყოფილება დაეტყო როცა დაინახა მეც უკან მივდევდი. საწოლზე დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა. ლუკა წამოჯდა, ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და თითები რამდენჯერმე მომუჭა. „არ მოისვენებს, სანამ არ მაკივლებს“ საწოლზე მასთან ახლოს ჩამოვჯექი. კომფორტულად მოთავსდა, ხელით ჩემი თითი დაიჭირა და თვალები მინაბა.
რადგან ერთხელ გამოუვიდა, ამის შემდეგ მიგვაჩვია ერთ საწილში ძილს.
დრო გადიოდა და უფრო ხშირად ვახერხებდი დედასთან დარეკვას, ნელნელა ყველაფერს ვუყვებოდი, სად ვიყავით, როგორ და რატომ. მაგრამ მთავარის თქმა მეძნელებოდა.
–დე როგორ ხარ?
–კარგად თეკლა შენ როგორ ხარ? რა ხდება სამსახურში?
–არაფერი. სიმშვიდეა..მამა როგორ არის?
–რა უჭირს, კარგადაა, მუშაობს დღეს. გვენატრები. იმ დღეს ველოდებით როცა ისევ სახლში დაბრუნდები
–მეც მენატრებით დე, გიორგი რაღაცეებს ამბობს უკვე ამ დღესთან დაკავშირებით. მგონი მალე გამოგვიშვენებ. რაღაც უნდა გთხოვო
–მითხარი, რაც გინდა
–იქნებ მოიკითხო ბინა, ჩემ სამსახურთან ახლოს, გირაოთი ან ქირით.
–რას ამბობ დედა, მე და მამაშენი გადავედით ახალ სახლში, ეს უფრო დიდია ძველთან შედარებით. რათ გვინა ჩვენ ამხელა სახლი, როცა დაბრუნდები, აქ იცხოვრე. ძლივს გნახავთ და ისევ უნდა მიგვატოვო?–„ააჰ რა ძნელია ამის თქმა“
–აღარ მიგატოვებთ, უბრალოდ ყველაფერი ისე აღარ არის როგორც იყო. მარტო აღარ ვარ.
–რას გულისხმობ თეკლა?
–დედა...მე შვილი მყავს.
–შვილი? როგორ თუ...–ვერ წარმომიდგენია ახლა რა სახე აქვს. ჩემი მშობლები ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდნენ:ისწავლი, ჩააბარებ, მუშაობას დაიწყებ, შეგიყვარდება, გათხოვდები და შვილები გეყოლებაო. მე კი იმედების გაცრუების მეტი არაფერი გამიკეთებია.
–ხო, შვილი... ორი წლის ბიჭი მყავს, ლუკა.
–კი მაგრამ, მამა... ვინ არის?
–მათე... ლუკა მათეს შვილია–ჩემი მონაყოლიდან იცოდა მათეს შესახებ. თიტქმის ყველას შესახებ ვუყვებოდი.
–ღმერთო ჩემო... ერთად ხართ? რა ხდება? კიდევ რა არ ვიცი?
–არა ერთად არ ვართ, მათე ზრუნავს თავის შვილზე. ასე მოხდა...
–....
–ეხლა გავთიშავ... არ ვიცი... დედა რა გითხრა.. გაგებას არ გთხოვ... იმედია შეძლებ პატიებას.
მომდევნო დღეებში დარეკვას მოვერიდე. მინდოდა ფიქრის საშუალება მიმეცა. მაგრამ თუ მომთხოვდა საერთოდ აღარ დამირეკოო, ალბათ, გავუგებდი.
ეს არ მოუთხოვია. თავიდან ცოტა გაუცხოვებული და ნაწყენი მელაპარაკებოდა მაგრამ ნელნელა შემირიგდა. მთხოვდა მომეყოლა ლუკას შესახებ, როგორ გამოიყურებოდა, რას სწავლობდა, რას აკეთებდა და ასე შემდეგ. მეც ვუყვებოდი დედას ლუკაზე, ლუკას ბებიასა და ბაბუაზე. ჩემ პატარას მათი ნახვა საოცრად უნდოდა.



№1  offline წევრი Marikuna123

არვიცი როგორ გადმოვცეე ^__________^ უძააანმაგრესია ;დდდ ძალიან მალე ველოდები შემდეგ თავსს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent