შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მოგარჯულებ(5 ნაწილი)


25-06-2015, 15:10
ავტორი ანკა
ნანახია 7 468

მეორე დილით ბექას ნახვა არ უნდოდა. მასზე გაბრაზებული იყო... სამზარეულოში ჩავიდა და გაზქურასთან ბექა დახვდა. ისევ გუშინდელი დღე გაახსენდა.
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო? - არაფერი უპასუხია. მაცივრიდან ნაყინი გამოიღო და ჭამას შეუდგა. - კარტოფილი შევწვი, არ გინდა? - მოუბრუნდა და კატოს მიაჩერდა. კატომ ხმა არ გასცა, ნაყინს ხელი დაავლო და დაბღვერილი გავიდა გვერდზე ოთახში. მის ასეთ საქციელზე ბექას გაეცინა. თვითონ შეჭამა და ისიც მისაღებ ოთახში გავიდა.
-დღეს არ აპირებ, რომ ხმა გამცე? - დაუსვა მორიგი შეკითხვა და ისევ უპასუხოდ დარჩა.
კატომ ნაყინიანი ჭურჭელი სამზარეულოში გაიტანა, გარეცხა და ოთახში ავიდა. იდიოტი! ბოდიშიც კი არ მოუხადა!!! არადა რამდენი იწვალა! მართალია არ გამოუვიდა, მაგრამ ხომ სცადა... ცოტახანში ოთახის კარი ბექამ შემოაღო.
-დღეს საღამოს წვეულებაზე უნდა წავიდეთ, 7 საათზე მზად იყავი. - პასუხს არ დალოდებია ისე გავიდა.
საღამოც მალე მოვიდა. კატოს უკვე მომარაგებული ჰქონდა რამდენიმე საღამოს კაბა, რომ წვეულებებზე წასვლამდე კაბის საყიდლად დრო არ დაეკარგა. ლამაზად გამოეწყო და პირველ სართულზე ჩავიდა. ბექამ მისი დანახვისას პირი დააღო:

მაინც მოგარჯულებ(5 ნაწილი)


-ძალიან გიხდება, ულამაზესი ხარ! - აღტაცება ვერ დამალა. კატომ მხოლოდ წარბშეკრულმა ახედა და გვერდზე ჩაუარა. - იმედია წვეულებაზეც ბუტიაობას არ დაიწყებ - დაუმატა ზურგს უკან და მანქანაში ჩასხდნენ.
დარბაზში ყველას ყურადღება მიიპყრო. ბექას ძარღვები დაებერა. გიჟდებოდა, როდესაც მის გოგოს სხვა აკვირდებოდა. შეეცადა არ შეემჩნია, თუმცა კატოს ვერაფერს გამოაპარებთ! ერთ-ერთ მაგიდას მიუსხდნენ და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით საუბარი დაიწყეს. კომპანიის სამომავლო გეგმებზე და წარმატებულ თანამშრომლობაზე საუბრობდნენ. ძირითადად ბექა ლაპარაკობდა, თუმცა კატოც აქტიურად იყო ჩართული საუბარში. საბოლოოდ, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. ბექამ კატო საცეკვაოდ გაიწვია.
წყვილმა ცეკვა დაიწყო. სიბრაზემ გადაუარა. მოდუნდა და საყვარელ მამაკაცს მიენდო. დიახ, საყვარელ მამაკაცს!!! ის თავის თავს გამოუტყდა, რომ ბექა უყვარდა, თუმცა ამას, ალბათ ბექასთან არ აღიარებდა, რადგან მექალთანე კაცი არ უნდოდა. რატომღაც მის ერთგულებაში ეჭვი ეპარებოდა. ფიქრობდა, რომ მექალთანეებს ისეთი სიყვარული არ შეეძლოთ, ყველა რომ აღფრთოვანებით საუბრობს. ერჩივნა თავისთვის მოფრთხილებოდა ამ არაამქვეყნიურ გრძნობას, ვიდრე ბექასთვის შანსი მიეცა გაენადგურებინა იგი.
ძალიან სიამოვნებდა ბექას ხელები მის წელზე და უნდოდა უფრო ძლიერად მიკვროდა მას, თუმცა ვერ ბედავდა. ცეკვა დამთავრდა და ყველამ დაშლა დაიწყო. ჩვენი წყვილიც სახლის გზას დაადგა.
-ტკბილი ძილი(ბექა) - უთხრა თბილად და გაუღიმა
-შენც ასევე(კატო) - გაუღიმა და ოთახში შევიდა.
ბექამ მთელი ღამე ვერ მოისვენა. კატოზე ფიქრები თავიდან არ ამოსდიოდა. როგორ უჭირდა მის გვერდზე ოთახში ძილი. თავის შეკავება ვეღარ მოახერხა. საწოლიდან წამოდგა და კატოს ოთახის კარი ფრთხილად შეაღო. თვალი შეავლო საყვარელ ქალს და გაეღიმა. უნდოდა ახლა მის გვერდზე დაწოლა შესძლებოდა, თუმცა ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა. კარი გამოიხურა და ისევ თავის ოთახში დაბრუნდა.
დილით კატოს ადრე გაეღვიძა. კარგ ხასიათზე იყო და იფიქრა მზარეულის უნარ-ჩვევები განევითარებინა. ბექასთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ მზარეულობა შეეძლო! ასეც მოიქცეოდა. მანამ არ მოეშვებოდა, სანამ მიზანს არ მიაღწევდა! კვლავ კვერცხი გამოიღო და ღრმა თეფშიც მოიმარჯვა. გატეხვა უკვე ნასწავლი ჰქონდა. ათქვიფა და მარილიც გამოიღო. ზომიერად მოაყარა და ტაფაზე დაასხა. ახლა უფრო მშვიდად იდგა ტაფის წინ და ელოდებოდა როდის შეიწვებოდა. კმაყოფილმა გადმოდგა ტაფა მაგიდაზე და ახლა კიტრის და პომიდორის დაჭრა მოინდომა. მაცივარი გამოაღო. კარგად გარეცხა და კიტრის გათლას შეუდგა. უჰჰ!.. რთული ყოფილა, არადა ნათელა რა ოსტატურად აკეთებს ამ ყველაფერს! ისე მარტივად, თითქოს სულ არაფერიაო, თურმე ამასაც ვარჯიში სჭირდება! ბევრი ჯახირის შემდეგ სალათა მზად იყო. მაგიდაზე უკვე თეფშებს ალაგებდა, როდესაც ოთახში ბექამ შემოიხედა. ზემოთ ისევ შიშველი იყო, დაკუნთულ სხეულზე გარკვევით ჩანდა „კუბიკები“ და კატოსთვის ამის ყურება რთული ასატანი იყო, თუმცა რას იზამდა. უნდა გაეძლო!
-კვერცხი შევწვი, ამჯერად მარილი ვუქენი(კატო) - უთხრა უემოციოდ და მაგიდასთან დაჯდა
-აბა გავსინჯოთ! - შემოვიდა პოზიტიურად და კატოს პირდაპირ დაჯდა.
გაგიკვირდებათ და მართლაც ყველაფერი ზომიერად ჰქონდა. ნებისმიერი გოგოსთვის კვერცხის შეწვა, ალბათ, არაფერია, თუმცა კატოსთვის ეს მიღწევა იყო!
-ყოჩაღ! ძალიან გემრიელია!(ბექა) - შეაქო მიღწევისთვის. სინამდვილეში სრულიად ჩვეულებრივი კვერცხი იყო, თუმცა მოუნდა კატო გაეხალისებინა. გოგონასაც ძალიან გაუხარდა და სულ ცეკვა-ცეკვით აალაგა სუფრა. ხომ დაამტკიცა! დაამტკიცა, რომ მასაც შეეძლო რამის გაკეთება. მისაღებ ოთახში გავიდა და ტახტზე დაჯდა.
-დღეს მივდივართ სადმე?
-არა. გინდა სადმე წავიდეთ?
-სად?
-პარკში გავისეირნოთ.
-კარგი იდეაა(კატო)
-კაი მაშინ მიდი გაემზადე და წავიდეთ.
ოთახში ავიდა და კომფორტულად ჩაიცვა. ვარდისფერი ზედა, ჯინსის შორტები და ყავისფერი ჩექმები. მაკიაჟი არ გაუკეთებია, მხოლოდ ვარდისფერი პომადა წაისვა და ქვემოთ ჩავიდა.

მაინც მოგარჯულებ(5 ნაწილი)


-მე მზად ვარ.
ბექა წამოდგა და გარეთ გავიდა. კატოც მიყვა. მანქანაში ჩასხდნენ და გზას გაუდგნენ. პარკში მალევე მივიდნენ. მანქანიდან გადმოვიდნენ და სეირნობა დაიწყეს.
-აუ ბექაა, ნაყინი მინდაა - ახედა საწყალი თვალებით და ბამბის ნაყინისკენ გაიხედა.
-გიყიდო? - ჰკითხა ღიმილით
-კიი რა...
-არ გიყიდი - უთხრა მოჩვენებითი სიმკაცრით
-გთხოოვ - არ ეშვებოდა კატო
-მაშინ 1 პირობით
-რა პირობით?
-დღეს რამე სურვილს შემისრულებ
-კარგი - მივიდნენ ნაყინის გამყიდველთან და ბექამ უთხრა რაც შეიძლებოდა დიდი ბამბის ნაყინი გაეკეთებინა.
კატო ჭკუაზე არ იყო. ძალიან უყვარდა ბამბის ნაყინი. პატარა ბავშვივით უხაროდა და ბექას ერთ პატარა ლუკმასაც არ აძლევდა
-აუ, მეც მომე რა პატარა!(ბექა) - შეეხვეწა, ალბათ უკვე მეასედ
-არა! - მიიღო ისევ მტკიცე უარი.
-კაი გთხოვ რა - უთხრა და მუდარის თვალები მიაპყრო. კატომ უარი ვეღარ უთხრა
-კაი, ოღონდ პატარა - გააფრთხილა და ნაყინი გაუწოდა. ბექამ კმაყოფილმა „მოახია“ ნაყინს საშუალო ზომის ნაფლეთი და პირში ჩაიდო.
-მმმ... გემრიელია - თქვა კმაყოფილმა - ახლა ჩემი სურვილის ასრულების დრო მოვიდა
-რა სურვილის?
-ხომ დამპირდი მაგ ნაყინის სანაცვლოდ ერთ სურვილს აგისრულებო - გაახსენა მისი სიტყვები და ეშმაკურად გახედა
-აა ჰო... რა გინდა აბა?
-ეშმაკის ბორბალზე დაჯექი ჩემთან ერთად
-აუ კაი რაა...
-პირობა პირობაა, ეგრე არ შეიძლება
-ხო იცი რომ მეშინია. არ მინდა რა... სხვა რამე მთხოვეე
-მე შენს გვერდით ვიქნები, ჩემთან ერთად არაფრის არ უნდა გეშინოდეს
-აუ ბექაა - დაიწყო წუწუნი
-წამო, წამო - ხელი წელზე მოხვია და ძალით მიიყვანა ეშმაკის ბორბლამდე. კაბინაში შევიდნენ და კატოსაც ძალიან შეეშინდა. სულ არ აინტერესებდა რას იფიქრებდა იმწამს ბექა. ხელი მოკიდა და ძლიერად მოეჭიდა.
-იდიოტი ხარ რა! - უსაყვედურა ბექას და თვალები დახუჭა.
-მადლობთ(ბექა) - სიცილით მიიღო „კომპლიმენტი“ და კატოს ხელი მოხვია.
-აუ ძაან მეშინია... - ამოისლუკუნა და თავი უკან გადააგდო.
ასე მოეჩვენა, თითქოს მთელი საუკუნე ერთ წრეს არტყამდა. დაბრუნდნენ თუ არა უკან, მაშინვე გამოხდა კაბინიდან და თავი უსაფრთხოდ იგრძნო.
-აი ხომ ხედავ, არაფერი საშიში არ ყოფილა, ტყუილად ნერვიულობდი(ბექა) - გაამხნევა და უკნიდან მიუახლოვდა
-ბექა(კატო) - შემობრუნდა და ვეღარაფერი უპასუხა. უეცრად გონება დაკარგა და ბექას მკლავებში ჩავარდა.
მამაკაცი ძალიან აღელდა. ხელებში აიტაცა თავისი ჯიუტი გოგონა და სკამზე წამოაწვინა. მაშინვე სასწრაფოში დარეკა და საავადმყოფოში გადაიყვანა.
მეორედ ჩაიდინა სისულელე. თავისი ჭკუით კარგად მოიქცა. თურმე მართლა როგორ ეშინოდა სიმაღლის. რომ სცოდნოდა გული წაუვიდოდა, საერთოდ არ სთხოვდა ეშმაკის ბორბალზე დაჯდომას. თავისი თავი ათასნაირი სალანძღავი სიტყვით „შეამკო“ და ექთანს დაელოდა. კარი გაიღო თუ არა, იმწამსვე მივარდა
-ექიმო, კატო როგორ არის?
-ყველაფერი კარგადაა. ალბათ რამეზე ძალიან ინერვიულა. უკვე გამოფხიზლებულია და შეგიძლიათ სახლში წაიყვანოთ.
-მადლობთ - უპასუხა და კატოს ოთახში შევარდა.
-კატო როგორ ხარ?(ბექა)
-უკეთესად ვერ ვიოცნებებ(კატო) - უხეშად უპასუხა და თვალი აარიდა
-ადექი, სახლში წავიდეთ(ბექა)
-გადი ოთახიდან და ავდგები(კატო)
კატოც მალე გამოვიდა. მანქანაში ჩასხდნენ და სახლის გზას გაუყვნენ. სახლში შევიდა თუ არა, მაშინვე ოთახისკენ წავიდა.
-რამე თუ დაგჭირდება დამიძახე(ბექა)
-შენგან რა უნდა დამჭირდეს!
-იცი რა, ვცდილობ მაგ შენს გამოხტომებს ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ მაინც შენსას აგრძელებ! პატარა განებივრებული გოგო ხარ!(ბექა) - ახლა მან მიმართა უხეშად და კედელს მუშტი მიარტყა ემოციების გადმოსანთხევად. მთელი დღეა თბილად ელაპარაკება და არაფერმა არ გაჭრა! ისიც ადამიანია და ნერვებმა უმტყუვნეს. კატოს თვალზე მომდგარი ცრემლი შენიშნა და ისევ ინანა თავისი საქციელი. უკვე მერამდენედ იქცევა ასე! თვითონ არ უნდა, უბრალოდ ასე გამოსდის...
მაშინვე მიუახლოვდა და ძლიერად ჩაეხუტა
-მაპატიე კატო, გთხოვ... არ მინდოდა, მაპატიე კაი? გეხვეწები... კატო... - ხელები ძლიერად მოხვია და ბუტბუტი დაიწყო. გოგონას მოშორდა და თვალებში ჩააცქერდა.
-შენ რა იცი მე განებივრებული ვარ თუ რა ვარ! საერთოდ არაფერი არ იცი ჩემს შესახებ და ბედავ და მეუბნები განებივრებული გოგო ხარო!!! თავი ვინ გგონია! - ნერვებმოშლილმა ხმამაღლა დაუყვირა და ოთახში ავარდა. კარი ძლიერად მოიჯახუნა და კართან ჩაიკეცა.
მთელი სიმწრით ტიროდა. უყვარდა, მაგრამ არ იცოდა რა ექნა... დედა გაახსენა. როგორ უნდოდა ახლა გვერდით ყოლოდა... დაამშვიდებდა და რჩევას მისცემა. ყველა დედა ხომ ასეთია. კატოსაც ასეთი წარმოედგინა თავისი დედიკო, რომლის სილამაზეზეც მთელი სამეზობლო ლაპარაკობს. კატოს ხშირად ადარებენ დედამისს. ასე ეუბნებიან, დედაშენისნაირი თვალები გაქვსო. მასაც უხარია, ასე თავს მასთან უფრო ახლოს გრძნობს.
-კატო კარი გამიღე, გთხოვ! - მოესმა მეორე მხრიდან ბექას ხმა.
-წადი! - უპასუხა ხმაგაბზარულმა
-იცოდე შემოვამტვრევ! - სხვა გზა არ ჰქონდა. ადგა და კარი გააღო.
ბექა დამნაშავესავით იდგა და აწყლიანებულ ცისფერ თვალებში უცქერდა. კატომ თავი ვეღარ შეიმაგრა, ბექასთან მივიდა და ძლიერად ჩაეხუტა. მამაკაცი ჯერ დაიბნა, შემდეგ კი მანაც მოხვია ძლიერი ხელები და მჭიდროდ აიკრა სხეულზე. თავბრუდამხვევი სურნელი ჩაისუნთქა და თავი ბექას კისერში ჩარგო.
-მენატრება, ბექა, მენატრება... - ამოისლუკუნა და ცრემლები წამოუვიდა.
-ვინ? - ჰკითხა თანაგრძნობით
-დედა მენატრება! როგორ მინდა ახლა აქ მყავდეს... - ძლივს მოაბა სათქმელს თავი და უფრო ატირდა. ბექას დედამისის შესახებ მოუყვა. ბიჭი ყურადღებით უსმენდა და გული სტკიოდა, რომ მისი საყვარელი ქალი ასე იტანჯებოდა. საწოლზე დააწვინა და თვითონაც მიუწვა. ხელები მოხვია და თავი მის კისერში ჩარგო.
კატო ცოტა დაწყნარდა. ბექას მკლავებში ყოფნა ძალიან სიამოვნებდა, თვალები დახუჭა და მომენტით დატკბა. კისერზე ბექას თანაბარ სუნთქვას გრძნობდა და გული სწრაფად უცემდა. ასე ეგონა, რომ ის ადგილი ეწვოდა. იმ ღამეს ძალიან ტკბილად დაეძინა. თამამად შეეძლო ეთქვა, რომ თავის ცხოვრებაში საუკეთესო ღამე იყო.
დილით უბედნიერესმა გაიღვიძა. თვალები გაახილა და ბექას გადახედა. მისი მშვიდი სახის დანახვისას თავისდაუნებურად გაეღიმა. მალევე ბექამაც გაიღვიძა და ზანტად გაიზმორა.
-ბექა გამიშვიი(კატო) - დაიწყო მაშინვე წრიალი
-ოო, ნუ ფართხალებ(ბექა) - უთხრა უკმაყოფილოდ და ხელები უფრო მჭიდროდ მოხვია
-ბექაა!(კატო) - ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა.
-რა ჯიუტი ხარ გოგო, რა არის ვაა!!!(ბექა) - მკაცრად მიმართა და სახეზე მიაჩერდა.
კატოს გული აუჩქარდა. ასე ახლოს გაძლება ძალიან რთული იყო. ოდნავი შერხევა იყო საჭირო, რომ ტუჩებზე შეხებოდა. მამაკაცის ცხელ სუნთქვას გრძნობდა სახეზე და სიამოვნებისგან თავბრუ ეხვეოდა. ბექამ შეატყო კატოს ასეთი რეაქცია მის საქციელზე და იმედი ჩაესახა, რომ მიზნის მიღწევამდე ცოტაღა აკლდა. გოგონა ადგილზე მიეყინა. განძრევას ვერ ახერხებდა. ბიჭს მოშორება არ უნდოდა, თუმცა იძულებული იყო კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით. კიდევ ერთხელ შეიკავა თავი ულამაზესი ტუჩების დაგემოვნებისგან და კატოს მოშორდა. როდესაც ბექა ოთახიდან გავიდა, კატომ თავის თავს გამამხნევებლად შემოუძახა და საწოლიდან ადგა. მოკლე ჯინსის შორტები, ლურჯი ტოპი და თეთრი კეტები ჩაიცვა. პირველ სართულზე ჩავიდა და სამზარეულოს მიაშურა.
-სადილი შევუკვეთე, მალე მოიტანენ(ბექა) - უთხრა ოთახში შემოსულ კატოს
-კარგი(კატო)
მალე კარზე ზარი გაისმა. კატომ პიცა გამოართვა მიმტანს, ფული გადაუხადა და კმაყოფილმა დადო მაგიდაზე. დილით გემრიელად ისაუზმეს.
-დღესაც წვეულებაა(ბექა)
-ყოველ მეორე დღეს წვეულებებზე უნდა ვიაროთ?(კატო)
-თითქმის(ბექა)
-რომელ საათზეა?(კატო)
-საღამოს 8 საათზე. მე მანამდე კომპანიაში უნდა გავიდე(ბექა)
-მეც წამოვალ რა, აბა აქ რა ვაკეთო(კატო)
-კარგი მაშინ წამოდი(ბექა)
გარეთ გავიდნენ და კომპანიისკენ მიმავალ გზას დაადგნენ.

..............
ესეც მორიგი თავი...
გთხოვთ დაკომენტარება არ დაგეზაროთ, ყველა თქვენგანის აზრი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია
როგორ ყოველთვის, ველი შეფასებას...



№1  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მალე დადე მომწონს love

 


№2  offline მოდერი ^paradise^

Dzaalian momwons :* beqa ra sayvareliaaa giorgis magonebs :D isic adet dgeshi myavs :D :* ankato yochag egre gaagrdzelee visiamovneee dzalian <3

 


№3  offline მოდერი ანკა

lamazmani
ძაან კაია მალე დადე მომწონს love

მადლობა ძალიან დიდი!!! თქვენ არ იცით როგორ მახარებთ! <3 love
ბევრს არ გალოდინებთ, ახალ თავს ხვალვე დავდებ <3 love

^paradise^
Dzaalian momwons :* beqa ra sayvareliaaa giorgis magonebs :D isic adet dgeshi myavs :D :* ankato yochag egre gaagrdzelee visiamovneee dzalian <3

აბაა wink ერთი გიორგია გაჭირვებული და მეორე ეს wink
მადლობა ჩემო საყვარელოოო <3 მეც ძალიან მსიამოვნებს შენი ისტორიების წაკითხვა და შენი კომენტარებით ხო სიხარულისგან მეცხრე ცაზე ავდივარ, მალე მეათეს მივწვდები wink
უკვე შემიყვარდი ძალიან ძალიაან love

 


№4  offline წევრი unijo mwerali

ძალიან მაგარიაააა love wink

 


№5  offline მოდერი ანკა

unijo mwerali
ძალიან მაგარიაააა love wink

მადლობაა <3 მიხარია რომ მოგეწონა love

 


№6  offline წევრი mari )))

ძალიან მაგარია ასე გააგრდზელე საუკეთესო ისტორიაა მათშორის რაც წამიკითხავს love

 


№7  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნნნნნ მომეწონააა

 


№8  offline მოდერი ანკა

mari )))
ძალიან მაგარია ასე გააგრდზელე საუკეთესო ისტორიაა მათშორის რაც წამიკითხავს love


Tako Gogelia
ძანნნნნნნ მომეწონააა


დიდი მადლობაა <3 <3 <3 ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი ვარ ასეთი კომენტარების წაკითხვისას love

 


№9  offline წევრი mari )))

მაგარია ახალი მალე დადე რა

 


№10  offline მოდერი ანკა

mari )))
მაგარია ახალი მალე დადე რა

აუცილებლად <3 ახალ თავს დღეს საღამოს დაგიდებთ <3 <3 <3

 


№11  offline წევრი მარი ნოზაძე

ძალიან მომეწონა ეს ისტორია მალე გააგრძელე love

 


№12  offline მოდერი ანკა

მარი ნოზაძე
ძალიან მომეწონა ეს ისტორია მალე გააგრძელე love

შემდეგ თავს დღეს დაგიდებთ აუცილებლაად <3 <3 <3
მადლობა love

 


№13  offline წევრი მარი ნოზაძე

ანკა
მარი ნოზაძე
ძალიან მომეწონა ეს ისტორია მალე გააგრძელე love

შემდეგ თავს დღეს დაგიდებთ აუცილებლაად <3 <3 <3
მადლობა love

შენ კიარა პირიქით მადლობ რო ასეთი მაგარი რამ დაწერე

 


№14  offline მოდერი ანკა

მარი ნოზაძე
ანკა
მარი ნოზაძე
ძალიან მომეწონა ეს ისტორია მალე გააგრძელე love

შემდეგ თავს დღეს დაგიდებთ აუცილებლაად <3 <3 <3
მადლობა love

შენ კიარა პირიქით მადლობ რო ასეთი მაგარი რამ დაწერე

love love უბედნიერესი ვარრ!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent