ვერეს მსხვერპლი(თავი5)
„აქამდე არ წასულა“-მისკენ გაემართა და შეანჯღრია. -ნატალია...-ბიჭმა თვალები მოიფშვნიტა და გოგონას ახედა. -რატომ არ წახვედი? -ვნერვიულობდი. -მე რა გითხარი? -არ შემეძლო. -ეს არაა გამართლება. -უნდა წასულიყავი? გთხოვ,ნუ მიბრაზდები. გოგონას არაფერი უპასუხია.გვერდით მიუჯდა მას.ხმას არც ერთი იღებდა. -ნატალია-ნანას გაღვიძებოდა და შვილს თვალებით ეძებდა. -დედა-გოგონა ფეხზე წამოდგა. -სახლში წავიდეთ.საქმეებს მივხედოთ-ამირანი ფეხზე წამოდგა და ცოლს ხელი ხელში გაუყარა. -გიორგი შენც წადი-ნატალიას მსუბუქად გადაეხვია და თვალებით აგრძნობინა,რომ მისი მადლიერი იყო. მალე დადგა დაკრძალვის დღე.ზუგდიდში გადაასვენეს ნანი.მის მშობლიურ კუთხეში. ყველაეფრმა ტრადიციულად ჩაირა.იტირეს,იგლოვეს და ნანი შეუერთდა მიწას..გახდა მისი ნაწილი... გავიდა ერთი კვირა და ცხოვრება ისევ ძველებურ რიტმს დაუბრუნდა.ნატალია აგრძელებდა მეცადინეობას და რუტინას არასდროს ღალატობდა...გამოცდებზე,ათი უნდა მივიღო და მასწავლებლებს მაქსიმალურად იყენებდა..ეგონა,ეს ყველაფერი შეაწყვეტინებდა ლუკაზეფიქრებს,მაგრამ ეს არ შეეძლო..კვლავ უძღვნიდა ბიჭს ლექსებს..უყვარდა ადამიანი,რომელმაც არაფერი იცოდა მის არსებობაზე. -ვირტუალური მეგობარი?-თამარი გამოაჯარებდა ხოლმე. -ეგ მაინც რომ იყოს რა უჭირს-ირონიით შეხედავდა ხოლმე ნატალია. -„ფეისბუქზეც“ კი ვერ დაგიმატებია. ამ სიტყვებზე ნატალია აინთო და გადაწყვიტა საპირისპირო ეჩვენებინა თამარისთვის. -ახლა დავამატებ-უპასუხა და მაშნვე გაუგზავნა მეგობრობის თხოვნა... -სიცოცხლე..მმმ-ტუჩები დაპრუწა თამარიმ. -ჩემი სიცოხლეა-გადაიხარხარა ნატალიამ. -ოხ,ნატ,ნატ... -დამამატებს. -მარტოსულ მწერალს დაამატებს და შენი სახელიც კი არ ეცოდინება. -საქართველოში არ ყოფილა ახლა ბიჭი... -სადაა? -ეგ არ ჩანს პოსტებიდა. -აუ,ეს ოხერი-ნატალი გამოვიდა „ფეისბუქიდან“ და ლოგინზე დაეშვა. -მოდი,გკითხავ გეოგრაფიის ტესტებს. -კარგი,დავიწყოთ. საღამოც ასე გავიდა.ნატალია რაღაცნაირად იყო...რაღაც უხაროდა,მაგრამ რა? ალბათ,ის,რომ ლუკა ახლა მისი „ფეისბუქის“ მეგობარი იყო. თამარი მეორე ოთახში შუალედურისთვის ემზადებოდა,როცა ნატალიას კივილი მოესმა. -ჩემი ლექსი „დაალაიქა“. -აუუუუ-გამოვარდა პირღია თამარი. -ჰო,მართლა. -რომელი? -„ვიცეკვოთ ტანგო.“ -ლექსი,რომელიც მასზე არაა. -ჩუმად. -ეს იქნებ პირველი და უკანასკნელი „ლაიქია“,რომელსაც გჩუქნის. -ნუ ხარ დაუნდობელი. -რეალისტი ვარ. -მაინც არ მწყინს,თამარ. -ოჰოჰო,წავედი უნდა ვიმეცადინო,თორემ შენი ლუკა ვერ ჩამიბარებს გამოცდებს. -კარგი...-ქართულის წიგნი გადაშალა ნატალიამ და რაღაცის ხმამაღლა კითხვა დაიწყო. ცხრა საათი იქნებოდა,როცა გიორგის ზარმა დაუმღვრია სიჩუმე. -რა უნდა?-თვაისთვის თქვა და ტელეფონს უპასუხა. -რაღაც კომედია გადის დღეს „ამირანში“-გიორგიმ პირდაპირ დაიწყო. -მერე? -წავიდეთ.ორი ბილეთი მაქვს. -აუ,გიორგი.ხომ იცი,რომ დაღლილი ვარ. -როგორც მეგობრები-სიცილით დასძინა დაპასუხს დაელოდა. -კარგი,წავიდეთ. -გამიხარდა-დრო დაუკონკრეტა. ნატალიამ გაუთიშა და თამარისთან გავიდა. -ადექი? -ჰო,გიორგისთან ერთად ფილმზე მივდივარ.ორი ბილეთი მაქვსო.დაღლილი ვარ,მაგრამ წავალ. -გიორგისთან? -ჰო,გიორგისთან. -მაგ ბიჭს მაგრად მოსწონხარ. -მეგობრები ვართ... -იქნებ...-ნატალიამ გააწყვეტინა. -არანაირი იქნებ. -კარგი,მაშინ გყავდეს ეგ ბიჭი ილუზიაში. -არ გესმის? -კი,მესმის,მაგრამ შენ თვითონ იძახი რამე რეალური მინდაო. -ეს იგივეა,რომ ძირიდან აიღო რაღაც. -ჰაჰაჰჰაჰაჰ..კარგი,აბა,წადი. -კარგი,თამარ. -როგორ ოფიციალურად იცი ხოლმე.ეს თამარ. ნატალიამ ჩვეულებრივად ჩაიცვა და ტაქსით გააჩერა. „სად ხარ“-„ესემესი“ მოუვიდა.გიორგი იყო. „მოვდივარ“-გაუგზავნა. მალე ორივენი კინოთეატრთან იყვნენ. -ბევრი პოპკორნი-ნატალიამ იყიდა ორი დიდი შეკვრა და ერთი ბიჭს მიაწოდა. -ნატ,ნატ-გიორგიმ გამოართვა და პირში გემრიელად ჩაყარა მუჭით. -ჰაჰჰაჰ..შევედით? -კი,შევედით. -ჩვენი ადგილები..-ბილეთს დახედა...-წინა რიგები ყოფილა. -ნატალია,დამავიწყდა საჩუქრის მოცემა შენთვის..უფრო სწორედ ვერ მოვახერხე..ან როდის შემეძლო.მას მერე იმდენი რამ მოხდა. -არაუშავს-დაამშვიდა გოგონამ. -ახლა მოგცემ.შესაძლოა,არაა შესაფერისი მომენტი,მაგრამ მაინც. -კარგი,რა..მომეცი.. გიორგიმ ოთხკუთხედით ამოიღო რაღაც. -ეს რა არის?-გაიკვირვა გოგონამ. -ბეჭედი არაა-გადაიხარხარა გიორგიმ და მიაწოდა-გახსენი. ლამაზი ყელსაბამი...გიორგი და ნატალია ეწერა და ერთმანეთში იყო წარწერები გადაჭდომილი. -რა ლამაზია..მადლობ-გოგონამ თმა აიწია და მიბრუნდა. გიორგიმ გაუკეთა და მერე შორს წავიდა,უყურებდა გაფართოებული თვალებით: -რა ლამაზი ხარ....შენ უხდები მას... -გიორგი,მადლობ..მაგრამ ახლა ფილმი იწყება. გვიანი იყო,როცა გამოვიდნენ..ორივენი კმაყოფილებიჩადნენ.ხელები ერთმანეთისთვის ჩაეკიდათ და იცინოდნენ გაუჩერებლივ. -ისინი ნახე რას გვანან-გიორგიმ ანიშნა ნატალიას გვერდით. -ისინი? -ჰო,ტყუპები. ამ სიტყვების გაგონებაზე გოგონას თითქოს რეტი დაეცა,გაიხედა გვერდზე და ლუკა არ დაინახა. -იცნობ?-გიორგიმ გაკვირვებით შეხედა. -წავიდეთ..უბრალოდ წავიდეთ. -კარგი,რა იყო. სწრაფი ნაბიჯით წამოვიდნენ.ლუკას არ დაუნახავს.ის ზურგით იდგა და ძმასთან რაღაცაზე მუსაიფობდა. -როგორ გავდნენ ერთმანეთს. -არა,არ გავდნენ...გაარჩევდი-გოგონამ მხოლოდ ეს უპასუხა. -მაინც ვერ გავიგე,რატომ აჩქარდი. -ნუ ხარ ზედმეტად ცნობისმოყვარე. -ხომ იცი,რომ ასეთი ვარ. -უბრალოდ გაჩერდი და ნაყინს გიყიდი. -მართლა? -ჰო,ორ ცალს. -კარგი. -ჩემი პატარა ძამიკო ხარ. -ჰო,მაგრამ მე შენზე უფროსი ვარ. -მაინც პატარა ხარ-გადაიხარხარა ნატალიამ. -ნატ,ნატ. -აი,ნაყინებიც. ორი ცალი ამოარჩია გიორგიმ და გოგონას გახედა: -შენს მაგივრადაც მე,ჰო. -ჰო-გაუღიმა ნატალიამ. სახლში გვიან დაბრუნდა გოგონა და მაშინვე ჩაეძინა..ისე,რომ გამოცვლაც ვერ მოახერხა..სიზმარში ნახა ლუკაც..ისეც მომღიმარი და ისევ ხალისიანი..ისევ ანათებდნენ მისი თვალები და ისევ ცხოვრებას ჰგავდა..თითქოს რაღაც ნათელი იყო მასში..თუმცა,ხომ იყო..დიახ,იყო..სწორედ ის ნათელი,რომელიც ასე სწვავდა ნატალიას. უცნარია,ადამიანი მხოლოდ რამდენჯერმე გყავდეს ნანახი რეალობაში..მას არც გამოლაპარაკებოდე და ასე გაღელვებდეს..ასე გიყვარდეს და ასე გენატრებოდეს..გასაოცარია,ალბათ,მაგრამ თანაც მტანჯავი..აი,სწორედ ამას გრძნობდა ნატალიას...ლუკა და ისევ ლუკა..უკვე სიზმრებშიც ვეღარ ისვენებდა. პირველად ნახა ის ზმანებაში და დილას მთელი სახე უბრწყინავდა.ისე გრძნობდა თავს,თითქოს თავიდან დაბადებულიყო.დილას შვიდ საათზე გაეღვიძა. -მე და დილას გვყვარს ერთმანეთი-თქვა და ფანჯარა გამოაღო. მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო..ნელ-ნელა მოარღვევდა ღრუბლებს და ანათებდა გარემოს. „მარტო ზღვის პირას კი არ ღირს მზის ამოსვლისთვის ცქერა“-გაიფიქრა გოგონამ და იდაყვს დაეყრდნო. ლუკასაც არ ეძინა.ღამე გაათენა მეგობრებთან გართობაში და ახლა აღარ ეძინებოდა...მიყრდნობოდა ლოგინს და იჯდა..რაღაცაზე ფიქრობდა.დღეს ჩამოსულიყო საქართველოში და „დააწიოკეს“.ისე მონატრებოდა ყველას,რომ გიჟებს გვანდნენ... რვის ნახევარი იქნებოდა,როცა ნატალიამ თამარის დაურეკა და გააღვიძა; -გოგო კარგად ხარ? -კი..რაღაც ადრე გამეღვიძა. -რა მოხდა? -გოგო,ის დამესიზმრა. -მართლა? ესე იგი,ისიც ფიქრობს შენზე. -ნუ,სულელობ. -სხვანაირად როგორ ნახავდი. -კარგი.რა..დღეს ჩამოვიდა და სულ არ აინტერესებს,რომ ვიღაცას.. -ნუ უწოდებ შენ თავს ასე..შენ განსაკუტრებული ხარ და ეს უნდა დაინახოს. -თამარ..დამესიზმრა,რომ ერთად ვცეკვავდით ტანგოს. -შენი ლექსი,რომელიც „დაალაიქა“ ასე არ ერქვა,“ვიცეკვოთ ტანგო“? -კი და,ალბათ,ამიტომ ვნახე ის და,ამიტომ ვარ ასე კარგ ხასიათზე. -ღიმილის მიზეზი არსებობს! -კარგი,ახლა გააგრძელე ძილი. -დროებით-ნატალიამ ტელეფონი გათიშა და ლეპტოპი ჩართო.ახალი თავის წერა დაიწყო და თან შეიხედა 4ლოვეზე,სადაც მის ისტორიაზე არსებულმა ნახვებმა და კომენტარებმა გაახარა. ასე გავიდა დაახლოებით ორი კვირა..ბევრი რამ არ შეცვლილა,მაგრამ გოგონასთვის რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.საიტზე ახალი სტატუსი აქვს..ახლა მოდერი კი არაა,არამედ ადმინი და თან,რაც მთავარია „ახალბედა მწერლის“ სტატუსი მოიპოვა. „ეს პირველი ეტაპია..ეს გზაა მსოფლიოსკენ“-გაიფიქრა და გადაავლო ლექსებს თვალი..ლექსებს,რომლებიც ადრესატანმდე ვერ მისულიყო ან იქნებ ლუკას ნანახი ჰქონდა,მაგრამ აიგნორებდა და ან ვერ ხვდებოდა,რომ მასზე იყო.არადა უკვე მის სახელსაც თამამად ხმარობდა ლექსებში გოგონა.იქნებ მას შეუძლებლად მიაჩნდა,რომ ყვარებოდა გოგონას,რომელსაც არ იცნობდა და,რომელზეც არაფერი გაეგო მას. ერთ მშვენიერ დღესაც...ათი მაისი იქნებოდა..ლუკას არ ეძინებოდა და გადაწყვიტა ინტერნეტით რამისთვის ეყურებინა.სახლში მარტო იყო და,არ იცოდა,რა გაეკეთებინა.სანამ ფილმის ძებნას დაუწყებდა „ფეისბუქზე“ შეიხედა და თვალში მოხვდა ლექსი;“ჩემო ლუკა“... „ჩემი სახელი“-დააინტერესა და კითხვა დაიწყო.მერე ავტორი იცნო.ეს ხომ ის იყო მაშინ,რომ „დაულაიქა“ გვერდი. -მარტოსული მწერალი-ხმამაღლა წარმოქვა. შემდეგ მის გვერდზე გადავიდა და ლექსებს ჩამოყვა...რამდენიმე საათი კითხულობდა სანამ,ყველა არ ჩაამთავრა,შემდეგ ლოგინზე დაეშვა და ფიქრი დაიწყო. „მე მგავს..დამთხვევაა თუ რა ხდება? მასაც ლუკა ჰქვია,ოთხიანი უყვარს..გარეგნობით მე მგავს..ისიც მორიელია..ოცხდახუთის ხდება, ისიც ჩემნაირად ოცდაოთხ ოქტომბერს..არ ვიცი,რა ხდება...“-საგონებელში ჩავარდა ბიჭი. მერე ნატალიას 4ლოვეს გვერდზე გადავიდა და რომანებს მოკრა თვალი. „გასაოცარი ვინმე უნდა იყოს“-გაიფიქრა და კითხვა დაიწყო.მართალია,ეძინებოდა,მაგრამ მაინც კითხულობდა...ადრენალინი ტვინში ასხამდა და ძილის უკვე საერთოდ აღარ უნდოდა. მეორე დღეს ხუთი საათი იქნებოდა,როცა ადგა და ლეპტოპი გამორთო.არაფერი „დაულაიქებია“..დაბნეული იყო და თან რაღაცნაირად ბედნიერიც..უხაროდა,რომ შესაძლოა თვითონ ყოფილიყო უცნობი გოგონას მუზა და ეს რომანები კი მთლად აგიჟებდა...შვიდი თუ რვა წაიკითხა და ნატალიას ნიჭით აღფრთოვანებული გახდა. „ღმერთო...“-დაეშვა ლოგინზე და ფიქრს მისცა თავი..გონება უფრო და უფრო ებინდებოდა და არ იცოდა,რა ხდებოდა... „საკუთარი ფოტოები არ უდევს,მაგრამ გასაოცარი გოგო უნდა იყოს...“-გაიფიქრა და გაშტერდა... ამ ფიქრებში იყო,როცა ჩაეძინა..სახლში მარტო იყო,ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ხელს ვერავინ შეუშლიდა... ველი შეფასებებს... იმედია,აზრის დაფიქსირებას არ დაიზარებთ. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.