შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ტკივილი - {7}


25-06-2015, 11:12
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 576

დილაც გათენდა. ეს დილა დანარჩენებისგან აქ ყოფნის განმავლობაში მხოლოდ იმით გასხვავდებოდა, რომ შემეძლო პირველ სართულზე და საერთოდ მთელს სახლში გავსულიყავი, დიდი არაფერი იყო მაგრამ ჩემთვის ბედნიერება. კიბეებზე ჩუმად ჩავედი, ცოტნეს როგორც ჩანს უკვე გაღვიძებოდა, სამზარეულოში იყო და რღაცეებს „ჩალიჩობდა“.
- გაიღვიძე? მოდი ჭამე - გამიღიმა და მაგიდისკენ მიმითითა. - კვერცხი შევწვი, თუ დავწვი, ნუ მოკლედ იჭმევა რა. ეხლა ამით გავიტანოთ თავი როგორმე და მერე რამე მზას ვიყიდი. - უხმოდ დავჯექი მაგიდასთან და ძალით დავიწყე ჭამა, მხოლოდ იმიტომ რომ არ გაბრაზებულიყო და მეც შიმშილით არ მოვმკვდარიყავი.
- სხვა დროს მე გავაკეთებ საჭმელს. - ურეაქციოთ ვუთხარი - ჩვენი ჯანმრთელობისთვის ასე აჯობებს.
- აჰაჰ კი ეგ მართალია. არ ვიცოდი თუ კულინარობა შეგეძლო.
- კიდევ ბევრი რამ არ იცი.
- ხოო? და მაინც რაა?
- 1თვეც არაა რაც ერთმანეთს ვიცნობთ და ეჭვი მეპარება სახელის გარდა სხვა რამ იცოდე.
- ვიცი რომ 16ის ხარ.
- +1.
საღამოს, ბუხრის წინ, დივანზე კომფორტულად მოვკალათებულიყავით, ჩახუტებულები და დაბალ ხმაზე კინოს ვუყურებდით.
- არაუშავდა რა, ეს ლეონარდო მაგარი კაცია რა.
- ვერ დავიჯერებ რომ ტიტანიკი ნანახი არ გქონდა. ჩემი საყვარელი ფილმია.
- მოგიწევს დაჯერება. აი კიდევ ერთი რამ გავიგე შენს შესახებ. - გაეცინა. - უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს.
- გისმენ.
- რატომ არასდროს არ იღიმი? - თავი ჩავღუნე და ცოტა ხნით ჩუმად ვიყავი.
- არც გასაღიმად და არც სასაცილოდ მაქვს საქმე და მაგიტომ.
- და მიზეზი?
- არამგონია ახლა მაგის დრო იყოს, თან არც მიყვარს მაგაზე საუბარი.
- ოდესმე მეტყვი?
- შეიძლება. გააჩნია რა მოხდება. კაი გთხოვ არ გვინდა ახლა ამაზე ლაპარაკი.
- კაი კაი, უბრალოდ უბრალოდ ის მითხარი, სულ ასეთი მუდო იყავი?
- მუდო არ ვყოფილვარ არასოდეს, სულ გიჟი ბავშვი ვიყავი, მაგრამ...
- და ბოლოს როდის გაიღიმე? - გაეცინა, მაგრამ მე სულ არ მეცინებოდა. უკვე დავიწყებულიც მქონდა, შეიძლება ითქვას, როგორ გამეღიმა.
- ძაან გაინტერესებს?
- კი, ძალიან.
- სადღაც 3-4 წლის წინ. - პირი ღია დარჩა.
- ვერ დავიჯერებ. კი მაგრამ ან როგორ ძლებ ან რატომ არ იღიმი?
- თავისით მოხდა რა...
- კარგი კარგი შევეშვათ ამ თემას, იმედი მაქვს ოდესმე მაინც მეტყვი.
- ალბათ. ახლა მე მაქვს შენთან შეკითხვა.
- ახლა მე გისმენ - თავისი ცისფერი თვალები შემომანათა.
- როდის გამიშვებ? - როგორც ჩანს არ ესიამოვნა ეს კითხვა და ცოტა ხანს დუმილით ცდილობდა სიბრაზის დამალვას.
- არ შემიძლია რომ გაგიშვა.
- კი მაგრამ რატომ?
- იმიტომ რომ მიყვარხარ და ეს შენც უკვე კარგად იცი. მეშინია იმის გაფიქრებაც კი, რომ გაგიშვა დაგკარგავ. არ მინდა ხვდები? არ მინდა რომ დაგკარგო! რადგან ერთადერთი ხარ, პირველი გოგო ხარ ვინც შემიყვარდა და ეს სიყვარული წმინდაა. აქამდე სულ ვერთობოდი, შეყვარებულ ადამიანებზე მეცინებოდა და მათი არაფერი მესმოდა. ახლა კი მე აღმოვჩნდი მათ მდგომარეობაში და...
- და დიდი შეცდომა დაუშვი - გავაწყვეტინე.
- რადგან შემიყვარდა შეცდომა დავუშვი?
- რადგან მე შეგიყვარდი იმიტომ დაუშვი შეცდომა.
- არ მესმის შენი იცი? ვერ ვხვდები რატომ ამბობ ასეთ რამეს. უცნაური ხარ, ვიცი რომ რაღაცას მიმალავ და აუცილებლად გავიგებ რას. დავიჯერო სულ ოდნავაც არ გაგიჩნდა ჩემს მიმართ სულ მცირედი სიმპათია? ასეთი საშინელება ვარ?
- ცოტნე მისმინე! მშვენიერი ბიჭი ხარ გარეგნულათაც და უკვე დავრწმუნდი რომ შინაგანათაც, მაგრამ დამიჯერე ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა. ეს შეცდომა იქნება, ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უფლება მივეცი შენთან ერთად ვყოფილიყავი. დამიჯერე, გთხოოვ, არ გამოვა... - ხმა გამებზარა - უბრალოდ არ მინდა მერე გეტკინოს...
- ელი გადავირიე! - დაიყვირა - რა ჯანდაბა ხდება ასეთი რომ არ შეიძლება ჩვენი ერთად ყოდნა? არ მაინტერესებს მერე რა მოხდება, მე მინდა, რომ ერთდ ვიყოთ, მე შენ მიყვარხარ და სხვა რა ჩემ ფეხებად მინდა? არ მესმის თუ მოგწონვარ რატომ არ გინდა რომ ჩემს გვერდით იყო.
- იმიტო რო ასე არ შეიძება! ეს არასწორია. - ცრემლებმა თავისით გაიკვლიე გზა ლოყებზე და მეც ყვირილი დავიწყე - ვიცი რა ძნელიცაა როცა გიყვარს და მის გვერდით არ შეგიძლია ყოფნა რაღაც მიზეზის გამო...
- რა ჯანდაბაა ეს მიზეზი ბოლოს და ბოლოს მეტყვი? - დავდუმდი, ტირილი შევწყვიტე და თავი ჩავღუნე. მიჭირდა ამის თქმა, ან როგორ უნდა მეთქვა უცხო ადამიანისთვის ეს? მეგობრებიდან ნოეს გარდა არავინ იცოდა, მაგრამ ჯობდა ახლა მეთქვა მისთვის, ვიდრე მაშინ როცა უკვე ძალიან გვიანი იქნებოდა. თავი ავწიე და სრულიად უემოციოდ ვუთხარი:
- კიბო მაქვს... - გაშეშდა, ვერაფერს ამბობდა, გეგონებოდა ენა გადაეყლაპაო. - აი შენი მიზეზიც.



№1  offline წევრი MeTReVEli

Vau…
Dges wavikitxe yvela tavi da momewona
Warmatebebi

 


№2  offline მოდერი TroUbleMaKeR.

MeTReVEli
Vau…
Dges wavikitxe yvela tavi da momewona
Warmatebebi

დიდი მადლობა <3
--------------------
მ ა რ ი ა მ

 


№3  offline წევრი mari )))

საწყალი ცოტნე recourse

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent